საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა ტყიბულში მოულოდნელად ცალმხრივი გამოდგა — თსუ-მ მასპინძელ „ორბს“ შანსი არ დაუტოვა და 89:68 დაამარცხა. მოულოდნელი ამაში ის იყო, რომ თუკი ორბმა თბილისში შეძლო გამარჯვების მოპოვება, შინ თამაშისას სანსები კიდევ უფრო მეტი ჰქონდა და რეალურად რა მოხდა?! მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუდენტებმა 25-ქულიანი სხვაობით (36:11) მოიგეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ამაზე არ გაჩერებულა, აგრესიული შეტევა მეორე მეოთხედშიც გააგრძელა და დიდ შესვენებაზე საზეიმო, 35-ქულიანი ლიდერობით (57:22) გავიდა, რაც „ორბისთვის“ ნამდვილი კატასტროფა იყო. ასეთმა სტარტმა შეხვედრას ყოველგვარი სპორტული ინტრიგა დაუკარგა.

მატჩის მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. მართალია, მესამე პერიოდში „ორბმა“ მობილიზება შეძლო და ეს მონაკვეთი 12 ქულით (24:12) მოიგო, თუმცა ეს საერთო სურათისთვის მხოლოდ „ზღვაში წვეთი“ აღმოჩნდა. თსუ-ს გუნდმა მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. თუ სტუდენტები ტყიბულში 15 მაისს დაგეგმილ მეოთხე შეხვედრასაც მოიგებენ, ისინი სუპერლიგის ფინალის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ.

სტუდენტთა გამარჯვებაში ლომის წილი სასტარტო ხუთეულმა დაიდო: ყველაზე შედეგიანი კურვოსიე მაკვოლი გახდა 19 ქულით, რომელსაც მხარი გიორგი ტურძილაძემ (14 ქულა), ალექსანდრე ფევაძემ (12 ქულა, 6 მოხსნა), კვენტინ ჰარდრიქტმა (12 ქულა) და მალკოლმ დრამრაითმა (10 ქულა) აუბეს. მასპინძელთა მხრიდან ლარი ოსტინის 20 ქულა და ნიკოლოზ თოთლაძის 11 ქულა გუნდის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება