მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმის გამართვის ადგილს გუშინ რამდენიმე გუნდი უკვე ეწვია
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის ციებ-ცხელება დაიწყო. მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმის გამართვის ადგილს გუშინ რამდენიმე გუნდი უკვე ეწვია. ოქლენდის აეროპორტში ერთმანეთის მიყოლებით დაეშვნენ თვითმფრინავები, რომელებმაც მაორთა მიწაზე ინგლისის, იაპონიის, არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები ჩაიყვანა.

ჩვენ ყურადღებას განსკუთრებულად, ცხადია, "პომები" იმსახურებენ. მარტინ ჯონსოსნის სამწყსო, რომელიც ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს დანიდინში არგენტინის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ოქლენდში ჟურნალისტებისა და ქომაგების ყურადღების ცენტრში, ცხადია, მგეზავი ჯონი ვილკინსონი იყო, თუმცა იქაური მედიას მხოლოდ ფულბეკი დელონ არმითიჯი გაესაუბრა.

"მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბის უდიდესი ზეიმია. საბოლოოდ აქ გამოჩნდება ვინ რისი მაქნისია და ვის შეიძლება მართლაც დიდი მორაგბეს სახელი ერქვას. მინდა რეალური კონკურენცია გავუწიო, ისეთ დიდ ფულბეკებს, მალილი მულიანია, ქართლი ბეილი და ჯეომზ ოკონორი რომ არიან. ისინი ფანტასტიკური მოთამაშეებია. ჩემთვის უდიდესი პატივია, ასეთი ძლიერი მორაგბეების წინააღმდეგ თამაში.

ამასთან, საკმაოდ დიდი კონკურენციაა ფულბეკის პოზიციაზე ინგლისის ნაკრებშიც. თავად განსაჯეთ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი რომ დაიკავო, ბენ ფოდენს, კრის ეშტონს და მარკ კუეტოს უნდა აჯობო. ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ შევძლო არგენტინის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მწვრთნელი რა პოზიციაზე დამაყენებს, ფულბეკად თუ გარემარბად, მე უბრალოდ, თამაში მინდა.

ყოველთვის, როცა მწვრთნელი ნდობას მიცხადებს, ვცდილობ კარგად ვითამაშო, თუ სათადარიგოთა სკამზე, ან სულაც ტრიბუნაზე დამსვავენ, დაე ეგრე იყოს. იმ დღეს დავივიწყებ და მომავალ მატჩზე ვიფიქრებ" - თქვა დელონ არმითიჯმა.

ინგლისის ნაკრები ოქლენდში 4 სექტემბრამდე დარჩებიან, მერე კი დანიდინში გადაბარგდებიან, სადაც, როგორც უკვე ვთქვით, ურთულესი მატჩი ელით არგენტინის საკამოდ ძლიერ და ამბიციურ ნაკრებთან.

ამის შემდეგ "პომები" გეზს ქვინზთაუნისკენ აიღებენ, სადაც 16 სექტემბრამდე დაჰყოფენ, მერე კი ისევ დანიდინში დაბრუნდებიან და 18 სექტემბერს "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.

ინგლისის ნაკრები

შერკინება: დენ კოლი, ალექს კორბიშერო, ენდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, დევიდ ვილსონი, დილან ჰართლი, ლი მაერასი, სტივ თომსონი, ლუის დიკონი, კორტნი ლოუ, ტომ პალმერი, საიმონ შოუ, ტომ კროფტი, ნიკ ისტერი, ჯეომზ ჰესკელი, ლუის მუდი, ტომ ვუდი.

უკანა ხაზი: დელონ არმითიჯი, ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, მარკ კუეტო, მეთ ბანაჰანი, შონთაი ჰეპი, მაიკ თონდოლი, მანუ ტუილაგი, ტობი ფლუდი, ჯონი ვილკინსონი, ჯო სიმპსონი, რიჩრად წაიგელსვორსი, ბენ იანგზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს