ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ 22-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს მედლები დაისაკუთრა. ფინალური სერიის მეორე შეხვედრას დიღომი არენამ, ვსა-ს საკალათბურთო ბაზამ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ნიკა ბიწკინაშვილის ხელმძღვანელობით საქმე ბოლომდე მიიყვანა, „რუსთავს“ მეორე მატჩიც მოუგო და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველი შეხვედრა რუსთავში, „ქიმიკოსთა დარბაზში“, სტუმრების გამარჯვებით, 77:87 დასრულდა, რამაც აკადემიელებს საჩემპიონო მატჩის საკუთარ კედლებში ჩატარების კომფორტი მისცა. განმეორებითი შეხვედრა მასპინძელთა სრული დომინირებით დაიწყო და საბოლოოდ ვსა-ს დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 90:71 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას ლიდერი ერთხელაც არ შეცვლილა. ვსა-მ საწყისი პერიოდივე უცებ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა და 25:13 დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლელები მთელი თამაშის განმავლობაში თავდაუზოგავად ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას და რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეამცირეს ჩამორჩენა — სხვაობა მინიმუმამდე, 2-3 ქულამდეც კი დაიყვანეს — მიხეილ ჭოჭუას გაწვრთნილმა გუნდმა წინ გასვლა მაინც ვერ მოახერხა. გადამწყვეტ, მეოთხე პერიოდში „რუსთავმა“ თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო, მასპინძლებმა კი ეს მონაკვეთი 28:15 მოიგეს და ჩემპიონობა გაინაღდეს.

ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა ვსა-ს შორეულმა არტილერიამ — აკადემიელებმა პერიმეტრი სრულად გააკონტროლეს და 13 სამქულიანი ჩააგდეს, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მაჩვენებელი მოედანზე გასულ რვა კალათბურთელიდან შვიდზე გადანაწილდა. შორეული სროლებით განსაკუთრებით ნიკოლოზ ფხალაძე და ანდრია ცერცვაძე გამოირჩნენ, რომლებმაც 3-3 სამქულიანი მოათავსეს მეტოქის კალათში.

ჩემპიონების მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ნიკოლაევი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა — 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. მას სოლიდურად აჰყვა დავით ჭუაძე 19 ქულით და 7 ჩაჭრით, ხოლო ანდრია ცერცვაძემ გუნდს 14 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა შემატა. ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა მამუკა ასათიანს, რომელმაც 10 ქულა დააგროვა, ფარქვეშ კი ტრადიციულად საიმედო იყო გიორგი დოხნაძე 11 მოხსნითა და 3 პასით. „რუსთავის“ რიგებში ყველაზე პროდუქტიული ლუკა ტაბაღუა გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა მოაგროვა. სტუმართაგან 13-13 ქულა ჩაიწერეს აქტივში ლუკა მუჯირიშვილმა და დათა ვაშაკიძემ, ხოლო გიორგი ჯანგველაძემ ფარქვეშ მძიმე ბრძოლაში 15 მოხსნა და 5 ქულა მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ფეიერვერკით დასრულდა. ვიცე-ჩემპიონი „რუსთავი“ ვერცხლის მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. მანვე გადასცა ტურნირის ყველაზე ძვირფასი მოთამაშის (MVP) პრიზი ვსა-ს ფორვარდს, ვატო გაჩეჩილაძეს, რის შემდეგაც კაპიტნის ხელში საჩემპიონო თასიც აღიმართა.

22-წლამდელთა მიმდინარე სეზონი 20 მაისს დასრულდება, როცა ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩში „ვინგსი“ და „ჰიუნდაი“ შეხვდებიან.

GBF

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე