ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში პსჟ გასვლაზე „ბაიერნს“ ფრედ ეთამაშა (1:1), ორრაუნდიანი დაპირისპირება 6:5 მოუგო და ზედიზედ მეორედ დამსახურებულად გავიდა ფინალში.

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას დრიბლინგის და გადაცემის შედეგად დემბელემ გაიტანა. შემდეგ ხვიჩა უპამეკანოს გაექცა, საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მისი დარტყმული ტამ დაბლოკა. მასპინძელთაგან პირველი მომენტი ოლისემ შექმნა, რომელმაც მიზანს ვერ უწია. მერე ვიტინიას ამოტანილი ბურთი საჯარიმოში ხელზე ნევეშს მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ნევეშის თავური ნოიერმა მოიგერია, ბოლოს მუსიალას საფონოვმა არ გაატანინა, „კვარამ“ ბურთის გადაგდების გამო ყვითელი ბარათი მიიღო და პირველი ტაიმი დასრულდა.

57-ე წუთზე ქართველი ფინტით მეურვეს გასცდა და მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ნოიერმა ფეხით მოიგერია. მან დუესაც არ გაატანინა. ლუის ენრიკემ დემბელე ბარკოლათი შეცვალა. ცოტა ხანში ხვიჩამ ბურთი ჩაჭრა, დუეს მიაწოდა, რომელმაც მიზანს ააცილა. 76-ე წუთზე დუეს და ფაბიან რუისის ნაცვლად მოედანზე ერნანდესი და ბერალდო შევიდნენ. ცოტა ხანში „კვარამ“ მცველები გააბითურა, მაგრამ მომენტის დაგვირგვინება ვერ შეძლო, ხოლო ნოიერმა უკვე ბარკოლას დარტყმული მოიგერია. კომპენსირებულ დროში კეინმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ - 1:1.

კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 15 შეხვედრაში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. ის საგოლე მოქმედებებით მბაპეს (რეალი) გაუთანაბრდა (15+1).

ხვიჩამ ტურნირზე საგოლე მოქმედებით ზედიზედ 7 მატჩში გამოიჩინა თავი, რაც რეკორდია.

30 მაისს, ფინალში "პარი სენ ჟერმენი" ბუდაპეშტში "არსენალს" დაუპირისპირდება.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

ბაიერნი - პსჟ 1:1

გოლი: 0:1 დემბელე (3), 1:1 კეინი (90+4)

უჟმური ტიპი
ნანა ხაჭაპური რას შვება შეიხედე "კამფორკაში ".
გიორგი
ეღირება კიდეც სულ მალე
ჟორა
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდები ყოველთვის ევროპაში იყო და არის, პსჟ მეორედ იღებს ჩემპიონთა თასს და ამავე დროს შარშან მსოფლიოს სუპერთასი აიღო. რა შედარებაა მანჩესტერივით გუნდიაო? სად მანჩესტერ სიტი და სად პსჟ? სიტი ინგლისთვის ინგლისის ჩემპიონობაც პრობლემაა, პსჟ კი მეორედ ხდება ევროპის პირველი გუნდი.
დოცენტი
გეთანხმები!
ნანა
რა მაგარი ბიჭია! რა მაგარი პასი იყო. ერთია, რომ მაგარია, მაგრამ როგორ ბოლომდე იხარჯება და თან ბურთის ღორი და თავისი გოლები კი, არა, მთავარია, გუნდმა მოიგოს. მით უმეტეს, საკუთარი გოლები რომ სჭირდება ოქროს ბურთისთვის. არა, გუნდისთვის თამაშობს! <3 <3 <3 აი, ასეთი მოთამაშე სჭირდება ნებისმიერ გუნდს. ის დემბელე უნდა მისულიყო და თვითონ უნდა გადახვეოდა ხვიჩას. უჟმურა ტიპია, რაღაცა.
უზარბაზნო მეზარბაზნე
რავი აბა, მესამე წუთზე კი მიგიორბანეს ეგ თქვენი ციხესიმაგრე და ვერც ალიანც არენის ყმუილმა გიშველათ.))) სადაც ხვიჩაა, იქ გამარჯვებაა. ეს ბიჭი უნდა ღირდეს 200 მილიონი და არა მბაპე ან ვინისიუსი. უყურონ ეხლა რა კონცერტს ჩაუტარებს არსენალს.)))
ტუკო რამირესი
კვარა საუკეთესო იყო. საერთოდ, გუნდმა მეტწილად კარგად ითამაშა. საფონოვმაც კი, რომელმაც სულ მცირე ორი გოლისგან გადაგვარჩინა. პაჩოს დასახელება ვიღაცის სუბიექტური მოსაზრება იყო. დაიკიდეთ! გამარჯვებას გილოცავთ ყველას!
ბესო
დღეს მოედანზე უქროს ბურთის პრეტენდენტი ფეხბურთელების პირველი ათეულის 6 ფეხბურთელი თამაშობდა...კვარას ფასი თუ იყო რომელიმე? რა ვიცი, იქნებ ვცდები, ქართველია, ჩემი სისხლი და ხორცია და შეიძლება მიკერძოებულიც ვარ...ბრილიანტია ეს ბიჭი, სადაც მივიდა, ყველგან გადამწყვეტ სიტყვას ამბობს...
ჟორა გაბრიჭიძე
როცა გუნდის მეკარე ყველაზე დიდ შეფასებას იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგემ ეს გუნდი დაგლიჯა. ასე, რომ ჰაერში დარჩა ნემცების ბაქი-ბუქი და პსჟ-ემ პარიზშიდაც მოუგო თამაშით და მიუნხენშიც.
ბესო
კომენტატორებმა თქვეს, რომ გატეხილი თავით თამაშისთვის.....აბსურდია , რა თქმა უნდა....
ჟორა გაბრიჭიძე
რა გასაკვირია, რომ პსჟ ყველას უგებს, ისინი მოწინააღმდეგეს 12 კაცით ეთამაშებიან. კვარა დაცვის დროს სრულყოფილი მცველია, ხოლო შეტევის დროს ფენომენლური თავდამსმელი. ვულოცავ ქართველებს და ფრანგებს ჩვენი გუნდის ამ დიდ წარმატებას, არსენალს რომ ფინალში მოუგებს ამაში ეჭვი აბა ვის გეპარებათ? მე არა.
პეტუხი კრიშტიანუ
აი,ასეთ კომენტარებს უნდა ქონდეს მოწონებები და არა ისეთებს,მლიქვნელურებს,ღვთისავარა და ნიკალა რომ აპიარებენ!
GIO-ს
ხიხოების ტელევიზორებში პაჩო ქერა და ცისფერთვალებაა! ყველას გილოცავთ გამარჯვებას!!!!!!!!!!
ლოლ
ყოჩაღ "საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელო"!
საჩინო
რა ვთქვა აღარ ვიცი.ასეთი დაძაბული და საინტერესო ნახევარფინალები კარგა ხანია აღარ მინახავს და რაოდენ გასახარელია ,რომ საბოლოო შედეგის დადებაში ხვიჩამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.საქმე მარტო მის ტექნიკურ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებში არაა. პირველ თამაშში ,მან გოლი გაიტანა მაშინ ,როცა გუნდი აჭრილი,დემორალიზებული იყო და მეორე გოლის მიღება წუთების საქმე იყო.ხვიჩას გოლმა კი გუნდი თამაშში დააბრუნა და იმედი ჩაუსახა.ამ მომენტმა დიდწილად გადაწყვიტა არა მარტო იმ თამაშის არამედ ,საბოლოო შედეგიც.წარმოვიდგინოთ ,1:0 ზე ,რომ ბაიერნს მეორე გოლიც შეეგდო( რასთანაც ძალიან ახლოს იყო) ,შემდგომი მოვლენები ისე წარიმართებოდა, რომ პსჟ_ს გადარჩენის შანსი ნაკლებად ექნებოდა და მეორე თამაშიც ფორმალობად იქცეოდა.არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ხვიჩას საგოლე პასი მიუნხენში თამაშის დასაწყისშივე.ამან ,დიდგულზე მყოფი და ზეშემართული ბაიერნი შოკში ჩააგდო და გონს ბოლომდე ვერ მოვიდა.უტევდა მაგრამ არა რწმენით და დალაგებული გონებით ,არამედ ქაოტურად,ინერციით, რამაც პსჟ-ს მიცა საშუალება საკუთარი კარი ,ასე თუ ისე დაეცვა და მეტოქეც სულ დაძაბულობაში ჰყოლოდა(ნოიერს მრავაჯერ მოუწია ოსტატობის გამოჩენა ,რომ მეორე გოლიც არ გასულიყო).ასე და ამრიგად საბოლოო დასკვნა ასეთია(ჩემი აზრით),კვარაცხელიამ გაიყვანა გუნდი ფინალში .,მან ულიდერა გუნდს და აკი ენრიკემ არც შეცვალა და ბოლომდე დატოვა მოედანზე ,მიუხედავად უსაშველოდ დაღლისა. და კიდევ ,ის საუკეთესო იყო ორივე თამაშში,სადაც ოქროს ბურთის რამოდენიმე მთავარი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.ხოლო რაც შეეხება პაჩოს დასახელებას საუკეთესოდ, ეს ჩვეულებრივი დასავლურ-ლიბერასტული მარაზმია,რომლიდანაც თავს ვერ დააღწევ.
Levani
ქართველი საფეხბურთო მოღვაწეების კომენტარები ქეცბაია -რად უნდა მბაპე ტო.. გაიქცა ხვიჩა აქედანაც იმასუქნა და იქედანაც. ძოძუაშვილი- ფეხბურთელები უნდა წავიდნენ ტოპ 5 ლიგაში აწი. არ გვინდა არც ჩეხოსლოვაკია და არც გალანდია. აჩი არველაძე - მაგარი პასი მიცა ხვიჩამ და კი შეაგდო რა ქვია იმას პარიზის თავდამსხმელი როა სახელი დამავიწყდა. შოთა- პსჟ მანჩესტერ იუნაიტედივით გუნდია. კერესელიძე -ბაიერნს ადრე ბაში-აჩუკი ერქვა.მერე ჰიტლერმა გადაარქვა.
zaza
ოქროს ბურთი ეკუთვნის თუარ მოპარეს უეფას ჩინოვნიკებმა ამ სეზონში მონსტრია რასაც ქვია.რა პაჩო რის პაჩო კეინის ბურთიც მაგ პაჩომ თოხლა.
დავით 67
მოხარული ვარ რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა, ლიგის დაწყებიდან ვამბობდი, რომ ბავარია მოიგებდა ლიგას. ყველამ ვიცით თუ ვისი დამსახურებაა დიდწილად ზედიზედ მეორედ ფინალში გასვლა. ერთს ვერ ვხდები, ამ საუკეთესოს გამოვლენაში რამდენი კაცი იღებს მონაწილეობას. ანდა ყველა სპორტული საიტი ხვიჩას აძლევს ყველაზე მაღალ ქულას და რატომ პაჩო? შორს ვარ იმ აზრიდან რომ ეს ვითომ ევროპული სამართალია, როგორც აქ ბევრი აღნიშნავს.ვერ ვხვდები რა შუაშია აქ ეკვადორელი პაჩო. იქნებ იცის ვინმემ რატომ არ დაასახელეს ხვიჩა საუკეთესოდ.? რეალური მიზეზი მაინტერესებს, არგუმენტირებული.
tedo
egeni chvenebi ar arian ,egeni arian kvelaze meti gvelebi ubeshi . eget ,,chvenebs" ........!!!!!!
პოლიტიკანობაში ! და რახან ასე გამოიდე თავი - უადგილო პოლიტანგაჟირებულობაში(ც) .
რა შუაშია პატარა ქვეყანა და არ უნდათ და ა.შ. და ისიც არ თქვა, რომ "თეთრებს" ჩაგრავენ და ეკვადორელი "შავტუხა" პაჩოც ამიტომ დაასახელეს ! 👎
გეგი
დისლაიქებს ვინც წერ ახლა, რა ბანძი და ამ ქვეყნის მტერი ხარ ხვდები მაგას?
asa
მბაპე რა თარსია, ტიპი ჯერ პსჟს და ეხლა რეალს თარსავს.😀 კვარა ფინალში გაიტანს დარწმუნებული ვარ!
Gio
რაში არ მეთანხმებით? ევროპულ სამართალში თუ კვარა რო საუკეთესო იყო?))
"ვერ და არ უნდათ ..." - კარგი რა !
შეეშვი ამ პოლიტიკურ წიაღსვლებს ... 👎
მეგრელი
აუ ის როგორ ვერ გაიტანა ბიჭოოოოოო, ოქროს ბურთი ზედ ქონდა (თუმცა ეხლაც ნ1 კანდიდატია)
მეგრელი
გეთანხმები მაგრამ პაჩო თლა ეკვატორიდანაა
Gio
საუკეთესოდ პაჩო დაასახელეს) აი ესაა ამათი ობიექტურობა. ვერავინ დამაჯერებს რომ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებენ. წელს მსოფლიო რომ არ იყოს და ფინალშიც ორი გოლი გაიტანოს ოქროს ბურთს მაინც სხვას შეტენიდნენ. პატარა ქვეყანა ვართ და ვერ და არ უნდათ რომ წარმოიდგინო რომ რაიმეს მიღწევა შეგვიდზლია. აქ კიდევ კვარზე რომ რაიმეს კარგს დაწერ სრულიად რეალურს დისლაიქს წერენ ისევ ჩვენები. ესაა ევროპული სამართალი. კაცმა იმენა იფრინა მოედანზე.

ფრანგი ჟურნალისტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ აღიარებენ,მაგრამ ამ გაზაფხულიდან მაინც,ხვიჩა გახდა პსჟს ცალსახა ლიდერი და ამ მატჩშიც ის იყო საუკეთესო.პირველ ტაიმში გერმანელები კიდევ თუ ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს,შესვენებაზე ენრიკემ კიდევ უფრო კარგად დაალაგა დაცვის თამაში და მეორე ტაიმში,ფაქტობრივად შანსი აღარ მისცეს გერმენელებს.ის გოლი უკვე მაშინ გავიდა,როცა დაიჯერეს,რომ უკვე ფინალში იყვნენ და კონცენტრაცია დაკარგეს.კეინსაც არ დავუკარგავ თავისას.მართლაც დიდი ფეხბურთელია,მთელი თამაში,არაფრის საშუალება არ მისცეს,მაგრამ მაინც მოახერხა და იპოვა დარტყმის მომენტი.მენდეშის გაფრთხილების შემდეგ,ულისეს ფაბიან რუისი ხვდებოდა და მენდეში მხოლოდ აზღვევდა,ისევე,როგორც მეორე ფლანგზე თამაშობდნენ ორმაგი დაზღვევით დიასის წინააღმდეგ.ლუის ენრიკემ ტაქტიკურ დუელში აჯობა კომპანის და გააუვნებლა მისი კოზირები.ბოლოსკენ,მენდეშიც ტრავმირებული იყო და ზაირ ემერიც,მაგრამ აღარც ბავარიას აღმოაჩნდა მეტი ძალა,რომ თამაში კიდევ გაემწვავებინა და მომენტები შეექმნა.ეგ კი არა,პსჟ ვალდებულიც კი იყო კიდევ გაეტანა,თუმცა მენდეშს ფეხი სტკიოდა და რაკი გაქცევა აღარ შეეძლო,შორიდან დაარტყა კარში.ახლა უკვე ფინალისთვის მოუწევთ მომზადება,ძალების მოკრება და ჩემპიონატში აუცილებელი ქულების აღება.ლანსთან თუ არ წააგეს,ეგეც უკვე საკმარისი გახდება ჩემპიონობისათვის,მაგრამ არა მგონია საეგებიოდ გაიხადონ თავი.იმედი მქონდა უკვე ამ თამაშში გაიმეორებდნენ მაინც ბარსეონას შედეგიანობის რეკორდს,მაგრამ არ გამოვიდა და ახლა,ფინალში აუცილებლად გასატანი აქვთ.არა მხოლოდ გამარჯვებისათვის,არამედ რეკორდის დასამყარებლადაც.თითქოს არაფერია,მაგრამ შედეგიანობის რეკორდი,შედეგიანობის რეკორდია და სასიამოვნოა,შენ რომ ამყარებ.გილოცავთ ფინალში გასვლას და იქ გამარჯვებასაც გისურვებთ,ხვიჩას მატჩის გმირობით.
და ისევ არა ?!
თუ დღეს კვარა არ იყო საუკეთესო და აღარ ყოფილა საშველი, თუ სამართალი, თუ ფეხბურთის გაგება, თუ სინდისი, თუ ნამუსი, თუ... თუ... თუ ... კარგით რა! კარგით რა თქვე ... 😬😬😬
საჩინო
ეს თამაში მთლიანად კვარაცხელიას კისერზეა. გუნდს ულიდერა პირველიდან ბოლო წუთამდე და და საუკეთესო იყო ორივე გუნდიდან.
ბრავო კვარა❤️
საუკეთესო იყო ჩვენი ბრილიანტა ბიჭი მოედანზე. დარწმუბებული ვარ MVP გახდევა და 16 საგოლე მოქმედება ლიგაზე წინ ფიბალია. ჰორიზონტზე ოქროს ბურთი გამოჩდა ლიგის თასთან ერთად. კვარა გენაცვალე გულში ჩვენი სიხარული და სიამაყე ხარ
კოტე
პაჩო დაასახელეს. ხვიჩამ.მეტი რაღა უნდა ქნას, რომ დადონ პსტივი ბოლო ბოლო რა
100%
ისიც მინდოდა გაეტანა. გენაცვალე.
ირაკლი
ხვიჩა ულაპარაკოდ საუკეთესო იყო დღეს მოედანზე.
Gio
Ro vewer miecit xvichas tasi dislaikebs miweren. isev chvenebi gvebrdzvian))
ენძო
გენიოსი!გენაცვალე კვარა!
გეგი
ყველას გილოცავთ ხალხო ჩვენი ოქროს ბიჭუნას ფინალში გასვლას!
გ.ხ.
მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გვყავს! პსჟ-ს ისტორიაში რომ ოქროს ასოებით ჩაეწერა ეგ უკვე გასაგებია…იგივე დონე შეინარჩუნოს და მსოფლიოს სამუდამოდ დაამახსოვრდება
ვასილი ალიბაბაევიჩი
ღირსეული ფინალისტი
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"არსენალი" ტროსარის "ბეშიქთაშში" გაყიდვაზე თანახმაა
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
UEFA-მ FIFA-ს შემოღებულ წესზე უარი თქვა - მსაჯები ევროტურნირებზე მუნდიალისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
[PHOTO] კვარაცხელია ბრაზილიის მუნდიალიდან გავარდნასა და ნეიმარის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"ბაიერნი" ოლისეს 500 მილიონადაც არ გაყიდის
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია