Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპული" გუნდის 33 წლის ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის გასხვისებას არ გეგმავს. გამოცდილი კიპერის დამატება "იუვენტუსს" სურს და "ვეკია სინიორაში" გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ბეკერი იყო, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ინგლისურმა გუნდმა გარიგება დაბლოკა.

"მერსისაიდელთა" დამრიგებელ არნე სლოტს მიაჩნია, რომ ალისონის გამოცდილება და კლასი მომავალ სეზონში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, საინტერესოა რას იზამს გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც ბრაზილიელის ჯანმრთელობის პერიოდში მეორე კიპერის სტატუსი აქვს და სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა.

ჟორა
ლივერპული დაითარსა გიორგისთვის და მად ვერ გაიხარებს, სხვაგან უნდა სცადოს ბედი თუნდაც გაანათხოვრონ. ალისონი კიდეც რომ წავიდეს მაგას მაინც აღარ ენდობიან.
ამატაკი
ფეხბურთში შედეგს ძალიან ბევრი კომპონენტი განსაზღვრავს, ამითაცაა რომ სპორტის უმაგრესი სახეობაა. ყველაფერთან ერთად, თითქოსდა ყველა მხარე რომ მოწესრიგებული იყოს, საბოლოოდ ცოტა იღბალი მაინც საჭიროა. ალბათ ამიტომაცაა რომ ფეხბურთელების უმეტესობა ერთგვერი ცრურწმენების გავლენის ქვეშაა. სერიოზულად რომ შევხედოთ, ჩვენ ორ უმთავრეს ვარსკვლავს ისე წაუვიდა კარიერა, რომ დიდი ფებურთელების შეცვლა ერგოთ წილად. კვარამ ნაპოლიში ინსინიე ჩაანაცვლა, ხოლო პსჟ-ში სულაც მბაპეს მაისური მოირგო.მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლისა ყველა მხრიდან, ხვიჩამ შეძლო ყოველგვარი ბარიერის გადალახვა და თავისი ფენომენალური შესაძლებლობების ვირტუოზულად დემონსტრირება. რაც შეეხება მამარდას, რთულ სიტუაციებში თავის ხელში აყვანა რომ შეუძლია, ვალენსიაში უკვე ვნახეთ, პრინციპში იმიტომაც არის იქ სადაც ამჟამად არის. ხვიჩასგან განსხვავებით, მას უშუალოდ უწევს კონკურენცია კლუბის ლეგენდასთან. ალისონის და ფანების ურთიერთობა წელს არ დაწყებულა, სანამ ის კლუბშია, ცხადია პრესისა თუ ფანების კეთილგანწყობა გარანტირებული აქვს. რა უნდა გაეკეთებინა მამარდას ისეთი, რომ ალისონთან იმთავითვე უთანასწორო პაექრობა სათავისოდ განეწყო.ამჯერად ცოტა არ იყოს იღბალმაც ზურგი აქცია,მაინცდამაინც მაშინ როცა ძლივს მოუწია კარში ჩადგომა, ლივერპულის დაცვა საშინლად გამოიყურებოდა. არ იყო რთული გამოსაცნობი უარყოფით შედეგებზე განტევების ვაცად ქცევა ვის მოუწევდა. ადვილი სათქმელია, შანსი რომ მიეცემა უნდა გამოიყენოსო. ზოგჯერ იქმნება სიტუაცია, როცა ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევა უძლურია სიტუაციის სათავისოდ შემოსაბრუნებლად. რთული ფსიქოლოგიური წნეხის დროს ფეხბურთელსაც, რაც არ უნდა ძლიერი ნებისყოფა გააჩნდეს, გაუჭირდება პოტენციალის სრულად რეალიზება და მის თამაშსაც გარკვეულ დაღს დაასმევს. მამარდას თავს არ არის მარტივი გამოსავალი, ასე რომ ისღა დაგვრჩენია ვუსურვოთ ამ რთულ მდგომარეობაში მისი მომავლისათვის საუკეთესო გამოსავლისთვის მიეგნოს. ერთი რამ ცხადია, ყოველგვარ ეჭვსგარეშეა და წყალი არ გაუვა: მამარდა უმაღლესი კლასის მეკარეა, რაც თავისი ნიჭით, ნებისყოფითა და შრომით არაერთხელ დაუმტკიცებია.
Kristals
უნდა გაანათხოვრონ სადმე პრემიერლიგის გუნდში. მაგალითად, ტოტენჰემში, არ ყავთ კარგი მეკარე, აღარ გავარდნენ და იმედია დახარჯავენ და ნორმ ფეხბურთელებს მოიყვანენ, მწვრთნელიც ნორმალური ყავთ
toy
დრო მშვენიერი მიეცა მარა ვერ გამოოიყენა, უფრო ალბათ არ გაუმართლა, იგივე პსჟ-სთან დუეს და დემბელეს გოლები უნდა გამოეძრო, გამოუძრია კიდეც მაგაზე უარესები და კიდე გამოაძრობს, მარა სხვაგან, არაა ლივერი მისი უნდა წავიდეს.
DDD
ამ ეტაპზე გიორგი არ არის იმ კონდიციაში რომ ლივერპულის პირველი კიპერი იყოს. ვფიქრობ მისი კარიერული წინსვლისთვის უმჯობესი იქნებოდა ვალენსიას დონის გუნდში გადასულიყო. პრემიერლიგის ტემპი და მოთხოვნები სულ სხვაა. ასევე გიორგიმ ფეხით და გამოსვლებზე თამაში უნდა გაამჯობესოს. ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგი გამოცდილება იყო ლივერპულში ეს ერთი წელი. ახლა უფრო კარგად იცის თუ რა აქვს უფრო მოსამატებელი და დასახვეწი.
მირო
ლივერპულში გადასვლა უკვე დიდი შეცდომა იყო.მეკარე,რომელიც ზრდის,განვითარების გზაზე იყო,უცებ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დათანხმდა და ვხედავთ,რომ ზრდა შეჩერდა,არაფერი მოუმატებია და ლივერპულში მაინცდამაინც არც ენდობიან.ყველაფრის თავიდან დაწყება და თავისი კლასის ხელახლა დამტკიცება მოუწევს,ოღონდ სხვა გუნდში.ლივერპულში მხოლოდ უკუსვლა ექნება,უნდა წავიდეს თუ ჭკუა აქ.
დავით 67
უვიცს. ეგრე შენც შეგიძლია წახვიდე. ტურინი როგორც ვიცი ჩაკეტილი ქალაქი არ არის. ცოტა ჭკუაც დააყოლეთ ზოგიერთებმა, ვინც წერს წადი წამოდის. არსებობს კონტრაქტი, გუნდებს ჰყავთ მფლობელები, კომერციული დირექტორები და ა.შ
უვიცი
იუვეში რომ წახვიდე გიო? დარწმუნებული ვარ მომავალი წლიდან ახალი პროექტი დაიწყება იუვეში და კარგი გუნდი აიწყობა.
Sasha
წადი, გაეცალე სანამ დროა! ნუ დაიღუპავ თავს! ამ ლივერპულს კი მგონი არაფერი ეშველება.
კახი
უნდა იბრძოლოს გიომ, უზარმაზარ კლუბშია და 1 წელში იქ თავის დამკვიდრება ძნელია,მომდევნო წელს იმედი მაქვს კიდევ უცრო მოუმატებს და ღირსეულად გადასვავს ალისონს სკამზე.
გიორგი
მინიმუმ იჯარა ან გაეცალე საერთოდ არ აეწყო მაგ კლუბში სამწუხაროდ რას იზამ თან სულ ალისონი ჩრდილში იქნები
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "მანჩესტერ სიტიმ" კაცნაკლული "ლივერპული" არ დაინდო
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია