"ნაპოლის" ვარსკვლავმა კევინ დე ბრუინმა ბელგიურ Nieuwsblad-თან ინტერვიუში "პარტენოპეის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გააკრიტიკა.

გამოცდილი ნახევარმცველის თქმით, კონტე ნეაპოლელებს ზედმეტად დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა.

სეზონის დასაწყისში ჩემი სათამაშო დონით კმაყოფილი ვიყავი და ტრავმიდან დაბრუნებულიც კარგ ფორმაში ვიყავი. რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან ფეხბურთისადმი ჩემი კონტეს ხედვები სრულიად განსხვავდება, ამას გვერდს ვერ ავუვლით. გასულ სეზონში ჩემს პოზიციაზე საერთოდ არ მითამაშია. მიუხედავად ამისა, ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი.

ძალიან დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით. თუ 5-4-1 სქემით თამაშობ და მატჩში საშუალოდ ერთი გოლი გაგაქვს, ეს საკმარისი არ არის. ჩვენმა საუკეთესო ბომბარდირმა მხოლოდ 10 გოლი გაიტანა.

ვარ თუ არა კონტეს წასვლით ბედნიერი? დიახ, ვარ. ჩემი აზრით, ის აქ არ უნდა დარჩენილიყო. ჩემი მომავალი? ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ. ამ სეზონში მივხვდი, რომ თამაშის სტილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთი სიამოვნებას უნდა მანიჭებდეს და, სამწუხაროდ, ამ სეზონში ეს დამაკლდა", - განაცხადა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლის" მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით, "მილანის" ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი გაწვრთნის, რითაც, სავარაუდოდ, დე ბრუინი ბედნიერი ვერ იქნება, რადგან ალეგრიც, კონტეს მსგავსად, დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია.

კონტემ ნაგავში გადაგდებული სამ მწვრთნელ გამოცვლილი ნაპოლი,ისევ რელსებზე შეაყენა და ისევ ჩემპიონად გახადა,მეორე სეზონში კი,ვერცხლის მედლამდე მიიყვანა!ამის გაკეთება,ნაპოლის რესურსით,ალბათ მხოლოდ კონტეს შეეძლო.კვარამ მასთან ნახევარი სეზონი იმუშავა და იმ ნახევარ სეზონში დაცვისა იმდენი ასწავლა,რომ პსჟში უკვე ყველგანმებრძოლი მონსტრის სახით მოგვევლინა და ლიგის ჩემპიონობამდე მიიყვანა პსჟ.მის დაცვით სტილზე ლაპარაკი და კრიტიკა,რა თქმა უნდა შეიძლება,მაგრამ არაფრით შედეგის მიღწევას,მაგ თამაშით ახერხებს და გამარჯვებულებს აღარ ასამართლებენ.ზოგი შეტევით არის ძლიერი,ზოგი დაცვით და მათი ბრძოლით ხდება ფეხბურთი, საინტერესო!
Gio
damtavrda es dacviti pexburti morcha!!!! sheicvala stili. 1-2 tamashi sheidzleba gagivardes mase magram mnishvnelovan winsvlas ver miagwev. ligas ver moigeb da chempionatshi ipapxureb. nateli magaliti gushindeli matchi. arsenalma gushin vinme pikrobs rom pexburti itamasha????
nika
კიდევ კარგი ამან მაინც ამოიღო ხმა, თორემ მაშინ ხვიჩას ეტენებოდა უღიმღამო თამაში კონტეს ხელში. კონტესნაირი მწვრთნელი რასაკვირველია ჯობია ვიღაც ლოთი რომ ჰყავდათ ისეთებს და მასთან მუშაობა მაინც გამოცდილებაა, მაგრამ კვარა, აზარი, დებრუინე და ეგეთი შემქმნელი ფეხბურთელები შეუფერებელია მისი სტილისთვის. კონტეს სჭირდება ბონუჩი-კიელინი და წინ ერთი კოშტა ან ლუკაკუსავით ვინმე, გადავარდნილ ბურთზე რომ იჯიკავებს.
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა