უხეირო სეზონს ატარებს „ლივერპული“ - მცველები მეტოქის შემტევებთან ბითურდებიან, ნახევარმცველები ბურთს ვერ იჭერენ, თავდამსხმელები გოლს ვერ იტანენ და ამ დროს ჟურნალისტები ლამის ყოველთვის მთავარ დამნაშავედ მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ის საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ მხარდაჭერის ნაცვლად საოცარ წნეხში ამყოფებენ, რაღაც უცნაურად ამოიჩემეს და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, თავის ჩვეულ დონეზე მისთვის თამაში ძალიან ძნელია.

Rousing The Kop-ში ჯეიმს ბრუკმა ქართველის შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „ლივერპულს“, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ.

“პარასკევს საღამოს, როდესაც „ვილა პარკზე“ „ლივერპულის“ პრობლემები გამოაშკარავდა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ კითხვების რაოდენობამ არნახულ ნიშნულს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველს ამ სეზონში ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია, ვინაიდან ალისონი პირველ ნომრად „ნახევარ განაკვეთზე“ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი დროდადრო ურიგოდ არ წარმოაჩენს თავს, ვერ შეძლო დაერწმუნებინა „ლივერპული“, რომ 2026/27 წლების სეზონში ალისონის მუდმივად შეცვლის შესაძლებლობით კმაყოფილი იქნებოდა. ბირმინგემელებთან მატჩი ამის კიდევ ერთი დადასტურება გახლდათ. პირველივე წუთებიდან 25 წლის კარის დარაჯი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, შეიძლება ოთხი გოლის გაშვებისას არ გაუმართლა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მინიმუმ სამ ეპიზოდში უკეთ მოქმედება მართებდა. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, საკმარისი საფუძველი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ თუ ალისონი წავა, მამარდაშვილი ვერ გახდება ის მეკარე, რომელიც მის შეცვლას მოახერხებს.

„ლივერპულს“ შეიძლება ახალი პირველი ნომერი დასჭირდეს

2024 წელს მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებისას კლუბი აშკარდ ემზადებოდა ბეკერის წასვლასთან, რამეთუ არ დახარჯავდნენ თითქმის 30 მილიონ ფუნტს ფეხბურთელში, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე დუბლიორი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, „ლივერპული“ არ უნდა გრძნობდეს თავს ვალდებულად, ყოფილ ვალენსიელს ასეთი შანსი მისცეს. რა თქმა უნდა, არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ 20 მატჩის შემდეგ მისი შეფასება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, კარგის ნიშანი არაა. შეიძლება მორგან როჯერსის და ჯონ მაკგინის დარტყმების მაღალ ხარისხზე ვისაუბროთ, მაგრამ მამარდაშვილი, ალბათ, იმედგაცრუებული დარჩა, რომ ვერ მოიგერია. მან შეიძლება ძალიან სწრაფი რეაგირება ვერ მოახდინა როჯერსის პროგნოზირებად დარტყმაზე, მაკგინის დარტყმულ ბურთს კი უნდა მიწვდომოდა. ოლი უოტკინსის პირველი გოლისას ბურთი კარში „სეივისთვის“ უხერხული ტრაექტორიით წავიდა, შემდეგ მამარდაშვილმა ორჯერ კარგი ნახტომით გადაარჩინა გუნდი, ხოლო უოტკინსის მეორე გოლამდე ბურთი ცუდად აიტანა და თავდამსხმელმა გაიტანა. კიდევ უფრო უარესი მაჩვენებელი აქვს გადაცემის გაკეთებისას, მისი 12 გრძელი პასიდან მხოლოდ 7 გამოდგა ზუსტი, ორი მარტივი შეხებისას ბურთი აუტში გადავიდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია.

ვინ უნდა გახდეს მომავალ სეზონში „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე?

მამარდაშვილის თამაშს ცუდს ვერ ვუწოდებთ და ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ მეტოქეს სტატისტიკურად კიდევ 1.25 გოლი არ გაატანინა. არსებობს კარგი მომენტები და ისეთებიც, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. გულშემატკივრები თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობდნენ, ალისონი კლუბს კონტრაქტით გათვალისწინებული ერთი წლის ვადით დარჩენაში რომ დაერწმუნებინა. ცხადია, სანამ მუდმივად ძირითადი მეკარე გახდება, გიორგის კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევს, მაგრამ რადგან დიდი ალბათობით ბეკერი კიდევ არაერთ მატჩს გამოტოვებს, მას ოსტატობის დასახვეწად შანსი მიეცემა.

და თუ მაინც ბრაზილიელი ლეგენდა წავა, მემკვირდისთვის მისი შეცვლა ადვილი არ იქნება, თუმცა ამ სეზონში ასპარეზობით მამარდაშვილმა თავის მიმართ უფრო მეტი ყურადღება უზრუნველყო. „ლივერპულისთვის“ ჯერ არ არის გვიანი სხვა, უფრო მზა მეკარის შეძენა. თუ ამას არ გააკეთებენ და სეზონს მის იმედად დაიწყებენ, უკვე ძალიან გვიან იქნება და მაშინ უეჭველი ბირმინგემულის მსგავს ბევრ საღამოს ვნახავთ“.

Lelo
ლივერპულისᲗვის დაცვა და მწრᲗნელია პრობლემა, მამარდა კი მომავალ სეზონი Ძალიან მოუმატებს ამას ყველა დაინახავს მალე გამოსვლებზე და ფეხი ᲗამაᲨსაც გამო ასწორებს მᲨრომელი ბიᲭია და არ გაᲩერდენა ერᲗ ადგილზე, მამარდა ლივერპულის ᲫირიᲗადი მეკარეა ტყუილად არ აიყვანდნენ ლივერპულᲨი.

ინგლისის ჩემპიონი თუ არ გახდები, ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად უნდა გახვიდე, რასაც ლივერპულმა მიაღწია. მომავალი 2026/2027 სეზონის დაწყებიდან კი ყველა რგოლში სტაბილური თამაში მართებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კარგი გამოსვლით წარმატებებს მიაღწიონ!
ბორია წიფურია
მაგინებს ქართული გვარები არ მოსწონთ, და ვინც მამარდას აგინებს ფეხბურთს აზრზე არ არიან. შაშინელ დაცვქას თამაშობს ლივერპული, ზანტად მოძრაობენ, ადგილებიდან ამოვარდნილები, უკან დროზე ვერ ბრუნდებიან, ნახევრდაცვაც ვერ ეხმარება და დროულად არ ჩამოდიან. იმხელა ღტიჭოებია დაცვაში რომ მაგის ამოვსებას მთელი ინგლისი ვერ მოახერხებს. საეთოდ მათი თავდამსხმელები უკან იშვითად ჩამოდიან. ბოლო თამამში ძალიან ამოვარდნილები იყვნენ. აშკარად ეტყობა გუნდს რომ მწვრთნელმა დაკარგა თავისი ავტორიტეტი და გუნდში არეულობაა, რაც შეიძლება სალაჰის ბრალიც იყო, რადგან წელს საერთოდ ფორმაში ვერ შევიდა და სკამზე ჯდომაც არ მოსწონს და ალაბათ ბევრს ლაპარაკობს ამაზე ფებურთელებთან რაც იწვევს გუნდში არასტაბილურობას. აშკარად გასაშვებია ისიც და მწვრთნელიც. წინა სეზონი იურგენას დატოვებული მუხტის ინერციიით ითამაშეს, ამ სეზონზე დაეტყოთ რა მწვრთელიც გამოდგა ამხანაგი ყობორია სლოტი...
უცხო
ვინც მამარდაზე იშვერს ხელს ან თვალებიდან ვერ იყურება ან ფეხბურთის არაფერი გაეგება. გააჯმევინეთ მაგ მწვრთნელს მოიყვანეთ დაცვა მამარდა ღმერთი არაა მთელი გუნდი გათრიოთ. თუ წავა მანდედან ბევრს მოიგებს ეგენი სულ გააფუჭებენ მანდ როგორც მეკარეს. საერთოდ ინგლისის დედა ვატირე ბევრი გუნდი აფუჭებს ფეხბურთელებს.
იოსებ ბრეგვაძე
მეჩვენება, რომ ძალიან ბევრ მხარეს (მათ შორის, ფეხბურთელებს და მათ ლობისტ ჟურბალისტებსაც) ლივერპულის ირგვლევ შექმნილ ამ დიდ არეულობაში მთავარ დამნაშავედ მამარდაშვილის გამოყვანა ხელსაყრელ გამოსავლად მიაჩნიათ. დაგლახებული მწვრთნელის, ჩაოხრებული უკანა ხაზის და ნახევარდაცვის ლამის ყველა დანაშაული მეკარეზე "ფორმდება"... მეჩვენება, რომ ამ გუნდში მამარდაშვილის ობიექტურ სირთულეებს დიდწილად სუბიექტური ყიჟინა და გესლიანობა ემატება. რადიკალური ცვლილებები, რაც მეტნაკლებად მოკლე დროში გიორგის სასიკეთოდ მდგომარეობას შეცვლის, ძნელი წარმოსადგენია - ისეა გამოტვინებული და აცაბაცა მაყურებლის დიდი მასა აყეფებული, ძალიან სერიოზული და მამარდაშვილის პოტენციალში დარწმუნებული ადმინისტრაცია და მწვრთნელი ამოუდგეს მხარში და არ მიუგდონ ლამის მიზანთროპ და უაზრო ფანატებს ამ მძიმე პერიოდში. ასეთი ცვლილების არ მჯერა. ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე (თუ რამე ღირებული გამოჩნდა) უნდა მიაფურთხოს ეშმაკს თავისი ლივერპულიანად და თავის გზას ეწიოს.
Თომა
Დავიწყოთ პრობლემების განხილვა:1 უსუსტესი მწვრთნელი, 2, გადაბერებული და უსუსტესი დაცვითი ხაზი, ვერ თამაშობენ საშუალო ფონზეც კი:ისააკი, საბოლსლაი, ვან დეიკი, სალაჰი. Აი ამის ფონზე გიორგის აბრალებენ რამეს?, წადი ოკულისტათან

შეცდომები გიორგიზე გამოცდილ მეკარეებს აქვთ! ლივერპული როგორც გუნდი მოშლილია, ესაა მთავარი პრობლემა!

ახლა კი არ გამოჩნდა,მაშინაც კარგად ჩანდა!რეი კლემენსი მაგარი მეკარე იყო,მაგრამ მაშინ მამარდა არ ჰყავდათ და კი გადაურა დინამომ.პირველ ტაიმში იმდენი ვარბენინეთ ინგლისელების ნახევარდაცვა,რომ მეორე ტაიმში დაცვის დაზღვევას ვეღარ ასწრებდნენ!

ლივერპულს დაცვა სუსტი ჰყავს! მცველები ახლო მანძილიდან დარტყმებს ატარებენ! მამარდას კი სასწაულების მოხდენას თხოვენ???
მამუკა
შე მართლა გეტრებიანო, ყოჩაღ როგორ ზუსტად შეგირჩევია შენთვის სახელი
ვახტანგი
მამარდა ან ნდობა გამოგიცხადონ და გათამაშონ სტაბილურად, ან გუნდი შეცვალე და თავს თავს მიხედონ როგორც უნდათ. მიქაუტაძეს გაუღუნეს ეგრე ტვინი აიაქსში და კი ვნეხეთ როგორც თამაშობს ახლა ესპანეთში და აიაქსი კი ისევ ბანძი გუნდია. ლივერპული არის გაბანძებული და მამარდა არაფერ შუაშია, შეცდომები, რა თქმა უნდა, აქვს. მაგრამ, როცა ეგრე გექცევიან თავდაჯერებულობა, ყველას დაუვარდება
კახა
რა გინდათ რას ერჩით გიორგის. დაცვა თქვენ არ გყავთ და მწვრთნელი ნორმალური. რა ქნას მეკარემ... ამ დაცვასთან ბუფონი რო მდგარიყო საუკეთესო ფორმაში ის ვერ იდგებოდა ღირსეულათ.
ილია
ძალიან ვგულშემატკივრობთ მამარდას,უნდა გააძლიეროს თამაში, უნდა აითვისოს მკვდარ ბურთებზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა მაგალითები,სიტუაციურ შემთხვევებში უნდა გაძლიერდეს.
ვახო...
არ იცოდნენ თავიდანვე, რომ მამარდა ფეხით არც ისე კარგი მოთამაშეა?! და რაღას ერჩიან?! გიორგი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო კიპერია ხაზზე, პლიუს ფიზიკური მონაცემები, განვითარების პერსპექტივა და ბევრი რამ რაც მის მხარესაა... და რამდენი მკვდარი ბურთი აიღო მან ლივერპულში?! დაცვა ვერ იყოს სათანადო დონეზე და მამარდა გახადენ განტევების ვაცად! დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ სხვა გუნდში, გიო გაცილებით დაფასებული იქნებოდა...
napoleoni
ბაზარი არაა მამარდა პატარა ქვეყნის შვილია და შესაბამისად შოვინისტი ინგლისელები(რუსი შოვინისტები კუბში აყვანილი)ტრადიციულად განტევების ვაცს სხვაგან ეძებენ,მაგრამ. . . არის ერთი დიდი მაგრამ რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ და დავინახოთ ობიექტური რეალობა. . .ახლო წარსულში მურთაზ შელია და კახა ცხადაძე მეორე სართულის მეფეები იყვნენ მარა ტონა გოლები გვაქვს გაშვებული თავით მაგათ დროს და იცით რაამო?იმიტომ რომ კურდღლები იდგნენ კარში .კაციშვილი რომ არ უშლიდათ იმ ბურთებსაც მუშტით კუთხურზე იგერიებდნენ. . .სანამ ლორია იდგა კარშთავით ბურთი არავის გაუტანია ჩვენ კარში.ლორია გამოსვლის მეფე იყო და მისი დამაჯერებლობა დაცვასაც ედებოდა.ეხლა რა ხდება,ყველა ჩაწოდებულზე პანიკაა ჩვენს საჯარიმოში.ანალოგიური ხდება ლივერპულშიც. . .ათიდან ცხრა ბურთს მოგერიებისას ან აუტში ისვრის ან მეტოქეს საგოლე შეტევას აწყებინებს.ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა რომ არანაირი ნიშანწყალი იმისა რომ მამარდა ამ კუთხით რამეს გამოასწორებს ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. . .ხაზს რა შეეხება(აქაც გაუარესებულია სიტუაცია ვაღიაროთ)დღეს მარტო ხაზით ლივერპულში არაფერი გესაქმება. . .დაცვა უვარგისია?იგივე დაცვა ალისონის პირობებშიც უვარგისია მარა მამარდას დროს სრული კატასტროფა და მიზეზიც ავხსენი ზემოთ.ასე რომ ურაპატრიოტიზმს გვიჯობს ჯანსაღად ვაკრიტიკოთ და პრინციპულად მოვითხოვოთ სხვა მეკარეების გამოცდა ნაკრებში სანამ უფსკულში გადაგვჩეხა. . .ეს ბიჭი არაა მშრომელი და რა გინდა რომ ქნა. . .ესაა სიმართლე და თვალი გავუსწოროთ აჯობებს,თორემ ინგლისელები ვინც არიან მაგის ახსნა მარტივად შემიძლია(რუსები მაგათთან შედარებით წმინდანები არიან ისე რომ იცოდეთ ე.წ პროევროპელებმა). . .
N
მრჩება შთაბეჭდილება, რომ, თუმცა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მამარდას ლივერპულში და ქოჩორას სპორტინგში დაახლოებით იმგვარადვე ექცევიან, როგორც ჟორჟს აიაქსში მოექცნენ. ხომ არ ჯობს, ორივე გადავიდეს სხვა კლუბებში და, ჟორჟის მსგავსად, იქიდან დაახურონ სპორტინგსაც და ლივერპულსაც?! P.S. ლივერპულს თავის დროზე თბილისის დინამომ 3:0 რომ მოუგო, ახლა გამოჩნდა, რომ ეგეც მამარდას ბრალი ყოფილა!!!

მეკარის საჯარიმოში რომ იყო მთელი ვილას თავდასხმა და 3 ჯერ დაარტყმევინეს, მამარდას ბრალია აბა რა - მესამეც უნდა მოეგერიებინა წაქცეულს. ამიტომ ვერ გამოასწორებს ლივერპული მომავალ სეზონსაც - იქ ეძებენ პრობლემას სადაც ყველაზე ნაკლებად აქვთ.
რაბუ
მამარდაა ბეტმენი ხო არაა თქვე კარგ .... დალაგდეს ლივერპული და მამარდაც დასტაბილურდება
S.K.K.
მეკარე. ყველაზე სენსიტიური პოზიცია. მაგონდება ბარბოსა, ბრაზილიელი მეკარე, რომელსაც ურუგვაელმა გიჯამ ახლო კუთხეში გაუტანა. (1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ტოლფასი მატჩი) ამ გაშვებულმა გოლმა მას მთელი დარჩენილი ცხოვრება გაუფუჭა. მეცოდება მამარდაშვილი ამ სიტუაციაში. ზოგს იღბალი უღიმის, ზოგს არა. ასეთია ცხოვრება!
გეტრებიანი დეველოპერი...
მეკარის სტაბილურობის გარანტიაა მუდმივი თამაში...!!!! და არა სკამი.!!! ეს გამოიქცა ვალენსიიდან თავისთავად დიდ ხელფასზე და დიდ გუნდში რა თქმა უნდა დიდი პერსპექტივისთვის... და მერე რა ქნა? დაჯდა სკამზე და დაიწყო ფიქრი სოფელი როგორ აეშენებინა საოცნებო ქვეყანაში და რა არის გასაკვირი რომ ჩაიჯვა. დააწყებინეს ..პოლიხრონიონის... ძახილი და ფულის კეთებაზე შესვეს სრაზუ.. ამიტომ ღმერთი სამართლიანია..!!
უფროსი
სლოტმა ფსიქოლოგიურად გაანადგურა ლივერპული. ამ გუნდში ნებისმიერ მეკარეს ექნება პრობლემები. გიორგი ძალიან კარგი მეკარეა, და ამას ახალ გუნდში დაამტკიცებს. იმედია, ნაკრებშიც დაიბრუნებს თავდაჯერებულებას.
Gogi
არ არის ეს ბიჭი ინგლისისთვის მზად - გამოსვლა უჭირს, ფეხით თამაში უჭირს. ხაზზეა კარგი და იქ არც ეგ გამოდის. მაგისთვისაც უკეთესი იქნება თუ კონტინენტურ ევროპას დაუბრუნდება.
გიორგი
ობიექტურად თუ სუბიექტურად მამარდა ლივერპულში ვერ უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად, მუდმივად საუბარი იმაზე კი კარგია, მაგრამ ბოლომდე კარგი ვერ, ან შეეძლო და ვერ შეძლო და ა.შ. ამ მდგიმარეობაში ყოფნას სხვა კლუბში გადასვლა ჯობია
სიტყვა ეძლევა სიმართლეს
რატომღაც ისე ჩანს რომ მამარდა ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის და ეს წნეხი პირველად დაცვის ცენტრალური ხაზიდან უნდა მოდიოდეს
გიორგი
ახალი კლუბი მოძებნო ჯობია ასეთი ტოკსიკური დამოკიდებულება არსად გამიგია
დიმიტრი დუშუაშვილი
xo, stabiluroba martebs, romeli dadgebit aba liverpulis karshi, magram aigo burtebi kvelaferi kargadaa da uceb kleobas ushveb, kvelafers ckalshi kri.
დავით 67
არ უნდა ეყიდათ. რადგან იყიდეს უნდა აცადონ. ნებისმიერი მეკარე ვერ გაუმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას, ასეთო დაცვის ხელში. ასე რომ. ჯერ დაცვით დაიწყეთ

დაცვის თამაშის ასეთი ხარისხი შეინარჩუნონ და ყოველი სათამაშო საღამო,ასეთი ექნებათ!ამ გოლების გარდა,კიდევ სამი თავისუფლად პირისპირ გასულის დარტყმა მოიგერია,ბიჭმა და თითს ისევ მისკენ იშვერენ?!ალისონი ლეგენდაა და ლეგენდის შეცვლა,ფაქტობრივად შეუძლებელია,მის შემდეგ მოსულზე,ძალიან დიდი წნეხი ჩნდება,წინამორბედის ჩრდილის სახით.დროა საჭირო,მაგრამ თუ არ მისცემენ,იმ ახალსაც ხომ დრო დასჭირდება.გიო თავის გზას მოძებნის,მაგათ რა ეშველებათ თორემ!
L.J.
Achvenos tavisi tamashi da aravin arapers zedmets ar ityvis!!!!rom veraa karg pormashi magas tqma ar unda.
გიორგი
რაღაცით ჩავარდნილი სეზონი ხომ უნდა გაპრავდეს ხოდა ნახეს განტევების ვაცი არცერთი სერიოზული შეცდომა რომელსაც გავლენა მოეხდინა მატჩის შედეგზე გიორგის არ დაუშვია საოცარია პირდაპირ ასე უმიზეზოდ ფეხბურთელის ამოჩემება ფეხბურთი თუ გუნდური თამაშია და ეს ასეა მთელი გუნდია დამდგარ შედეგზე პასუხისმგებელი
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
მამარდაშვილი ერთბაშად სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს - როგორ განვითარდება მოვლენები?
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის - La Repubblica ალისონის და სალაჰის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ალისონის გაშვება არ უნდათ - მამარდაშვილს თავდაჯერება სჭირდება" - როგორ აფასებენ "ლივერპულში" შექმნილ რთულ სიტუაციას
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
ედერსონს შეცვლის - თურქული მედიის მტკიცებით, მამარადაშვილი სტამბოლურ გუნდში გადავა
"იუვენტუსს" ალისონის შესახებ "ლივერპულისგან" პასუხის მიღება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
თუ ალისონი დარჩება - მამარდაშვილი “ლივერპულიდან” იჯარით წასასვლელად მზადაა
ინგლისში ყველაფერს აკვირდებიან - მამარდაშვილს "ლივერპულის" მწვრთნელად ირაოლას დანიშვნის ამბავი მოეწონა
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს