ბავარიელები პსჟ-სთან მატჩში ფავორიტად „ბაიერნს“ მიიჩნევენ და ფინალში გასვლაში დარწმუნებული არიან.

ჰასან სალიჰამიჯიჩი (სპორტული დირექტორი): „ტრიბუნებზე მეთორმეტე ფეხბურთელით და „ალიანც არენაზე“ როგორც მიუდგომელ ციხესიმაგრესთან, სახლში აშკარა უპირატესობა გვაქვს და გამარჯვების მტკიცედ მჯერა. ჩვენები ტოპ-ფორმაში არიან, ისინი იმარჯვებენ და თითქმის წაგებული შეხვედრების შემოტრიალებას ახეხებენ. ზედმეტი ზეწოლა არ სჭირდებათ, არაა აუცილებელი შესვენებისთვის ანგარიში 3:0 იყოს. ამას ძლიერი უნარებით მატჩის დასკვნით ფაზაში გავაკეთებთ“.

კარლ-ჰაინც რუმენიგე (სამეთვალყურეო საბჭოს წევრი): „მეტის მისაღწევად თავმდაბლობაა საჭირო, ნამდვილი გუნდური სულისკვეთება და რა თქმა უნდა, საკუთარი თავის რწმენა. დარწმუნებული ვარ, გუნდს ეს ყველაფერი აქვს. ჩვენი ბიჭები პსჟ-ს პატივს სცემენ, მაგრამ იციან თავიანთი სიძლიერე. ისინი იბრძვიან როგორც სამი მუშკეტერი - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ამ სეზონში „ალიანც არენაზე“ უკვე 80 გოლზე მეტი გაიტანეს. მტკიცედ მჯერა და იმედი მაქვს, ბუდაპეშტში გასამგზავრებელ ბილეთს მოიპოვებენ“.

დიტმარ ჰამანი (ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი): „კიდევ ერთი საინტერესო მატჩის ნახვას ვიმედოვნებ, გასული კვირის მსგავსის, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. პარიზში კარგი სასტარტო პოზიციის უზრუნველყოფას ვცდილობდით, მიუნხენში უკვე ფინალისთვის ბრძოლა იქნება. საშინაო დაპირისპირებას სხვა დინამიკა გააჩნია. ეს „ბაიერნისთვის“ შესაძლებლობაა თავიდანვე აჩვენოს, თუ რა უზარმაზარი ენერგიის მფლობელია. ჩვენების მხრიდან დიდ უპირატესობას და ბურთის ფლობას ველოდები, რადგან შინ თამაშობენ და ანგარიში აქვთ ამოსაქაჩი. „რეალთან“ სხვა ვითარება გახლდათ. ერთ ბურთზე მეტით წაგების უფლება არ ჰქონდათ. ახლა მოგება მართებთ. „პარკ დე პრენსზე“ ორივე გუნდმა შეტევაში ძლიერი მხარეები აჩვენა, თუმცა პარიზელთა დაცვაში სუსტი ადგილები შეიმჩნეოდა. ეს გამოსაყენებელია“.

თომას მიულერი (ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველი): „როგორი სანახაობა იყო საფრანგეთის დედაქალაში! ფეხბურთის ნამდვილი რეკლამა ვიხილეთ. ჩემი აზრით, საპასუხო შეხვედრა სხვანაირი იქნება. მე-60 წუთიდან გუნდები შედეგზე დაიწყებენ ფიქრს, სწორედ მაშინ დაიწყება ტაქტიკური გადაწყობები. 4:5 კატასტროფა არაა. რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული სიტუაციებიც არსებობს, მაგრამ პარიზელებს მხოლოდ ერთი გოლის უპირატესობა გააჩნიათ. სიმართლე გითხრათ, „ბაიერნის“ პარიზში ასპარეზობა უფრო მომეწონა, ვიდრე მადრიდში. ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა გადაიტანო ის, როდესაც 2:5-ს აგებ. ყოველგვარი ქაოსის გარეშე გააგრძელეს იერიშები და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. თუ საკუთარ მოედანზეც 90 წუთის მანძილზე ასევე იმოქმედებენ, ერთი ან ორი ბურთის სხვაობით გაიმარჯვებენ. მოდით, გავაკეთოთ ეს!“

.-სს
კაი ახლა,ყველა ხვიჩას გულშემატკივრები ვართ და ჰიპერბოლა იმიტომაა ჰიპ[ერბოლა,რომ რაღაცას ძალიან გადაჭარბებულად აღწერს.ჩვენთვის თბილისის დინამო იყო ყველაფერი და ვიღაცის სიმპათიას რას დავარქმევთ,მაგაზე სულ არ ვინერვიულებ.თამაში იწყება და გამარჯვებას ვუსურვებ(ვუსურვებთ),ჩვენ ბიჭს!
. -ს
კი ყველაფერი სიმართლეა მარა ეგ ხომ ვიცით ყველაფერი? მე სიტყავ “გულშემატკივრობაზე” ამ სიტყვის მნიშვნელობაზე მაქვს აქცენტი ბატონო და არა ის რომ ყველას მოგვწომდა . ნამდვილი გულშემატკივრის პატარა მაგ. გეტყვით. საქართველო - შოტლანდიის მატჩის წინ შოტლანდირლ ქომაგებს გამოველაპატაკე და ვკითხე ეგ დროშა სქოტების არაა და ალბათ რეინჯერსისაა მეთქი. მან კი ამაყად მომიგო მე მოზერველის ფანი ვარო. იმ დროისთვის მოზერველი პრემიერშიპშიც არ იყო და დაბლა ლიგაში გავარდნილი იყო. აი ესაა გულშემატკივრობა და რასაც თქვენ ამბობთ ეგაა სიმპატია, მოწონება და გემოვნება ფეხბურთის.
Aburjga-ს
ინტრიგნობის მნიშვნელობაც არ იცი ისევე როგორც გულშემატკივრობის მნიშვნელობა. არა მარტო შენ ბევრს ბევრი რამის აღრევა გაქვთ. გულშემატკივრობა ნიშნავს თვითონ სიტყვიდან გამომდინარე გულის ტკივილს პირდაპირი გაგებითაც ხშირად. მე რომ ბავშვი ვიყავი მამა მოსკვაში ფინალზე იყო დინამო თბ - დინამო მ ის თამაში პენალტებამდე მივიდა და მამას თურმე სასწრაფო დასჩირდა და ნემსებით მოაბრუნეს. მე და ბევრმა სხვებმაც საქართველო რომ გავიდა ევროპაზე მაშინ პატარა ბავშვივით ვბღაოდი და ვერ ვჩერდებოდი. ესაა გულ/შემატკივრობა. გაიგე ახლა თუ კიდრვ ინტრიგანს დამიძახებ თავდასაცავად ან ნაცს მიწოდებ?

როდესაც ბავარიის გულშემატკივრობის დასაწტისს,1971 წლიდან ითვლის,ჩემთვის სრულიად გასაგებია,ამისი მიზეზი.იმ წელს,შეიქმნა ტოტალური ფეხბურთი და ევროპულ სარბიელზე გამოვიდა,მიუნჰენის ბაიერნი!ჰოლანდიური აიაქსი და ფეინოორდი,მიონჰენგლადბახის ბორუსია და მიუნჰენის ბაიერნი ევროპული ფეხბურთის ლიდერები გახდნენ,რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით იმარჯვებდნენ ჩემპიონთა თასზე.ბაიერნში დაიწყო ბეკენბაუერის მეფობის ეპოქა,იქვე იყო გერდ მიულერი და სხვა დიდი ვარსკვლავები.ევროპულ ფეხბურთზე სისტემატური ინფორმაციების მიღებაც იმ დროიდან დაიწყო და გასაგებია,რატომ გახდა,მისი გულშემატკივარი აბურჯგა.უცხოურ ფეხბურთს,ჩვენ მხოლოდ გაზეთებიდან ვეცნობოდით მანამდე,მათი თამაშის ნახვა კი,მსოფლიოს ჩემპიონატებზე თუ შეგვეძლო და ისიც,არა ყველასი.ასე რომ დღევანდელი კრიტერიუმებით ნუ მივუდგებით,მაშინდელ ამბებს.პ.ს.თბილისის დინამო,მაშინ მთელი საქართველოს საყვარელი და ერთადერთი გუნდი იყო,რომელზეც ყველა ბირჟა ლაპარაკობდა და მსჯელობდა,ის ითვლებოდა ქართული ფეხბურთის ფლაგმანად და საქართველოს ყველა კლუბი,მის გაძლიერებას და გამარჯვებებს ემსახურებოდა.ჩათვალეთ,რომ ის იყო საქართველოს ნაკრები და რაკი დინამოს შინაგან საქმეთა სამინისტრი კურირებდა,მისი ფეხბურთელები კი,ამ სამინისტროს თანამშრომლებად ითვლებოდნენ,მისგან ფეხბურთელის წართმევას,რუსული გუნდები ვერ ახერხებდნენ.მაშინ როცა ჩვეულებრივი გუნდის ნიჭიერ ფეხბურთელს, ჯარში გაიწვევდნენ და იძულებული იყო,ორი,ან სამი წელი,არმიის გუნდებში ეთამაშა.იმ დროინდელი ხალხისათვის,ეს აქსიომა იყო და არც გვჭირდებოდა თქმა,რომ დინამოს გულშემატკივრები ვიყავით.
მირო
პარიზში პირველი გოლის მერე პსჟ დაბნეული დარბოდა,არ იცოდა რა ექნა და კვარამ დააბრუნა თამაშში,გამოაცოცხლა და სულ სხვა თამაში დააწყებინა.დღეს თუ კვირას განეიტრალება შეძლეს გერმანელებმა,მოიგებენ უპრობლემოდ.თან პსჟ-ს დაცვაც მართლა არაა იდეალური.თუ დემბელეს და კვარას თამაშის წაუვიდათ,არის შანსები რომ გავიდნენ.
არ გცოდნია "(ანტი)გლობალისტობის" მნიშვნელობა ! 😉
ქართველი კაცი, სსრკ - ში მცხოვრები(!) "ბავარიას" - გერმანიის ("ნემცების"😉) გუნდს გულშემატკივრობდი და მეტი გლობალისტობა რაღა გინდა ?! 🙂 P.S. ნაციონალისტობაზეც რაღაც "განსხვავებული" წარმოდგენა გქონია : საკუთარი ერის წარმომადგენლის, თანამემამულის გულშემატკივრობა , ბუნებრივი და ნორმალურია და არანაირად არ ჯდება "ნაციონალისტობის" ცნებაში ...
zura222
თომას მიულერო მე-60 წუთისთვის პსჟ ორი გოლით(შეიძლება სამითაც) იქნება წინ და მერე ვეღარ გიშველით ტაქტიკური გადაწყობები P და პსჟ კი პირველი თამაშის შეცდომას აღარ დაუშვებს და არ გაანიავებს იმ უპირატესობას !
zura222
კარლ ჰაინცო პსჟ-ს სამი მუშკეტერი კი არა ოთხი ყავთათ და მას მერე რაც დარტანიანი(კვარა)დაემატათ ოთხნი გახდნენ და იმიტომაც დაამარცხეს კარდინალის გვარდიელები და ბოშებსაც (ბოში-ფრანგები ასე ეძახიან გერმანელებს) დაამარცხებენ PP
aburjga
ახლა აქ ნუ დაიწყებ ინტრიგნობას!!! თბილისის დინამოს რომ ვქომაგობდი ეს თავისთავად იგულისხმება. ლაპარაკია საზღვარგარეთულ გრანდებზე, ბავარიაზე, რეალზე, მილანზე, აიაქსზე და ა.შ. თუ მაგრა გაინტერესებს ლანჩხუთის გურიასაც ვქომაგობდი! კარლ ცეის იენას არ ვქომაგობდი! ეს ისე წინასწარ თავის დაზღვევის მიზნით! )))
კიგანი
Ძეხვებო ჯერ გადახტიᲗ და ჰოპლა მერე დაიᲫახეᲗ.....
Abujga ს
ახსნა პსჟ-ს ქომაგობის გახდომის რა თქმა უნდა გასაგები და მისაღებია. მე იმის პასუხი უფრო მაინტერესებს 1971-დან ბაიერნის ქომაგობა რანაირად შეიძლებოდა, როდესაც დინამოს ვქომაგობდით მთელი საქართველოს მოსახლეობა? უფრო მეტიც 1975-1976 წლებიდან დაიწყო დინამოს ის ერა რომელიც გვაბედნიერებდა და იმ წლებში ბევრი გრანდი გავაგორეთ, მათ შორის ბაიერნიც თუმცა ამხანაგურ მაგრამ ძალიან პრესტიჟულ ტურნირზე სადაც რეალიც იყო. მე და ბევრი ჩემი კლასელები მგონი სიზმარშიც იმ დინამოს თამაშებს ვნახულობდით, მე ვამაყობდი ყველგან რამოდენიმე წლები სსრკ-ს ტერიტორიაზე რომ ისეთი დინამო გვყავდა და ვერც წარმოვიდგენდი თუ ვინმეს ბაიეტნის, ბარსას აბ რომელინეს ფანი იქნებოდა. ეს თუ ორგულობა და ორივე გუნდის ქომაგობა იყო, არ ყოფილხარ არავის და არაფრის ქომაგი. მე პირადად ახლა ისეთი ყვიტილ/კივილი, სიხარული, აღფრთოვანება და ეიფორია მას შემდეგ მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე თუ განმიცდია. ცალკეულად რა თქმა უნდა კვარას ძალიან ვქონაგობ და სხვა ჩვენ ბიჭებდაც, მაგრამ მე ვერასოდეს ისე ვერცერთ კონკრეტულ გუნდის გამარჯვებით იმ ანდრენალს ვეღარ ვიღებ ნუ საქართველო ნაკრების გარდა რა თქმა უნდა. ევროპაზე გასვლაზეც პატარა ბავშვივით ვიტირე და ჯგუფიდან რომ გავედით მაშინაც. აი ბავარიის გამო როგორ უნდა იტირო გულგახარებულმა ვერ ვხვდები.
ანა
კვარა ღმერთი შენსკენ აბა შენ იცი და შენმა ბიჭობამ გამარჯვებას ვუსურვებ შენს გუნდს
lasha
კი პსჟეს დაცვა ჩავარდა 4 გოლი გაუშვა. მარა ამას იმ გუნდის წარმომადგენელი რო ლაპარაკობს, რომელმაც 5 გაუშვა , ცოტა უხერხული ხო არაა?! :)
გაბრაზებული.
ვერ ვიტან პესეჟეს, კვარას არ ეხება, ამიტომ მინდა ბაიერნმა გაიმარჯვოს.
გიო
ისევ პარიზის გასვლა ჯობია ფინალში თორემ 2012 ში რაც ის მკვდარი ფინალი გამოვა...თან ინგლისურ გუნდებს ბავარიასთან უმართლებს და ბაიერნი თუ გავიდა დიდი ალბათობით წააგებს ფინალს
TT
ფორით წააგებს პსჟ ნუ არ მინდა ეგ ამბავი მარა ჰაკიმი ძან დიდი დანაკლისია..
ფარერა
თქმა ადვილია. უფრო მეტად ჩვენთვის. , მაგრამ ვინც თამაშობთ ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგაწვდით. დღეს პსჟ ჰანდიკაპით მოუგებს. მოინიშნეთ და ხვალ მკითხეთ , რა იცოდიო.
მზია
ღმერთმა არ ქნას და პენალტებამდე მივიდეს საქმე. ამ ნიშნულთან კვარას მისვლისას, ალბათ მთელ საქართველოს შეუჩერდება სუნთქვა. რა უცნაური ერი ვართ, დღეს სანთლების ანთებისას ჯერ კვარას გამარჯვება, შემდეგ კი სრულიად საქართველოსი შევთხოვე წმინდა გიორგის.
შაქრო პაპა
ჰო-ჰო რა დღეში არიან. ციხესიმაგრე, სამი მუშკეტერი, ჩაპაევი და ოცეოლა კიდევ. ბიჯო, როგორ ვერ ხვდებით, რომ ხვიჩასთვის დაბრკოლება არ არსებობს! მარტო დაგღეჭავთ! არ გეყოთ დუბლი? სამ ბურთს რომ შეუპამპალებს თქვენს ბებერ ნოიერს, მერე იძახეთ ციხესიმაგრე და ალიანც არენა!
aburjga
მე ნამდვილად ნაციონალისტი და ანტიგლობალისტი აღმოვჩნდი! სტუდენტობიდან (1971) ბაიერნს ვქომაგობდი, მაგრამ ვხედავ რომ ერთმა ქართველმა კაცმა, კვარაცხელიამ პსჟ-ს გულშემატკივარი გამხად! გაუმარჯოს საქართველოს, ყველგან და ყოველთვის!
ზაზა
მიულერმა ყველაზე სწორი კომენტარი გააკეთა

პსჟ სტარტზე ბურთის დაჭერას და კონტრშეტევებზე თამაშს შეეცდება.შეეცდება ბევრი არბენინოს ბაიერნი უბურთოდ და ამით,მათი ფიზიკური მომზადების უპირატესობა აღმოფხვრას,გზადაგზა კი,თუ შესაძლებლობა გაუჩნდება,გოლიც გაუტანოს.როცა პსჟს დაცვის სისუსტეზე ლაპარაკობენ,თვითონაც 5 გოლი გაუშვეს და იმედია კვლავაც გაუშვებენ.გიორგობას გილოცავთ მეგობრები და დაე ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეწიოს,წმინდა გიორგი,ბრძოლაში ქართველების შემწე და მფარველი!
123
პსჟ დაცვაო და 58 წუთში 5-2 აგწბდით პარიზში ამაზე რა აზრისები არიან? ძლიერი გუნდი ჯერ 5 გოლს არც უნდა უშვებდეს, მითუმეტეს 58 წუთისთვის. ისე რო გაეგეძელებინა პსჟ_ს და არ გაჩერებულიყო თავიაუფლად მოუგებდა 8-2

ჯერ გადახტით და ოპლა მერე დაიძახეთ.
Gio
Zedmetad sjerat da es upiratesobas psg adzlevs
წარმატება კვარას ❤️
კვარა დაამტკიცე შენი სიძლიერე მიუნხენშიც, რომ ბუდაპეშტში წასვლას იმსახურებ. აალაპარაკე კიდევ ერთხელ საფეხბურთი ევროპა რომ ჩვენ პატარა ერმა სიხარულით და სიამაყით ვიფრინოთ. ვოცნებობ ფინალში გახვიდე და მერე იქ ისე გაიბრწყინო რომ ოქროს ბურთი გარგუნონ. გაგვახარე ქართველები. ძალიან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ რაც უფრო ძნელად მოვა გამარჯვება უფრო მეტად ფასობს. მე დაწმუნებული ვარ ჩემზე არანაკლებ ბევრს უყვერხარ და შენს დანახვას ლიგის თასით, მერე კი ოქროს ბურთით ვოცნებობთ.
"არსენალთან" ფინალში პსჟ-ს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას
[PHOTO] "არსენალი" პსჟ-ს როგორც მინიმუმ 5:0 გაანადგურებს!" - ინგლისელი ჟურნალისტი კარაგერის "წინასწარმეტყველებამ" გაახარა
რაშია პსჟ-ის წარმატების საიდუმლო? - ჰაკიმიმ ენრიკეს გამარჯვების ფორმულა დაასახელა
"მილანმა" ალეგრი დირექტორებთან ერთად გადააყენა
გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
20 წ. | როტაციით ჩილესთან
უარი "ბარსელონას" - "ჩელსი" ჟოაო პედროს გაყიდვას არ აპირებს
[VIDEO] ვემბანიამას რეკორდი - "სან ანტონიომ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ისტორიაში მეოთხედ - "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ჩემპიონია
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" ფინალში მეორელიგელთან დამარცხდა
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
"ნაპოლიმ" "უდინეზეს" სძლია და სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-1 ტორპედო. ქეცბაიას პირველი მარცხი
ალისონის დაბრუნება (გამომშვიდობებასთან ერთად?), სალაჰის გაცილება და "ლივერპულის" ფრე "ბრენტფორდთან"
მოურინიო "რეალში" ანარქიას ბოლოს მოუღებს - პერესის ეპოქა დასასრულს უახლოვდება?
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"არსენალთან" ფინალში პსჟ-ს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას
"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა
პსჟ-სთან მატჩის წინ "არსენალს" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა
"ბაიერნი" ვლაჰოვიჩს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
პსჟ-სთან მატჩის წინ "არსენალს" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა
[VIDEO] უკრაინელის უარი - ზაბარნიმ საფონოვს ხელი არ ჩამოართვა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
"არსენალთან" ფინალში პსჟ-ს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"
არტეტამ განაცხადა, რომ შაბათს ევროპის ჩემპიონები გახდებიან - ფინალზე კვარაცხელიამ ისაუბრა
"ვინ სჭირდება "არსენალს" მსოფლიოში დომინირებისთვის?" - მორგანმა კითხვაზე უპასუხა
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ