ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ჭანტურია: ჩემსა და გაბელიას შორის გაუგებრობა დასრულდა

გიორგი ჭანტურია: ჩემსა და გაბელიას შორის გაუგებრობა დასრულდა

ახალგაზრდული ნაკრებისა და "ვიტესის" თავდამსხმელს ესპანელებთან მატჩში გულშემატკივრის თანადგომის ეიმედება
გიორგი ჭანტურია უკვე ჰოლანდიის ერედივიზიონის "ვიტესის" ძირითადი შემადგენლობის სრულუფლებიანი წევრია, ამჟამად კი აქ არის და საქართველო- ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა დღევანდელი მატჩისთვის იმედიანად ემზადება.

- როგორც იქნა, "ვიტესში" თამაშობ და გოლიც გაიტანე. ერთწლიანი უთამაშებლობის პერიოდში რა იყო შენთვის ყველაზე ძნელი?

- ლოდინი. ველოდებოდი, როდის გავხდებოდი 18 წლის და მომცემდნენ თამაშის უფლებას. გუნდთან ერთად კი ვვარჯიშობდი, მაგრამ შაბათ-კვირას მხოლოდ ტრიბუნაზე ვიჯექი და გუნდს ვერ ვეხმარებოდი. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დასრულდა და, რაც მთავარია, ჰოლანდიური კარიერა კარგად დავიწყე.

- შენი ასაკის ფეხბურთელებს მცირე წარმატებაც ჰყოფნით და შექება მათზე ხშირად ცუდად მოქმედებს. ოთარ გაბელიაც დარდობდა, "ვიტესის" სტადიონზე გამოფენილმა წარწერამ - "ჭანტურია ჩვენი მესია" - გიორგიზე ცუდად არ იმოქმედოსო.

- კარგად მესმის ბატონი ოთარის, მსგავსი რამ მართლაც ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ მე გაჩერება კი არა, წინსვლა და წარმატებების მიღწევა მინდა. ეს პლაკატი ჩემთვის სტიმული იყო და მეტი არაფერი. აბა, ახლა რა ტიტულები მაქვს, ან თავში რა უნდა ამივარდეს, როდესაც ჰოლანდიაში ჯერ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანე...

საერთოდ, მე მცირედი არ მაკმაყოფილებს, მინდა, ვიყო ინიციატივიანი, ყველა თამაშისას კონცენტრირებული, რათა პირველივე სეზონში გამოვიჩინო თავი. ეს არის ჩემთვის სტიმული, რომლის გამოც ვარჯიშებსა და თამაშებზე ორმაგად მონდომებული ვარ.

- ახლა "ვიტესში" შენი მეგობარი ვაკო ყაზაიშვილიც ჩარიცხეს და პასის მიმცემიც გეყოლება.

- ყაზაიშვილი უსიტყვოდ მიგებს და მისი გადმოსვლა ძალიან მახარებს. ჩემი თქმა საჭიროც არ არის, ყველამ იცის, რომ ის გამორჩეული ნიჭის მოთამაშეა და მიმაჩნია, რომ "ვიტესს" გამოადგება. ფიზიკურადაც ძლიერია და პასიც მშვენივრად ეხერხება. ერთად ბევრ კარგს შევძლებთ, იმედია, უპირველესად, საქართველოს ნაკრებისთვის.

საერთოდ კი, კარგ გუნდში ვარ, სადაც ყველა პოზიციაზე მაღალი კლასის მოთამაშეები არიან. თუმცა ჯერ ახალგაზრდული გუნდია, მისი შენება ახლა დაიწყო, გაზრდა, გამოცდილება გვჭირდება, პირველივე სეზონში დიდი მიზნებისთვის ვერ ვიბრძოლებთ.

- წლევანდელ სეზონში რას უმიზნებთ?

- ევროპის ლიგაზე მოხვედრას.

- "ბარსელონას" მესამე გუნდიდან ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში აღმოჩნდი. ყმაწვილებიდან უფროსებში გადართვა არ გაგიჭირდა?

- ადაპტაციის პრობლემა არასოდეს მქონია. პირიქით, ამ დროს განსაკუთრებულად მობილიზებული და მონდომებული ვხდები.

- ახალგაზრდულ ნაკრებში მომხდარი უსიამოვნებაც წარსულს ჩაბარდა...

- ამის გახსენება და დეტალებზე ლაპარაკი აღარც მსურს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მთავარია, გაბელიამ ყველაფერი დაივიწყა, გაუგებრობა დასრულდა და ნაკრებში კვლავ გამომიძახა. მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის რომ უნდა იყოს, ახლა ასეთი ურთიერთობა გვაქვს.

- ესპანეთის ნაკრებიდან რომელიმე მოთამაშეს იცნობ?

- ხუთ ფეხბურთელს ვიცნობ, რადგან "ბარსელონაში" ერთად ვთამაშობდით და ვიცი, ვის რა შეუძლია. ეს ცოდნა მათ წინააღმდეგ თამაშში დამეხმარება, მაგრამ თავადაც მიცნობენ და თუ ბატონი ოთარი მათამაშებს, ჩემს წინააღმდეგ ისინიც მომზადებულები გამოვლენ. მეც ძალიან მაინტერესებს, რა შემიძლია - ეს ქუთაისის შეხვედრაში გამოჩნდება.

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესპანელთა ძალას სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

- მე ასე ვიტყოდი: ეს არის არა დაუფასებლობა, არამედ ბრძოლის სურვილი. დღეს ფეხბურთი ისე განვითარდა, ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ესპანეთი ჩვენთან ფავორიტია, მაგრამ საქართველოში ვთამაშობთ, ჩვენი მაყურებელი გაგვამხნევებს და მეტი მოგვეთხოვება.

ბიჭები კი მონდომებულები ვართ, რადგან თავის გამოჩენა ყველას გვინდა. თუ მწვრთნელის დავალებებს კარგად შევასრულებთ და ერთსულოვნები ვიქნებით, ალბათ, შედეგს მივაღწევთ. წინასწარ ლაპარაკი წესი არც არის, მხოლოდ ერთს ვიტყვი - მოგებისთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• უძლევი

აბა შენ იცი ჭანტურია, მატაობის დროს მატაობა და პასის დროს პასი . წარმატებებს გისურვებ!

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია

17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს

19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე