ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა

რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა

საქართველოს ნაკრების რუმინეთთან (1:1) ჩატარებული ამხანაგური მატჩი ჰგავდა "ერთა ლიგის" გენერალურ რეპეტიციას, იმის მიუხედავად, რომ ლიდერები არ გვყავდა და სექტემბრამდე კიდევ ერთი მატჩი გვაქვს.

რა იყო ამის მიზეზი?

1.ვილი სანიოლმა საბოლოოდ გვითხრა, რომ წარმატების მიღწევას კვლავ 3-5-2 ტაქტიკით აპირებს(აქ ისევ ვკითხულობთ, რატომ შეცვალა ის მაშინ, როცა ძლიერი მეტოქეები გვყავდა);

2.მიუხედავად იმისა, საქმე ამხანაგურ მატჩთან გვქონდა, ბოლოს ჩვენი გუნდი არწაგებაზე თამაშობდა(თუ სწავლობდა), ტემპს აგდებდა, ნახევარმცველების რაოდენობა გაიზარდა, რაც შესაძლოა, საშემოდგომო სცენარი იყოს;

3.სანიოლი ყოველთვის ეცდება, კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის ნახევარდაცვის სამეულს დაეყრდნოს, მთავარია, ამაში ხელი ტრავმამ ან ცუდმა ფორმამ არ შეუშალოს;

4. სამმცველიანი ტაქტიკის პირობებში, ფრანგი მწვრთნელი მარცხნივ ექსპერიმენტებს ალბათ ნაკლებად მიმართავს და არჩევანს აზაროვს, ხარებაშვილსა და უკიდურეს შემთხვევაში, წიტაიშვილს (ამ პოზიციაზე გუნდშიც გვინახავს) შორის გააკეთებს.

რა რჩება გასარკვევი?

1. ძალიან საინტერესო იყო, თუ ვინ შეცვლიდა გურამ კაშიას და საქმე მხოლოდ სიმბოლიზმში არ ყოფილა. ამით ვილი წარმოგვიდგენდა, თუ ვინ ურჩევნია დაცვის შუა ნაწილში. არჩევანი (ჯერ საბოლოოდ მაინც არა) ილია ბერიაშვილზე შეჩერდა, რაც ერთი მხრივ ლოგიკურია, ამავდროულად კი ასაკით, გამოცდილებითა და სტილით ამ საქმეში ლაშა დვალს წარმოვიდგენდით. როგორც ჩანს, ის ლუკა ლოჩოშვილის კონკურენტად, მარცხენა ცენტრალურ მცველად დარჩება;

2. რა ვუყოთ ზურიკო დავითაშვილს? ის ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელ და შეტევაში მნიშვნელოვანი ძალაა, მაგრამ 3-5-2 სქემაში ადგილის მოძებნა ვერ ხერხდება. არადა, ამის ფუფუნება არ გვაქვს. ბოლოს ვილი ზურიკოს თამაშით უკმაყოფილო იყო და იმედია, ამ ურთიერთობებს დროულად დაალაგებს.

რაც ვნახეთ....

საქართველოს ნაკრებს ან არ შეუძლია მაღალი პრესინგის თამაში და ინიციატივის მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მოპოვება, ან ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ ეს საჭირო არაა. გამოდის, ჩვენი უპირატესობები კვლავ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სისხარტესა და მოქნილობაზე გადის, პოზიციური იერიშები კი ნაკლები გვექნება, როგორც ადრე. სანიოლი ამ ტაქტიკას ამოწურულად თუ მიიჩნევდა და შეცვალა, ახლა რითი გააუმჯობესა, რა ახალი ელემენტები შესძინა, რატომ ჰგონია, რომ ამჯერად გამოვა?! ინდივიდუალიზმი საჭირო და აუცილებელია, მაგრამ გუნდური სისტემისა და ელემენტების გარეშე არაფერი გამოვა!..

რაც ვნახეთ, რუმინეთის დონის გუნდთან მოძრაობასა და მრავალფეროვნებაში დეფიციტი იყო. პერიოდული გამონათებები საქმეს არ შველის, სტაბილურობაა საჭირო. ირაკლი ეგოიანის თამაში პოზიტივს აჩენს, მან იცის ბურთთან მოპყრობის ტექნიკები, კარგად აფასებს სიტუაციებს და გამწვავებაზე, რაღაც ახალის მოფიქრებაზეა ორიენტირებული.

გიორგი კვერნაძემ ერთ ეპიზოდში "კვარას" ფინტი გაგვახსენა და დავრწმუნდით იმაში, აქამდეც რომ გვითქვამს - ის ხვიჩასთან სტილურად ყველაზე ახლოსაა, თამამად მიდის დრიბლინგზე და თავდაჯერება ემატება, მომავალში კიდევ უფრო შედეგიანი უნდა იყოს.

გიორგი მამარდაშვილზეც უნდა ვთქვათ. მასზე საკლუბო გარემო აშკარად ცუდად მოქმედებს, წარმოუდგენლად ბევრი შეცდომა დაუშვა. ასეთ დროს სანაკრებო სიტუაციებმა იქნებ მასზე სასიკეთო გავლენა მოახდინოს, ასე ხდება ხოლმე   - აქ გენდობიან, შენი მეგობრები არიან... ბაჰრეინთან (5 ივნისს) ალბათ ლუკა გუგეშაშვილს ვიხილავთ და ამ მოცემულობით, მას სამომავლოდ "მამარდასთვის" სერიოზული კონკურენციის გაწევაც შეუძლია. ვიღაცისთვის ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა.

ეპილოგი. ვეგუებით იმას, რომ ვილი სანიოლი რჩება და ვცდილობთ, მას აკადემიური რჩევები მივაწოდოთ. როგორც ადრე გაგვიკეთებია და ცოტა გვიან, მაგრამ ამა თუ იმ ფეხბურთელს სანაკრებო შანსი მაინც მიუღია; ცოტა გვიან, მაგრამ მის არასწორ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულა...

ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ!..

• Ucxo

სანიოლი კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა ფედერაცია რომ არ ზღუდავდეს როცა ვიღაც გზღუდავს საქმეც არ მიდის წინ სანიოლზე ბევრად მაგარი მწვრთნელები გვყავდა მარა შედეგი მაინც ნული იყო.

• სვანსკი

ქვეყანას რომ პატრონი ყავდეს რა უნდა სანიოლს საქართველოს ნაკრებში?

• ზურა

სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ,,ერთა ლიგის'' ფორმატის გამო გასვლამ დათვური სამსახური გაგვიწია. ამასობაში რათქმაუნდა დაგვავიწყდა, რომ აბსოლუტურად ყველა საკვალიფიკაციო-შესარჩევი ეტაპი ტრადიციულად ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე დავასრულეთ!!! არავითარი განსხვავება ,,კლასიკურ'' შესარჩევებში არ დაგვიფიქსირებია. ფლეი ოფში გავედით თუ რა ვქენით??? სამწუხაროდ ახლაც კვარაცხელიას იმედად ვართ, რომელმაც მარტომ უნდა მოგვაგებინოს რომელიმე ჯგუფი - რაც აბსურდია!!! იყო დრო ქინქლაძეს უნდა მოეგო მარტოს, ან კალაძეს, ან არველაძეს და ასე მოვდივართ 30 წელია...

• ქუთაისელი

გაირკვა ის, რომ სანიოლი არ შეესაბამება ფეხბურთის ნაკრების დონეს. არ გვყავს ფეხბურთელებიო, ვინც იძახის, სხვებს ვისაც უარესი ფეხბურთელები ყავთ, მაინც რატომ დებენ შედეგს? იმიტომ რომ სისტემას ქმნიან, ელემენტარულს ასწავლიან, იმდენს რამდენიც საჭიროა კონრეტული მატჩის მოსაგებად. ეს სანიოლი სად დაფრინავს, თავადაც არ იცის. არც ამხანაგური მატჩის მნიშვნელობა იცის, რომ ცოტა მეტი დრო მისცეს ფეხბურთელებს გამოსაცდელად, არც ტაქტიკა, რომ რამე შეცვალოს ან დატესტოს... რა იცის საერთოდ?

• საჩინო

ვადასტურებ ჩემ პატივისცემას წერტილის მიმართ და მიმაჩნია ამ გვერდზე შემომსვლელთაგან ერთერთ ყველაზე კომპეტენტურ და განათლებულ ადამიანად ამ სფეროში(და არა მარტო), თუმცა მისი ყველა ნააზრევი არ შეიძლება აბსოლიტურ ჭეშმარიტებად იქნას აღქმული(შეუმცდარი ადამიანი არ არსებობს),აქ კი მას ვერ მოვუწონებ შეცდომის არ აღიარებას და კბილებით დაცვას ათასგვარი უსაფუძვლო მიდებ -მოდებით. ფეხბურთელები ,რომ ვერ აკმაყოფილებენ სანაკრებო დონეს ეს ყველასათვის გასაგებია,მაგრამ ამას,რომ მწვრთნელის არაკომპეტენტურობაც ემატება მთლად ფსკერზე ვეშვებით.არავითარი გამართლება არ აქვს სანიოლის არც სასტარტო შემადგენლობას,არც არჩეულ ტაქტიკას და არც მისეულ მცდელობებს თამაშში ცვლილებების შეტანისას.

• sos

ვილი ქვილითაია არსად დაგეკარგოს!🤦

• ჯესიფრუტს

და 4 მცველით მეტად შევუტიეთ?აქ იმაზეა საუბარი ის ჯობია ეს ამოვწურეო და იქ სულ გაფარვაკდა, ახლა თავისი თქმით ამოწურულს დაუბრუნდა

შარშან არ იყო,მაღალი პრესინგით თამაში რომ ვცადეთ და ნახევარ საათში უკვე სამი გოლი გვქონდა ხოლმე გაშვებული?მაღლა აწეულ მოპრესინგე თავდასხმას,ნახევარდაცვაც უნდა აჰყვეს და დაცვის ხაზიც მაღლა იყოს აწეული.სწორედ მაგას იყენებდნენ მეტოქეები და დაცვის უკან თავისუფალ; ზონებში გადაგდებულ ბურთებს,თავდამსხმელები იღებდნენ,რადგან სისწრაფეში ძალიან სჯობნიდნენ ჩვენ მცველებს.მერე კი,გოლის გატანა,უკვე ტექნიკის საქმე იყო და გაჰქონდათ კიდეც.ფეხბურთელების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე საუბრობ.სწორია,მაგრა ის მაქსიმალური შესაძლებლობაც როცა ძალიან მოკლებულია,მაშინ რა ვქნათ?ჩვენი ნაკრები კი სწორედ მაგ მდგომარეობაში იყო და დღესაც ასეა.ადრე ჩვენი ნაკრები,საიმედო დაცვაზე იდგა,მერე კი წინ კონტრშეტევა იშლებოდა.დღეს სწორედ დაცვის უზარმაზარი პრობლემა შეგვექმნა,რადგან კაშიას სისწრაფე ძალიან მოაკლდა,საზონოვმა და გოგლიჩიძემ კი,ტრავმების და სხვადასხვა გარემოებების გამო,იმ დონეზე გაზრდა ვერ შესძლეს,კაშია,კვირკველიას,ხოჭოლავას და თუნდაც გველესიანის სრულფასოვანი შეცვლა მოეხერხებინათ.საბა საზონოვს ვხედავთ როგორ აურიეს გზაკვალი იტალიაში,გოგლიჩიძემ კი ცოტა ითამაშა,მაგრამ იმ პროგრესს ვერ მიაღწია,რასაც მისგან ველოდით.გვყავს ლაშა დვალი,სტაბილურ დონის ფეხბურთელი და ლუკა ლოჩოშვილი,ძალიან მებრძოლი,მაგრამ დაცვის ცენტრში,პოზიციურად საკმაოდ ხშირად რომ ცდება,ისეთი ფეხბურთელი.ევროპაზე,სანიოლმა ის განაპირა მცველად გამოიყენა და კარგადაც წარმოაჩინა თავი.გერმანიაშიც კარგია,მაგრამ ის მეორე ლიგის გუნდში თამაშობს და ძლიერ ნაკრებების ფეხბურთელებთან,მისი კვალიფიკაცია,ჯერ კიდევ არასაკმარისია.საედრთოდაც ფეხბურთელების უმეტესობა საკმაოდ სუსტი გუნდების ფეხბურთელები არიან და მათგან იმაზე მეტს არ უნდა მოვითხოვდეთ,ვიდრე მათი კლუბებია.იქ იმიტომ თამაშობენ,მისი დონისები არიან.ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ კარგი ნაკრები გვყავდა,სადაც 11 ძირითადს,ორი შემცვლელი ემატებოდა და ეს იყო თითქმის მთელი რესურსი,ყოველი ფეხბურთელი,განწყობის და ფორმის პიკში შეხვდა ევროპის ჩემპიონატს.ამიტომაც გამოვიყურებოდით კარგად,მაგრამ იქაც კი,მამარდაშვილის სასწაულების გარეშე,რაიმეს შანსი გვექნებოდა?დღეს აღარც მამარდაა მაშინდელ ფორმაში,აღარც ქოჩორა,კაშია,დაცვის ლიდერი,საერთოდ აღარ გვყავს ნაკრებში და აღარც გუნდის ფსიქოლოგიური განწყობაა მაშინდელი.მაშინ რკინასაც გაკვნეტავდნენ ბიჭები,ისეთი განწყობით თამაშობდნენ.ევროპაზე,კიტეიშვილმა ესპანეთთან ტრავმა მიიღო და ჯერ იმავე წუთს გოლი გავუშვით,მერე კი,უკვე დიდი ანგარიშითაც დავმარცხდით,რადგან აღარავინ გვყავდა,ვისაც მისი პოზიციის და ფუნქციის შეთავსება შეეძლო.ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკში იყო და ერთი ფეხბურთელის გამოკლებამ ასე რომ დაგვანგრია,დღეს,როცა ნახევარი გუნდი შორსაა სასურველი ფორმისაგან,რატომ უნდა მოვუგოთ დაახლოებით იგივე დონის ნაკრებებს,ევროპაზე რომ ვეთამაშეთ?ხვიჩა ბრწყინავს,მიქაუტაძე კარგია,ასევე კიტეიშვილიც,მაგრამ ეს უკანასკნელი,ნაკრებში სულ სხვა პოზიციას ფარავს,რაკი სხვა არავინ გვყავს,იმ პოზიციის დასაფარად.ამიტომ ვერც მის შემტევ რესურსებს ვიყენებთ,სრულფასოვნად.როცა თითქმის მთელი გუნდი დაახლოებით იგივე ძალის ნაკრებებს ეთამაშება,ევროპაზე რომ ხვდებოდა და თვითონ იმ დონეზე აღარ შეუძლია თამაში,მწვრთნელს არ უნდა გადააბრალო,არასასურველი შედეგი.ნაკრებს შემადგენლობის სიღრმის შექმნა სჭირდება და თუ ვერ შევქმნით,ყოველი ფეხბურთელის გამოკლება,ნაკრებისათვის საბედისწერო შეიძლება გახდეს.ბაჰრეინთან ჩაკვე არ გვეყოლება,ზურიკოც ალბათ ვერ ითამაშებს და პრობლემები კიდევ უფრო მოიმატებს,რადგან ხვიჩას ფეხიც ვნახეთ ფინალში და ალბათ მისი უთამაშებლობაც არ იქნებოდა ცუდი,ტრავმის შესახორცებლად.რა შეუძლია სანიოლს?ბევრი არაფერი და ეს მატჩი ალბათ ახალგაზრდებისათვის ნაკრებში მისაჩვევად,სხვა ლოკალური ამოცანების გადასაწყვეტად უნდა გამოიყენოს.მაინც კარგი იქნებოდა,რაღაცა კომბინაციების დამუშავება,საშემოდგომო მატჩებისათვის,დაცვის შეთამაშება და ნახევარდაცვასთან კავშირების განმტკიცება.

ისიც დაუმატე,ქართველი ფეხბურთელის ასაკი სამ ათეულს რომ მიაღწევს,ნახევარი საქართველო გინებად უწყებს,რაღა დროს შენი ფეხბურთია,ადგილი ახალგაზრდებს დაუთმეო!იმასაც კი არ უყურებენ,ის ახალგაზრდები რა დონეზე თამაშობენ.მწვრთნელი იძახებს ვეტერანს და მაინც ფეხბურთელს აგინებენ,თვითონ საგინებლები.

• lasha

რამენაირად 2 მცველით თამაში უნდა ვისწავლოდ. ამის გარეშე ნახევარ დაცვაში ვკარგავთ კაცს. და ვაგებთ მოედნის ცენტრს. ამიტომ შეტევაში იკარგება იმპროვიზაცია. ჟორჟი რჩება უბურთოთ. ბურთი შუახაზმა უნდა მიუტანოს. ადგილი აღარ რჩება დავითაშვილს და აგერ ეგოიანიც გამოჩნდა და მასაც ვერ ათამაშებ

3-4 დღე მოუწევსო დასვენება.

• სირბილის სწავლების ცენტრის აქტიური წევრი

ფული ბევრი გადავუხადოთ უცხოელ მალემსრბოლელებს და რა პრობლემაა,ჩამოვლენ სამუშაოდ

• თემური

დაწერეთ კომენტარებში თუ იცით ვინმემ ჩაკვეთაძის ტრამვა სერიოზულია?

• ჯუსიფრუტ

აუუ რატო გადავიდაო წერთ 4 4 2 ზე? რატომ და მთელი სპორტული გამოცემები იმას წერდით ამხელა პოტენციალი გვაქ შეტევაში და რა დროს 3 5 2 თამაშიაო და აკრიტიკებდით. ამოწიეთ თქვენი ძველი სტატიები და თავად ნახავთ თუ არ გახსოვთ. პირველად მცველიანი ტაქტიკით ალბანეთან ვითამაშეტ და გახსოვთ დასანანი 0-1. ( 4 5 1). არ გინდატ ეს გადაბრალება. ჩვენ გვიჭირს დაცვაში ბურთის გაგორება და მოძრაობა. ყველა პასი როცა სივრცეები მაინც არა სვლაში არამედ ოდნავ უკან კეტტდება და ტემპს აგდებს. რისი ბრალია? ალბათ იმის რომ თუ ვინმე მცველმა ასაკობრივში ბურთან სიახლოვე გამოამჟღავნა ყველას წინ წევენ. ბურთით ჩვენი გუნდი ნულია რადგან განვმეორდები და დაცვაშჰი გადაბმულად მოძრაობაში 5-7 გადაცემა ვერ კეთდება(უმოძრაობა და ტექნიკური წუნი) კიტე როცა არ არის ბურთი ვერ ამოგვაქ საერთოდ არა და კაცი ავსტრიაში თავის პოზიციაზე საუკეთესოა და კი იცით რა ადგილსაც თამაშობს. მცველებმა ბურთის გათამაშება თუ არ ისწავლეს შეტევა იმ დონეზე იტვირთება რომ მისი პოტენციალი საჭირო მომენტში გაფლანგულია. მცველებმა პერიოდულად უნდა მოახერხონბურთის დაჭერა პოზიციურად ამოსვლა და დაასვენონ შემტევები პერიოდულად. ან "ბეი ბიგია" დაარტი მცველმა გაიქცეს შემტევი. მცველება თუ ისცავლეს მოძრაობა და დახვეწეს ტექნიკა ერთ ერთი საუკეთესო გუნდი გვეყოლოება მე ასე ვფიქრობ.

• სირბილის სწავლების ცენტრი

ინტენსივობის მომატება სჭირდებათ, მაგრამ ამისათვის კიდევ 1 უცხოელი ასისტენტის დამატება გახდება საჭირო...

• მიშა

ვერანაირად ვერ ვხსნი მიზეზს არაბიძეს შანსი რატომ არ უნდა მისცეთ. იქნებ სხვებმა იცით და მეც გავიგო

• ჟორა

თუ ვინმემ კარგი ნახა დე აღსრულებულიყოს, მაგრამ მე ის გუნდი ვერ ვნახე, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა შეუძლია. ეს ახალგაზრდები ჯერ არ არიან იმ კონდიციებში, რომ ოფიციალურ შეხვედრებში კბილები გამოაჩინონ. რატომ არ გაკეთდა ისეთი შეცვლები სადაც შემცვლელებს 25-30 წუთი მაინც რომ მოუწევდათ თამაში?

• ბორია წიფურია

აურკვეველი უაზრო ტაქთიკით ითამაშა გუნდმა დ ასანიოლმაც. სანამ ეგოიანი არ გამოვიდა მოედანზე შუა ხაზი აზრზე არ იყო. იტეიშვილი. რას აკეთეწბს ნაკრებში კარგა ხანია ვე ვხვდები. შუა ხაზშ ყველა ერთი ზომის მოთამაშეები გვყავს, დაბლები და არც ისე სწრაფები. კიტესაც სისწრაფეში ბევრი კლება აქვს. მას გარდა 8 ნომრის პოზიციას ვინ თამაშობს ან 6-ს ან 7ს? ძვლი დინამოდან გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ ვის ეცვათ ეს მაისურები და როგორ თამაშობდნენ. კვარას 7 კი აცვია დღე მაგრამ არ თამაშობს 7 ნომერს და მარცხენა ფლანგის შემტევს თამაშობს. ამორჩეული 7 ნომერი იყო. მანუჩარ მაჩაიძე რომელიც ზუსტად თამაშობდა ამ პოზიციას და მისი წამქცევი კაცი არ იყო და ბურთის წამრთმევი. ყევანდელ შუა ხაზელებს პატარა გაკარება და წონასწორობას ეკარგებათ და რაც მთავარია ბურთს კარგავენ იმ წამსვე. ამაე დროს გვყავს ნოდარ ლომინაძე რომელსა აქვს შესანიშნავი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები, მაგრამ სამწუხაროდფედერაცია და სანიოლი ყურადღებას არ აქცევენ. შაქართველოს ჩემპიონატშიც არის რამოდენიმე ძლიერი მონაცემების შუა ხაზელი, მაგრამ ესენი გადაეკიდნენ მექვაბიშვილის , მამუჩაშვილს და ასე შემდეგ. რატომ? ეს ორივე ტორმუზია და ცუდად არ გამიგოთ რომ ასე ვაკრიტიკებ მაგრამ სანაკრებო დონეს ვერ ვხედავ, შეიძლება პიროვნულად არაჩვეულებრივი ბიჭები არიან მაგრამ ეგ ნაკრებს არ შველის. დაცვაში კი საზონოვი საერთოდ მოკვეთეს გუნდიდან, ამ დროს ყველა საჰაერო ბრძოლას აგებს გუნდი საჯარიმოში, ისევ თავით გაგციტანეს და მამარდაც არ არის კარგი გამოსვლებზე და ჯერ კიდევ ვერ ისწავლა სწორად გამოსვლა. ასეთ ამხანაგურ მატჩში ბევრი შეცდომა დაუშვა, ამის გამოა ზუსტად რომ ინგლისშიც ნდობა არ აქვს, რადგან გამოსვლებზე ყოყმანობს და ბევრ შეცდომებს უშვებს, ფეხის თამაშს უწუნებენო, კი მაგრამ მე არ მესმის ფეხბურთს თამაშობს ბავშვობიდან თუ ხელბურთს? ეს იმას ნიშნავს რომბავშვთა სკოლის სისტემა გადასახედია აქაც და სხვა სპორტშიჩ ღადგან კვლავ ჩამოვღჩებით ბავშვთა განვითარების დონით სხვა ქვეყნებს. თალანთზე არ მაქვს ლაპარაკი, თალანტს დამუშავება სჭირდება როგორც მაგალითად კარგ ხორცს. თორემ თუ დადე მაგიდაზე და უყურე და იძახე ვახ რა ხორცია ბიჯო... თუ რამე არ გააკეთე დროულად აყროლდება! ასეა ბაბა აპაჰ

• საჩინო

ჯერ წერტილს: რა თქმა უნდა მოედანზე საქმე ფეხბურთელის გასაკეთებელია,მაგრამ მწვრთნელმა ისეთი დავალება და ისე უნდა შეურჩიოს როლი,რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნოს.ახლა ავტორს: გუშინ გამოყენებული ტაქტიკა არის არა სამმცველიანი,არამედ სამცენტრალურ მცველიანი.მაღალი კლასის გუნდი შეტევის დროს უტევს ხუთი ნახევარმცველით და ორი ფორვარდით,თავდაცვის დროს კი განაპირა ნახევარმცველები კეტავენ დაცვის ფრთებს(ანუ სამცენტრალურ მცველთან ერთად ქმნიან ხუთკაციან დაცვას),ფორვარდები (ერთი მაინც) ჩამოდის უკან და დგება ნახევარმცველებთან ერთად.ანუ გუნდი უნდა ახერხებდეს შეტევა-თავდაცვის მონაცვლეობის დროს გადაჯგუფებას .რაც შეეხება მაღალ პრესინგს----- ჩვენს გუნდს ამის ძალა და უნარი არ გააჩნია.მაღალი პრესინგი მოითხოვს უდიდეს ენერგიას მაღალ კლასთან ერთად(თავის გუნდებში უთამაშებელი მოთამაშეებით ამის გაკეთება როგორ გინდა?),კარგ გამძლეობასთან ერთად გჭირდება უნარიც,რომ მოწინააღმდეგემ იოლად არ მოგატყუოს,იოლად გვერდი არ აგიაროს.ამის შემძლეები არიან ჩვენი ფეხბურთელები? -რათქმა უნდა არა.ამიტომ ჩვენნაირი დონის და კლასის გუნდისთვის ზედგამოჭრილია ზონური პრესინგი,ანუ მოწინააღმდეგეების შეზღუდვა საკუთარ ნახევარზე,სადაც ერთმანეთთან ახლოს მყოფი ფეხბურთელები უფრო ადვილად მოახერხებენ ერთმანეთის დახმარებას და სწრაფი კონტრშეტევებით შეეცდებიან მეტოქის კარის აღებას.ეგ არის და ეგ, ყველა სხვა ტაქტიკური სქემა წარუმატებლობისთვისაა განწირული.ბოლოს და ბოლოს ზონური პრესინგის ტაქტიკას ისეთი დიდი გუნდებიც კი იყენებენ ,როგორიცაა არსენალი,ატლეტიკო და გარკვეულ შემთხვევებში რეალიც კი.

• ზურა56

სანიოლი.არაადეკვატურია.სამწუხაროდ🙏

• რომან თურქია

130 ვერაფერიშვილი მრგვალი რიცხვია... მრგვალია 200, 300 და ა.შ. ჯვარი გვეწეროს...

• დდდ

ახალი ნამდვილად არაფერი გამოკვეთილა და თუ გასარკვევზე მიდგა საქმე, ჯერ ის გავარკვიოთ, როდემდე ვაპირებთ წრეზე სიარულს?!... როდემდე უნდა გამოიყენებოდეს ეროვნული ნაკრები მავანთათვის მაშველ რგოლად,!... არიქა, ვიღაცას კლუბში აერია საქმე, ვიღაცას უმიზეზოდ ჩაგრავენ, ვიღაცას მწვრთნელი აღარ ენდობა და იქნებ, ნაკრებში კარგი გამოსვლით წავეშველოთ - აი ეს ბალაგანი როდის უნდა დამთავრდეს?!... ხომ ორჯერ ორია, რომ ფეხბურთელმა ჯერ კლუბში კარგი თამაშით უნდა გამოიჩინოს თავი და შემდეგ მიიწვიო ნაკრებში და არა პირიქით?!... ეს მხოლოდ მამარდას არ ეხება, ნაკრებში მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ, ვინც იმ დროისთვის საუკეთესო ფორმაშია და ეს ამხანაგურ შეხვედრებზეც უნდა ვრცელდებოდეს... გადახედეთ მუნდიალის შემადგენლობებს - რა დონის მოთამაშეები ვერ ხვდებიან გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი და მერე ჩვენს ფედერაციასა და სანაკრებო შტაბს ჰკითხეთ - რა კრიტერიუმებით ხდება ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახება-არგამოძახება?!...

• Dato

წერტილის დასმას ბარემ დაგეწერა საელად ფედერაცია, რას წვალობდი სანიოლის დასაცაცად უფრო გაგიგებდით

• კიგანი

როგორც მწვრთნელი სამწუხაროდ მეტს ვერ ქაჩავს…..როგორც მცველი და ფეხბურთელი მაღალი კლასის იყო.

• მამუკა ბათუმი

რა მიკვირს იცით, რატომ არ შეიძლება კაშია სიმბოლურად თუნდაც 5 წუთით ვათამაშოთ და მომდევნო ორ თამაშში და ბარემ დაამრგვალოს სანაკრებო თამაშების რაოდენობა? მითუმეტეს ერთი თამაში ამხანაგურია... 😘

საინტერესოა!ამ თამაშს რომ ვუყურებდი და ვხედავდი,როგორ უჭირდათ ფეხბურთელებს ბურთის მიღება და თუნდაც ახლო პასის ზუსტად მიცემა,მივხვდი,რატომ არ ცდილობს სანიოლი,თუნდაც აუტებიდან ბურთის შემოტანის სქემის დამუშავებას,ან კიდევ კუთხურის კომბინაციების გათამაშებას.არავინ ჰყავს ისეთი,ბურთს გარანტირებულად რომ მიიღებს და ზუსტად გასცემს.ამ თამაშშიც რამდენჯერ დავკარგეთ ბურთი,დაცვიდან ამოსვლის დროს,როცა თავისუფალ პარტნიორს,ზუსტად ვერ უპასებენ,ამ კიდევ ის ვერ იღებს ბურთს და შორს გავარდნილი,ისევ საბრძოლო ხდება.საქართელოს ნაკრების ფასმა,248 მილიონს გადააჭარბაო,მაგრამ აქედან 140 მილიონი კვარაა,მიქაუტაძე,ზურიკო და მათ გარეშე,უკვე 68 მილიონამდე ჩამოვიდა.ჰოდა 68 მილიონისას თამაშობენ.ყველა პოზიციას ისედაც ვერ ვაკომპლექტებთ,ჩვენ კი,ყოველ პოზიციაზე ორ თანაბარძალოვანი და სულ ცოტა ოდნავ უარესი დონის ერთი ფეხბურთელი მაინც გვჭირდება,მეტ ნაკლებად სტაბილური დონის თამაში თუ გვინდა.კაშიამ სანაკრებო კარიერა დაამთავრა და ისეთი მცველი უნდა მოიძებნოს,ვის გარშემოც აშენდება ნაკრების დაცვა.პოზიციაზე შესაძლოა ვინმემ ითამაშოს,მაგრამ ვიღაცამ მისი ორგანიზაციული ფუნქციები თუ არ გადაიბარა,არაფერი გამოვა.ნაკრები რაღაცას რომ მიაღწევს,ამ ხალხს რატომღაც ჰგონია,რომ ხვალიდან მოყოლებული,ნაკრები იმ დონეზე დაბლა აღარ უნდა დაეშვას.სანაქებო სურვილია,მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელი.ტალღა რომ ტალღაა,რაღაცას დაეჯახება და მერე უკან იხევს,ახალი დარტყმისათვის ენერგიის მოსაგროვებლად.ამის გაგება არ უნდათ და ძალიან ტოქსიკური გარემო იქმნება,ნაკრების და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.ნამდვილად არ ვიცი,სანიოლის წასვლას რაიმე დადებითი შედეგი მოჰყვებოდა თუ არა,მაგრამ როცა ხედავ,ნაკრების მრავალმა ფეხბურთელმა როგორ მოუკლო საკლუბო დონეზე და სხვებიც არავინ ჩანან,მათ სრულფასოვან შემცვლელებად,მაინც მგონია,რომ მწვრთნელის შეცვლა,დიდ შედეგს ვერ მოგვცემდა.მოედანზე ფეხბურთელი გადის და საბოლოო ჯამში,საქმე მისი გასაკეთებელია.როცა ფეხბურთელი ძველ დონეზე ვერ თამაშობს,შედეგიც ვერ იქნება,ძველი დონისა!

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია

რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა

რაისმა თავისი საქმე გააკეთა - მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება

J ჯგუფში ბევრი კითხვის ნიშანია - ალჟირმა იორდანიას დაუქამბექა

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა

ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს

[VIDEO] შენ დაუკა - სალაჰმა ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია

"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს

რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?

მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება

"იმ სირცხვილის თანაავტორები, რომლებიც ბოლო წლებში "არარატ არმენიასთან" და "ლევადიასთან" ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

"მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც ამას დიდი ქვეყნები აკეთებენ" - თერიმი მუნდიალზე თურქეთის ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა

"რაფინია ფინანსურად ძალიან ცუდ დღეშია და არაბეთში წასვლის იმედი აქვს" - ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

[VIDEO] სანახაობრივი მატჩი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას დაუქამბექა

[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა

[VIDEO] "ტრაქტორის" მეკარის გმირობა, გაუქმებული კოხტა გოლი, გაძევება და ბელგიის ფრე ირანთან

"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა

ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს

დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

მატჩის დღე! კაშიას გაცილება და ექსპერიმენტული ნაკრები

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს

იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია