"ტორპედოს" ჰქონდა შანსი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ლიდერობა დაუბრუნებინა, თუნდაც ერთი დღით, მაგრამ ხანგრძლივ წაუგებელ სერიას ისევ მოჰყვა ჩავარდნა და საშინაო მარცხი "გაგრასთან", რომელმაც წინა სეზონის მეორე ("დილა") და მესამეადგილოსნები ("ტორპედო") მიყოლებით დაამარცხა.

სტუმრები მე-2 წუთზე მოულოდნელი საჩუქრით დაწინაურდნენ - ნადარაიას შეცდომის შემდეგ ბურთი მოიგდო სკრიპნიკმა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ახლო კუთხეში გაიტანა.

"ტორპედომ" მომენტალურად გამოფხიზლდა და რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ ანდრიჩმა, შერიფის ფლანგური პასის შემდეგ თავური დარტყმით აიღო სტუმრების კარი.

მალე სტუმრები მეორედაც დაწინაურდნენ. გოლი კურიოზული გამოვიდა - მუჯირი ფლანგიდან აკეთებდა პასს, მაგრამ ბურთი კარისკენ წავიდა, ჯერ ძელს მოხვდა, მერე კლიაიჩმაც ვეღარ შეიმაგრა ხელებში და ბადეში აღმოჩნდა.

გვეგონა, "ტორპედო" მორიგ შტურმზე გადავიდოდა, მაგრამ... არაფერი მსგავსი - გაგრელებმა საიმედოდ გადაკეტეს სივრცეები და მასპინძლებს ფეხის განძრევის საშუალება არ მისცეს.

სხვათა შორის, ასე იყო მეორე ტაიმშიც. "ტორპედომ" ვერაფერი დაუპირისპირა ორგანიზებულად მოთამაშე "გაგრას" და დამარცხდა. თუმცა კი ჰქონდა ერთი რეალური მომენტი, როცა დეისაძის თავური ხარიხას მოხვდა.

სულ ეს იყო. ლიუბენოვიჩის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა და თუ ასე გააგრძელა, მალე თავს დააღწევს გასავარდნ ზონას. შუსტერის შეგირდებს, კი როგორც არ უნდა ვაქოთ გაგრელები, აშკარად ჩაუვარდათ თამაში.

შემდეგ ტურში, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება, "ტორპედო" სტუმრად "სამგურალს" შეხვდება (13 ივნისი), მეორე დღეს კი "გაგრა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

ტორპედო-გაგრა 1:2

0:1 სკრიპნიკი (2), 1:1 ანდრიჩი (15, შერიფის პასით), 1:2 მუჯირი (20, ვანდერსონ სილვას პასით)

ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (კუპრავა 80), მანე (ბუკია 60), შიმიჩი, ნადარაია (ვარლეი 60), არაბიძე, ითრაქი (ზიტა 80), მამუჩაშვილი, პირესი, ანდრიჩი, დეისაძე

გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო (ჩოჩია 77), არსიჩი, ცინცაძე, სკრიპნიკი (ფეიქრიშვილი 87), ვანდერსონ სილვა, ბორჟისი (სადღობელაშვილი 65), ზოიძე, მუჯირი (ანდრეიჩუკი 65)

არბიტრი: აკაკი ფარჯიკია

Gio
Sircxvili
ტორო
ესენი განუთესავ გუნდთანაც იყომარებენ, სახლში მინიმუმ. თუ სუსტი გუნდი შეგვხვდა, თან კოეფიციენტი დაბალი გვექნება მოგებაზე. დასქრინეთ
ასეა ეს
ჩემპიონატს, რომ ტოტალიზატორის სახელი ერქმევა, რა წმინდა სპორტულ დაპირისპირებაზე შეიძლება საუბარი. „ტორპედო“ კარგა ხანია ტოტალიზატორს თამაშობს და არა მარტო ის. ისეთი შემადგენლობა ჰყავს, ჩემპიონი თუ არა, საპრიზოზე აუცილებლად გავა და თუ მოინდომებენ, არც ჩემპიონობა გაუჭირდებათ, მაგრამ მაშინ ხელფასების პრობლემა დაუდგებათ. თქვენ თვითონ განსაჯეთ, უნივერსიტეტს რა შემოსავალი აქვს ისეთი,რომ გუნდი შეინახოს სრულყოფილად და თან საქართველოს პირობაზე ძალიან მაღალი ხელფასები უხადოს მოწვეულ ფეხბურთელებს. გახსოვთ ალბათ, კომპანია „ვისოლს“ რომ წინა ხელისიფლებამ ძალით შეტენა გუნდი სარჩენად და მიუხედავად ამისა, რომ ვისოლს ყოველდღიური და საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს, ვიდრე რომელიღაც უნივერსიტეტს, მაინც არ მოინდომა გუნდის პატრონობა და 2013 წელს, როცა უკვე ხელისუფლება შეცვლილი იყო, მიატოვა გუნდი და 6 თვით წინასწარ დააფინანსა, რომ არ დაშლილიყო მთლიანად. აქ კი, მაყურებელი თამაშებზე არ დადის, აბონომენტები არ საღდება, რეკლამები მაგათ არა აქვთ და რითი ირჩინოს გუნდმა თავი? პასუხია ერთადერთია: ტოტალიზატორი. გუნდი იგებს ისეთ თამაშებს, რომელშიც მათ მოგებაზე დიდი კუშია და აგებს ისეთ თამაშებს, სადაც ასევ წაგებაზე დიდი კუშია და ტოტალიზატორი უხდის ამაში ფულს და გუნდი საკუთარ თავს ამით ირჩენს. ასე, რომ „ტორპედოს“ გულშემატკივრებო, გულს ნუ გაიხეთქავთ, თუ ჩვენი საყვარელი გუნდი ისეთ თამაშს წააგებს, სადაც არ ველოდებით. ამის მაგალითი გუშინდელი მატჩია. ჰგავდა „ტორპედოს“ თამაში იმ თამაშს, რომელშიც გუნდს მოგება უნდა? არანაირად. ამ სტატიაში რომ წერია, გაგრამ დაცვა გადაკეტა და „ტორპედომ“ ვერაფერი გააწყოო. როდესაც დაცვიდან ბურთს ზოზინით ამოიტან, სისწრაფეებს არ ჩართავ და მეტოქეს დაცვის ზონების გადაკეტვის საშუალებას მისცემ, არაფერი გამოგივა. ყველა გუნდი თამაშობს ისე, რისი საშუალებასაც მეტოქე აძლევს. როცა მოინდომეს, ხომ გაარღვიეს დაცვა და გოლიც შეადგეს, ეს ანგარიშიც და მე-2 წუთზე გაშვებული გოლიც, ტოტალიზატორის თამაშის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონთან ფეხით 5 წუთის სავალზე ვცხოვრობ, დიდი ხანია „ტორპედოს“ თამაშებზე არ დავდივარ, იმიტომ რომ ვიცი, რა სიბინძურეებიც ტრიალებს ქართულ ფეხბურთში და არ ღირს მაგათი გულისთვის ნერვების მოშლა. ესენი ფულს აკეთებენ და შენ კი ჯანმრთელობა უნდა დაიზიანო.
კობუჩი
გაყიდულია აბა რა არის უბრალოდ რა უნიჭოდ დადგეს პირველი გოლი ნახე. არ მწამს ამათი არაფერი და შესაბამისად საყურებლად არ მივალ გინდ განთესილი იყოს გინდ განუთესავი კიდე შესარჩევზე.
კობუჩი
ცოტა ბუნებრივად მაინც დადგით თუ ყომარობთ,დააკვირდით ტორპედოს პირველ გაშვებულ გოლს.
თამაშობდა არაბიძე?
სად არის ეს თქვენი ნაქები არაბიძე აუტსაიდერთან რომ აგებს მისი გუნდი? იქნებ ყცელამ ერთად ტოტალიზატორზეც ითამაშეს საკმაოდ დიდი კუში ქონდა გაგრას მოგებაზე. ამიტომ ვეძახით კრისტალ ბეთ ლიგას გაყიდულს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში