„არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, პსჟ ლიგა 1-ის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურში, გასვლაზე „პარიზთან“ 1:2 დამარცხდა.

ამ დაპირისპირებას პრაქტიკული თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამაც თამაშის ხარისხზე გავლენა იქონია. უნდა ითქვას, პსჟ-ს ფეხბურთელები ტრავმის მიღების შიშით თავს უფრთხილდებოდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს. „პარიზმა“ თავიდანვე აქტიურად შეუტია და მეკარე საფონოვმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. შუა პირველ ტაიმში მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დემბელე რამუშით შეცვალა. როგორც ჩანს, უსმანმა კუნთის მცირე დისკომფორტი იგრძნო და თავის დაზღვევის მიზნით დატოვა მოედანი. „პარი სენ ჟერმენი“ თამაშის დალაგებას და მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ პსჟ იერიშებზე გადავიდა, კვარაცხელია შეიჭრა საჯარომიში, მაგრამ მეკარე ტრაპმა დაასწრო, ცოტა ხანში ხვიჩას წამოწყებული კომბინაცია ბარკოლამ დააგვირგვინა. 58-ე წუთზე ესპანელმა სპეციალისტმა ქართველიც გაიყვანა მოედნიდან. გორიმ კი დუბლი შეასრულა და "პარიზს" გამარჯვება მოუპოვა.

პარიზი. „ჟან ბუენი“

პარიზი - პსჟ 2:1

გოლები: 0:1 ბარკოლა (50), 1:1 გორი (76), 2:1 გორი (90+4)

ტ
შენ ალბათ რეანიმაციაში მოხვდები, მართლა რომ აიღოს კვარადონამ ოქროს ბურთი.
ზაზა
მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიბრწყინოს ხვიჩამ! ლიგა-1 არც არავის აინტერესებს, მესამეხარისხოვანი ტურნირია!
ამატაკი
ბიჭო გადამრევს ეს ხალხი, ბიძია თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი ვინ არის და რას წარმოადგენს განსაკუთრებით ქართული ფეხბურთისა და სპორტისათვის, არამარტო ქართული უკვე მსოფლიო ფეხბურთისათვის - ხვიჩა კვარაცხელია, ნუ აკომენტარებ მაინც, იჯექი შენთვის წყნარად და იკითხე, უყურე .. იქნება რამე ბაიბურში შეხვიდე ზოგადად ფეხბურთის. ჩაიცვამთ ამ გაპიარებული კლუბების ფეხბურთელების ფორმებს და ვითომ ფეხბურთში დიდად გარკვეულებად მოგაქვთ თავი, მოუსმინეთ ამ სპორტის კორიფეებს. ვისაც ჭკუა მოეკითხება და შეუქმნია ფეხბურთის ისტორია. ამით მაინც დავიდეს იქნება თქვენამდე და შეეშვებთ სისულელეების წერას. ხალხი იძახის: ლამის სრულყოფილი თანამედროვე ვინგერის სახე შექმნაო ბიჭმა, ლიგაზე განუმეორებელი შედეგი დადო (ზედიზედ გოლები), უმაგრესი სტატისტიკა, ახლოსაც კი არავინ არ ჰყავს ამ ლიგაზე... ესენი კიდე რაღაცეებს ბოდავენ, კმარა რა მართლა და მართლა!ყველფერს რომ თავი დაანებო ფეხბურთი ხომ მხოლოდ მათემატიკით ვერ აისახება, ძირითადად ყველაფერი აღთქმაზეა დამოკიდებული. კაი ბატონო ფეხბურთის აღთქმის გარტყმაში არ ხარ, სტატისტიკა გჭირდება, აგერ ბატონო ჩემპ.ლიგაზე ყველა ძირითადი მაჩვენებლები უმთავრეს ორ კონკურენტთან, რომლებიც ოდნავ ახლოსაა, დანარჩენზე საუბარიც არ ღირს: დრიბლინგი: მბაპე-54, კეინი-28, კვარა-60 ; პასების სიზუსტე: მბაპე 81% კეინი - 80,6 % კვარა -88 % , გადმწყვეტ ზონაში შეს. მბაპე -30, კეინი -17, კვარა - 36 , საგოლე მოქმედება; მბაპე 15+1, კეინი 14+2, კვარა 10+6 აქედან პენალტებით მბაპე -3, კეინი - 4 , კვარა -0 ; არ არსებობს თავდამსმელის, თუნდაც ზოგადად ფეხბურთელის რაიმე შეფასება, რაიმე კატეგირიები რომლითაც ვინმე შეიძლება წლევანდელ ლიგაზე კვარაზე წინ დააყენო. რა დონეზე მიკერძოებული უნდა იყოს ის შემფასებელი, რომელიც ამ საკითხს სხვაგვარად გადაწყვეტს, უბრალოდ წარმოუდგენელია. ამას არ ვამბობთ მხოლოდ ქართველები, ასე საუბრობენ წარსულის, თუ მოქმედი დიდი ფეხბურთელები და მწვრთნელები, აღიარებული სპეციალისტები და მენეჯერები. რაღა თითოოროლა ქართველს გამოგდით ამ საკითხზე ოპონირება, რატომ შვრებით ამას ბიძია. იამაყეთ და მიბაძეთ თქვენ სახელგანთქმულ თანამემამულეს, ჩვენი ერი პატარაა და არ ვართ ასეთი დიდი ხალხით განებივრებული. თქვენ კიდე თქვენის დაფასებას ვერ ახერხებთ!
ედიკა
ტყუილ მართალი კომენტარია, ბაიერნთან რატო არ შეცვალა.

დარწმუნებული ვარ პსჟს გუნდს თვალყურს მხოლოდ ამ ბოლო დროს ადევნებ ამიტომ მომისმინე- პსჟ ნახევარი სეზონი ტრამვირებული მოთამაშეებით თამაშობდა და კვარას თამშისას დიდი დრო არასოდეს ეძლეოდა რადგან მას ცვლიდნენ, როდესაც შენი ნახევარი გუნდი ტრამვირებულია მგონი მკაფიოა რომ შენი მთლიანი პოტენციალით ვერ ითამშებ. და რაც ამ თამშს შეეხება, დარწმუნებული ვარ ამ თამაშის ერთ წუთსაც არ გაქ ნანახი მაგრამ მე ერთ ტაიმს ვუყურე და განგანათლებ, კვარა რომელზეც ახლა ამბობ რომ 1 ligue არ აინტერესებს ცენტრიდან მოწინააღმდეგის ტავდამსხმელს მთელი სისწრაფით გაეკიდა და მისი მიმართულებით მიმავალი პასი ჩაჭრა საჯარიმოსთან და კი, გოლის მომენტში მას მთავარი როლი არ უთამაშია მაგრამ იმის არდანახვა თუ მან როგორი კარგი პასი გააკეთა არ შეიძლება. და ამ თამაშშიც ნახევარი პსჟს ძირითადი შემადგენლობა ძირითადში არ თამაშობდა.

ვინ ერიდებოდა ტრამვებს არ ვიგი, მაგრამ კვარა რომ ამ სეზონში, ლიგა 1-ის თამაშებს ასე უფერულად თამაშობს, ან დაახლოებით ასე, ფაქტია...ხოო და ოქროს ბურთის პრეტენზია რომ გაქვთ და კიდე ათასი ჩინ- მედლების, იცით რომელ ადგილზეა კვარა ლიგა 1-ში გატანილი გოლებით - 23-ზე, ამიტომაც ვერც ერთ ნომინაციაში ვერ მოხვდა ამ სეზონში. რა გამოდის საფრანგეთის ჩემპიონატი ჩააგდო, ნაკრებში ჩაფლავდა, დარჩა მარტო ჩ/ლიგა, სადაც კიდევ საკითხავია მოიგებს თუ არა პსჟ და ვინ იქნება გმირი იმ თამაშისა, რა თქმა უნდა თუ პარიზმა ტოტალური უპირატესობა მოიპოვა და 4-5 გაიტანა კვარაც გაილაღებს, ეს მას ეფექტურად გამოსდის თუ მძიმე თამაში გამოვიდა, ბოლოსკენ შეცვლიან, ისე როგორც სანიოლმა შეცვალა საბერძნეთთან თბილისში და იგივე ენრიკემ ლიველპოლთან შარშან ნახევარფინალში, როდესაც პარიზმა თერთმეტმეტრიანებით მოიგო...ნახეთ, აქაც სტატიაში,როგორ ლამაზადაა ჩახუჭუჭებული - კვარას წამოწყებული კომბინაცია ბარკოლამ დააგვირგვინაო, ნახსენებიც არ არის ვინც ის წამოწყებული გააგრძელა - ორი მცველი ჩამოიშორა და იდეალური გამწოლი პასი გაუკეთა იმ ბარკოლას, რომელსაც გატანის გარდა სხვა შანშიც არ ჰქონდა....
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა