„თბილისი არენაზე“ გამართული სუპერლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის მატჩიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, ტყიბულის „ორბს“ უმასპინძლა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა სტატუსის გამართლება და დაძაბულ ბრძოლაში 92:88 სძლია მეტოქეს, რითაც სერიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

მატჩი ტყიბულელთა უპირატესობით დაიწყო. „ორბმა“ პირველი პერიოდი საკმაოდ ეფექტურად ჩაატარა და 24:20 დაწინაურდა. თუმცა, მეორე მეოთხედში თსუ-მ თამაშის რიტმი დაიჭირა. სტუდენტებმა შეტევაში უმატეს, დაცვა გაამკაცრეს და პერიოდი 22:15 მოიგეს, რამაც მათ დიდ შესვენებაზე მცირე, 3-ქულიანი ლიდერობით გასვლის საშუალება მისცა (42:39).

მესამე ათწუთეული მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. თსუ-მ სრულად დაამყარა კონტროლი მოედანზე. კურვოსიე მაკკოლისა და გიორგი ტურძილაძის აქტიურობით, მასპინძლებმა ეს მონაკვეთი 27:17 მოიგეს. სწორედ ამ პერიოდში დააფიქსირა თსუ-მ მატჩის მაქსიმალური ლიდერობა (19 ქულა). გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში 69:56 იყო და ჩანდა, რომ თსუ გამარჯვებას იოლად გაიფორმებდა.

მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, ირაკლი ტომარაძის გუნდმა ხასიათი გამოავლინა. ბოლო პერიოდში ტყიბულელებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და მეოთხედი 32:23 მოიგეს. ილია ლონდარიძისა და ლარი ოსტინის ძალისხმევით, „ორბმა“ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა თსუ-მ გადამწყვეტ მომენტში ხასიათი გამოამჟღავნა და კარგად დაწყებული საქმე გამარჯვებით დააგვირგვინა.

თსუ-ს გამარჯვების მთავარი შემოქმედი კურვოსიე მაკკოლი გახდა, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შესანიშნავი მატჩი ჰქონდა გიორგი ტურძილაძეს, რომელმაც 21 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ალექსანდრე ფევაძემ გუნდს 17 ქულა და 7 მოხსნა შესძინა, ხოლო მალკოლმ დრამრაითმა 10 ქულასთან ერთად 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ტყიბულელთა რიგებში საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე 18 ქულითა და 6 მოხსნით. ლარი ოსტინმა და შონ მურიმ 17-17 ქულა დააგროვეს (მურიმ ასევე 10 მოხსნა მიითვალა). 12 ქულა ჰქონდა ლუკა ხარაბაძეს, ხოლო მარკ ფრომენმა შეხვედრა 11 ქულითა და 8 პასით დაასრულა.

თსუ სერიაში 1:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა კვლავ „თბილისი არენაზე“, 10 მაისს გაიმართება, სადაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა „ორბი“ სერიაში წონასწორობის აღდგენას.

GBF

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!
"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
[VIDEOS] ბათუმში "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მეკარე პარიზიდან გასამგზავრებლად მზადაა
მამარდაშვილი ობლაკის ნაცვლად - "ატლეტიკო" ქართველის ტრანსფერს ისევ განიხილავს?
"ბეშიქთაშის" თვითმფრინავს, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მეხი დაეცა
"4 წელია აქ თამაშობენ და ინგლისური არ იციან, იტალიაში კი..." - ოლივერ გლასნერმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა