დიეგო ფორლანი "ინტერში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მაურო სარატე კი 28-ნომრიანით
სამუელ ეტო'ოს გაშვების შემდეგ, "ინტერის" ბატონ-პატრონი მასიმო მორატი თავდასხმაში მხოლოდ დიეგო ფორლანის ტრანსფერით რომ არ დაკმაყოფილდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ოთხშაბათის ნომერში ვწერდით.

და აი, როგორც მოსალოდნელი იყო, "ნერაძური" სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს ბაზარზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა და წინა ხაზი უფრო მეტად გააძლიერა. ოთხშაბათს ვწერდით, რომ "ინტერი" ან როდრიგო პალასიოს (ჯენოადან) იყიდდა, ანაც მაურო სარატეს (ლაციოდან) და მილანელებმა საბოლოოდ ეს უკანასკნელი ჩაიგდეს ხელში.

24 წლის სარატე "ინტერში" არენდის წესით ითამაშებს და შეეცდება, ფორლანთან ერთად თავდასხმაში ისეთი ტანდემი შექმნას, რომელიც "ნერაძურის" "სკუდეტოს" დაუბრუნებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა "ინტერთან" ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და თუ მილანურ კლუბში კარგად ითამაშებს და ბოსებს თავს მოაწონებს, გაისად მორატი მის კონტრაქტს გამოისყიდის.

სარატე "ლაციოში" 2008 წლიდან თამაშობდა და თავის დროზე, რომაულ კლუბში არაბული "ალ საადიდან" გადაბარგდა. არგენტინელს მაშინ არავინ იცნობდა, დღეს კი საკმაოდ დაფასებული ფორვარდია. თუმცა მას "ლაციოს" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მაგრად შეუმცირდა მას მერე, რაც "ლაციალემ" მიროსლავ კლოზეს და ჯიბრილ სისეს სახით ორი საკმაოდ მაღალი კლასის გოლეადორი შეიძინა.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, ერთწლიანი არენდისთვის "ინტერი" ლაციოს 2.7 მილიონ ევროს გადაუხდის და თუ გაისად სარატეს საბოლოო შესყიდვა მოუნდება, მორატიმ რომაულ კლუბს კიდევ 15.5 მილიონი ევრო უნდა ჩაუთვალოს.

"მიხარია, რომ "ინტერის" ფეხბურთელი გავხდი. ვაღიარებ: ამაზე დიდი ხანია, ვოცნებობ. მეტსაც გეტყვით: ბოლო დღეებში თვითონ ვიბრძოდი იმისათვის, რომ "ინტერში" გადავსულიყავი. მილანურ გრანდში ჩემი არაერთი თანამემამულე თამაშობს, რის გამოც ამ კლუბში გადასვლა ორმაგად მიხარია," - განუცხადა სარატემ "გაძეტა დელო სპორტს".

"ლაციოს პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს ოთხშაბათს დილას დავურეკე და სატელეფონო საუბრის შემდეგ, სარატე ეგრევე მილანში წამოვიდა. მაურო ძალიან მაგარი ბიჭია, მე ის დიდი ხანია, მომწონს. უკვე შევხვდი და ვესაუბრე, "ინტერში" გადმოსვლით უბედნიერესია," - ეს მორატის სიტყვებია.

ფორლანი: ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ!

სარატეს ტრანსფერმა "ინტერის" ურუგვაელი ახალწვეული დიეგო ფორლანიც გაახარა, რომელიც თავის მხრივ "ნერაძურიში" გადასვლის გამო თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს. გუშინ ურუგვაელმა ჩვენს იტალიელ კოლეგებს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, ჩვენ კი ყველაზე საინტერესო განცხადებებს გთავაზობთ:

"იტალიური თითქმის საერთოდ არ ვიცი, ამ ენას ბავშვობაში კი ვსწავლობდი, მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა, მაგრამ იმდენად იოლი და გასაგები ენაა, რომ დარწმუნებული ვარ, მალე ვისწავლი."

"უდიდეს გუნდში გადმოვედი, "ინტერი" სუპერგრანდია, სადაც არაერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს უთამაშია. დარწმუნებული ვარ, რომ აკლიმატიზაციას მალე გავივლი. მილანი გრანდიოზული ქალაქია, "ინტერს" კი ბრწყინვალე ფანები ჰყავს, რაშიც აეროპორტშივე დავრწმუნდი."

"მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო. როგორც მწვრთნელი მეტყვის, ისე მოვიქცევი. მაგალითად, ურუგვაის ნაკრებში უმეტესად გამთამაშებლის პოზიციაზე ვთამაშობ ხოლმე, რადგან კავანისა და სუარესის სახით შესანიშნავი ცენტრფორვარდები გვყავს."

მორატი: კარგად ვიმუშავეთ

"ინტერის" სატრანსფერო კამპანიით კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი კმაყოფილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ "ნერაძური" შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: მარკო მატერაცი, დავიდე სანტონი, მაკდონალდ მარიგა, გორან პანდევი და სამუელ ეტო'ო. სამაგიეროდ, მორატიმ შემდეგი მოთამაშეები გადაიბირა: რიკი ალვარესი, ჯონათანი, ანდრეა პოლი, დიეგო ფორლანი და მაურო სარატე.

"ვფიქრობ, ზაფხულში კარგად ვიმუშავეთ. ჩემი აზრით, შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რასაც არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც "ინტერის" ფანი ვამბობ.

წესით, ყველა უნდა დამეთანხმოს, რომ "ინტერს" ახალ სეზონში ძალიან საინტერესო შემადგენლობა ეყოლება. ვფიქრობ, ყველა პოზიცია მაქსიმალურად დავაბალანსეთ და ახალ სეზონში ბრწყინვალე ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია," - უთხრა მორატიმ "კორიერე დელო სპორტს".

დაბოლოს: ფორლანი "ინტერში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, სარატე კი 28-ნომრიანით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaradona
სარატე ყველაზე მაგარიაა
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს