ლონდონის "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრ გლები "მეთოფეების" წარმატებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, არტეტას გუნდს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ დაცვით ფეხბურთს თამაშობს და ხშირად ფონს სტანდარტული სიტუაციებიდან გატანილი გოლებით გადის.

გლების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა ტიტული მოიგო.

"მათ პრემიერლიგის მოგება დაიმსახურეს. "არსენალი" ბოლო ორი-სამი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, უბრალოდ სულ რაღაც აკლდებოდათ. ზოგჯერ "ლივერპულს" უმართლებდა, ზოგჯერ კი "მანჩესტერ სიტის".

რაც შეეხება "მეთოფეების" მძიმე სათამაშო სტილს, ტიტულის მოსაგებად ხანდახან ასე მოქმედება საჭიროა. როცა "არსენალის" ფეხბურთელი გახლდით, მუდამ შემტევ, ლამაზ სტილში ვთამაშობდით, მაგრამ რა მოვიგეთ? ახლა კი ჩემპიონები ვართ", - განაცხადა გლებმა.

შეგახსენებთ, "არსენალმა" მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით პრემიერლიგის მოგება 22-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.

Arsenal champion
რავა ტვლეა პროფესორია აქ. არსენალის დაცვით თამაშს უწუნებენ, ლანძღავენ და პარალელურად მოირინიოს და სიმეონეს ავტობუსის მეხოტბეები არიან. ვინც ფიქრობთ, რომ სხვა გუნდებს რონ ჩავარდნა არ ქონოდათ, არსენალი ვერაფერს იზამდა არის ლოგიკა, ღუმცა ამ შემთხვევაში არსენალიც სხვა სტილით ითამაშებდა და შეიძლება მაინც მოეგო. ორი წლის წინ. წარმომიდგენია ბოღმიანი სასტავი, არსენალმა რო ლიგა მოიგოს როგორ დაიბოღმებით და დაიწყებთ არსენალის ძაგებას, მაგრამ ეგეთი უფანტაზიო სასტავი გადაგვერტყითაგერ. ლოგიკურად მოაზროვნეებს ყოველთვის წამოგყვებით სწორ კონენტარში და კამათში. და რაც მთავარია: ARSENAL CHAMPION !!!!
გიორგი
რა უცნაური მომხმარებლები ყავს ამ საიტს ყველაზე სწორ კომენტარებს უარყოფითად აფასებენ რატომ უნდა ქონდეს 123 ის კომენტარს ამდენი დიზლაიქი რას ამბობს არასწორს რა სიტიმ ლივერპულმა მანჩესტერმა ჩელსიმ ნიუკასლმა ტოტენჰემმა სეზონი არ ჩააგდეს? რა ვენგერის არსენალი ათი თავით მაღლა არ იდგა დღევანდელზე ? აქ რაც არუნდა სიმართლე დაწერო და ასო ან მძიმე შეგეშალოს ასაკოვან ადამიანს უცებ გამოხტებიან უშტატო საზოგადეობრივ საწყისებზე მომუშავე პროფესორ მასწავლებლები წერა ისწავლეს მოწოდებებით
123
განსხვავება ისაა, რომ მან. სიტის არასოდეს თამაშობდა გამართლების ხარჯზე, არსენალისაგან განსხვავებით. არსენალის პრემეირ ლიგის მოგება უფრო ჩელსის, ლივერპულის, მანჩესტერის და მან. სიტის ჩავარდნილი სეზონია ვიდრე არსენალის სიძლიერის დემონსტრირების.
სიმართლე
არსენალი არ მიყვარს, მარა თუ სიძლიერეზე ვისაუბრებთ, არსენ ვენგერის არსენალი გამახსენდება და არა ეს გაუგებარი გუნდი. იდეის გარეშე. ბოლო ბოლო იქ ტიერი ანრი თამაშობდა.

„ნუ მოგშივა ზაქარია,თორემ მჭადიც შაქარია!“ოღონდ როგორმე გაიმარჯვონ,ამდენი ხნის შემდეგ და ყველაფერზე მზად არიან.როცა 2-3 ჯერ გახდებიან ჩემპიონები და ტიტულების მძაფრი შიმშილის გრძნობაც ჩაცხრება,მერე უკვე უფრო ლამაზად გამარჯვების სურვილიც გაიზრდება.ძალიან ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ,მაგრამ თემურ ქეცბაია რომ მოვიდა ნაკრებში,რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა,ერთწლიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და გათამამებულმა გულშემატკივარმაც,მისი დაცვითი სათამაშო სტილის კრიტიკა დაიწყო.არადა ქეცბა ხედავდა,რომ გუნდი ერთ საათზე მეტს ვერ დარბოდა,არც თავდამსხმელი ჰყავდა,გამტანი და რა რესურსიც ჰქონდა,იქიდან ადნობდა მასიმალურს.ზუსტად იგივე მოხდა სანიოლთანაც.გვეყო მეორე ნომრად თამაში,შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთო.ვცადეთ და გამოჩნდა,რომ მაღლა აწეული დაცვის ხაზი,თავისუფალ სივრცეებს ვერ ფარავდა.სანიოლს გაბრიჩიძე-საზონოვის იმედი ჰქონდა,ისინი სხვადასხვა(ძირითადად ტრავმების) მიზეზით ვერ განვითარდნენ და ასაკში შესულ,სისწრაფე დაკარგულ გურამ კაშიას,ძალიან გაუჭირდა,ზონების დაცვა.მით უმეტეს,რომ ჩვენ უკვე ბ ჯგუფის გაცილებით ძლიერ ნაკრებებთან გვიწევდა ბრძოლა.რამდენიმე დღეში,გურამ კაშიაც ეთხოვება ნაკრებს და ალბათ აქტიურ კარიერასაც.დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის,რაც ნაკრებისათვის გააკეთა და შემდგომ საქმიანობაშიც დიდი წარმატებებს ვუსურვებ.მისი პოზიცია კი,კვლავაც პრობლემურად გვრჩება.ის არა მხოლოდ კარგი მცველი,ინტელექტუალიც იყო,დაცვასაც ორგანიზაციას უწევდა და ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ფაქტობრივად მწვრთნელის,დამრიგებლის მაგივრობას უწევდა.გუნდის შიგა ატმოსფერო,დიდწილად კაპიტნის და გამოცდილი ფეხბურთელების მიერ ლაგდება და ჩვენი ნაკრები,სწორედ მეგობრული ატმოსფეროთია ცნობილი.იმედი მაქვს,მაყურებელი ღირსეულ გაცილებას მოუწყობს,იმ კაპიტანს,რომლის სამკლაურითაც ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია,საქართველოს ნაკრებმა.გურამ კაშიაზე გადავუხვიე და მის გარეშე დარჩენილ ნაკრებს,ახლა უფრო რადიკალური გადაწყვეტილება დასჭირდება.სანიოლმა უნდა მოძებნოს მისი პოზიციური შემცვლელი და რა დაცვასაც მივიღებთ,თამაშის სამომავლო სქემა თუ სტილი,განახლებული დაცვის ხაზის შესაძლებლობების მიხედვით განსაზღვროს. დღევანდელ არსენალს და შარშანწინდელ საქართველოს,საერთო გარემოება ის აქვს,რომ ორივე დიდი ხნის მიუღწეველ მიზანს ესწრაფოდა და ესწრაფვის.ჩვენ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და უფრო ლამაზად თამაშის პრეტენზია გაგვიჩნდა,არსენალი კი ახლა ცდილობს ნებისმიერ ფასად გაიმარჯვოს და მერე,უკვე მათგანაც მოითხოვენ უფრო სანახაობრივი თამაშით წინსვლას.გულშემატკივრების სურვილი,სრულიად ბუნებრივია,მაგრამ მწვრთნელს სულ სხვა რამე ევალება და მისთვის მთავარი მიზანი,გუნდისგან,არსებული რესურსებით მაქსიმალური შედეგის მოპოვებაა,ხოლო ლამაზი თამაშით ამის მიღწევა,მეორეხარისხოვანი. სასურველია,მაგრამ არა სავალდებულო.ისე,მოურინიო,რეალიდან პირველ რიგში რეალისთვის არადამახასიათებელი პრაგმატული ფეხბურთის გამო უფრო გაუშვეს,მაგრამ ახლა,რეალს შემოაკლდა გამარჯვებები და რა დროს სილამაზეაო,ისევ მას უხმობენ.აი სწორედ ეს არის,ნუ მოგშივა ზაქარია,თორემ მჭადიც შაქარია!-ო. მეგობრებო,რაც დავწერე,ანალიზში შეიძლება დამეთანხმოთ,ან არ დამეთანხმოთ,მანდ პრეტენზია არ მაქვს,მაგრამ გურამ კაშია ღირსეულად და ლამაზად უნდა გავაცილოთ.ის ამას იმსახურებს!
"სვარკა", ანუ შედუღება! 🙂
მართლა კაი საყურებელი იყო იმ დროის "არსენალი", ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და მე პირადად, იმ დროიდ არსენალის თამაში(ს სტილი) უფრო მომწონდა , ოღონდ ... დღევანდელი გაცილებით სტაბილურიცაა და ერთგვარად უფრო პროგნოზირებადიც . პ.ს. იმედია, თავისი მოსაგები ამ სეზონში უკვე მოიგეს და ეგ არი, მორჩა ...
Roma
Რატომ، ფინალში მაშინდელი არსენალიც გავიდა და რომ არ ის უაზრო ლემანის გაძევება، ეგებ მოეგო კიდეც، ჩემპიონიც გახდნენ და თან წაუგებლად და მეტს ვერც ესენი მოიგებენ ვერაფერს და თან სვარკას გვაყურებინებენ.დ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
ჭიკაძე UFC-ში აღარ იჩხუბებს - საქართველოს ამ ორგანიზაციაში 6 სპორტსმენი დარჩა
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
გლები მესიზე: ერთხელ გვარდიოლამ მას დაუყვირა, ხავი პეპთან მივიდა და...
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი: რონალდინიო და დეკუ ვარჯიშებზე მთვრალები მოდიოდნენ
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
ეს არის ტრანსფერები?! კატალონიური გრანდის ყველაზე ცუდი გარიგებები
ბელარუსის ნაკრების ლეგენდამ ეროვნული ნაკრების შანსები შეაფასა: კარგი რა გითხრათ...
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ალექსანდრ გლები: იქნებ რონალდო და მესი ბელარუსის ჩემპიონატში სათამაშოდ წამოვიდნენ?!
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
ალექსანდრ გლებმა ახალი კლუბი იპოვა და კარიერის დასრულების თარიღიც დათქვა