უეფამ პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

კვარაცხელიამ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედებებით გამოიჩინა თავი, რაც რეკორდია.

უეფამ აგრეთვე სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: დავიდ რაია (არსენალი)

მცველები:  ნუნუ მენდეში (პსჟ), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო)

ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), უსმან დემბელე (პსჟ)

777
ვულოცავ კვარას და მთელ საქართველოს.ერთი ვერგავიგე დემბელემ რაქნა ამისთანა წელს რომ ინტერნეტ გამოკითხვაში ბევრ შემთხვევაში კვარაზე წინ აყენებენ?წინა სეზონში ნამდვილათ ბევრი რამე გააკეთა მაგრამ წელს კვარას ნახევარი...
გიორგი
დიდი აღიარებაა. ვისაც გაუხარდა ყველას გილოცავთ, და ხვიჩასაც. წინ დიდი წარმატებები ელოდება.ბევრისგან განსხვავებიტ ნიჭის განვითარების უნარი აქვს.
ეგრეთ წოდებულ ვიტიას
თუ კაიფობ, უშნო კაიფი გცოდნია. ხოლო თუ სერიოზულად დაწერე (რაც გიწერია), მაშინ ბაზარში წადი და ვაშლი გაყიდე - ასე აჯობებს შენთვის და შენნაირებისთვის
შეკითხვა
და ახალი აგენტი ვინ არის?
ვიტალი ჯარაშნელი
თქვენ მართლა ვერა ხართ, აააიი!!! კარგით თავი დავანებოთ იმას,რომ გგონიათ ის მართლა ღმერთია ფეხბურთის და ყველა, ყოფილ და მომქმედ ვასკვლავებზე მაგარია, რომ ვიღაც ჟურნალისტის ფრთიანი სარკაზმით შედარება მარადონასთან, სერიოზულია და არა ღიმილისმომგვრელი,რომ ნაპოლის და პარიზის ჩემპიონობა,ორი ლიგის თასი მხოლოდ მისი დამსახურებაა და მის გარეშე არცერთ გუნდს არავითარი ტიტულის მოგების შანსი არ ჰქონდა,რომ ოქროს ბურთს იმსახურებდა და იმსახურებს უპირობოდ, რომ თურმე ფეხბურთში, მოწინააღმდეგე გუნდის მცველის მიერ უხეშობა და მსაჯის მიერ პენალტის დანიშვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ დანიშნული პენალტის რეალიზება,შემდეგ კიდევ ამ თამაშის დამატებით დროში გადაყვანა ,იქ უმძიმესი ორი ექსტრა ტაიმი და შემდეგ პენალტების სერიაში, არნახული სტრესის ქვეშ მოგება და კიდევ მრავალი ჭორ-მართალი მისი უძლეველობის შესახებ ჩვენთან, მაგრამ ის ტატუს გაიკეთებს,პრიჩოსკას თუ დახეულ ჯინსებს ჩაიცვამს რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა, გამომივიდნენ აქ დიდი მორალისტები და ეკლესიურები, არა და უმეტესობა ვინც აქ ვითომ მორალს,ყალბ ქართველობას და ასევე. ფარისევლურად რელიგიური თემები შემოგაქვთ, არაფერი საერთო გაქვთ არც მორალთან არც,რელიგიასთან და არც ქართველობასთან....არა ბიჭო თქვენ დაგეკითხებათ ახლა ნაკოლკა გაიკეთოს და გულზე ჯვარი დაიკიდოს თუ აგური....თქვენ მისი თამაში შეაფასესეთ მეტ-ნაკლებათ ობიექტურად ან სუბიექტურად - ვისი რა საქმეა, მაგრამ ის რას მიიხატავს საკუთარ სხეულზე, რას ჩაიცმევს,რა სამკაულებს და აქსესუარებს ატარებს მხოლოდ მისი საქმეა....
N
ეჰ, რას იზამ, ნათქვამია: ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. კიდევ კარგი, რომ ზნეს არ იცვლის ჩვენი ხვიჩა, მხოლოდ "ფერს" :–(
კომენტარის ავტორს
მე ვინ მკითხავს მაგრამ ჩემი გულწრფელი რჩევაა უბრალოდ შეეშვათ ფეხბურთის ყურებას, აზრი არ აქვს.
მადლოერი გულშემატკივარი
გილოცავთ ყველას ამ დიდ აღიარებას. ეს არა მარტო კვარასთვის, არამედ ყველა ქართველისთვის უდიდესი წარმატებაა და ამაყი უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის შვილის ასეთი თვალსაჩინო მიღწევებით. კვარას დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის. ასევე მის ოჯახს და ყველა გულშემატკივარს კვარასთვის ხელის შეწყობისა და გვერდში ყოფნისთვის. არ არის მარტივი გაუმკლავდე ასეთ მაღალ მოთხოვნებსა და დაძაბულ გარემოს. თუ არ მეშლება, ეს პირველად მოხდა რომ უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი აღიარა! არ ვიცი ოქროს ბურთზე რამდენად საკმარისი იქნება ამჟამად, მაგრამ დარწმუნებული ვარ 2028 წელს უკვე ნაკრებიც წარმატებით გამოვა ევროზე და ესეც დაეხმარება კვარას სანატრელი ოქროს ბურთის მოპოვებაში.
რა ვქნა თუ
ეს ტატუ მეც გულში ხინჯად მომხვდა, ჩემს მოზარდ შვილიშვილისთვის, მაგალითად ამ მარჯვენათი პირჯვარის გადამწერი ხვიჩა მომყავდა.
დავით 67
სამწუხაროა,რომ ქართველი სპორტსმენების მეუღლეებიდან მარტო ბასილაშვილის ცოლი გახსენდებათ, ილია თოფურიას ლათინოსი ცოლიც არა ნაკლებია🙅.ბევრ ქართველ სპორტსმენს ღირსეული,ქართველი მეუღლეები ყავთ,მაგრამ თქვენ ერთი ნეკა დაიხვიეთ ხელზე!!სამწუხაროა
ვიტალი ჯარაშნელი
ამათი ვერაფერი გავიგე,სადაური ნახევარვცველია კვარა - შენ მამაცხონებულო!!, თუ საუკვეთესოა, ამდენ საგოლე მოქმედებები აქვსო,კიდევ ასეო და ისეო ამ დემბელეს რაღას ტენით ყველგან....ისე როგორც ენრიკეა დიდი გველაძუა,რაც ეცა და ფაქტიურად შუა თამაშში შეცვალა, შუა თამაშში იმიტომ, რომ თამაში შემდეგ 50 წთი გაგრძელდა თავისი კომპესირებული დროებით და ექსტრა ტაიმებით, მართალია არსენალის ფეხბურთელებს ისე ჰყავდათ ამოკეტილი უკან პასების მეტს ვერაფერს ახერხებდა, მაგრამ ფაქტია მცველმა მასზე დაუშვა შეცდომა და მსაჯმაც პენალტი დანიშნა, მართალია პენალტს კიდევ გატანა უნდა,რაც გამოჩნდა კიდეც, პენლების სერიაში,როდესაც არსენალის ფეხბურთელებმა 5-და 2 კარს ააცილეს საერთო. ისე, ის პასიც თავისუფალ ზონაშიც დემბელემ გააკეთა კვარაზე,რომელსაც პენალტი მოჰყვა, მაგრამ კვარა ნაღდათ იმსახურებდა ბოლომდე მინდორზე ყოფნას. როდესაც ასეთი ანგარიშია და სასწორზე ჩ/ლიგის თასი დევს, რომელი ჭკუათმყოფელი მწრთნელი ცვლის თავის ლიდერს, თუ ლიდერად მიაჩნია, ასეთ დროს!!, არა და სათამაშოდ დარჩენილი იყო კიდევ 20 წთი, კომპესირებული 7-ის ჩათვლით...რაც მთავარია ოქროს ბურთის ვარიანტმაც ხომ ჩაილური წყალი დალია, პენალტის მოპოვებაზე ამ ჯილდოს არავინ იძლევა, ხვალ უკვე არავის ენახსოვრება ვინ მოიპოვა პენალტი - გოლი კი დემბელემ გაიტანა,რომლითაც მხოლოდ თამაშში დააბრუნა პსჟ, ხოლო შემდეგ რაც ხდებოდა პელნების სერიის ჩათვლით სხვა გმირები ჰყავდათ და იქ კვარა არაფერ შუაშია, სამწუხაროა რომ ენრიკეს გაუმართლა და კვარას შეცვლა უკვე არავის ახსოვს,თორემ გაუჭირდებოდა აეხსნა, რატომ არჩია ბარკოლა კვარას ასეთ გადამწყვეტ მომენტში. პრინციპში ჩვენ მაინც რაა!!, რაა!! ხვიჩა ლიგის ორჯერ გამარჯვებულია,პარიზი ზეიმობს, ფეხბურთელები მილიომიან ბონუსებს მიიღეენ, 5 ვასკვლავიან ოტელებში იბაირაამებენ, ჩვენ კი დაგვრჩა მხოლოდ კვარას საჯდომზე მოხვეული საქართველოს დროშის კადრი, ცარიელი მაცივრები და კომფერენლიგის შესარჩევის პირველი ეტაპის მატჩების მოლოდინი,რომელიმე ყაზახეთის ან აზერბაიჟანის აულის გუნთთან.....
minadora
კვარას წარმატებები, მაგრამ ეს ტატუები და მისი ახალი აგენტი, ნამეტანი აფუჭებს იდეალურ ფონს.
lasha
ხვიჩას აკლია ავტორიტეტი. მაინც რაღაც საქართველოდან რომ არის ეგ უშლის ხელს. :) აი მადრიდის რეალში თუ გადავა უკვე გზა ხსნილი ექნება ოქროს ბურთისკენ. რეალში ქართველი ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ეპოქალური მოვლენა :)
sss
sanaias ar gaagebinot mainc codvaa
ალექს
სულ ცოტა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც, ხვიჩა #1 ადგილზე უნდა გადავიდეს. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი თუ არაა ნომერ პირველი კანდიდატი, აბა მე ვარ?
Gio
Kidev kargi namusi shemorchad da pacho an raisi ar daasaxeles)))
დავით 67
ძალიან მომეწონა შენი კომენტარი სოსო. ისიც უნდა აღინიშნოს რომ ხვიჩას გაუმართლა მეუღლეში. არსად არ ეკვეხება ზოგიერთებივით. აგერ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ვინმეს რომ შეხვდეს მტრისას)). ხვიჩას ფეხს რომ შევხედე გული შემიწუხდა. აშკარად სჯობდა ყველას. ამიტომაც მგონია რომ სხვას უბრალოდ ვერ დაასახელებდნენ. აქვე ვიტყვი. რატომ ნერვიულობს ეს ხალხი დისლაიქებზე. დაიკიდონ უბრალოდ ხომ შეიძლება? ფსიქოლოგიაა ზოგის ასეთი, თუ ხედავენ რომ ვიღაცის კომენტარს 50 ლაიქი აქვს და 0 დისლაიქი, იქ უნდა შეძვრეს აუცილებლად და დაადისლაიქოს. ამით ჰგონია რომ ის რამით განსხვავებულია სხვისგან. უფრო სწორად უკეთესად თვლის თავის თავს. ასეთი ადამიანი უნდა გეცოდებოდეს. თავის გაჭირვება ჰყოფნის. ტვინში უჭირს. ამიტომ მგონია რომ უნდა დაიკიდო.
კიგანი
ყველას გილოცავთ!!!
!!!-სს
ქალთმოძულე გრუზინებს რა დალევს🤦♂️
.-ს
ძალიან კარგად მახსოვს რა საშინელებებს უწერდნენ ახალგაზრდა გოგოს ამ საიტზე,ასევე გარუსებული ოთარ კუშანიშვილის კომენტარები ბევრი "გრუზინიც" რო აიყოლია,ნეტა არ რცხვენიათ მაგ ხალხს??
!!!-სს
ხვიჩას მეუღლეს ერჩიან,ვერ იტანენ მასზე თუ კარგ კომენტარს წერ,გახსოვთ რა თქვა ოთარ კუშანიშვილმა კვარას ცოლზე და ქართველ ქალებზე?რამდენი ულაიქებდა და ეთანხმებოდა ამ საიტზე

ჩემი ახლობლის ვაჟი ირლანდიაშია წასული.მატჩის საყურებლად,მოედანზე დიდი ეკრანი დადგეს და მთელი ხალხი,პსჟს გულშმატკივრობდა,მერე კი მაგრად იზეიმესო.რომ ვთქვი კვარას თანამემამულე ვარ,მეც სულ გულში მიხუტებდნენ,მაგრად უყვართ,კვარა და თოფურიაო!

შენ თავს ნუ ათვლი,გვჭირსო.ვისაც სჭირს,ისინი უწერენ და მგონი ის სიამოვნებთ,ყველა რომ აგინებს.
იკა
kvara ballon d'or

უეფამ, რამდენიმე თამაშში რეალურად საუკეთესო კვარა,საუკეთესოდ არ დაასახელა,მაგრამ მთლიანობაში,ის მაინც აშკარად საუკეთესო იყო და თვალი ვეღარ დახუჭა.რა თქმა უნდა ესეც ძალიან დიდი ღიარებაა და ოქროს ბურთზე უკვე რეალურ კონკურენტობას აფიქსირებს.ჩემპიონატში ყოველთვის არ კაშკაშებდა,არც მსოფლიოზე გამოდის და ეს რა თქმა უნდა მის შანსებს ამცირებს,მაგრამ შემცირება არ ქონას არ ნიშნავს.აქამდე უეფაც არ სწყალობდა,მაგრამ მისი დასსიხლიანებული ფეხების ხილვამ,მგონი მათი გულებიც გაათბო.ახლა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთლებსაც უნდა მივმართო,საიტის მომხმარებლებთან ერთად.ბიჭებო,როცა ხვიჩა დაოჯახდა,ძალიან ბევრმა „გულშემატკივარმა“,მკაცრად გააკრიტიკა,მორჩა მაგისი კარიერა,ცოლს გამოკიდებული კაცი,ფეხბურთისათვის დაკარგულიაო!ჰოდა ამ ფეხბურთისათვის დაკარგულმა კაცმა,ჯერ კვარაცხელიების მოდგმა გაამრავლა და მერე, ქართული ფეხბურთის დიდი მიღწევების ჩამონათვალი.ამიტომ მოგიწოდებთ,შექმნათ ტრადიციული ოჯახები და გაამრავლოთ ჯერ საქართველო,მერე კი მისი სპორტული დიდება.მგონი ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მიღწევებით ყველა მაგინებელს ღირსეული პასუხი გასცა.მტკიცე და ტრადიციული ოჯახი,ოჯახის უფროსისათვის დიდი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა,სპორტსმენს მოწესრიგებულობას აიძულებს.დალაგებული ცხოვრება კი,მის სპორტულ შედეგებზეც დადებითად აისახება.
ნია
ამ ყოველდღიურ უშინაარსო ცხოვრებაში, როგორ გაგვილამაზა ყოფა ამ პატარა ბიჭმა, ყველგან და ყველაფერში გამორჩეულმა.
!!!-ს
ქალთ მოძულეები თუ არიან ხვიჩას რას ერჩიან?
ლაშა
ეს მართლა უდიდესი აღიარებაა. ნამდვილი სუპერვარსკვლავია კვარა. თუ საუკეთესო არა დღეს მსოფლიოში
ჯაბა
რა ბოროტები ხართ ბიჭოოო დისლაიქებს რა ნამუსით უწერთ ხალხს რომლებიც ხვიჩას აქებენ და ეფერებიან რა ჩემი გეტაკათ!?
გოგია
შენ არ გეძებ
ყველა
მადლობა.

ქალთმოძულეების დისლაიქებია🤦♂️
დავით 67
ძალიანაც რომ ნდომებოდათ სხვისი დასახელება, მაინც არ გამოუვიდოდათ, იმდენად აშკარად სჯობდა ყველას. ყველას გილოცავთ
დავით
ვის ეძებ?
ქობულეთიდან
ძალიან,ძალიან დიდი აღიარებაა,ბრავო ხვიჩა!
ამაშია საქმე
ნეტა მე რატო დამიწერეს დისლაიქი?🤔რა დავწერე ისეთი?
გოგია
სადაა ის სამი იდიოტი, ორი მდედრი და ერთი მამრი, რომ გაიძახოდნენ - ხვიჩია ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელიაო.
Porto-ს
იგივე ორი იდიოტი აქტიურობს შენს კომენტარზეც.
შე ქამელეონო
კაი ერთი, სულ კვარას არ აძაგებდი 6 თვის წინ? ყველაფერი გვახსოვს…
ვახო
წარმატებები ხვიჩა,გაიხარე და გაძლიერდი შენ ცოლ-შვილში

ხვიჩას გარშემო სულ კარგი ამბებია . 🔥🔥🔥თანაც ყველაფერს თავისი შრომისა და ტალანტის , და რა თქმა უნდა , ღვთის წყალობით აღწევს . ნამდვილი ვარსკვლავია და არა გაპიარებული.
გ.ხ.
ნეტავ ისევ არგენტინამ მოიგოს მსოფლიო, ან ბრაზილიამ, ან გერმანიამ. თან ფინალში ესპანეთი,ინგლისი ან საფრანგეთი არ უნდა გავიდნენ. ამ შემთხვევაში კვარა ნამდვილად იქნება ოქროს ბურთის კანდიდატი. ძალიან ბევრი უცხოელის კომენტარი მხვდება რომ ეკუთვნის, მეც ვფიქრობ, რომ ეკუთვნის, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ამ მხრივ ბევრს გადაწყვეტს.
zaza
ისტორიას წერს კვარა თავისი ფენომენალური თამაშით ესერთი და სხვა მრავალი ოქროს ბურთსაც მალე ჩაიხუტებ მჯერა და შენ საკადრის ადგილს დაიკავებ მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით.ჰეითერების ჯინაზე აქეთ კეინიო იქეთ იამალი ,მბაპე, ტროსარი და დემბელეო.უყიჟინ ებდენ.მეშვიდეაო.
გ.ხ.
ყოჩაღ კვარა! ჩვენო საამაყო კაცო
გიორგი
შემდეგი გაჩერება ოქროს ბურთი, ღმერთმა დაგლოცოს კვაღა :) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და მანამდე ევროპის ჩემპიონატიც მე ვისურვებ და დანაჩენი შენ იცი წარმატებები ყველაფერში
მასტერს
უდიდესი ნახტომი კარიერაში! ვულოცავ კვარას, რომ დაუფასდა შრომა და გილოცავთ ყველას!ძალიან ამაყი ვარ!
llcl
ვულოცავ ჩვენს მარგალიტს და ყველა ქართველს! ღმერთმა სულ გამარჯვებებით გვატაროს! უსიტყვოდ დაიმსახურა, უკონკურენტო იყო!
ვახო...
აბა რააა...
დდდ
ჰოდა, გაუუქმონ აკრედიტაცია ფლეშ სქორს....
ამაშია საქმე
ეს უკვე სხვა საქმეაა!👏კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა დიდი მნიშვნელობა აქვს საყვარელი ქალის გვერდში დგომას.მიხარია,რომ კვარამ ღირსეული,ქართული ოჯახი შექმნა!

ამ სტატიას/ინფორმაციას უარყოფითი შეფასება რატომ აქვს და თანაც, ამ დროისათვის უკვე ორი ?!
Porto
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და 2 დისლაიქი აქვს?!! რატომ უნდა იყო ესე უსამშობლო რატომ უნდა გძულდეს ესე შენი ქვეყანა და მისი წარმატებული შვილი?!!! რა არის ეს რა ჯანდაბა გვჭირს?!!
ონისე ხვადაგიანი
კაფუმ თუ გაიგო ეს ნიუსი?..თუ ისევ ტროსარს გაიძახის,თუმცა მისი ნებაა!..
ვაჟა მასწავლებელი
კიდევ კარგი, რომ უეფა-ში კიდევ დარჩენილან ფეხბურთის მოყვარული ადამიანები!
N
ხვიჩა: ეს ერთი და სხვა მრავალი!!!
გულშემატკივარი
ხვიჩას ეკუთვნოდა რაღა თქმა უნდა, გენაცვალე კვარა. მალე ოქროს ბურთი მოგველოცოს ❤️
L.J.
Sruliad damsaxubulad !!!!warmatebebi.
ტუკო რამირესი
გილოცავთ, ძმებო!!! ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა!!!
BBC: "არსენალი" ბართიშვილს წინასაკონტრაქტო შეთავაზებით მიმართავს
ტყუპისცალიც ავსტრიაში - ოთარ მამაგეიშვილი "ვოლფსბერგერში" გადაბარგდა
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
რაფინია შეცვალეს - მისი ტრავმა ქრონიკულია
"ვიბრძოლებ თუ არა წელს?" - გეიჯიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ავსტრალია
დიდი სკანდალი არგენტინაში - იმის გამო, რომ მესის მამის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, ჟურნალისტი სამუშაოდან გაათავისუფლეს
20 წ. | სამწვრთნელო შტაბმა სატურნირო რაზმი დაასახელა
ბათუმის "დინამომ" საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში
უმედლო დღე ულან-ბატორში - სარდალაშვილმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"მანჩესტერ სიტი" 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - საფრანგეთი
"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა
"ვიცოდით, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობდა, ამიტომ..." - კონგოელი ფეხბურთელი რონალდოსთან დაპირისპირებაზე
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
[VIDEO] 6 გოლი, 2 წითელი ბარათი და მოტეხილი ფეხი - კანადამ კატარი გაანადგურა
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
20 წლის მანზამბიმ ყველაფერი შეცვალა - შვეიცარიამ ბოსნიას მოუგო
"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა
რომელ ადგილზეა ხვიჩა - Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია