საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთმა ასისტენტმა იოზეფ კონტირმა Šport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენს ქვეყანაში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ვაისს დიდი ხანი ვიცნობდი. მასთან ერთად რამდენიმე კლუბში ვიმუშავე და შემდეგ საქართველოს ნაკრებში მიმიწვია. მან, როგორც ახალგაზრდა მწვრთნელს, შანსი მომცა. ეროვნულ ნაკრებში მიწვევა, როგორც მწვრთნელისთვის, ასევე ფეხბურთელისთვის, მწვერვალია.

საქართველო საინტერესო ადგილია, აქამდე ამ ქვეყანაში ნამყოფი არ ვიყავი, ამიტომ წინადადებას დავთანხმდი. როდესაც უკან ვიყურები, მას ვაფასებ შესანიშნავ გამოცდილებად და ცხოვრების სასიამოვნო ეტაპად, რომელმაც წინ წამიყვანა არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ პიროვნებადაც.

რა პირობები დაგვხვდა საქართველოში? - დღევანდელთან შედარებით, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იყო "დაუმუშავებელი მოედანი", მაგრამ ჩვენი იქ ყოფნის დროს ფედერაციას უკვე ჰქონდა შემუშავებული პროექტები ახალგაზრდებისა და ინფრასტრუქტურისთვის.

აკადემიები თანდათან იზრდებოდა და დღემდე აგრძელებს ზრდას, ისინი უკვე ბევრია. ჩვენს ეპოქაში ბათუმში დაიწყო ულამაზესი სტადიონის მშენებლობა და დღეს ეროვნული ნაკრები ზოგიერთ მატჩს იქ ატარებს.

ჩვენ თბილისში ძველ სტადიონზე ვთამაშობდით, რომელიც 55 000 ადამიანს იტევს და უმეტეს შემთხვევაში, ტრიბუნები სულ სავსე იყო. როგორი დონის მოთამაშები დაგვხვდა საქართველოში? - იქ მოთამაშეებს უზარმაზარი ნიჭი აქვთ და უყვართ ფეხბურთი. ეს შინაგანად მოდის. ჩვენს დროს მათი ნაკლი არასაკმარისი ფიზიკური მომზადება და თამაშის ინტენსივობა იყო. ისინი ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ ძირითადად კლუბებში რეგულარულად არ თამაშობდნენ.

ვარჯიში აკლდათ, რაც ხშირად აისახებოდა ეროვნულ გუნდში იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამაშის თვალსაზრისით უკეთესები ვიყავით, მთელი 90 წუთის განმავლობაში ვერ შევძელით საჭირო დონის შენარჩუნება, რადგან ფიზიკური ასპექტი ერთ-ერთი მთავარი ასპექტია, რომელიც დღეს წარმატებას განსაზღვრავს.

ჩვენ სასწაულს ერთ ღამეში ვერ მოვახდენდით. მწვრთნელმა ამის აღმოსაფხვრელად ბევრი იმუშავა და თვალი ბევრ ფეხბურთელს აუხილა. განსაკუთრებით, პროფესიონალიზმის საკითხში.

მან აუხსნა ფეხბურთელებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ორსაათიანი ვარჯიშები არ არის, არამედ ცხოვრების წესია და ამიტომ ამას უნდა შეეგუონ. ქართველები ცხოვრობდნენ იმ ვარაუდით, რომ ნიჭი ყველაფერი იყო, მაგრამ როდესაც ყველა კომპონენტზე არ მუშაობდნენ, ტრავმები ჩნდებოდა, კლუბებში თამაშს წყვეტდნენ და იმედგაცრუება ეუფლებოდათ.

ვაისმა მოთამაშეებს უთხრა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა. მწვრთნელმა ფედერაციასაც და ფეხბურთელებსაც უთხრა რა იყო საჭირო წარმატების მისაღწევად და ისიც აღნიშნა, რომ ეს არა ერთ დღეში, არამედ თანდათანობით მოვიდოდა.

ეროვნულ ნაკრებში ფიზიკური მომზადების ადგილი არ არის, ეს გრძელვადიანი საკითხია. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ყველას განათლება ამ სიტუაციაში. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ამ მხრივ უკიდურესი გამონაკლისები იყვნენ, რომლებმაც ეს ბრატისლავას "სლოვანშიც" დაადასტურეს. პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ სხვა მოთამაშეებისგან.

ვაისმა საქართველოში რევოლუცია დაიწყო? - რა თქმა უნდა! ევრო 2024-ზე გასვლა და ეს წარმატება ვაისის მუშაობის გარეშე არ მოხდებოდა. ენთუზიაზმი და გეგმები ერთია, პროფესიონალიზმი და ყოველდღიურად მაქსიმუმზე მუშაობის რეალობა კი მეორე.

თავიდან ქართველები ცოტათი უნდობლები იყვნენ, თუმცა უკან გახედვისას მიხვდნენ, რომ ვაისმა მათ წარმატებას საფუძველი ჩაუყარა. ამ მწვრთნელმა სადაც კი იმუშავა, წარმატებას მიაღწია და საქართველოშიც უდიდესი პატივისცემა მოიპოვა, არა მხოლოდ საფეხბურთო საზოგადოებაში, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებშიც. ის ძალიან ბევრს მუშაობს, რომ თავისი მოთამაშეები არა მხოლოდ უკეთესი მოთამაშეები, არამედ უკეთესი ადამიანებიც გახადოს.

როდის მიხვდნენ ქართველები რომ ვაისის იდეები მუშაობდა? - ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ სტიმული ესპანეთში გამარჯვებამაც გამოიწვია, რომელიც იმ დროს ევრო 2016-ისთვის ემზადებოდა. მოწინააღმდეგის შემადგენლობაში ისეთი ვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც არიან რამოსი, პიკე, ინიესტა, კოკე და ფაბრეგასი.

მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე იყო. ქართველებმა წარმატებას მიაღწიეს და სჯეროდათ, რომ სასწაულის მოხდენა შეეძლოთ, მაგრამ ამისკენ კეთილსინდისიერად და შრომისმოყვარეობით უნდა წასულიყვნენ.

ერთია შედეგები, მეორე კი ის მოთამაშეები, რომლებსაც ვლადიმერ ვაის უფროსმა თავის გამოჩენის შანსი მისცა. ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელიას დებიუტი სწორედ მის დროს შედგა.

მაშინ ამას ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ დონეს მიაღწევდა, მაგრამ მასში რაღაც განსხვავებული იყო. მასში რაღაც ისეთი იყო, რაც სხვებს არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, ფეხბურთს ინსტინქტურად თამაშობდა და ავტომატურად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს.

ვაისმა მაშინვე დაინახა, რომ ამ ბიჭში რაღაც განსაკუთრებული იყო და შანსი მისცა. მან ნამდვილად ძალიან ბევრ ფეხბურთელს აუხილა თვალი, რადგან არ ეშინოდა მათთვის ისეთი რამის თქმა, რასაც ისინი არ იყვნენ მიჩვეულები. ერთია, რას ამბობდა მედიასთან და მეორეა, რა ხდებოდა მედიის გარეშე დახურულ კარს მიღმა გასახდელში ან პირადად.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე და რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ბრატისლავის "სლოვანიდან" ვიცნობთ.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი? - ყველა ძალაინ დამწუხრებულები ვიყავით. ქართველები ამაყი, ვნებიანი და ძალიან ფეხბურთის მოყვარული ერია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს სტადიონზე გულშემატკივრები ვერ გვყავდა, ავტობუსით ქუჩაში ხალხმრავლობაში გავატარეთ. ეს სცენა არასდროს დამავიწყდება.

მოხუცი ქალებიც კი გვაცილებდნენ. ისინი ხელს გვიქნევდნენ და ტიროდნენ. მთელი ერი შეიკრიბა და სიამაყე იგრძნო. დღეს საფეხბურთო ბაზარზე ქართველებზე მოთხოვნაა, ეს ასევე ვაისის დიდი დამსახურებაა.

დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ ჩვენი წამოსვლის შემდეგ საქართველო ევროპირველობაზე გავიდოდა? - ამაზე არ მიფიქრია, რადგან ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. უზარმაზარ წარმატებამდე ერთი ნაბიჯით ვიყავით დაშორებული, თუმცა ბოლო ნაბიჯი, როგორც წესი, ყველაზე რთულია. პლეი-ოფში ჩვენი ჩავარდნა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.

დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივრების წინაშე კიდევ უფრო ენერგიული თამაშის ჩვენებას შევძლებდით. სავსე სტადიონზე თბილისის ჯოჯოხეთური ატმოსფერო სუფევდა. არ დაგვავიწყდეს, რომ მატჩის წინა დღეს ხვიჩა კვარაცხელია COVID-19-ზე დადებითი ტესტის გამო თამაშს გამოეთიშა. ეს მთელი გუნდისთვის დარტყმა იყო.

როგორ შევაფასებდი საქართველოში გატარებულ პერიოდს? - ახალი ადამიანები გავიცანი, მათი აზროვნება და მენტალიტეტი. ვისწავლე წვრილმანებითაც კი ტკბობა, რადგან ქართველები სპონტანურები არიან და იციან, როგორ იცხოვრონ მომენტით".

სირბილის სწავლების ცენტრი
კარგად აღნიშნა: 1)ჩვენს დროს მათი ნაკლი არასაკმარისი ფიზიკური მომზადება და თამაშის ინტენსივობა იყო. 2)ფიზიკური ასპექტი ერთ-ერთი მთავარი ასპექტია, რომელიც დღეს წარმატებას განსაზღვრავს. 3)ქართველები ცხოვრობდნენ იმ ვარაუდით, რომ ნიჭი ყველაფერი იყო, მაგრამ როდესაც ყველა კომპონენტზე არ მუშაობდნენ, ტრავმები ჩნდებოდა, კლუბებში თამაშს წყვეტდნენ და იმედგაცრუება ეუფლებოდათ. აქამდე კარგად მივიდა, მაგრამ როდესაც ამბობს: ეროვნულ ნაკრებში ფიზიკური მომზადების ადგილი არ არის, ეს გრძელვადიანი საკითხია... ამის სანაცვლოდ სანიოლმა ფიზმომზადების მწვრთნელს დაავალა სირბილის ხარისხის გაუმჯობესება და ამის დამსახურებაც იყო ევროპაზე შედეგი რომ დაიდო. ახლა ყველა მოხვდა ჩვენი ნაკრები უკეთესად რომ დარბის და შედეგის მიღება თუ უნდათ სირბილის ხარისხი კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესონ, რომ უფრო მაღალი ინტენსივობით ითამაშონ. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!
ქომაგი
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ვაისი ნერვებს მიშლიდა რისი მიზეზიც დაგვიანებული შეცვლები და კაჭარავა იყო სანიოლთან შედარებით ალექს ფერგიუსონი იყო.
ლუიზა შატლიკიშვილი
ვაისის ტაქტიკა და მიდგომა იყო ფრთხილი,თითქოს მოვალეობის მიზნით გადიოდა ნაკრების ბიჭები სათამაშოდ!
დავით 67
აბსოლუტურად გეთანხმები. დავამატებდი, კაცი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე აკეთებდა ცვლილებას, თანაც წაგებულ თამაშზე, თითქოს დრო გაჰყავდა.
გოგა
ვაისის დაწყებული გაგრძელა სანიოლმა, ხალხს გონია რაღაც სასწაული ქნა სანიოლმა, მაკედონიასთან ხალხი, რო არ შეუშვეს სტადიონზე და ხვიჩა გამოთიშეს უცნაურად თამაშიდან, ეგ არა ვაისის ბრალი, ვაისი შეცვლებს აგვიანებდაო, ვინ ყავდა, რო შეშვა? გახსნილი ლამაზი ფეხბურთის თამაში ვაისის დროს დავიწყეთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, დარწმუნებული ვარ 2024 წელს ვაისიც გაიყვანდა საქართველოს ევროპაზე, რო დაეტოვებინათ
უვიცი
ცივი გონებით უნდა შევაფასოთ ვაისის მოღვაწეობა. უბრალოდ გადახედეთ ვაისის მოსვლის დროს სად ვიყავით, ქეცბაიას ნაკრები აბსოლიტურად ამორტიზებული მექანიზმი იყო, მწვრთნელი საერთოდ ქვეყანაშიც კი არ ცხოვრობდა, 6 წელიწადში 23 დღე გაატარა ჯამში ქვეყანაში, ახალგაზრდებს შანსს არ აძლევდა, ვერცერთი ფეხბურთელის აღმოჩენა ვერ შეძლო, შიდა ჩემპიონატს თვალს არ ადევნებდა, პრესკონფერენციაზეც კი არ ჯდებოდა სასაუბროდ. ამის შემდეგ ვაისი რათქმაუნდა დადებითი მოვლენა იყო და რომ არა ცოტა უიღბლობა და ქვეყნის და ფეხბურთის მესვეურთა უყურადღებობა ევროპასაც ვითამაშებდით.
ჯუანშერ ოხანაშვილი
დამოუკიდებლობაც მაგან გამოაცხადა 1918 წელს. გიორგი სააკაძის მარჯვენა ხელი იყო ყიზილბაშებთან ბრძოლაში. ის ვინ იყო? ვაისი, ვაისი, ვაისი... ვაი თქვენს პატრონს უბედურს.
სიმართლე
მიუხედავად ცალკეული ახირებებისა (შეცვლების დაწყება ბოლო წუთებზე, შემადგენლობის მოკლე კონტინგენტზე აქცენტის გაკეთება და ა.შ.), ვაისმა ბევრი რამ ასწავლა/შემატა საქართველოს ეროვნულ გუნდს. მის დროს დაიწყო ნაკრებმა თანამედროვე ფეხბურთის თამაში, მის დროს გამოჩნდნენ ახალი თაობის ბიჭები (კვარა, ზურიკო და სხვ.) და აქ მიღებული მწარე გამოცდილებაც შემდგომში გამოადგა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რათა წარმატება მოეპოვებინა
ტუკო რამირესი
ვაისს აუღორძინებია ქართული ფეხბურთი, ჩვენ კი ეს არ ვიცოდით!
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
მენსანამ რუსთავში იმარჯვა და 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია - მბაპემ მოდელის იმიჯიც მოირგო
[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
[VIDEO] ჰაიტიმ მაგრად იბრძოლა - შოტლანდიამ მუნდიალზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ბრაზილიამ და მაროკომ ფრედ ითამაშეს
[VIDEO] კატარმა 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით შვეიცარიასთან ფრეს მიაღწია
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 ტორპედო. ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ