ამიერიდან საქართველოს ორგზის ჩემპიონს, თასისა და სუპერთასის მფლობელს აკადემიაში სამი ასაკობრივი გუნდი ეყოლება
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას "ვიტ ჯორჯია" არაერთი სიახლით შეხვდა: სამწლიანი პაუზის შემდეგ გუნდი საშინაო მატჩებს მშობლიურ სტადიონზე, მცხეთაში მდებარე განახლებულ, კეთილმოწყობილ და ახალსაფრიან "მცხეთა-პარკზე" ატარებს; სახე იცვალა კლუბის ვებგვერდმა და აი, გუშინ კიდევ სხვა საინტერესო ამბებიც შვიტყვეთ.

არახალი ამბავია, რომ 1998 წლის დასაწყისში დაარსებულ კლუბს მართლაც "განსაკუთრებული" და სხვებისგან განსხვავებული სტრატეგია აქვს შემუშავებული; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ 13 წლის განმავლობაში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა უცვლელი რჩებოდა და ძირითადი გუნდი, თითქმის ასი პროცენტით, კლუბის აღზრდილებით კომპლექტდებოდა. ამ ყველაფერმა კი ის შედეგი მოიტანა, რომ კლუბის უცვლელი პრეზიდენტის, გურამ რუხაძისა და ასევე უცვლელი დირექტორის მალხაზ კაკაურიძის ძალისხმევით "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ კლუბად ჩამოყალიბდა.

საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი გუნდი ტრადიციას არც ახლა ღალატობს და კლუბის ოფისში მოწყობილ გუშინდელ პრეზენტაციაზე შევიტყვეთ, რომ ამიერიდან "ვიტ ჯორჯიას" საკუთარი აკადემია ექნება! პრეზენტაციაზე მოწვეული იყო "ვიტ ჯორჯიას" 1996 წელს დაბადებულთა გუნდი, რომელიც ახალი შექმნილია და ეროვნული ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის უმცროს ჯგუფში იასპარეზებს. იმასაც ვიტყვით, რომ "ვიტ ჯორჯიას" აქამდე უკვე ჰყავდა 17 და 15-წლამდელთა გუნდები; ანუ, ამიერიდან აკადემიაში სამი ასაკობრივი გუნდი ეყოლება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გუნდის ახალი ფორმებიც, - განახლებული დიზაინი, რომელსაც კლუბის სპონსორების ლოგოები ("ზოოპლაზა", "ჰილსი", "ენერვიტი") ამშვენებს. პრეზენტაციას უძღვებოდნენ კლუბის პრეზიდენტი გურამ რუხაძე, დირექტორი მალხაზ კაკაურიძე, "ვიტ ჯორჯიას" ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე და 1996-წელს დაბადებულთა მწვრთნელი გიორგი ბუაძე.

გურამ რუხაძე: "აკადემიის ჩამოყალიბება "ვიტ ჯორჯიასასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ის წარმოადგენს კლუბის წარმატებულად მუშაობის ფუნდამენტს. კლუბში ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ახლახან დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რეკონსტრუქცია გაუკეთდა ჩვენს სტადიონს მცხეთაში; გარდა ამისა, იქვე შევიძინეთ 3 ჰექტარი მიწა და ახლა უკვე 5 ჰექტარია ჩვენს განკარგულებაში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისათვის.

იქითკენ მივდივართ, რომ ინტერნატის ტიპის აკადემია შევქმნათ; მოგეხსენებათ, "ვიტ ჯორჯია" ტრადიციულად საკუთარ კადრებს ეყრდნობა, თუმცა არის ისეთი გამონაკლისებიც, როცა სხვა გუნდებიდან მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები მოგვყავს. ჩვენი ასაკობრივი გუნდები "უოლსპორტის" ეკიპირებით შეიმოსებიან - ეს გერმანული კომპანია ჩვენი ტექნიკური სპონსორია და ამ ნაწარმით სარგებლობენ "კაიზერსლაუტერნი", "მიუნხენ-1860", "ვალენსიენი". ამას გარდა, გავაფორმეთ ახალი კონტრაქტი ცნობილ კომპანია "ერერვიტთან" - გეცოდინებათ, რომ ეს ფირმა ბოლო წლებში "მილანის" ერთ-ერთი სპონსორი იყო".

მალხაზ კაკაურიძე: "1996 წელს დაბადებულთა გუნდის შექმნა ჩვენთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ჭაბუკთა ლიგაში ეს გუნდი აუცილებლად ლიდერებში უნდა იყოს".

ზურაბ ბერიძე: "მსურს დაგარწმუნოთ, რომ "ვიტ ჯორჯიას" ძირითადი გუნდის კარი ყოველთვის ღიაა ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ამ კლუბის ერთგული ფეხბურთელებისათვის. დამსახურებას არავის დავუკარგავთ და ჭაბუკთა ლიგაში ჩვენი გუნდის ასპარეზობას მუდამ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით".

გიორგი ბუაძე: "დიდი მადლობა "ვიტ ჯორჯიას" ამ ახალი პროექტისათვის. ყველანი მონდომებულები ვართ და მჯერა, რომ ჭაბუკთა ლიგაში მოწინავე გუნდი ვიქნებით."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია