საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ პროექტს უწყვეტ რეჟიმში ანხორციელებს. უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ეს პროგრამა წლიდან წლამდე წარმატებით ვითარდება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სტაბილურად უჭერს მხარს. პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან (Youth Development Fund) პარტნიორობაა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციიდან მოზიდულ ფინანსებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საკუთარი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი დანამატით ავსებს . ამგვარი კონტრიბუციით შეძენილი უახლესი აღჭურვილობა კი სრულიად უფასოდ და პროპორციულად ნაწილდება ყველა იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც საკალათბურთო ცხოვრება დუღს.

ამჯერად, პროგრამის ფარგლებში რიგითი სამუშაო ვიზიტი კახეთის რეგიონში, კერძოდ კი ახმეტაში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ სპორტსკოლას უმნიშვნელოვანესი ინვენტარი — თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული საკალათბურთო ტაბლო, თავისი 24 წამის დამთვლელი სპეციალური მოწყობილობით გადაეცა. ეს მატერიალურ-ტექნიკური განახლება არსებითად შეცვლის სასწავლო-სავარჯიშო პროცესის ხარისხს და ახმეტელ მოზარდებს საშუალებას მისცემს, სპორტული უნარები პროფესიონალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში დახვეწონ.

ახმეტაში ფედერაციისა და რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლები – ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი, კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო იაგორაშვილი და ეროვნული ფედერაციის თანამშრომლები ჩავიდნენ. სტუმრებს ზვიად ზვიადაურის სპორულ დარბაზში უმასპინძლეს და უახლესი აპარატურა ჩაიბარეს ახმეტის სპორტსკოლის დირექტორმა დავით ბაგაურმა და ადგილობრივმა მწვრთნელებმა — გოგი ოტიაშვილმა და ირაკლი ბოდაველმა. მოზარდმა კალათბურთელებმა კი ნბა-სა და ეროვნული ნაკრების ყოფილ კალათბურთელთან, ახლა კი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ნიკოლოზ ცქიტიშვილთან საინტერესო საუბარი გამართეს და მისგან ძვირფასი საკალათბურთო რჩევები მიიღეს.

ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, რეგიონებზე ზრუნვა, ადგილობრივი სექციების მუდმივი მხარდაჭერა და სპორტული კერების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ორგანიზაციის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მიზანი ერთია — ქვეყნის არცერთი კუთხე არ დარჩეს სათანადო ყურადღებისა და აღჭურვილობის გარეშე, რათა ნიჭიერ ბავშვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების კარგი და ყველასთვის თანაბარი შანსი მიეცეთ.

მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონების უდიდეს ნაწილში დაგეგმილი ვიზიტები უკვე წარმატებით დასრულდა. თუმცა, აღნიშნული საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული მისია ამით არ სრულდება — აღნიშნული პროგრამით შეძენილი ინვენტარი საქართველოს ყველა კუთხესა და რეგიონს არსებული მოთხოვნილების შესაბამისად მიეწოდება.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს