BBC-ის ინფორმაციით, ამა წლის წლის 27 იანვარს მომხდარი ფაქტის გამო, სასამართლომ "ლივერპულისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დამნაშავედ ცნო და მას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ირკვევა, რომ ჩვენებური ავტომობილით გადაადგილებისას მობილურ ტელეფონში ვიდეოს უყურებდა და ეს ფაქტი პოლიციელებმა დააფიქსირეს. უორინგტონის სასამართლომ გიორგის 440 ფუნტის ჯარიმა, ასევე 120 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ხარჯების და 176 ფუნტი სტერლინგის ოდენობის დაზარალებულის დანამატის გადახდა დაეკისრა. მას მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულაც დააკლეს.

ჩეშირის პოლიციის თანამშრომელმა განცხადებაში განმარტა, თუ როგორ დააკავეს მამარდაშვილი 27 იანვარს დაახლოებით 15:45 საათზე.

"მესამე ზოლში ვიმყოფებოდი, როდესაც შავი AUDI-ს მანქანას გავცდი, რომელიც მეორე ზოლში მოძრაობდა. პირველი ზოლი მოძრაობისგან თავისუფალი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ AUDI-ს მანქანა პირველ ზოლში უნდა გადასულიყო და ამან ჩემი ყურადღება მიიპყრო.

როდესაც ამ ავტომობილს გავცდი, შევნიშნე, რომ მძღოლს საჭესთან ახლოს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და რაღაცას უყურებდა. როდესაც ამის გაკეთება უსაფრთხო გახდა, ავტომობილი გავაჩერე, რადგან მძღოლთან მესაუბრა, რომელიც ერთადერთი მგზავრი იყო და მას ვთხოვე, რომ პოლიციის ავტომობილში უკან ჩამჯდარიყო".

როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, მამარდაშვილმა ქართული მართვის მოწმობა წარადგინა. მას დანაშაული არ უღიარებია, თუმცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

დავითი
ქართული მენტალობა, მეკუთვნის ძმაო, კანონი ყველასთვის არ იწერება, მე მეკუთვნის ასეთი ქცევა... გადახედეთ კომენტარებს, მამარდა ჯიგარი ხარო აგულიანებენ დებილები
თომა
სასაცილოა, რაღაც მეასეხარისხოვან მცირე საგზაო დარღვევას, რომელსაც რეალურად ჯარიმის სახით კაპიკების(მამარდაშვილისთვის) გადახდა მოჰყვა, საჯაროდ განიხილავენ და ახალ ამბებში გადმოსცემენ:). ეგეთი "დარღვევა" ბრიტანეთშიც და სხვაგანაც ყოველდღიურად ასიათსობით ხდება და არაფერი.
მორიელს
შნი მოყვასის კბენა,სისხლში გაქვს,მაგრამ იქაურ პასუხისმგებლობაზე რატომ არაფერს ამბობ,ყოველთვის სამართლიანად იქცევიან ?როცა როგორ აწყობთ,ისე სჯიან და მაინც სხვებზე ლაპარაკობენ.ჯენტლმენები არიანო!მაგრამ მაგ ჯენტმენებს მონები ჰყავდათ და ადამიანებად საერთოდ არ თვლიდნენ.ჯენტლმენები ერთმანეთთან იყვნენ,მონებთან კი,სულთამხუთავი მოძალადეები.უამრავი რეზოლუცია და სანქცია რომ გამოუტანეს საქართველოს,სააკაშვილს ჰკლავენ,გვამური ლაქები აქვს უკვე და მისი სიცოცხლე,წუთებით არისო დათვლილი,ხომ გამოჩნდა,რომ საღსალამათი ყოფილა?დემენცია აქვსო,საქართველო კვლავ გააამართლეს და ეგეც ტყუილი აღმოჩნდა!რამდენი ასეთი ტყული ბრალდება და შესაბამისი სანქცია დაადეს,საქართველოს!რომელიმეზე ბოდიში მაინც მოიხადეს,ან სანქცია გააუქმეს,უსამართლობის გამო?პოლიციელის და მამარდას გარდა,არავინ იცის,მამარდაშვილი მტყუანია თუ მართალი,ორი ადამიანის სიტყვა დაუპირისპირდა ერთმანეთს და თავისას დაუჯერეს.რატომ რის საფუძველზე?-უბრალოდ,პოლიციელი მათ სახელმწიფოს წარმოადგენს და მუნდირის ღირსება უფრო მაღლა დააყენეს,ვიღაცა უცხოელის უფლებებზე!ქურდს სანამ ქურდობაზე არ წაასწრებ,ქურდი არ არისო,ნათქვამია,მაგრამ ჩვენ ესე გვინდა და ასეაო,ეგენი მაგ პრინციპით ხელმძღვანელობენ.ერთმანეთთან ჯენტლმენები არიან,სხვებში კი,მამარდაშვილი იქნება თუ საქართველო,მონებს ხედავენ და შესაბამისადაც ეპყრობიან.ილუზია ნუ გექნებათ,რომ თანასწორებად ჩაგთვლითო,ამ ფაქტითაც ეგ გვითხრეს და დროა,ამას მივხვდეთ.ისინი თავის საქმეს სათავისოდ აკეთებენ,შენ კი,შენ ქვეყანას,შენ თვითონ უნდა მიხედო და სხვების ინტერესების და მითითებების მიხედვით კი არა,საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელო,თუ საქართველოში ცხოვრება და მისი წარმატება გინდა.
duo
nu mazgachob , sul shedzulebaze mushaoben titkos
ვახო
ჯიგარია მამარდაშვილი. უნდოდა და ტელეფონით ისაუბრა. ეგ ხურდა გადაუყარა ვიღაც მათხოვარ პოლიციელს.ბრიტანეთი და კანონები? სასაცილოა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე უკანონოა და მექრთამეობა სწორედ ბრიტანეთშია.
ავჭალიდან
ლაშა ჟვანია ამბობდა ინტერვიუში. ჩვენ არ ვიცით კრიტიკა ჩვენ ვიცით ჩაქოლვა… აჰა ფაქტი სახეზეა…
სოსო
ეტყობა პოლიციელი ევერტონის ფანი შეხვდა წარბების სასამართლოში , ლივერპულის ფანი სიტყვიერად გააფრთხილებდა ფოტოს გადაიღებდა გაუშვებდა
მალვინის კუნძული
აქ იმდენი "დიდაქტიკოსი" გამოჩნდა და დაუწყო ჭკუის სწავლება მამარდას... კანონი კანონია, მაგრამ ჯერ ერთი, კარგად ჩაიხედეთ თქვენს გაცივებულ გულებში და მაშინ განსაჯეთ თუკი მსგავსი უწყინარი გადაცდომა არასდროს ჩაგიდენიათ (მაგალითად არასდროს გიპასუხიათ საჭესთან მჯდომს, როცა არავის უქმნით საფრთხეს). ასევე ცხადია, რომ ყველანაირად ცდილობენ ისე დაგრუზონ ჩვენი #1 გოლკიპერი, რომ შეაძულონ ლივერპული და თვითონ არ მოუნდეს მანდ დარჩენა. ჩემი რჩევა მამარდას: რაც შეიძლება მალე და ღირსეულად დატოვე ეს ამპარტავანი და უმადური კოლონიალისტები, და რაც შეიძ₾ება მეტი კომპენსაცია აახიე მაგ უმადურებს. დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთეს გუნდში გააგრძელებ კარიერას და შექმნი ახალ ისტორიას!
ეჰჰ
სამწუხაროდ ეს ცუდი მენბტალიტეტი გავქვს. ალბათ აქ რომ ნახონ მძღოლების უმეტესობას მართვის მოწმობას ჩამოართმევდნენ. საჭესთან ტელეფონით სარგებლობა,სქრინვა და ვიდეობის ყურება ყოვლად დაუშვებელია და სხვისი სიცოცხლე ვარდება საფრთხეში!
სვანსკი
ისე არიან მამარდაზე აჭრილნი საბაბი მიეცათ და არ აასრულებენ? სიტყვა არსად არ კმარა თუ არ გაქვს მტკიცებულება,ჩვენთან რომ ყოფილიყო ინგლისელი მეკარე საპატრულო მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა
Sasha
დააჯარიმეს და დააჯარიმეს. დიდი ამბავი ვითომ. კაცი ხომ არ მოუკლავს.
მორიელი
ქართველს იმდენად აქვს სისხლში გამჯდარი უპასუხისმგებლობა რომ არც ევროპა შველის
aburjga
უვიცი ხარ, რა უნდა გელაპარაკო?! არ გაგიგონია, რომ თითქმის მთელი დედამიწა ბრიტანეთის კოლონია იყო?! ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინდოეთი, პაკისტანი, სამხრეთ აფრიკა, ახლა რომ აშშ-ქვია, კანადა და კიდევ უამრავი ქვეყანა ინგლისს რომ ჰქონდა დაპყრობილ კოლონიზირებული პირველად ჩემგან გაიგე?! ინდოელებს შიმშილით გენოციდი რომ მოუწყვეს და 20 მილიონი ინდოელი გაწყვიტეს არც ეს გაგიგონია?!

3 ზოლიან გზაზე...1-ლი ზოლი თავისუფალია...2-ე ზოლში მამარდა მიდის...3-ზოლში პოლიციელი მოძრაობს ვთქვათ და 2-ე ზოლში მოდიოდა პოლიციელიც და გადავიდა 3-ე ზოლში რომ გადაესწრო მამარდას აუდისთვის...აი ასეთ დროსაც კი რატომ უნდა გადასულიყო მამარდა 2-ე ზოლიდან 1-ელ ზოლში...!?... აქ ვერ ვხედავ მამარდას დანაშაულს იმაში თუ რატომ უნდა გადასულიყო 1-ელ ზოლში...!? პირიქით 3-მ ზოლიან გზაზე შუა ზოლში მოძრაობს...გინდა მარჯვნიდან 1-ლი ზოლიდან გაასწარი და გინდა მარცხნიდან 3-მე ზოლიდან გაასწარი რა პრობლემა არის!? ან რაა ამაში დარღვევა!?...
დავითს
ეხლა თავზე ნაცარს ნუ დავიყრით ქვეყანა არ გვქონია თურმე ქრთამის აღებაში მინისტრები და მთავრობის მოხელეები ყოფილან და საქართველოს დემოკრატიასთან კიდე გრძელი გზა ქონია , მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო იგივე ინგლისის მთავრობის პრემიერ მონისტრის ჯონსონის საქციელზე აის რო უკრაინას რა დროს ზავიაო მიდით და იომეთო რომ თქვა. , აი ამ ნაძირალამ პოსტი იმიტომ დაატოვებინეს რომ უკრაინაში რომ ჩასულიყო და ეს ეთქვა ორი მილიონი ფუნტ სტერლინგი ჩაურიცხეს , და გასკდა ეს ამბავი და გარეთ არი არ დაუჭერიათ , ეს ისე ცნობისათვის ზოგიერთები რომ ათავებენ ევროპის ხსენებაზე
TT
კოლონიურ და გუბერნიული აზროვნება ვისაც აქვს აქ ერთადერთი ეს ხარ შენ. არა შენმა მზემ რადგან ცნობილი ფეხბურთელია კანონს არ უნდა შეხებოდა ,,ინწელიგენციის” პონტში.
S.K.K.
დაიღუპა კაცი და ეგ არი.
Donauri
კანონის უზენაესობის არაფერი სმენიათ ჩვენში... ესაა სწორედ სამართლიანობის აღმნიშვნელი... გინდ მეფე იყავი, გინდ პრინცი, გინდ შტანგისტი ან ლივერპულის მეკარე. კანონის წინაშე ყველა თანასწორია... ნეტავ აქაც ეგრე იყოს.....
aburjga
ბრიტანეთი ეს არის კოლონიური წარსულის და კოლონიური სულის მატარებელი სახელმწიფო! თუ რაიმე უმსგავსობა სადმე დაიბადა ეს ბრიტანეთია. შორს ჩვენგან!
ჯუზეპე ვერდე-ს
და თუ მამარდა არ იქნებოდი, გაგხევდნენ ცემაში ხო როგორც დღეს გორში გააკეთეს?))))
დავით 67
კი ბატონო არსებობენ პატიოსანი და არაპატიოსანი პოლიციელები, მაგრამ ბრიტანეთს როგორც ასეთი ქვეყანა აქვთ, ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს და შესაბამისად ყველაფერი მოსულა. დიახაც ვიდეო არაა ზუსტი მტკიცებულება ფეხბურთში ვარიც რომ ავიღოთ, ყოველთვის სამართლიანი გადაწყვეტილება არაა, მაგალითად პენალტზე. ამ სტატიიდან მე რაც გამიკვირდა და ვერ გავიგე ისა რომ დაზარალებულს უნდა გადაეხადოს 176ფუნტი.უფრო სწორად დაზარალებულის დანამატის გადახდა. ვინ არის აქ დაზარალებული.? ასეა თუ ისე მან დაარღვია წესები,უმნიშვნელო, მაგრამ დაარღვია და დაჯარიმდა. იქ არსებობს კანონები, რომლებსაც იშვიათად არღვევენ. ჩვენ ძალიან შორს ვართ ჯერ რომ ეს ჩვეულებრივად მივიღოთ. ქვეყანაში სადაც პრემიერ რამდენიმე მილიონს და ანტიკვარიატს აღმოუჩენენ, სადაც უშიშროების მინისტრი ქრთამს იღებს საბავშვო ბაღის ამბებში, ეხლა უკვე მისი მოადგილეც ,თავდაცვის მინისტრი სამხედრო ტექნიკას ყიდის,იგივეა (გამოყოფილ თანხას საკუთარი მიზნებისთვის ხარჯავ) ქალაქის მერი ამბობს მე არავიზე პასუხს არ ვაგებო საკუთარი თავის გარდაო, როდესაც მის თანამშრომლებს იჭერენ.ამას ქვეყანა ჰქვია? ამ ბოლო ხანებში, როდესაც სუფრაზე მპატიჟებენ, ჯერ ვკითხულობ ვინ იქნებიან და მერე ვწყვეტ წავიდე თუ არა. არა იმიტომ რომ ვინმესთან კამათი ან ჩხუბი მომივა, უბრალოდ გული რომ არ ამერიოს ეგრეთწოდებულ სხვისი ფულის დამცველ ჯარისკაცებზე.
ჯუზეპე ვერდე
ჩვენი მამარდა ჩვენი სიამაყეა, მაგათ კიდიათ ბალი ათი შაური.. ჩვენ პატრულს რომ დაენახა გააჩერებდა გააფრთხილებდა უჯარიმო ქვითრით და სურათს გადაიღებდა
სიმართლე
წამოვიდეს მაგ თარსი ბრიტანეთიდან, სჯობს ესპანეთში დაბრუნდეს რადგან მანდ უფრო ადაპტირებულია

პოლიციელს,არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია,მაგრამ სასამართლო მის სიტყვას ენდო,მამარდაშვილის სიტყვის წინააღმდეგ.ალბათ ასეც უნდა იყოს,მაგრამ საქართველოში ვიდეომტკიცებულებებიც რომ არსებობს და მტკიცებულებად არ უნდა ჩაეთვალოსო,ძალიან ბევრი რომ მოითხოვს,ამას რა ვუყოთ?პატიოსანი და უპატიოსნო პოლიციელი,იქაც არსებობს და აქაც,პატიოსანი მოქალაქე,იქაც არსებობს და აქაც,მაგრამ სასამართლოს ერთსა და იგივე გადაწყვეტილებაზე,იქ და აქ,განსხვავებული გამოხმაურებები ჩნდება.
ზღვაური
მხოლოდ შერჩენაზე არაა საუბარი და გატარებაზე. მანქანის ტარება ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეს ჩვენთანაა "ნორმა" თორემ ადამიანმა რატომ უნდა გარისკოს ასე? ამიტომაც დათვლას ვერ ავუდივართ დაშავებულ დაღუპულების.
ვაჟა მასწავლებელი
ესეც კაი "ღრუზინი" ყოფილა!. შე კაი კაცო, ამდენი წელია "ევროპელი გახდი" და არ იცი რომ ასეთ რამეებს იქ არავინ არ შეგარჩენს?
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა
ხორვატიაში ახალი ერა დაიწყება - 9 წლის შემდეგ ზლატკო დალიჩი ნაკრებიდან წავიდა
სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"დიდი უსამართლობა გამოასწორეთ" - ტრამპმა ინფანტინოს ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა
[VIDEO] ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილიას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი
"არსენალი" ტროსარის "ბეშიქთაშში" გაყიდვაზე თანახმაა
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
რას გადაწყვეტს ირაოლა და მამარდაშვილი? - ქართველი გუნდთან ერთად აშშ-ში მიდის
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ