საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე სეზონში საუკეთესო ტურნირს ატარებს და თანაც ეს ყველაფერი ჩოგბურთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს რომის მასტერსს დაემთხვა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

საკვალიფიკაციიო ეტაპზე 2 თამაშის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჩვენებურმა ძირითად ბადეში 3 მეტოქესაც სძლია და უკვე მერვედფინალშია, სადაც დღეს 28 წლის რუსს, მსოფლიოს მე-14 ნომერ ანდრეი რუბლევს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 3:4 მარცხდება.

ნიკოლოზს ბოლო 2 მატჩია ქართველი გულშემატკივრები უშუალოდ კორტის ტრიბუნებიდან გვერდში უდგანან, მუდმივად შეძახილებით ამხნევებენ და ნაკაშიმას დამარცხებაც მათთან ერთად ემოციურად აღნიშნა და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ თუ დღეს ჩვენებური რუბლევს სძლევს და მეოთხედფინალში გავა, იქ დიდი ალბათობით, მსოფლიოს პირველ ნომერ იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ თანამემამულე ანდრეა პელეგრინოს ეთამაშება და მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

ბასილაშვილი რომის მასტერსს -100 ქულით შეხვდა, რადგან გასულ წელს სწორედ ამ დროს ბორდოს ჩელენჯერზე ასპარეზობდა, სადაც ფინალში გავიდა და ჯოვანი მპეტში პერიკარდთან დამარცხდა.

მან რომში 130 ქულის დაგროვება უკვე შეძლო, რაც იმ -100 ქულის გათვალისწინებითაც, რეიტინგში მინიმუმ 5 საფეხურით წინ წაწევასა და 112-ე პოზიციას უდრის, მაგრამ თუ დღეს რუბლევს მოუგებს, 100 ქულას კიდევ მიიღებს, რაც გარანტირებულად ასეულში დააბრუნებს და დაახლოებით 90-ე ჩოგანი გახდება.

ნიკას საპრიზო მონაგარი რომში 92,470 ევრო გახლავთ, მაგრამ თუ დღეს გაიმარჯვებს, გამომუშავებული თანხა 169,375 ევრო იქნება.

ცნობისთვის, ბასილაშვილისა და რუბლევის შეხვედრა BNP Paribas Arena-ზე თბილისის დროით 17:30 საათზეა ჩანიშნული. ეს კორტი რომში სიდიდით მეორეა, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და 16 100 მაყურებელს იტევს.

ქართველების უცხოელი სიძეები ჯობნიან უცხოელ რძლებს!
მოკლედ-ს
ისე თუ შეამჩნევთ ქართველი სპორტსმენები საერთოდ არ წერენ ქართულად სოციალურ ქსელებში,ინგლისურად ექონტაქტებიან ქართველ გამომწერებს,😂🤦ან წერენ ინგლისური შრიფტით,#წერეთ ქართულად!
მოკლედ
ქართველი ქალი მართლაც შეუდარებელია. მას ფანატიკურად უყვარს ოჯახი. პ.ს. ბოდიშის მოხდით მინდა გითხრათ, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ქალებს ერთი პრომლემა აქვთ, მათი უმეტესობა შვილებს ქართულად არ ელაპარაკება. ეხლა შემომიტევთ, მაგრამ ვისაც შვილიშვილები გყავთ უცხოეთში ისინი დამეთანხმებით. მე ვამბობო უმეტესობაზე და არა ყველაზე.
გიორგი
ამაშია საქმე-s!! რატომ გიყვართ უცხოელი ქალების ასე გაპეტიშება??კიტეიშვილი ავსტრიული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მას მეუღლე ქართველი ყავს,დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა2_ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მისი მეუღლეც ქართველია,შერმადინი ესპანური საკალათბურთო ლიგის საუკეთესო კალათბურთელად ორჯერ დაასახელეს მისი მეუღლეც ქართველია,კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო მისი მეუღლეც ქართველია ა.შ და ა.შ, კიდევ ბევრი წარმატებული ქართველი სპორტსმენის გვერდით ღირსეული და წარმატებული მეუღლეები და ოჯახები დგანან!!როცა ქართველი სპორტსმენი აღწევს წარმატებას მაშინ რატომ არ გახსენდებათ მათი ქართველი მეუღლეები??მაშინ რატომ არ უსვამთ ხაზს მათ ეროვნებას და ღვაწლს?🤦😠
ლადო
ამაშია საქმე-ს.. შენ ეტყობა არ გინახია ქართველი ქალების უცხოელი მეუღლეები როგორ კარგად ლაპარაკობენ ქართულად,როგორ უყვართ საქართველო,როგორ თამადობენ ქართულ სუფრებზე და როგორ ქართულ კერძებს აკეთებენ!!
საბა
გაუჭირდება მოგება!წააგებს
ბელა
მიხარია ბასილას გამარჯვება. უამრავ სირთულეს და წნეხს გაუძლო. ყოჩაღ, ვაჟკაცის ძალა და ვაჟკაცობა შეუპოვრობასა და მიზანსწრაფვაშია. წარმატებები მას, ჩვენი გულების გასახარადაც...
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
ამაშია საქმე-ს.ყველა წარმატებული ქართველი სპორტსმენის გვერდით ღირსეული ქართველი ქალი დგას!!
გიგა
ყველა ქართველი სპორტსმენის გვერდით დგას ქართველი გულშემატკივარი რა არის აქ გასაოცარი?🤷♂️სხვა ქართველი სპორტსმენებიც უხდიან მადლობას ქართველ გულშემატკივრებს და მაისურებს ჩუქნიან ხოლმე!
ამაშია საქმე-ს
ქართველ ქალებს რო არ უკბინოთ არ შეგიძლიათ??ილია თოფურიას ცოლი არ ყოფილა ქართველი მარა მისი მორალური და კარიერული განადგურება უნდოდა!!
ამაშია საქმე-ს
გიირგი.რა შუაშია აქ ეროვნებაზე ხაზგასმა? კვარაცხელიას, მამარდაშვილის, შენგელიას,შავდათუაშვილის,ფაჩულიას და სხვა წარმატებული ქართველი სპორტსმენების გვერდით ქართველი მეუღლეები არ დგანან?რისი თქმა გინდა მაგით?ილია თოფურიას ცოლი საერთოდ არ იყო ქართველი მარა ლამის დაუნგრია კარიერა!!
სოსო
ქართველი ქალებიც ასე უდგანან გვერდით წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს და არამარტო სპორტსმენებს,ასევე უცხოელ მეუღლეებს!ეროვნება აქ არაფერ შუაშია!
ნინო
კიდევ ბევრი წარმატება. ნიკოლოზ აბა შენ იცი
ამაშია საქმე
კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა დიდი მნიშვნელობა აქვს საყვარელი ქალის გვერდში დგომას.მისი გერმანელი შეყვარებული ნამდვილი საოცრებაა.ქართულად მათი ერთად ნამღერი "თუკი გენატრები" ძალიან ლამაზია.იუთუბზე ვნახე.
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო