ჰოლანდიელი ვარსკვლავი ვესლი სნედერი აღიარებს, რომ ეგონა, ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადვიდოდა
ჰოლანდიელი ვარსკვლავი ვესლი სნედერი აღიარებს, რომ ეგონა, ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადვიდოდა.

მეორე მხრივ მას "ინტერში" დარჩენაც ძალიან ახარებს - მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდა, ნათელი გახდა, რომ მილანელებს ფული აღარ სჭირდებათ. არადა, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონსაც უნდოდა 27 წლის შემტევი ნახევარმცველის გადაბირება.

მოკლედ, ჩაიხლართა და ჩაიხლართა ყველაფერი, საბოლოოდ კი "ინტერის" უფროსობამ გამოაცხადა, რომ "ანჟის" გვარიანი თანხა გამოართვა და სხვა საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვაზე ხელი აიღო.

"არ დაგიმალავთ, აშკარად მეგონა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კონტრაქტი არ ამცდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" უნდა გადავსულიყავი. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. "ინტერს" უნდოდა ორიდან ერთი გაეყიდა, მე ან სამუელ ეტო’ო. უფრო მომზადებული ჩემი ტრანსფერი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ ისეთი კომბინაცია დაჯდა, რომ ეტო’ო გაუშვეს, მე კი მილანში დავრჩი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და, რასაკვირველია, იქ გადასვლა კარიერის შესანიშნავი გაგრძელება იქნებოდა, მაგრამ "ინტერში" დარჩენა კიდევ უფრო გამეხარდა, რადგან იტალიაში ცხოვრებას დავეჩვიე და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

სწორად გამიგეთ, სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს შესანიშნავად ვერ ვიგრძნობდი, უბრალოდ, ჩემთვის კლუბის გამოცვლა აუცილებელი სულაც არ იყო".

მოგეხსენებათ, რამდენჯერაც კი პრესასა თუ ტელევიზიაში ამ თემას შეეხებოდნენ, იმდენი ახსენებდნენ ჰოლანდიელის ვეებერთელა ხელფასს. ამბობდნენ, რომ ჰოლანდიელის "ინტერიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის მთავარი დაბრკოლება სწორედ მისი გასამრჯელო გახლდათ. თანხა, რომელსაც იხდიდა "ინტერი" "იუნაიტედისთვის" თითქოსდა ძნელი გადასახდელი იყო.

სნეიდერმა თქვა, რომ ხელფასი სულაც არ იყო ის, რამაც მისი პრემიერლიგაში გადასვლა ჩაშალა: "პირადად ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ. ჩემთვის ეს ფინანსური საკითხი სულაც არ იყო. მითუმეტეს არ ვცდილობდი გასამრჯელოს გაზრდას. ერთი სიტყვით, აქ, იტალიაში ყველაფერი მაკმაყოფილებს. იტალიურ ცხოვრების წესსა და საყოფაცხოვრებო კულტურას შესანიშნავად შევეგუე. ყველაფერი კარგად არის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა