ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს

ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების სათამაშო ხელწერაში თუ ესპანურ შტრიხებს აღმოაჩენთ, ეს ახალი მწვრთნელისა და მისი თანაშემწეების დამსახურება იქნება. დღეიდან საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად 47 წლის ესპანელი სპეციალისტი, რუბენ გარაბაიაა. იგი სამწვრთნელო შტაბთან ერთად სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა წარადგინა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი იქნებიან, რომლებსაც საქართველოს ასაკობრივ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ. გარდა ამისა, მეკარეების მწვრთნელის რანგში მუშაობას კვლავაც გააგრძელებს შოთა თევზაძე.

„თავდაპირველად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ათ კანდიდატს შორის ვარჩევდით. შევჩერდით ორზე, საბოლოო არჩევანი კი რუბენ გარაბაიაზე გავაკეთეთ. ასე რომ, ეროვნული ნაკრებისთვის იწყება ახალი ეტაპი, რომელსაც რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს, — განაცხადა ვახტანგ მეიფარიანმა. — ესპანელმა სპეციალისტმა უკვე წარადგინა სამწვრთნელო შტაბი და განვითარების გეგმა. რაც მთავარია, მიდგომა არის სისტემური და კომპლექსური. დაინერგება ახალი სტანდარტები, რაც სპორტსმენებს უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მოთამაშეების ინტეგრაციას ეროვნულ გუნდში.

დარწმუნებული ვარ, ახალი მწვრთნელების გამოცდილებით, ჩვენი ბიჭების მონდომებითა და ნიჭით, ეროვნული ნაკრები წარმატებით იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში და ზედიზედ მესამედ მოიპოვებს ფინალური ეტაპის საგზურს. შემუშავებული გვაქვს ოთხწლიანი პროგრამა, თუმცა მისი გადახედვა ყოველწლიურად მოხდება. ამ ეტაპზე გაფორმებული გვაქვს ერთწლიანი ხელშეკრულება, რათა მიმდინარე ციკლი დავასრულოთ. იმედი გვაქვს, რომ შემდგომი ოთხი წელი წარმატებული იქნება როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი ნაკრებებისთვის“.

ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ხელბურთი სრულად გადაერთო ესპანურ პროგრამაზე. კერძოდ, 12-დან 16 წლამდე მოზარდთა დასაოსტატებლად პროცესში ჩართული იქნება „ბარსელონას“ აკადემია, ხოლო 16 წლამდე და ახალგაზრდული ნაკრებების განვითარებაზე რუბენ გარაბაია და მისი შტაბი იზრუნებენ:

„ესპანელი სპეციალისტები ჩვენი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს კონსულტაციებს გაუწევენ. რაც შეეხება „ბარსელონას“ აკადემიას, მათი წარმომადგენლები ექვს თვეში ერთხელ ჩამოვლენ ჩვენი გოგონებისა და ბიჭების გადასამზადებლად, ასევე მწვრთნელებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად“.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან სალუქვაძემ აღნიშნა, რომ რუბენ გარაბაიას თანაშემწეები პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი ქართულ ხელბურთს წლებია იცნობენ და ადაპტაცია არ გაუჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს გაუადვილებენ ახალ მთავარ მწვრთნელს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ გარაბაიამ, მისასალმებელი სიტყვა ფედერაციის მიმართ მადლობით დაიწყო და აღნიშნა, რომ მისი უმთავრესი მიზანი ქართველი გულშემატკივრის კმაყოფილებაა:

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას ნდობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ შევუერთდი გუნდს, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდის შემდგომ განვითარებაში დიდ წვლილს შევიტანთ. ასევე, ძალზე სასიამოვნოა, რომ ჩართული ვიქნები ფედერაციის პროექტში, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეების ზრდა-განვითარებას ითვალისწინებს. ჩვენი მხრივ, არ დავიშურებთ ძალისხმევასა და გამოცდილებას, რათა გავაუმჯობესოთ სათამაშო სტილი და სტაბილურად ვიასპარეზოთ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ამასთანავე, შევეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული მოთამაშის პოტენციალი.

გავაგრძელებ იმ პროგრამას, რომლითაც პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი ხელმძღვანელობენ. მათ უკვე გამაცნეს გაწეული სამუშაო. რა თქმა უნდა, ჩემი უმთავრესი საზრუნავი ეროვნული ნაკრებია, თუმცა მწვრთნელებისთვის ერთობლივ პროგრამასაც შევიმუშავებთ. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ გულშემატკივარი ნაკრების თამაშითა და შედეგებით კმაყოფილი იყოს“.

ცნობისთვის, რუბენ გარაბაია ნაკრების წევრებთან და კანდიდატებთან გაცნობით შეკრებას უკვე შეუდგა. პარასკევს მედიისთვის ღია ვარჯიშია დაგეგმილი.

geohandball.ge

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს

ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ

თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს

რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა

როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ

"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა

უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე

ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს

[PHOTO] "საქართველო ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება" - უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის მეუღლე ჩვენს ქვეყანას ეწვია და ფოტო გამოაქვეყნა

[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს

"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა

რონალდომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშა - პორტუგალიელის საქციელი ფედერაციამ განმარტა

ივან რაკიტიჩმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა

[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია

"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან

"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია

19-წლამდე ნაკრები 2 და 5 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება

"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება

მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა

ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით

ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება

მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა

გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში