ფრენკ ლამპარდის თქმით, გუნდის ახალწვეული ხუან მატა მოედანს ბრწყინვალედ ხედავს
მატა მოედანს ბრწყინვალედ ხედავს

"ჩელსის" ვეტერანმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ გუნდის ახალწვეული, 23 წლის ესპანელი ხუან მატა ბრწყინვალედ ხედავს მოედანს. "ლამპსმა" კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა: "მშვენიერია, როდესაც გუნდში ახალწვეული მოდის, ის ახალ მუხტს გძენს.

ხუან მატა ბრწყინვალე მოთამაშეა - იგი მოედანს ჩინებულად ხედავს და ბურთის კონტროლიც უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული. რაც შეეხება რომელუ ლუკაკუს, ის ვარჯიშებზე ძალიან მონდომებულია, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ახალგაზრდულ გუნდს ვაშენებთ. რასაკვირველია, გამოცდილებას ვერ იყიდი, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდების და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავით შესანიშნავი გუნდი გამოგვივა".

საუკეთესო მატჩი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თავისი შეგირდები შეაქო "კაიზერსლაუტერნთან" (3:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ: "ჩემი აზრით, ეს ამ სეზონში ჩვენი საუკეთესო მატჩი გახლდათ - უბრალოდ, ჩვენ საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა განვავითაროთ. "კაიზერსლაუტერნის" სტუმრად დამარცხება, თან სამი ბურთის სხვაობით - ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. მე მაინც მივიჩნევ, რომ მომატება კიდევ შეგვიძლია".

არ უნდა მოვდუნდეთ!

ერთი კვირის წინ უეფას მიერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა, "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა ლიონელ მესიმ "ვილიარეალთან" (5:0) შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ასეთი რამ განაცხადა: "ჩვენ უკვე მერამდენედ ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. მთავარი - მოტივაციის არდაკლება და ამ ტემპში თამაშის გაგრძელებაა. Aხალი ფეხბურთელების წვლილი "ვილიარეალთან" მოგებაში საკმაოდ დიდია. სესკ ფაბრეგასმა ძალიან კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს თამაშობდე "ბარსელონაში".

კვირის სენსაცია

8:2! აი, ასეთ ანგარიშს ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა მიუხედავად იმისა, რომ ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალზე" გაცილებით ძლიერია. უეინ რუნიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და 150 გოლიან ზღურბლსაც გადააბიჯა - 152 გოლი აქვს მას "იუნაიტედის" შემადგენლობაში შეგდებული. "არსენალმა" მეტოქისგან 8 გოლი ბოლოს 1896 წელს გაუშვა - 115-წლიანი პაუზის შემდეგ კი "მანჩესტერმა" მიწასთან გაასწორა "მეთოფეები". თავის მხრივ, "მანკუნიანელებმა" ბოლოს მეტოქეს 8 გოლი 1999 წელს გაუტანეს.

კვირის გმირები

კვირის გმირებად კი მეორე მანჩესტერულ კლუბს "მანჩესტერ სიტის" ვასახელებთ, რომელთაც გასვლაზე, "უაით ჰარტ ლეინზე" "ტოტენჰემ ჰოთსპური" მიწასთან გაასწორეს - მოუგეს რა 5:1. ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა სამირ ნასრის, რომელიც "არსენალიდან" გადავიდა ისტლენდელებში - მან სამი საგოლე პასი გააკეთა, ორი ედინ ჯეკოს, ხოლო ერთი სერხიო აგუეროს მიაწოდა. თავის მხრივ, ჯეკოც ზღაპრულ ფორმაში შევიდა, არადა, შარშან ყველა უკირკიტებდა.

გიორგი ფულარიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა