ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე "ბაიერნთან" ფრედ 1:1 ითამაშა და ვინაიდან პირველი შეხვედრა 5:4 ჰქონდა მოგებული, ფინალში გავიდა.

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა, სადაც ჩვენებურის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"გოლის გატანითა თუ თანაგუნდელებისთვის მომენტების შექმნით, ხვიჩა მოედანზე განსხვავებას ქმნის. მისმა გატანილმა ათმა გოლმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პსჟ თვის ბოლოს ფინალში ითამაშებს.

"ბაიერნთან" მატჩის დასაწყისში მისმა შესანიშნავმა ასისტმა შეხვედრის მიმდინარეობა მაშინვე შეცვლა და მიუნხენელები უკან დახია, რადგან მათგან ყველა პირველივე წუთებიდან მასირებულ შეტევებს ელოდა.

ისევე როგორც "მონაკოსთან", "ჩელსისთან" და "ლივერპულთან", კვარაცხელია ნახევარფინალურ დაპირისპირებებშიც შესანიშნავი იყო. მის მიმართ განსაკუთრებულმა ყურადღებამ საპასუხო მატჩში სწრაფი გოლი გამოიწვია", - წერს გამოცემა.

The Washington Post უსვამს ხაზს იმასაც, რომ ხვიჩა დაუღალავად დარბის და 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდება, რაც საბოლოო წარმატებაში დიდ როლს თამაშობს და ამის მტკიცებად კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვები მოჰყავს.

"ჩვენ ბრწყინვალე ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მოედანზე ყველა იბრძვის. ვარსკვლავები გვყავს და ისინი მუდამ ბოლომდე იხარჯებიან. ალბათ, ყველამ დაინახეთ, ბოლო წუთებზე კვარაცხელია რასაც აკეთებდა. ის დაღლილი იყო, მაგრამ ბრძოლას მუდმივად ყველა მომენტში აგრძელებდა".

ხელაიფის სიტყვები მოგვიანებით ფაბრიციო რომანომაც გაავრცელა, სადაც მან გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკეს მსოფლიოში საუკეთესო დამრიგებელი უწოდა.

"ჩვენ არა ფეხბურთელები, არამედ მეომრები და მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი გვყავს. ჩვენი ოცნება ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა", - თქვა პრეზიდენტმა.

მაია
შეამოწმეს, ჯეო-თიმმა დაწერა, მაგრამ სუფთა იყო, როგორც ყველგან და ყველაფერში.
ავთო
პიროვნებაც საუცხოოა...
ლუკა
ვრცელდება ინფორმაცია, რო ხვიჩა დოპინგზე შეამოწმესო,რადგანაც ბოლომდე არ დაიღალაო და რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?

ჩვენ კი დავინახეთ და ადრეც ვხედავდით,მაგრამ ვინც უნდა შეაფასოს,იმათ რომ არ სურთ დანახვა,თვითონ ხედავ?არც მაგ თამაშში დააფასეს და საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელის 5 კანდიდატშიც კი არ მოახვედრეს, კვარა!აი ეგ,უკვე ჩვენ უნდა დავინახოთ და შევაფასოთ!
aburjga
ძალიან გაუმართლა ლუის ენრიკეს (მისი დამსახურებაა როგორც ვიცი) არჩევანში, ნამდვილი "მებრძოლი სული" მიიყვანა ნაპოლიდან პსჟ-ში! სხვა ფეხბურთელებიც ძალიან მაგრებია, მაგრამ ჩვენი კოლხეთის მგელი მაინც სულ სხვაა!
ჟორა გაბრიჭიძე
ბაიერნი ბრწყინვალე იყო პარიზში, ნახეთ ყველამ რომ 5:2 ის შემდეგაც არ დაყარეს ფარხმალი და ცოტა დრო რომ ჰქონოდათ შეიძლება გაეთანაბრებინათ კიდეც. ისინი მიუნხენშიაც ამ შემართებით აპირებდენ ბრძოლას და არანაირად არ უშვებდნენ იმას, რომ ადრეულ გოლს მიიღებდენ საკუთარ კარში. როცა ეს მოხდა გუნდი მორალურად გატყდა და აირია, ამის დასტური ისაა, რომ ნოიერმა ორივე გუნდში ყველაზე დიდი შეფასება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელები ხვიჩას მეთაურობით მოედნის ბატონ-პატრონები იყვნენ.
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ლომი არსად ჩანდა - სტამბოლელმა "ლომებმა" "ასტონ ვილას" მოუგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (თბ). მათეს გახარება - "დინამო" ვაწაძემ გადაარჩინა!
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
დამსახურებული სიგიჟე - ესპანეთში პსჟ-ში ლუის ენრიკეს ხელფასით შოკირებული არიან
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
"ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებენ" - პსჟ-ის პრეზიდენტმა თავისი ფავორიტები დაასახელა
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
"უმაღლესი კლასის სპეციალისტია" - ენრიკემ "რომასთან" მატჩამდე გასპერინი აქო და ადიდა
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი გოგოს გამო მიატოვა - ნოიერის კრიტიკას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებიც შეუერთდნენ
"კვარას" და დუეს არყოფნა უკვე დაეტყო? - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია