ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა და "სევილიას" მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა - ანდალუსიურმა კლუბმა 3:1 მოუგო "ბარსელონას" და სეზონის პირველ ტიტულს მიუახლოვდა.

ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა და "სევილიას" მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა - ანდალუსიურმა კლუბმა 3:1 მოუგო "ბარსელონას" და სეზონის პირველ ტიტულს მიუახლოვდა. თამაშის წინ პუბლიკამ და კლუბის ხელმძღვანელობამ ტრიუმფი მოუწყვეს ხესუს ნავასს, ესპანეთის ნაკრების ერთადერთ წევრს კლუბიდან, როგორც მსოფლიოს ჩემპიონს.

ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა ფონს მცირე ძალებით გასულიყო და აშკარად შეცდა - საკმაოდ გადახალისებულ "ბარსელონას" არ ეყო გამოცდილება და ენერგია და მეორე ტაიმში ხელიდან გაუშვა პირველში მოპოვებული უპირატესობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შეცვლაზე შესულმა ფრედერიკ კანუტემ, რომელმაც დუბლი შეასრულა. გვარდიოლამ კარში გუნდის მესამე მეკარე მინიო ჩააყენა, დაცვის ცენტრში ათამაშა 18 წლის პარაგვაელი სერხიო გომესი, შუა ხაზში თავის გამოჩენის შანსი მისცა ორიოლ რომეუსა და ჯონათან დოს სანტოსს.

მე-20 წუთზე ბრაზილიელმა მაქსველმა, რომელიც ლამის შეტევაში თამაშობდა, მარცხნიდან ჩაუწოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს და შვედმაც ერთი მოძრაობით მოატყუა ანდრეს პალოპი - 0:1.

მეორე ტაიმის მე-5 წუთზე კარგად მოთამაშე იბრაჰიმოვიჩი ლეო მესიმ შეცვალა. ამის შემდეგ "ბარსას" შეტევებში აღარაფერი გამოსდიოდა, არადა არგენტინელი, თითქოს, აქტიურობდა. კატალონიელებმა ძალზე სუსტად მოთამაშე მინიოს კარში გოლების წვიმა მიიღეს. ჯერ "სევილიას" დებიუტანტმა ლუკა ჩიგარინიმ გამჭოლი პასით ბრაზილიელ ლუიშ ფაბიანოს გაატანინა, შემდეგ კი მალის ნაკრების ფორვარდის დროც დადგა, რენატოს ნაცვლად შესულმა კანუტემ 10 წუთში ორი გოლი შეაგდო. კანუტემ ჯერ ალვარო ნეგრედოს პასით გაიტანა, შემდეგ კი ხესუს ნავასისა და დიეგო პეროტის ბრწყინვალე კომბინაცია დააგვირგვინა - 3:1. ერთ კვირაში "კამპ ნოუზე" საპასუხო მატჩია და იქ სულ სხვა "ბარსელონას" ვიხილავთ.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "შედეგი აშკარად უარესია ჩვენს თამაშზე. მეორე ტაიმში შეხვედრის სადავეები ხელიდან გავუშვით და დავისაჯეთ. მეტოქე ძალზე ძლიერი გუნდია, რაც ერთხელ კიდევ დაამტკიცა. არა უშავს, 90 წუთი კიდევ წინაა".

სევილია-ბარსელონა 3:1

სევილია (4-4-2): პალოპი - კონკო, ესკუდე, ფასიო, დაბო - ხ. ნავასი, ზოკორა, რომარიკი (46. ჩიგარინი), პეროტი - რენატო (64. კანუტე), ლუიშ ფაბიანო (70. ნეგრედო).

ბარსელონა (4-3-3): მინიო - დ. ალვეში, გომესი, მილიტო (80. ადრიანო), აბიდალი - კეიტა, ორიოლი, დოს სანტოსი (66. ტიაგო ალკანტარა) - კრკიჩი, იბრაჰიმოვიჩი (52. მესი), მაქსველი.

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 1:1 ლუიშ ფაბიანო (61), 2:1 კანუტე (72), 3:1 კანუტე (82)

მაყურებელი: 38 000

ფოტოზე: ფედერიკო ფასიოსა და ჯონათან დოს სანტოსის ორთაბრძოლა

ლელო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა