მემორანდუმის საფუძველზე საქართველო სარეიტინგო თუ მსოფლიო-ევროპის ჩემიონატებს უმასპინძლებს
20-21 აგვისტოს ჩვენმა კარატისტებმა ინგლისის ქალაქ კარდიფში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა თამაშებზე იასპარეზეს.

გამორჩეულ ოსტატთა შორის იყო საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პერზიდენტი, მეშვიდე დანის მფლობელი, შიხანი კახა ბასილია. უსახსრობის გამო გუნდი არ გვყავდა ამ პრესტიჟულ ჩემპიონატზე და იგი მხოლოდ კატაში გამოდიოდა ეროვნული ნაკრების ღირსების დასაცავად. ამჯერად ქართული კარატეს თავკაცი მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

კახა ბასილიას თქმით, ეს მან განგებ გააკეთა, რადგან გამარჯვებული სპეციალური პრიზით, ვერცხლის მედალოსანი კი სოლიდურ თანხით ჯილდოვდებოდა. ეს თანხები მხოლოდ ნაკრების დაფინანსებას მოხმარდება.

ლონდონში კახა ბასილიას მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ჰქონდა ინგლისის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან. საგულისხმოა, რომ ამ ქვეყანაში დიდი ხანია წარმატებით ასპარეზობს ჩვენი თანამემამულე თენგო თევდორაძე.

"ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, რომ ინგლისის ფედერაცია და მათი პრომოუტერები ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოთი დაინტერესდნენ. მოლაპარაკებაც შედგა შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე. სულ მალე, სექტემბერში, ინგლისიდან ბრძოლა წესების გარეშე სტილით მსოფლიოში ცნობილი საუკეთესო სპორტსმენები გესტუმრებიან.

ვიზიტის დროს ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის საფუძველზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო შეჯიბრებების კალენდარში და ჩვენც ვუმასპინძლებთ სარეიტინგო თუ მსოფლიო-ევროპის ჩემიონატებს. ეს დიდად წაადგება ქართველი მებრძოლების განვითარებას, გულშემატკივრებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იხილონ რჩეულთა მაღალი ოსტატობა. დავძენ, რომ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ სათვისტომოს ინგლისში რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ" - განაცხადა ინგლისიდან დაბრუნებულმა კახა ბასილიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა