საინტერესო თამაში იყო გორში. უფრო საინტერესო გვინახავს რა თქმა უნდა, მაგრამ გუნდების სტატუსიდან გამომდინარე, თამაშს არაუშავდა. ორივე კართან იყო საგოლე მომენტები. განსაკუთრებით გამოიდო თავი დავით კერესელიძემ, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია...

შემტევებს კი სიზუსტე აკლდათ, ზოგ შემთხვევაში - ურთიერთგაგებაც. საერთოდ, გორში თამაში ყოველთვის რთულია ნებისმიერი გუნდისთვის. "დილას" ორი მოთამაშე - მენთეშაშვილი და კიკაბიძე - გაძევების ზღვარზე იყო.

არბიტრმა მხოლოდ ვიდეორეფერის დახმარებით მიიღო გადაწყვეტილებები და ორივე მოედანზე დატოვა. იყო თუ არა ეს გადაწყვეტილებები ანგარიშის გაწევა ადგილობრივი ემოციერი მაყურებლისთვის? ძნელი საქმელია...

გავედით ბოლოში და მატჩის ყველაზე ამაღელვებელ მომენტზე მხოლოდ ახლა უნდა ვთქვათ - დინამოელ სირაძესთან შეტაკების შედეგად გორელთა კაპიტანი ეტოუ მოედანზე უგონოდ დაეცა. პირველი დახმარება მას თანაგუნდელმა კერესელიძემ გაუწია. მოედანზე შევარდა "დინამოს" ექიმიც...

თამაში გაჩერდა და თითქოს გაჩერდა დროც. უხმეს სასწრაფო დახმარებას და ეტოუ სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის ეტოუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გვაქვს, სამაგიეროდ, გვაქვს რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

საბოლოოდ, თბილისის "დინამო" აგრძელებს წაუგებელ სერია თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, ლევან კორღალიძემ კი "დილა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ქულა გამოიმუშავა.

დილა-დინამო (თბ) 0:0

დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, კომპაორე, ეტოუ (ტალი 30), ტიბუე, მენთეშაშვილი (კუაკუ 80), ოლატუნჯი, ფარულავა კანტე (ბოანსი 69), სანიანგი (ჯალაღონია 46), შეყილაძე (გოცირიძე 80)

დინამო: ლორია, კალანდაძე, კურდიჩი, უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, მონტეირუ (სანტუსი 71), ოსეი, ნინუა (გ. ხარებაშვილი 71), დონკორი (ქვარცხავა 77), იორო, სირაძე (ხარაიშვილი 53)

არბიტრი: ბაქარ ბრეგაძე

იაშა ბიძია
მაგარი ჟურნალისტები ხართ რაა, ადამიანი კინაღამ მოკვდა, მეორე დღის 11 საათია და არაფერი დაგიწერიათ, საავადმყოფოში ან დილას პრესცენტრში დარეკვას და მდგომარეობის გაგებას რაღა ედგა წინ..

ორივეჯერ წითელი ბარათი მეგონა,თუმცა გამეორების შემდეგ,მენთეშაშვილისთვის წითელი მართლაც არ იყო სწორი,აი კიკაბიძეზე კი,ალბათ მაინც უნდა დაეტოვებინა.გორელების კაპიტანს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.დინამიკაში თითქოს ისეთი არაფერი,მაგრამ გამეორებაზე რომ შევხედე,ცუდად გავხდი.ძალიან მძიმე სანახავი იყო.
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?