ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალი ევროპული სეზონის შეჯამებაა. ითამაშა ორმა გუნდმა, რომლებიც წელს ობიექტურად ყველაზე ძლიერები იყვნენ. მოსალოდნელი სცენარით წარიმართა: დიდი დაცვითი ყურადღებით, მაგრამ პსჟ-ს საქმე შეცდომის და მეხუთე წუთზე გაშვებული გოლის გამო გაურთულდა. მეტი შეტევა მოუწიათ, თუმცა როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, „არსენალი“ დაცვაში ძალიან კარგად მოქმედებდა.

პსჟ ბურთს დაეუფლა და თავის პირობებს კარნახობდა. მომენტები ცოტა იყო, მაგრამ ხვიჩას მიერ შექმნილი ერთ-ერთი პენალტით დასრულდა. ამან შემდგომში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დამატებით დროში გუნდებს დიდი ძალები არ დარჩათ, ფრეზე თამაშობდნენ და თერთმეტმეტრიანებს ელოდნენ. ეს ლატარეაა, რომელშიც ლონდონელთა საუკეთესო ფეხბურთელმა (გაბრიელ მაგალიაეში) კარს ააცილა ბურთი.

გულშემატკივრებით სავსე ქალაქში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ვნახეთ! ისევე როგორც ყველა ფინალი, ეს მატჩიც უმაღლეს დონეზე გახლდათ ორგანიზებული.

კანონზომიერია, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ფინალი მისი საუკეთესო შეხვედრა არ იყო, მაგრამ ისიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მჯერა, შემდეგ შეიძლება „ოქროს ბურთი“ იყოს. ეგაა, ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ჯილდოს პრეტენდენტები იქ თავს როგორ წარმოაჩენენ. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდიდან ვინმე ხვიჩას სერიოზული კონკურენტი იქნება. მაშინ „ლოკომოტივში“ ვერც ვიფიქრებდი, თუ ასეთი კლასის ფეხბურთელი გახდებოდა. თუმცა, მასში დიდ პერსპექტივას ვხედავდი“, - განუცხადა სიომინმა „ჩამპიონატს“.

ჟორა
ნათქვამია: "უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვააო". ხვიჩა იყო ტალანტი, რომელსაც ტრამპლინი უნდოდა და ეს ტრამპლინი ევროპამ არ მიცა. კი იყო ბაიერნში სინჯებზე, მაგრამ დაიტოვეს? საქართველოს ჩემპიონატი კი ტრამპლინი ვერ იქნებოდა, ამიტომ ესაა ჯუღელისა და რუსეთის დამსახურება, რომ ხვიჩას ეს ტრამპლინი მისცეს. რაც შეეხება სიომინს კაცი ხვიჩას გაშვებისათვის ლოკომოტივის მწვრთნელობიდან გადადგა. ასევე, დიდი ტრამპლინი იყო ნაპოლი, სადაც ხვიჩა ევროპულმა ფეხბურთმა გაიცნო არა მარტო, როგორც ტალანტი, არამედ უდიდესი იმედის მომცემი ფეხბურთელი. იტალიის საუკეთესო ფეხბურთელობა სწორედ ის საგზური იყო, რომლითაც პსჟ-ეს კარი გაეღო ხვიჩას.
დავით ბატონო
დავით ბატონო, ბევრ ნორმალურ გუნდს უნდოდა ხვიჩა საკუთარ რიგებში ეხილა, მაგრამ ბატონმა ჯუღელმა გადაწყვიტა რომ "რუსი ბრატებისთვის" მიერთვა მზა პროდუქტი ლანგარზე. აქ სხა რამეც იკვეთება, დინამოს სრული პასუხისმგებლობაა ხვიჩას რუსეთში აღმოჩენაც, რუსთავში გაგდებული ახალგაზრდა, პრაქტიკულად ბავშვი, იმისთვის რომ სათამაშო პრაქტიკა ეპოვნა ეძებდა კლუბს რომელიც ამის შესაძლებლობას მისცემდა, მეორეს მხრივ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად ეძებდა ფინანსურ უზრუნველყოფას, აი ამ ორი რამით იყო შებოჭილი და ისარგებლა "გასპადინ ჯუღელმა", ჩააგდო რუსების ხელში, გაუფორმა ხელშეკრულება როგორც აგენტმა და სხვაგან ვერ წავიდოდა, თუ არადა აგენტისთვის ცალკე ფული უნდა გადაეხადა (ეს სტანდარტული დეტალებია, აგენტთან შეთანხმების უფრო მეტ დეტალს ვერც გავიგებთ)... უფრო შორს რომ წავიდეთ, ხვიჩას რუსები უბრალოდ ბოლომდე გამოწურავდნენ და ისე დაგვიბრუნებდნენ როგორც ჯანო ანანიძეს, სოლომონ კვერკველიას და კიდევ ბევრს, ვისაც გასაქანი არ მისცეს, არსად გაუშვეს რუსეთს იქით, გახსენდებათ ვინმე ქართველი ვინც ასეთი ნიჭიერი იყო და დროულად გაუშვეს რომელიმე ევროპულ გუნდში? ხვიჩას მოწყობა ბევრ ნორმალურ კლუბში შეიძლებოდა, მაგრამ ჯუღელმა მხოლოდ რუსეთი არჩია... ასევე, გგონიათ ხვიჩა კარგ კლუბებს არ უნდოდათ? ძალიან კარგ კლუბებს უნდოდათ, მაგრამ რუსები ისეთ თანხებს ასახელებდა მისი ყიდვა შეუძლებელი იყო, ახლა გამოჩნდა რომ ხვიჩა თავის დროზე 50 მლნ-იც კი ღირდა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ამის ნახევარ თანხაშიც კი არავინ იყიდდა. კი ბატონო, ვთქვათ პსჟ, სიტი ან ასეთი გუნდები ხვიჩას წლოვანების ფეხბურთელებში მეტს იხდიდნენ, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე 21 წლის ქართველ ფეხბურთელში ამ თანხას ისინიც კი არ გადაიხდიდნენ... არ გაუშვებდნენ საბოლოოდ, ეს ომი რომ არ მომხდარიყო, აქ კი ხვიჩას მიეცა შანსი რუსეთისთვის თავი დაეღწია და ეს გააკეთა კიდეც, ზურიკომაც და საბამაც, მაგრამ ამათ (განსაკუთრებით ხვიჩას) რუსეთიდან არავინ გაუშვებდა არც 15-ად, არც უფრო მეტ ფასშიც, მათ გენში აქვთ ასეთი მავნებლური სტრატეგია, თუ ისტორიას გაიხსენებთ (მხოლოდ საფეხბურთოს) ნახავთ რომ ასეა. მადლიერების გრძნობა კარგი რამეა, მაგრამ ამ გრძნობას პირობები აქვს, შეიძლება ღმერთის მადლიერი იყო, ოღონდ იმ ხალხის მადლიერი რანაირად უნდა იყო ვინმაც ჯერ ხელში ჩაგიგდო და მერე არც გიშვებს რეალური პირობით? მადლიერების განხილვა შესაძლებელი იქნებოდა თავის დროზე მიეცათ გუნდის დატოვების შესაძლებლობა რეალური პირობით (მიუხედავად ხელში ჩაგდების ამბისა), ჩაიგდეს ხელში, კი ბატონო, მაგრამ შემდგომ რეალური პირობით მაინც მიეცი წასვლის შანსი, რამდენი ხანის წელეს მისი შეთავაზებები, უარს კი არ იძახდნენ, იხილავდნენ (თითქოს), მერე პირობას აყენებდნენ, არანაირ შეთანხმებაზე არ მიდიოდნენ, განზრახ აახლებდნენ პირობას, იმდენად იწელებოდა ეს პროცესები სატრანსფერო ფანჯრის დახურვა ახლოვდებოდა და კლუბები იძულებულები იყვნენ სხვა ფეხბურთელზე გადართულიყვნენ, გადახედეთ მის სატრანსფერო ისტორიას, რამდენი რამე იწერებოდა, თვითონ ჯუღელიც ადასტურებდა რომ მოლაპარაკებები მიდიოდა საკმაოდ ტიტულოვან და ლიდერ კლუბებთან, მაგრამ რუსები ამ პროცესს შეგნებულად აჭიანურებდნენ. ამიტომ ახლა მათ მიმართ მადლიერება უბრალოდ არ იქნება სამართლიანი, რადგან ომის პირობის გარეშე ისინი ხვიჩას არსად გაუშვებდნენ, არც ნაპოლიში, არც რომაში, არც ნიცაში ან მონაკოში, საერთოდ არსად, საუბარი არ არის გრანდში გაშვებაზე (მიუხედავად იმისა რომ გრანდი მზად იყო 15 მლნ უფრო ადრეც გადაეხადა, მინიმუმ 1 წლით ადრე)... არც ზურიკოს გაუშვებდნენ სადმე და არც საბას, მაქსიმალურად, ბოლომდე გაწურავდნენ და შეიძლება სიბერეში ვიღაცას, ვერონას, ხეტაფეს, ან ასეთ კლუბს ეყიდა, ესეც იდეალურ შემთხვევაში...

ლელო წერს,სპორტალმაც დაწერა,ტელევიზიის პირველი სპორტული არხი აჩვენებს და იუთუბიზეც დევს,ჩანაწერი.ეს მატჩი სპორტული პირველის პროგრამაში იყო,მაგრამ არ ვიცი რატომ,არ აჩვენეს.იუთუბიზე დევს ჩანაწერი.
დავით
რომ არა რუსეთი კვარა ასეთი ვერ იქნებოდა. სამართლიანად თვლიან რუსები საკუთარ ნაწილად.არ მითხრა ეხლა რუსთავიდან პირდაპირ ევროპის საუკეთესო გუნდში გადავიდოდაო. უმადურობა საშინელი სენია საქართველოში. ეპიდემიაა პირდაპირ
დავითი
რატომღაც ეგ ჩემპიონატი სრულიად არ შუქდება არცერთ სპორტულ საიტზე (ძალიან უცნაურია თუ რატომ), რის გამოც ეგ თამაში სამწუხაროდ ვერ ვნახე. წარმატება ჩვენს ბიჭებს!
კარგი რააა
5 თვე იყო შენთან და ყელში ნუ ამოგვიყვანეეე!

საქართველოს ნაკრებმა მინიფეხბურთში,მერვედფინალური მატჩი,პენალტებით მოიგო პოლონეთთან და მეოთხედფინალში გავიდა.მათაც ვულოცავ დიდ წარმატებას!
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
სიომინი: დიდი ხანია ვამბობ, რომ ხვიჩამ "ოქროს ბურთი" დაიმსახურა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი