საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ამხნაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

შეკრების პირველი ვარჯიში 25 მაისს, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია.

ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის და რუმინული კრაიოვას ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.

ანზორ მექვაბიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „დავიწყეთ მზადება მოახლოებული მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, რთულია ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ამხანაგური მატჩების ჩატარება, თუმცა ეს ბოლო თამაშებია ერთა ლიგამდე.

რუმინეთთან საინტერესო მატჩს ველი. კარგად ვიცი მათი ძლიერი მხარეები. ჩვენს მსგავსად, კარგად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე. ახალი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არ იქნება მარტივი თამაში, თუმცა, ვფიქრობ, ყველა სერიოზულად არის განწყობილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შეკრებას ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)

მატჩების განრიგი

2 ივნისი, 21:00 | საქართველო - რუმინეთი

5 ივნისი, 20:00 | საქართველო - ბაჰრეინი

NAKREBI.GE

"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე