სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს კრეიგ ბელამი პრემიერლიგის ფეხბურთს დაუბრუნდა და "ლივერპულს" შეუერთდა
კრეიგ ბელამი პრემიერლიგის ფეხბურთს დაუბრუნდა - "ლივერპულს" შეუერთდა. ის, რომ მერსისაიდელები 32 წლის უელსელი ვარსკვალის გადაბირებაზე ფიქრობდნენ ინგლისური მას-მედიისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს კი მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ხელი ხელსაც დაჰკრეს.

საინტერესოდ წერს "დეილი მეილი" - იმ დღეს, როდესაც პრემიერლიგის კლუბები ბოლო ძალებსა და ფინანსებს იკრებდნენ, მწვრთნელები კი ვარჯიშებზე მისვლის ნაცვლად საიდუმლოდ იკარგებოდნენ, ბელამი მანქანაში ჩაჯდა, კარდიფიდან ლივერპულში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარაო. შეგახსენებთ, რომ ბელამისთვის "ენფილდ როუდი" უცხო ადგილი არ არის, ის აქ 2006-07 წლებში თამაშობდა.

საინტერესოა, რომ "ლივერპულთან" მოლაპარაკებების მიუხედავად ბელამის გადაბირება ბოლოწამს "ტოტენჰემ ჰოთსპურმაც" სცადა, მაგრამ ლონდონელებს "წითლებისთვის" ფეხბურთელის ხელიდან გამოგლეჯვა არ გამოუვიდათ და საბოლოოდ უელსელი "ლივერპულის" 39-ე ნომერი გახდა. ამიერიდან ბელამი "ენფილდზე" ორ წელიწადს გაატარებს და ლეგენდარულ შოტლანდიელ მწვრთნელსა და ყოფილ ფეხბურთელს, კენი დალგლიშს წმინდა ბრიტანული გუნდის აშენებაში დაეხმარება.

გავიხსენოთ ბელამის კარიერაში პირველი მერსისაიდული პერიოდი: ის "ლივერპულში" "ბლექბერნიდან" 2006 წელს 6,5 მილიონ ფუნტად გადავიდა, მაგრამ ერთ წელიწადში "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი გახდა.

"ენფილდზე" გატარებული წელიწადის განმავლობაში უელსელმა 42 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. გაუწონასწორებელი ტემპერამენტით ცნობილმა თავდამსხმელმა ამ გოლების გარდა თავი იმითაც გამოიჩინა, რომ პორტუგალიაში შეკრებაზე ყოფნის დროს ნორვეგიელ თანაგუნდელ იონ არნე რიისეს გოლფის ხელჯოხით გამოუდგა. რიისე, მოგეხსენებათ, დღეს "ფულჰემის" ფეხბურთელია.

"ვესტ ჰემში" გატარებული ორწლიანი პერიოდის შემდეგ ბელამი გამდიდრებულ "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და სანამ ახალ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი მოუვიდოდა თავს შესანიშნავად გრძნობდა, მაგრამ იტალიელთან მრავალი კამათისა და აყალ-მაყალის შემდეგ, იჯარის წესით მშობლიურ კარდიფს დაუბრუნდა და "კარდიფ სიტიში" ითამაშა. "კარდიფ სიტიში" ბელამიმ 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

რად უნდა თქმა, რომ ედინ ჯეკოსა და სერხიო აგუეროს ყიდვის შემდეგ ისტლენდელებს ბელამი აღარ სჭირდებოდათ. ლივერპულელთა თავკაცი დალგლიშიც, 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, სწორედ რომ დროულად გამოჩნდა თავისი წინადადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა