<p>"ვილიარეალის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში, რუმინეთთან და ბაჰრეინთან ვერ დაეხმარება, - იტყობინება Geo Team-ი:</p> <p> </p> <p>"Geo Team-ის ინფორმაციით, "ატლეტიკოსთან" მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი კვირის ბოლომდე ესპანეთში დარჩება და რეაბილიტაციას კლუბის ექიმების დაკვირვების ქვეშ გაივლის. მალე გავიგებთ, დაამატებს თუ არა ახალ ფეხბურთელს ვილი სანიოლი განაცხადში ტრავმირებული გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად".</p> <p> </p> <p>შეგახსენებთ, ასევე ტრავმის გამო ეროვნული გუნდის შეხვედრებში მონაწილეობას "რასინგის" ფორვარდი გიორგი გულიაშვილი ვერ მიიღებს. </p>
.
თუ მასზე ასე ფიქრობ,მაშინ მისი ნაკრებში ყოფნაც არ უნდა გინდოდეს და ბრალს არ სდებდე.გიორგი საფრანგეთის მოქალაქეცაა და ამის გარეშეც,თავისუფლად შეუძლია ნაკრებში კარიერაზე უარი თქვას.თუ არ უნდა,ვინ დაუშლის?!როცა მასზე და კვარაზე ასე საუბრობ,იქიდანაც ჩანს,რომ მათ პატივს არ სცემ და მათ ადამიანურ თვისებებს არ აფასებ.ძალიან სამწუხაროა,ასეთი დამოკიდებულება,რადგან მათ ეს არ დაუმსახურებიათ.საბედნიეროდ განსხვავებულად უამრავი ადამიანი ფიქრობს და ისინიც,შესანიშნავი თამაშით პასუხობენ,სიყვარულს.ატლეტიკოთან ბოლო თამაშს ვუყურე და შეხვეული ფეხით თამაშობდა,შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე კი,მოძრაობაში და მიმიკაშიც გამოჩნდა ტკივილი,ბოლოსწინა ტურში,განაცხადში იყო და საერთოდ არ შემოიყვანეს შეცვლაზე,არადა ის თამაში,0-2 წააგეს.არ სჭირდებოდათ მისი დახმარება?სჭირდებოდათ,მაგრამ არ გარისკეს და მხოლოდ ბოლო ტურში,რომლის მოგებაც აუცილებლად სჭირდებოდათ,მესამე ადგილზე გასასვლელად,მწვრთნელებმა ძირითადში დააყენეს,სანამ შეეძლო ითამაშა,მაგრამ ბოლოს მაინც შესაცვლელი გახდა.დამნახავებმა დავინახეთ,ვისაც დანახვა არ უნდა,მათ კი,თქვენი სახით,სხვა მხარეს გაიხედეს და ვერაფერი შეამჩნიეს.
ვაჟა მასწავლებელი
მე როგორც დავინახე, როცა წამოწვა გამოჩნდა, რომ მარჯვენა ბარძაყი უკვე წელადი ბინტით ქონდა შეხვეული და ნუ მოიგონებთ ისეთ რამეს რაც არ ყოფილა სინამდვილეში.
ლაშა
გასაგებიაა!!! ისე წამოწვა დემონსტრაციულად 88-ე წუთზე ბოლო თამაშზე, გამგებისთვის გასაგები იყო, რომ ნაკრების თამაშზე რომ არ ჩამოვიდოდა...ან რაში სჭირდება ახლა როო!! კარიერის პიკშია, გოლები გააქვს და ნაკრები უკვე ზედმეტი ტვირთია, ნაკრები მან ძირითადათ კარიერის აწყობაში გამოიყენა და ახლა როცა ამის საჭიროება აღარ აქვს უგანა, აბა აიაქსის პერიოდში თუ მოიგონებდა ტრამვას, როდესც პრობლემები ჰქონდა და არ ათამაშებდნენ, მაშინ ხომ გამოიქცა ნაკრებში და მონღოლეთთან და ტაილანდთან ითამაშა, თანაც უთამაშებელი პირდაპირ ძირითადში, თანაგუნდელებიც დაეხმარნენ, გოლები გაიტანა და კარიერაში რთული პერიოდი გადააგორა...პრიციპში არც არის მისი საქციელი გასაკვირი, ეს ის მიქაუტაძეა, რომელმაც იუკადრისა ამ ორი წლის წინ ახალგაზრდულში თამაში დასვენების მიზეზით და ფაქტიურად ჯიბიდან ამოგვაცალა ქართველებს ოლიმპიადის ისტორიული საგზური, მართალია ამ სამარცხვინო საქციელს მაშინ სხვა "გმირიც" ჰყავდა, მაგრამ ის უკვე სხვა თემაა და სხვა დროს....თუ არა და რა ტრამვა აქვს ასეთი, რომ ჩამოვიდეს და რამდენიმე წუთი მაინც ითამაშოს სიმბოლურად...ოფიციალურ თამასებში ვერაფერი გააკეთა, გააკეთა კი არა თურქებმა და ესპანელებმა საერთოდ ბურთიც არ მიაღებინეს, ამხანაგურებში თამაშს კი როგორც სჩანს თავს არიდებს.....
.
გასაგებია ამ პოსტის მოტივაცია,მაგრამ 15-16 ახალი ფეხბურთელი თუ დააყენა და ნაკრების სახელით ათამაშა,ეს რას მისცემს?ასე,მათ ,მათსავე კლუბებშიც უყურებს.ნაკრების შემადგენლობის ბირთვი რომ თამაშობს და იქ,ორ-სამ ახალ ფეხბურთელს შეურევ,მაშინ დაინახავ,მათ გვერდით როგორ გამოიყურება,ის ახალი ფეხბურთელი და როგორ გამოიყენებს,მიღებულ შანსს.კონკრეტულ შემთხვევაში მიქაუტაძის არ წამოსვლა,სრულიად გასაგები და მისაღები მიზეზითაა.მას არც რამე აქვს დასამტკიცებელი და არც მდგომარეობის გართულების რისკის უგულებელყოფა ღირს.კვარა ფინალს ითამაშებს და მას შემდეგ რა ფიზიკურ,თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნება არ ვიცით,მაგრამ ნაკრებში მაინც უნდა იყოს.თუნდაც იმიტომ,რომ გურამ კაშიას გაცილების შემდეგ,თუნდაც კაპიტანმა კაპიტანს სიმბოლურად გადასცეს,კაპიტნის სამკლაური.ითამაშებს იმდენს,რამდენისთვისაც მზად იქნება,მაგრამ რაც მთავარია,ბიჭებთან ერთად იქნება და მხარს დაუჭერს.არა მგონია ზღვარგადასული უხეშობა წავიდეს,ამხანაგურ თამაშში.სტუმრებსაც თავისი ინტერესები აქვთ, მის განხორციელებას შეეცდებიან,ჩეხვა მტვრევა კი,მათაც შეიძლება შეუტრიალდეთ და რა თქმა უნდა არც მათ აწყობთ.ტრავმის მიღება კი,ვარჯიშზეც შეიძლება ,toy-ს თქმისა არ იყოს და მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია.მთავარია, გადაღლით გამოწვეული ტრავმა არ მიაღებინო ფეხბურთელს.მწვრთნელი რამდენიმე ფეხბურთელს გასინჯავს,სხვადასხვა ტაქტიკურ დავალებასაც გამოცდის,სტაჟიანი ფეხბურთელების სათამაშო კავშირებსაც განამტკიცებს და ფეხბურთელებს,საზაფხულო დავალებებსაც მისცემს,რათა სექტემბრისთვის, ფეხბურთელები მაქსიმალური მზადყოფნით გამოცხადდნენ,ნაკრებში.
toy
ღმერთმა დაიფაროს მოგობარო და ტრამვა თუ უწერია, მაინც აიკიდებს, რა შუაში ბახრეინი ან ბანგლადეში რა ვარჯიშზე მიღებული ტრამვა არ გინახია?
კვარა კაპიტანია-ს
იმაზე თუ დაფიქრებულხარ გენიოსო, რომ ბიჭმა შეიძლება ტრავმა მიიღოს ამ უგზო-უკვლოდ მოთამაშე ბაჰრეინელებთან და მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს? მერე ხომ ყველა აღვშფოთდებით რა უნდოდა ამ არაფრისმომცემ თამაშშიო? გასაგებია, რომ სტატისტიკის გაუმჯობესება ყველას გვინდა და არც ხვიჩას და ჟორჟის თამაშის ყურებაზე ვიტყვით უარს, მაგრამ სიფრთხილეც ხომ საჭიროა? ტრავმის გამო რომ შესარჩევები გამოტოვოს და ვერც ჩემპიონატში ითამაშოს (რა თქმა უნდა ჯვარი სწერია ჩვენს ლომს), მერე უფრო სანანებელი არ გვექნება? დამიჯერეთ, არაფრის მომცემი თამაშებია. ერთ კვირაში რომ იწყებოდეს შესარჩევი, კი ბატონო, მაგრამ ვის ემახსოვრება ამათი შეთამაშება შემოდგომაზე, ან ვინ როგორ ფორმაში იქნება იმ დროისთვის? სიფრთხილეს თავი არ ტკივა, დავიზღვიოთ თავი მომავლისთვის, ხომ ჯობია? ვის ახსოვს მონღოლეთთან და ტაილანდთან ნაკრების თამაშები? რა შეგვძინა, რაში წაგვადგა და რომელი დღევანდელი ნაკრების წევრი გამოიცადა იმ შეხვედრებში? კი ბატონო, თუ რეიტინგში გვინდა დაწინაურება, მაშინ ვესპარინგოთ ყოველთვის უსუსტეს ნაკრებებს და ალბათ 50-შიც შევალთ. არაა ეს გამოსავალი. მეტოქედ ყოველთვის ძლიერი უნდა შეარჩიო, რომ რამე ისწავლო და შენი ნაკლოვანებები დაინახო. სანიოლს დრო გაჰყავს როგორც ფედერაციას და ზარალდებიან მხოლოდ ეს ბიჭები, რომლებსაც წლები ემატებათ და დიდ ფორუმებზე ვერ ხვდებიან. ამ 2 თამაშში საერთოდ არ უნდა გამოეძახა ძირითადის ბიჭები და შეერჩია ახალი ფეხბურთელები. დაკვირვებოდა ყველას და საუკეთესოები დაეწინაურებია შემოდგომის თამაშებისთვის სათადარიგოებში მაინც. სად ორ ახალს რომ გამოცდი და სად 15-16 ბიჭს? სულაც ეროვნული ჩემპიონატიდან დაეძახა უცხოეთში თუ ვერ პოულობენ. არ ვიცი ჟორჟს მართლა აქვს თუ არა ტრავმა, მაგრამ ამ თამაშებისთვის ნაღდად ზედმეტია და მის არ ყოფნას მივესალმები. რაში გვაწყობს მაგათი გატრავმა, წინ იმდენი სათამაშო აქვთ ბიჭებს. თორემ, ვიმეორებ, 24 საათი არ მომწყინდება ამათი ყურება, განსაკუთრებით ხვიჩასი და ჟორჟის. სანიოლი კი იმდენი ხნის წასული უნდა იყვეს უკვე, რომ მისი გვარიც აღარ უნდა გვახსოვდეს. ამ ბიჭებს მართლა არ ჭირდებათ მარად პრაქტიკანტი მწვრთნელი!
კვარა კაპიტანია
სისულელეებს ნუ წერ! რას ქვია კვარას არ დაუძახოს? კვარა ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს გამოძახებული ნაკრებში. კვარა და საქართველოს ნაკრები უკვე უერთმანეთოდ არავის წარმოუდგენია. ბიჭი მთელი გულით და სულით საქართველოს დროშას ატარებს ყველგან, ვიღაცეები კი ამას ვერ ხედავთ? მესი რომ მესია ყოველთვის ყველა ნაკრებთან თამაშობს და ბახრეინზე უფრო კურასაოსთან 2 თუ 3 გოლიც გაიტანა. ბურთების გატანაც წაადგება ყველას ნაკრებში თამაშისას და გავმეორდები, კვარა არის კაპიტანი. გაიგეთ?
ჰაჰა
ა სალამ ხარებ. მართალი ხარ, მაგრამ არგენტინა@წყალტუბო შეგეშალა, ყარდაშ.
ხარებ-ოღლი
როგორც კი დაწვა მინდორზე, მაშინვე ეგ გავიფიქრე, არ იყო ეგ ბაჰრეინებთან და ბურკინა ფასოებთან სათამაშოდ ჩამომსვლელი. რა აზრი აქვს ამხანაგურს ივნისის დასაწყისში, როცა შესარჩევი სექტემბრის თვეში აქვს სათამაშო ნაკრებს. ან კვარას რას ეძახი, დაუძახე რა სხვებს ვინც გამოსაცდელი გყავს.... ხვიჩა და ბაჰრეინი? კარგით რა... ეგ იგივეა, არგენტინა - წყალტუბოს ამხანაგურში მესი რომ გამოიძახო.
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
რას ველით ვილისგან? ევსტრესი თუ მედიკამენტი სიკვდილის შემდეგ...
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა