ფინალში დღეს გასულ თსუ-ს მალევე მიჰყვა “სკ ბათუმი 2010”, რომელმაც ნახევარფინალური სერია მომავალი საფინალო მეტოქის იდენტური ანგარიშით — 3:1 მოიგო. თუკი თსუ-მ მთლიანობაში იოლად მოიგო სერია, ბათუმმა ეს უფრო შთამბეჭდავად გააკეთა. ნახევარფინალური სერიის მარცხით დაწყების შემდეგ, აჭარულმა გუნდმა ზედიზედ 3 მატჩი მოიგო, რითაც მოქმედ ჩემპიონს — ქუთაისს — ტიტულის დაცვის შანსი წაართვა და თავად მოიპოვა ფინალის საგზური.

დღევანდელი შეხვედრა ნამდვილი თრილერი გამოდგა. ბათუმმა თამაში მძიმედ დაიწყო და 0:11 ჩამორჩენის შემდეგ სიტუაცია ვერც პირველი ნახევრის ბოლომდე გამოასწორა, რომელიც 34:49 წააგო. მესამე პერიოდის დასაწყისშივე ქუთაისის ლიდერობამ პიკს მიაღწია — გიორგი სულაბერიძის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 19 ქულა გახდა (54:36).

სწორედ აქედან დაიწყო ბათუმელთა აღზევება. გარდატეხას საფუძველი დავით ლომიძის სამქულიანმა დაუდო, რასაც აკაკი დვალიშვილის, მაირინ ტომასის და ისევ ლომიძის ზუსტი სროლები მიჰყვა. ქუთაისს წუთშესვენებამ ვერ უშველა — საქმეში გიორგი ოჩხიკიძის სამქულიანი და მაირინ ტომასის ქულები ჩაერთო. მესამე პერიოდის დასრულებამდე წამებით ადრე კი, ლევან ბაბილოძის სამქულიანმა ბათუმი მატჩში პირველად დააწინაურა — 61:59.

მეოთხე პერიოდში დემორალიზებულ ქუთაისს აღარაფერი გამოუვიდა. ბათუმელთა ლიდერობამ მალევე 10 ქულას გადააჭარბა. მართალია, დეტრეკ ბრაუნინგისა და ტაირი ბოიკინის სამქულიანებით მასპინძლებმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ბაბილოძის მორიგმა შორეულმა გასროლამ და დვალიშვილის ეფექტურმა გდებამ მატჩის ბედი დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გადაწყვიტა — როცა ზღვისპირელთა ლიდერობა 13 ქულამდე ავიდა. ამის შემდეგ ბურთი არც ჩავარდნილა – ბათუმმა 83:70 იმარჯვა და არსებობის ისტორიაში ფინალში პირველად გავიდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ფინალში გასული გუნდი 22 წლის წინ გაჩემპიონებული “ბასკოს” პირდაპირი სამართალმემკვიდრე არ გახლავთ, თუმცა “ბათუმი 2010” სწორედ “ბასკოს” ფესვებზეა შექმნილი და ისინი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და განვითარებულ ქალაქს წარმოადგენენ.

მატჩის სტატისტიკურ ლიდერებს რაც შეეხება, ბათუმის რიგებში საუკეთესო მაირინ ტომასი იყო 22 ქულითა და 12 მოხსნით, მას კი მხარი აკაკი დვალიშვილმა (14 ქულა, 17 მოხსნა) და ლევან ბაბილოძემ (17 ქულა) აუბეს, ხოლო დავით ლომიძემ და გიორგი ოჩხიკიძემ გუნდს შესაბამისად 7 და 9 ქულა შესძინეს. ქუთაისის მხრიდან გამორჩეული იყო დეტრეკ ბრაუნინგი 21 ქულით, ტაირი ბოიკინმა 15 ქულა დააგროვა, გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 7 მოხსნაა.

თსუ-სა და ბათუმს შორის ფინალური სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. საწყისი სამი მატჩი 21, 23 და 26 მაისს გაიმართება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გუნდები 28 და 31 მაისსაც შეხვდებიან ერთმანეთს. მოედნის უპირატესობა თსუ-ს აქვს, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო ბათუმი – მეორე იყო.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"