ლიდერთა პარტნიორობა, რომელიც ახალ სტანდარტს ამკვიდრებს კრიპტოსა და სპორტის გლობალური კავშირისთვის.

24 აპრილი, 2026, ბარსელონა, ესპანეთი. WhiteBIT-მა, რომელიც ტრაფიკის მიხედვით ევროპის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟაა, და საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ხუთწლიანი სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს. 2030 წლამდე გათვლილი ეს პარტნიორობა აერთიანებს ორ გლობალურ ლიდერს, რათა ერთობლივად განსაზღვრონ ფანების ჩართულობის, ციფრული ფინანსებისა და სპორტის მომავალი. ეს თანამშრომლობა წარმოადგენს სტრატეგიულ ალიანსს დარგის ლიდერებს შორის, სადაც კრიპტო სამყარო და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ინსტიტუცია იკვეთება. მიზანია ახალი სტანდარტების დაწესება გლობალურ ეკოსისტემებში ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიმართულებით.

როგორც კლუბის კრიპტოვალუტის ბირჟის ოფიციალური პარტნიორი, WhiteBIT გააფართოებს თავის როლს „ბარსელონას“ კაცთა, ქალთა და კალათბურთის გუნდებთან მიმართებით.

ასევე, იგეგმება თანამშრომლობა Barça Innovation Hub-თან. პარტნიორები მხოლოდ ბრენდის ცნობადობით არ შემოიფარგლებიან და გადადიან აღსრულების ეტაპზე, რეალური კრიპტო აპლიკაციების შექმნაზე, რომლებიც სპორტულ ინდუსტრიაზე იქნება მორგებული. ამ კოლაბორაციის მთავარი მიზანია, კრიპტო მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანისთვის პრაქტიკულ, ყოველდღიურ ინსტრუმენტად აქციოს. პარტნიორობის ფარგლებში დაინერგება ახალი ინიციატივები ფანების ჩართულობის, ციფრული განათლებისა და ინტერაქციული გამოცდილების მიმართულებით, რაც გაამარტივებს კავშირს ტექნოლოგიებსა და გლობალურ აუდიტორიას შორის.

მანელ დელ რიო, FC Barcelona-ს აღმასრულებელი დირექტორი:

“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში WhiteBIT-თან, როგორც პარტნიორთან,თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთხელ ადასტურებს „ბარსელონას“ ერთგულებას გლობალურ ლიდერ კომპანიებთან სტრატეგიული ალიანსებისადმი. ეს განახლება ხაზს უსვამს ჩვენი ბრენდის სიძლიერესა და მიმზიდველობას, ისევე როგორც ჩვენს უნარს, დავუკავშირდეთ ინოვაციურ სექტორებს, კერძოდ,კრიპტოვალუტის სექტორს, რომელიც მზარდი სფეროა და მომავალი წლებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოტენციალი გააჩნია.”

ვლადიმირ ნოსოვი, WhiteBIT-ის დამფუძნებელი და W Group-ის პრეზიდენტი:

„ჩვენი მისიაა კრიპტოს მასობრივი დანერგვის ხელშეწყობა და ტექნოლოგიების ყველასთვის, ყველგან ხელმისაწვდომობა. „ბარსასთან“ ერთად, ჩვენ კრიპტო ინდუსტრიის ჩარჩოებიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვაქვს და ვქმნით ისეთ გამოცდილებას, რომლითაც მილიონობით გულშემატკივარი რეალურად ისარგებლებს. სწორედ ასე ხდება ტექნოლოგიების ფართო დანერგვა“.

ახალი იდენტობა ყოველდღიური კრიპტო გადახდებისთვის

WhiteBIT და FC Barcelona წარმოადგენენ WB Card სადებეტო ბარათის სპეციალურ, FC Barcelona-ს თემატიკით შექმნილ დიზაინს. ეს გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, ბარათი ყოველდღიური კრიპტო-ტრანზაქციებისთვის გამოიყენონ. ბარათის ახალი ვიზუალი აერთიანებს WB Card-ის ფუნქციონალურობასა და კლუბის ექსკლუზიურ სტილს. დიზაინთან ერთად, ბარათის მფლობელები მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს, სპეციალურ ფუნქციებსა და სამომავლო უპირატესობებს, რომლებიც ამ კოლაბორაციასთან იქნება დაკავშირებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში, WhiteBIT-ისა და FC Barcelona-ს პარტნიორობა Web3-ის რეალურ ცხოვრებაში დანერგვის წარმატებულ მაგალითად იქცა. ახალი შეთანხმება ეყრდნობა ამ გამოცდილებას და აფართოებს ერთობლივ ინიციატივებს გულშემატკივრების ჩართულობისა და ციფრული აქტივაციების მიმართულებით კლუბის ეკოსისტემაში.

R

"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
ᲛᲐᲣᲠᲘᲓᲔᲡ ᲠᲝᲙᲔ ᲯᲣᲜᲘᲝᲠᲡ ᲤᲘᲜᲔᲗᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲩᲐᲣᲢᲐᲠᲓᲐ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება