ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურის შეხვედრამ გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას გუნდების დაპირისპირება მოიტანა, სადაც „ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე, სანტიაგო მარტინის სახელობის დარბაზში „ბარსელონასთან“ 97:102 დამარცხდა. კანარული კლუბი აშკარა კრიზისულ პერიოდს გადის, რადგან ეს უკვე მათი ზედიზედ მეოთხე წარუმატებლობაა, რამაც პლეი-ოფში ადგილის დამკვიდრების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელთა რიგებში 21 წუთი ითამაშა და აქტივში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმო სროლები კი არ შეუსრულებია, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა. მასპინძელთა ქართველ ცენტრს კი თამაში ნაკლებად წაუვიდა — 16 წუთში შერმადინმა მხოლოდ 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და მისი სარგებლიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 1 გამოდგა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან მარსელინო უერტასი (20 ქულა) და ბრუნო ფიტიპალდო (19 ქულა) საკმაოდ შედეგიანად გაისარჯნენ, თუმცა მათმა პროდუქტიულობამ გუნდი წაგებისგან მაინც ვერ იხსნა.

ამ დროისთვის „ბარსელონა“ 23 მოგებითა და 9 მარცხით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 29 მაისს, სტუმრად „მორაბანკ ანდორასთან“ ჩაატარებს. რაც შეეხება ზედიზედ მეოთხედ დამარცხებულ „ტენერიფეს“, ისინი 17 გამარჯვებითა და 14 მარცხით მეშვიდე ადგილს იკავებენ და მომავალ ტურში, 20 მაისს, „ჟუვენტუტ ბადალონას“ კვლავ საკუთარ კედლებში უმასპინძლებენ.

GBF

მარი
სამწუხაროა,რომ ბარსელონამ ევროლიგის რეგულარული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და ვერ გადავიდა პლეი-ოფში!
სანდრო
მგელია მარსელინიო უერტასი!
.-ს
თუ კარიერული გმირობა იყო ცსკაში თამაში რაღატო წამოვიდა რუსეთიდან??
გიგი
.-ს. კარგი ახლა არ გინდა კარგად ვიცით რის გამოც გადავიდა რუსულ სამხედრო კლუბში!
.-ს
ეგ არის ტყუილი მაგის გამო არ გადასულა შენგელია ცსკაში🤦♂️,გადავიდა იმიტომ რო მოეგო ევროლიგა,მაგრამ ვერ მოიგო,რაც შეეხება კლუბიდან ნაკრებში გამოშვებას ვირტუს ბოლონიაც უშვებდა ნაკრებში!ცსკაში თამაში კი საერთოდ არ გამოუვიდა ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა კარიერაში, ეს თვითონვე აღიარა და პირველი წამოვიდა კლუბიდან, როცა უკრაინაში ომი დაიწყო თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობდიო!

დიდი შეცდომა კი არა,კარიერული გმირობა იყო!მხოლოდ იმიტომ წავიდა,რუსეთში,რომ ცსკა,ერთადერთი კლუბი აღმოჩნდა,ვინც ნებას აძლევდა ევროლიგის ტურნირეზე მონაწილეობის პარალელურად,საქართველოს ნაკრებშიც გამოეშვათ სათამაშოდ.ცსკაში ევროლიგის მატჩს ჩაატარებდა და დარბაზიდანვე საქართველოს ნაკრებში მოფრინავდა.ამას სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავგანწირვა ჰქვია,მაგრამ მავანმა ძალებმა,ნაძირალებმა,ქვეყნის ღალატად ჩაუთვალეს და იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს,სიცოცხლის ბოლომდე რომ არ დაავიწყდება თორნიკეს.

ვერ ქაჩავს თორნიკე ბარსელონაში!
sos
გაუჭირდა შენგელიას ბარსელონაში,ვერაა ის თოკო რაც უნდა იყოს,სამწუხაროა, რომ კარიერის პიკში წავიდა რუსეთში სათამაშოდ,ეს დიდი შეცდომა იყო!!!
მარი
მარსელინიო უბერებელია❤️
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო