ყოველგვარი მიკერძოების გარეშე - „ბაიერნისა“ და პსჟ-ს დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. თუმცა, ბავარიელები წარუმატებლობას უფრო პორტუგალიელ მსაჯს, ჟოაო პედრუ პინეირუს აბრალებენ.

ვენსან კომპანი (ბაიერნის მწვრთნელი): „ორივე მატჩში, ალბათ, ჩვენს საწინააღმდეგოდ ბევრი რამ მოხდა. პირველ შეხვედრაში დევისს ბურთი ჯერ სხეულზე მოხვდა, შემდეგ ხელზე და არბიტრმა პენალტი დანიშნა. დღეს ბურთი ნევეშს აწეულ ხელზე მოხვდა, მაგრამ რადგან პარტნიორის პასი იყო, თერთმეტმეტრიანი არ დანიშნეს. თუ ამ ორ ეპიზოდს გადავხედავთ, თუნდაც წვეთი საღი აზრისასაც, უბრალოდ სასაცილოა. აბსურდია. საბოლოოდ ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.

მომეჩვენა, რომ მსაჯს მენდეშისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება უნდოდა, როდესაც ხელით ითამაშა, მაგრამ გაახსენდა, რომ უკვე გაფრთხილებული ჰყავდა და მისი გაძევება არ ისურვა“.

იან-კრისტიან დრეზენი (ბაიერნის გენერალური დირექტორი): „ის, რომ მსაჯს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 15 მატჩი აქვს ჩატარებული და ასეთ თამაშზე ნიშნავენ, როგორც მინიმუმ გასაკვირია. და შესაძლოა, მისი ზოგიერთი გადაწყვეტილების მიზეზი ეს იყო“.

უფრო ობიექტური „რეკორდმაისტერის“ მეკარე მანუელ ნოიერი გახლდათ, რომელმაც განაცხადა, რომ აშკარა მომენტები ვერ შექმნეს, მკვლელის ინსტიქტი არ ჰქონდათ, გოლი ძალიან გვიან გაიტანეს და მარცხი განიცადეს.

საჩინო
ეს ხალხი გადამრევს.ან სხვის კომენტარებს არ კითხულობენ ან წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვთ ან ყველაფერს ხვდებიან ,მაგრამ ჯიუტად,ტვინში ჩაბეტონებულ კლიშეს ვერ ცვლიან. აი აგერ მიდევს ფეხბურთის წესების წიგნი,სადაც შავით თეთრზე წერია:დარღვევა ფიქსირდება მხოლოდ მაშინ თუ ფეხბურთელი ხელს ხმარობს განზრახ,წინასწარ შეგნებულად .შემთხვევით ხელზე მოხვედრილი ბურთი ,დარღვევად არ ითვლება,გინდ კარისკენ მიდიოდეს,გინდ კარიდან და გინდ ზედ კარის ხაზზე ხდებოდეს ეს ამბავი. გაიგეეთ? მეტი არაა ჩემი მტერი.
გიორგი 11
სეტანტას წამყვანები რატომ ვერ გაერკვნენ პენალტის დროს? ბურთი ხომ კარის საწინააღმდეგოდ მიდიოდა...
ვაჟა
უცნაურია, ბევრს ფეხბურთის წესებზე წარმოდგენა არ აქვს და მაინც აზრებს აფრქვევენ. პენალტი ის მომენტი არ იყო და ვერც იქნებოდა. VAR-იც არ იყო საჭირო. თვალნათლივ ყველა მხრიდან ჩარდა, რომ ბურთი კარისკენ კი არა, საწინააღმდეგო მხარეს მიდიოდა. უხერხულია, როდესაც ადამიანერბი რაღაცაზე კამათობენ და იმ საკითხზე მინიმალური წარმოდგენაც არ აქვთ.
ტრი-ტრი
კი ბატონო, იყო მსაჯი მიკერძოებული, თანაც ეტყობოდა რომ ვარიც ფრანგების მხარეს იყო, რადგანაც არც ერთი მომენტი არ განიხილეს. და რა მერე? გააუქმებენ შედეგს? ერთადერთი შეიძლება მსაჯი დაისაჯოს ვართან ერთად. რახან თავის თავზე აიღეს, ე.ი. უღირდათ კიდეც. ))) მთავარია, ხვიჩა ფინალშია! ჩ.ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ველოდები დასახელებას!
ჟორა
მომეწონა ნოიერის შეფასება, ერთად-რთი დამნაშავე წაგებაში ბაიერის გუნდია, რომელმაც ორის მაგიერ ერთი გოლი დამატებით დროში გაიტანა და მხოლოდ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. პარიზელებს რომ დაჭირვებოდათ რამდენიმე ბურთს კიდევ გაიტანდნენ, ხომ ნახეთ ნოიერმა ყველაზე დიდი შეფასება მიიღო ე.ი. ბევრი საგოლე მომენტი განმუხტა.
ვაჟა
პენალტი არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან ბურთი კარის მიმართულებით კი არა, საწინააღმდეგოდაც კი მიდიოდა. უბრალოდ, მსაჯმა ბევრად უკეთ იცის წესები და არა ვიღაც დილეტანტმა გულშემატკივრებმა. აი, ეს არის ობიექტურობა. რაც შეეხება გინებას, ეგ სრულიად უსაფუძვლოდაც ხშირია და რეალობასთან შეხება ხშირად არც აქვს. მოკლედ, პენლტის მსგავსიც არ იყო.
მსაჯი მართალი იყო
გერმანული კომენტარით ვუსმინე მატჩის მიმოხილვას და ორივე ეპიზოდში გაამართლეს მსაჯი თავად გერმანელმა რეპორტიორებმა. ახსნა ჰქონდათ ასეთი 1. ნევეშს მოხვდა არა კარისკენ მიმავალი ბურთი არამედ ცენტრისკენ მოგერიებული ბურთი. უკვე განმუხტული სიტუაცია იყო. თანაც თანაგუნდელმა მოარტყა და არა მოწინააღმდეგემ. ამ ერთობლიობის გამო არ არის პენალტიო 2. მენდეშის ხელი საყვითლე იქნებოდა რომ არა ერთი მაგრამ: მანამდე ლაიმერს მოხვდა ხელზე ბურთის მიღებისას, ამიტომ ის ჯარიმა დააფიქსირა მსაჯმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გააგდებდა მენდეშსო. პ.ს. სამართლიანობისთვის უნდა დავამატო, რომ მე გამეორებაზე ვუყურე ლაიმერის მიერ ბურთის გაჩერებას/ჩამოღებას და არ მომეჩვენა ხელზე შეხება. მგონია რომ შეცდა მსაჯი. თუმცა ის მომენტია, რომ მესიამოვნა მისი შეცდომა
დიმიტრი
რეალთან დაპირისპირებაშიც იყო შეცდომები, არ იყო კამავინგა გასაგდები (საერთო ჯამში და არა კონკრეტულ ეპიზოდში) და შეიძლება ბაიერნი ვერც გასულიყო მომდევნო ეტაპზე, ახლაც ვერ შეუქმნიდნენ ბაიერნს ასეთ კომფორტს, თორემ მინიმუმ 1 პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. იმ მომენტს არ დანიშნავდნენ, ბურთი საჯარიმოდან უკან გამოჰქონდა და იმ "ხელით თამაშმა" ეპიზოდი უფრო გაამწვავა ბაიერნის სასარგებლოდ, ანუ ბურთი გამოტანის ნაცვლად საჯარიმოში რომ რჩება პოტენციურად სახიფათო მომენტი იქმნება და სავარაუდოდ ამიტომ არ დადო პენალტი, თუმცა სხვა მსაჯს, ან სხვა მსაჯთა ჯგუფს (VAR-ის ჯგუფის ჩათვლით) შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიეღო. კამავინგას გაგდების ეპიზოდს რომ განვიხილავდით, იყო თუ არა გასაძევებელი საერთო ჯამში, არა კონკრეტულ ეპიზოდში და რომ ამ გაძევებამ გადაწყვიტა მატჩის ბედი და ა.შ. ამ დროს ბაიერნის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ქომაგი იძახდა, რომ "მერე რა, ბაიერნი მაინც მოიგებდა".... დღეს რას იძახიან არ ვიცი, მაგრამ "პენალტი? მერე რა, პსჟ მაინც მოიგებდა"? ეს ფრაზა რომ ვახსენოთ, მართებულია?
გოგა
პარიზშიც ამოგტენეს, უბრალოდ საფეხბურთო ფორტუნა თქვენ მხარეს იყო, 5:2 ზე რო მალევე გაიტანეთ, აქაც მეტი რეალური საგოლე მომენტები პსჟ ქონდა, ჯოჯოხეთს მოუწყობთ ვსიო გავდივართო და ფეხები ვერ მოჭამეთ, სად იყვნენ თქვენი ვარსკვლავები? გეგონათ მაინც და ვოლსბურგს ეთამაშებოდით, წინაწარ ბაქიბუქმა იცის ეგრე
თორნიკე
ძალიან მიკერძოებულო ხალხი ვართ. სამართლიან სასამართლოს ვითხოვთ და სიმართლე ჩვენში ვერ გვიპოვია. აქ ხალხი ჭიკჭიკებს მსაჯი მართალი იყოო. წარმოოდგინეთ საქართველოს ნაკრები რო ყოფილიყო ბაიერნის მაგიერ, მსაჯს დედას, ოჯახს, ქვეყანას და კონტინენტს დაახურავდით თავზე, ფედერაციას ჩივილს მოსთხოვდით და ფიფას და უეფას დატოვებას გინდა პენალტის და გინდა მეორე არმიცემული ყვითელის გამო! გულში ჩავიხედოთ ყველამ. პ.ს. პსჟ-მ დამსახურებულად მოიგო!
ზვიადი
ბურთი კარის მიმართულებით რომ წასულიყო ან თუნდაც კარის გასწვრივ პენალტი დაინიშნებოდა და ვერც ვერავინ გაამტყუნებდა მსაჯს
ხომ გეუბნებოდით, ჯერ გადახტით მეთქი!
დამატებით დროში პსჟ-მ თამაშს მოუკლო,მოედნის ცენტრი დაუთმო მეტოქეს და ამიტომ მოახერხა კეინმა გოლის გატანა.ამის უფლება რომ არ მიეცათ,აღარ იბლატავებდნენ მსაჯის "ბრალეულობაზე".
საჩინო
აბსოლიტურად მიუღებელია პროტესტი მსაჯის მიმართ.ჯერ ერთი ,გუნდში,რომ საუკეთესო მეკარე იქნება ,ეს იმას ნიშნავს,რომ მეტოქემ გაჯობა და ბევრი დარტყმა განახორციელა შენი კარის მიმართ.მეორეც__ პენალტი ,ეს არის უმაღლესი სასჯელი მოედანზე და დარღვევაც უნდა იყოს ადეკვატური,რომ დაინიშნოს. საფეხბურთო კოდექსში გარკვევით წერია: ხელით თამაში აკრძალულია და დარღვევად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ ფეხბურთელი ამას აკეთებს განზრახ,შეგნებულად.შემთხვევით ხელზე მოხვედრილი ბურთი დარღვევად არ ითვლება.ფეხბურთელთა და მაყურებელთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ კი ეს არ იცის და ოდნავ ბურთი ,შემთხვევით ხელზე თუ გაკრავს რომელიმე ფეხბურთელს ,ტყდება ერთი ამბავი და იერიშის მიტანა მსაჯზე.მსაჯები კი ხშირად ვერ უძლებენ ზეწოლას და ნიშნავენ თერთმეტრიანს,რითაც არღვევენ კანონს და დასჯილ გუნდს კი ღუპავენ . მიუნხენურ მატჩში ,მსაჟი იყო მართალი ,პენალტი რომ არ დანიშნა,თუმცა არ ვარ დარწმუნებული ბურთს,რომ ტრაექტორია კარის მიმართულებით ქონოდა ,რომ არ დანიშნავდა.წესით კი,არც ამ შემთხვევაში არ უნდა დაენიშნა.
Енцооо
რეალს რომ გაიგეს და მერე მოიგეს ,აქაც ეს ფოკუზე არ გაუვიდათ. წააგეს დამსახურებულად. მადლობა თქვან - კიდევ მინიმუმ 3 გოლით რომ არ ამოღება!!
სტალინ-ოღლი
როგორც კი გავიგე, რომ მსაჯი პორტუგალიელი იქნებოდა, გამიხარდა, ვიფიქრე გარკვეული სიმპატიები ექნება მეთქი. ასეც მოხდა, არ გაწირა თანამემამულეები. სხვა მსაჯი ალბათ ერთ პენალტს მაინც დანიშნავდა და წითელსაც უჩვენებდა. მთავარია, ხვიჩა მიიწევს წინ!!!
სიმართლე
გოლამდე 95 წთ_მდე რეალური მომენტი რომ არ ქონიათ ის ვისი ბრალია?
zura222
მაგ იდიოტებმა თამაშის წესები არ იციან ? @
ზურაბი
დაიწყებენ ახლა წუწუნს დაგვჩაგრეს არბიტრებმაო... არბიტრმა კიარა ხვიჩამ მიგიჩინათ ადგილი :):):)
Lasha
არცერთი ლოგიკით ბაიერნი გასვლას არ იმსახურებდა. ორივე თამაშში დომინანტი პსჟ იყო, მეორე თამაშშიც გაცილებით უფრო მწვავე მომენტები ჰქონდა. მაგრმ იმასაც ვერ ავუვლით გვერდს, რომ ყველა საკამათო ეპიზოდი მსაჯმა პსჟ-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"ვის უნდა გახდეს მილიონერიდან" მიღებული ფულით დაწყებული კარიერიდან მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ მწვრთნელამდე - "საბაჰის" დამრიგებლის ზღაპრული ამბავი
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"გვყავს ფაბიან რუისი და უსმან დემბელე" - ენრიკეს თქმით "ოქროს ბურთი" პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოცხადებამდე - ცნობილი გახდა, რატომ ჩქარობს პსჟ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე