პსჟ-მ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა და დღეს დილით მიუნხენში გაფრინდება. პარიზულ გუნდს Infinity-ში უნდოდა დაბინავება, სადაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალისას იმყოფებოდნენ, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. „ბაიერნის“ მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ და სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა განაცხადეს, რომ ეს მათი საშინაო მატჩი და მათი ქალაქია და ეს სასტუმრო ბავარიულმა გუნდმა დაიკავა.

კომპანიმ ქომაგებს მიმართა: „ჩემი ერთადერთი თხოვნაა: თუ ვინმე ბილეთს შეიძენს და თავს შეუძლოდ იგრძნობს, სახლში დარჩეს და ბილეთი ყველაზე ჯანმრთელ ადამიანს მისცეს, რომელიც ჩვენი ციხესიმაგრის დაცვაში შეიტანს წვლილს. უნდა გავიმარჯვოთ და 75 ათასი ფანის თანადგომა გვჭირდება“.

„რეკორდმაისტერის“ გენერალური დირექტორის იან-კრისტიან დრეზენის თქმით, წაგებულ პირველ შეხვედრაში (4:5) ქება დაიმსახურეს, მაგრამ ქათინაურებით ფინალში ვერ გავლენ, ამისათვის წარმოუდგენელ „პარი სენ ჟერმენთან“ საფეხბურთო სამყაროს გაოგნება სჭირდებათ.

„ბაიერნი“ პსჟ-სთან ახალი ფორმით ითამაშებს.

პსჟ Andaz-ში დაბინავდება, რომელიც „ალიანც არენასთან“ უფრო ახლოს მდებარეობს. პარიზიდან საყვარელ გუნდს მხარდასაჭერად 3 700 გულშემატკივარი გაჰყვება - ეს ფიფას მიერ სტუმართა გუნდის ქომაგებისთვის დაწესებული 5%-იანი კვოტაა.

„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელის ლუის ენრიკეს განკარგულებაში მხოლოდ ტრავმირებულები ლუკა შევალიე და აშრაფ ჰაკიმი არ არიან. მაროკოელს უორენ ზაირ-ემერი შეცვლის. ფაბიან რუისი ძირითად შემადგენლობაში იქნება, თუმცა ეჭვობენ ფიზიკური მდგომარეობის გამო 90 წუთი (ან 120) შეძლოს თამაში. სხვა მხრივ სასტარტოში ცვლილებები მოსალოდნელი თითქმის არ არის. „ეკიპის“ ცნობით, გასარკვევია თავიდან თამაშს დეზირე დუე დაიწყებს თუ ბრედლი ბარკოლა.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე (ან ბარკოლა), კვარაცხელია, დემბელე.

Vaxo
იმის გარანტიას თუ მოგვცემ რომ პირველ ტაიმში გოლს არ გაუშვებენ მაშინ ვეთანხმები შენს ვარიანტს.

ვიტინია ალბათ სრულად აღიდგენდა ფორმას,აი ფაბიან რუისი კი,აშკარად შორსაა,თუმცა ბოლო თამაშზე უკეთესი კი იქნება.ეს ცოტაა,მაგრამ სხვა გზაც არ ჩანს.დამატებულ დრომდე თუ მივიდა,იქ უფრო გაუჭირდება პსჟს.გამძლეობაში და ფიზიკაში გერმანელებს აქვთ უპირატესობა და ეს,პარიზშიც გამოჩნდა.პირველ გოლზე,ალბათ ბევრი იქნება დამოკიდებული.სასურველი შედეგი ორივე მხარემ უკვე იცის და გაცილებით უფრო პრაგმატულ თამაშს ველოდები,სიხისტით,ჩაკეტვით,უხეშობით,მაგრამ ორივე გუნდის შეტევა დაცვას სჯობია და მოველი,რომ ორივე გუნდი გაიტანს.ისეთი შემტევები თამაშობენ ორივე მხარეს,რომ არც ვინმეს გაძევებაა გამორიცხული,იქიდან გამომდინარე შედეგებით.იმედია პსჟ თავიდანვე შესძლებს წარმატებულ კონტრთამაშს და გერმანელებს კიდევ უფრო გახსნას აიძულებს,თუმცა ეს მხოლოდ იმედია და იმედია,ეს იმედი გამართლდება.ღმერთი სამობითააო და კვარა მესამე თამაშშიც დუბლს თუ გაუტანს,ქართული სამებაც შედგება.
ლუკინო
1:3 და ხვიჩას დუბლი!
U 758
ხვალეა არა, ხვალაა სწორი. თან შენთვის ხვალაა და მისთვის შესაძლოა დღესაა. გაიგე, ტვინიკოს?
დავით 67
კარგია რომ ეს მარტო შენი აზრია! პირველ ტაიმში თუ ამოტენეს მერე რაღად უნდა ხვიჩას და დემბელეს შეყვანა
ტუკო რამირესს
ძალიანაც რომ მოვინდომოთ, დღეს ნაღდად ვერ მოვიგებთ. თამაში ხვალეა.)))
გიგო პაპა
ხვიჩას მარჯვნივ დაყენება წაგების ტოლფასია. იმის მეოთხედსაც ვერ გააკეთებს, რაც თავის ფლანგზე შეუძლია. არც ცენტრშია მაგის ადგილი. ისე, თამაშის მსვლელობისას შეუძლია ხანდახან შეიცვალოს პოზიცია, ოღონდაც დაცვაში ნუ ირბენს ბევრს, რომ შეტევაში უფრო პროდუქტიული იყოს. ფაქტიურად გუნდის ტვინი და ლიდერია და ხომ შეიძლება ერთ შეხვედრაში მაინც მთელმა გუნდმა ითამაშოს ხვიჩაზე, როგორც ხშირად თამაშობენ მესისთვის ან რონალდოსთვის. სულ წინ უნდა იყოს და ატეროროს მცველები და ნოიერი. მინიმუმ დუბლი გვინდა, წინა თამაშზეც ასე ვფიქრობდი. თუ ჰეთ-რიკს შეასრულებს ხომ მთლად უკეთესი. წარმატებებს ვუსურვებ!
ჟორა გაბრიჭიძე
მართალია ბაიერნი 12 კაცით თამაშობს (იგულისხმება საკუთარი მაყურებელი), მაგრამ ენრიკეც 12 კაცით ეთამაშება. კვარა თავდაცვის დროს სრულყოფილი მცველია, ხოლო თავდასხმის დროს ყველაზე სახიათო თავდამსხმელი, ამიტომ უპირატესობა პსჟ-ეს მხარესაა, რადგან მაყურებელი ტრიბუნაზეა, ხოლო ხვიჩა მოედანზე.
გოგიტა
პირველ ტაიმში ხვიჩა არ ათამაშოს და არც დემბელე და უნდა ეცადოს პირველი ტაიმი მშრალად შეინახოს მეორე ტაიმში შემოიყვანოს ხვიჩაც და დემბელეც დასვენებული და ბევრად სანახაობრივი და და შედეგიანიც იქნება ეს ჩემი აზრია და ვფიქრობ ძალიან სწორი ტაქტიკა იქნება
დდდ-ს
მოსწრებული ხუმრობა იყო. :)) არ მიკვირს, ჩვენმა,,ღრმად განათლებულმა" და წაკითხულიდან აზრის ვერგამომტანმა პუბლიკამ რომ არმოწონება დაუსვა.
დამწყები მწვრთნელი
ხვიჩას მარჯვნივ გამწესება და ბარკოლა ძირითადში იქნება ისეთი კატასტროფა, რომელიც ბაიერნს მისცემს თამაშის პირველივე ტაიმში დამთავრების საშუალებას და ძნელი წარმოსადგენია, ასეთი შანსი ხელიდან გაუშვან.
.ალ ხელაიფი
რავი, მე ფრეზეც ყაბულსა ვარ.
Achi
1:1 morchema yovel shemtxvevashi pre iqneba ai naxavt
ტუკო რამირესი
კვარამ დიდწილად სიხალისე, იმედები, აზარტი, სიამაყე დაგვიბრუნა. დღეს უნდა მოვიგოთ!!!
დდდ
მერედა საკუთარ ქალაქში სასტუმრო რა ჯანდაბად გინდა?!... მიუნხენის ბავარია ხარ თუ თეიმურაზ ხევისთავი?!...
aburjga
მე ვფიქრობ თავიდან ბარკოლას დააყენებენ მარცხნივ და ხვიჩას მარჯვნივ ორი მიზეზის გამო, 1. ჰაკიმი არ არის და მარჯვენა ფლანგი მაგრად დასუსტდ. 2. ბაიერნი გაფაციცებით ემზადება ხვიჩას მარცხენა ფლანგზე გასანეიტრალებლად! თუ პირველ ნახევარში ამ სქემამ ვერ იმუშავა, გაიყვანს ბარკოლას, ხვიჩა დაბრუნდება მარცხნივ და შემოსული დეზირე დადგება მრჯვნივ! ისე ძალიან მინდა პსჟ-მ (ანუ ხვიჩამ) მოიგოს, რომ ამის გამო პროგნოზს ვერ ვაკეთებ!
123
ხარჩოს ჩეკივით
მოლი
ძალიან მინდა პსჟ-მ მოიგოს🙏
ბაიერნი
5:1
უფროსი
ეს წაიკითხეთ. კიდევ ერთი დიდი კლუბი იწვევს თორნიკეს. ბაიერნი მაგრად არის დაინტერესებული. პატარა კვარა მიუნხენშია. https://x.com/iMiaSanMia/status/2051428432710348937
ტორო
რა თამაში იქნება უკვე წარმომიდგენია
Gio
2:3
მამუკა
რო გაარღვევენ მაგ ციხესიმაგრეს და წამოგიხევენ კალბასის ჩეკივით, მერე ნახე თანადგომა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
მოლდოვა 0:1 საქართველო
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"რეალი" კურტუას გაშვებას არ აპირებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ხვიჩამ და პსჟ-მა უნდა დაამტკიცონ - შემტევი სამეული და ქართული კლუბი ევროპაში
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა