ფილიპ ლამის კრიტიკული წიგნის გამოქვეყნებამ გერმანიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
ავსტრიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და ბუნდესგუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა ბევრი ისაუბრეს, თუ ცოტა, საბოლოოდ ისეთი სურათი შექმნეს, რომ იმ კრიტიკული წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, რომლითაც ლამმა საფეხბურთო გერმანიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იოგი და ფილიპი შერიგებულები არიან.

თუმცა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ლიოვსა და ლამს შორის ყველაფერი კარგადაა.

ზოგადად, ლიოვი პრესკონფერენციას უშუალოდ თამაშის წინა დღეს ატარებს ხოლმე და ამ შემთხვევაში მისი ბუნდესმწვრთნელობის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ იოგი საპრესკონფერენციო პოდიუმზე მატჩამდე ორი დღით ადრე ავიდა. თამამად უნდა ვთქვათ: იოგი იძულებული იყო, ასეთი გამონაკლისი დაეშვა. მაგრამ ეს ერთადერთი გამონაკლისი არ ყოფილა: სხვა დროს, ლიოვი პრესკონფერენციაზე ფეხბურთელის გვერდით ზის ხოლმე, ამჯერად კი, მასსა და ლამს შორის ერთი ცარიელი სკამი იდგა.

მოკლედ, ბუნდესმწვრთნელი და მისი კაპიტანი: იმ დროს, როცა გერმანიის ნაკრებში სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი მართლა იდეალურადაა და ამ მხრივ გერმანიას არაერთი წამყვანი საფეხბურთო ქვეყანა შენატრის, მწვრთნელსა და კაპიტანს ამჯერად არასპორტულ, მეტას უსიამოვნო თემაზე მოუწიათ საუბარი.

21-ე საუკუნეში, როცა ფეხბურთელებს "ფეისბუქსა" თუ "ტვიტერზე" 24 საათის განმავლობაში თავისუფლად მსჯელობა შეუძლიათ, საქმე ეხებოდა წიგნს, რომლის ავტორი ფილიპ ლამია და რომელმაც გერმანიაში უდიდესი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

წიგნში ფილიპმა ისეთები დაწერა, გერმანული ფეხბურთის არაერთ ავტორიტეტს დასწყვიტა გული - მათ შორის რუდი ფიოლერს, ბერტი ფოგთსს და ლიოვის უახლოეს მეგობარს, გერმანიის ნაკრების ყოფილ თავკაც იურგენ კლინსმანსაც. აღარაფერს ვამბობთ ბუნდესგუნდის ყოფილ კაპიტან მიხაელ ბალაკზე და მის მეგობარ, ასევე წინა თაობის წარმომადგენელ ტორსტენ ფრინგსზე, რომლებიც თავად ლიოვსაც არ ეხატება გულზე.

ზოგადად, გერმანიის ნაკრების მწვრთნელობა მძიმე ხვედრია, რადგან გერმანელები ბუნდესმწვრთნელს ყოველთვის ძალიან კრიტიკულად უყურებენ. როცა კრიტიკული სიტუაციის დროს სირბილეს გამოიჩენს, სიმკაცრეს სთხოვენ და როცა მკაცრ განცხადებას აკეთებს, მეტი დიპლომატიისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამჯერად ლიოვმა ოქროს შუალედი აირჩია და თქვა, ცხადია, ლამზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ არა იმდენად, რომ კაპიტნის სამკლავური ჩამოვართვაო. დიახ, ამაზეც იყო საუბარი...

როგორც მოსწავლე და მასწავლებელი

სხვა ფეხბურთელის შემთხვევაში ლიოვი სხვანაირად მოიქცეოდა, ფილიპ ლამის გარეშე კი ბუნდესგუნდი მართლაც წარმოუდგენელია. კაპიტნობის ჩამორთმევას კი, ორი აზრი არ არსებობს, მისი ნაკრებიდან წასვლაც მოჰყვებოდა. არადა, ლიოვი მართლა ძალიან ნაწყენი ჩანდა.

"არა მგონია, სწორი საქციელი იყოს ის, რომ ფეხბურთელი, რომელიც დღეს გერმანიის ნაკრების კაპიტანია, იმ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს აფასებს ღიად, რომლებიც ბუნდესგუნდს ადრე ემსახურებოდნენ. ჩემი აზრით, ეს არავის მოეწონებოდა და არც მე მომწონს, რაც ფილიპსაც გულახდილად ვუთხარი," - თქვა იოგიმ პრესკონფერენციაზე, ლამმა კი მისი ეს სიტყვები თავდახრილმა, უკომენტაროდ მიიღო - როგორც მოსწავლე მიიღებს ხოლმე მასწავლებლის შენიშვნას.

ბალაკისა და კურანის მაგალითები

იოახიმ ლიოვის ბუნდესმწვრთნელის კარიერაში რამდენიმე სკანდალური შემთხვევა იყო. 2008 წელს გერმანიის ნაკრების იმჟამინდელ კაპიტან მიხაელ ბალაკს ლიოვმა სწრაფად გასცა პასუხი და მის მეგობარ ტორსტენ ფრინგსსაც მალე მოაკეტინა. მოგვიანებით კი, იოგიმ ბალაკიცა და ფრინგსიც ნაკრებს ჩამოაშორა.

ყველაზე მკაცრი კი ლიოვი კევინ კურანის შემთხვევაში იყო, როცა თავდამსხმელს სტადიონიდან პირდაპირ სახლში წასვლა (თანაც, მატჩის დროს) არ აპატია და ნაკრებიდან სამუდამოდ მოკვეთა. სამაგიეროდ, იყო მეტად გასაოცარი ფაქტიც: ლიოვის ხანაში გერმანიის ნაკრებში ყველაზე უპატიებელი დანაშაული ლუკას პოდოლსკის აქვს ჩადენილი - ამ უკანასკნელმა კაპიტან მიხაელ ბალაკს მატჩის დროს სილა გააწნა! ლიოვმა მას ეს საქციელი ყველასათვის მოულოდნელად აპატია.

ენაგრძელი ლამი

აღსანიშნავია, რომ ლიოვი ლამს ადრეც დაუპირისპირდა - მართალია, არცისე მედგრად, მაგრამ მაინც. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალამდე (ესპანეთთან) ორი დღით ადრე ფილიპმა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, მიხაელ ბალაკს კაპიტნის სამკლავურს აღარ დავუთმობ, ეს წოდება ძალიან მომწონსო.

მაშინ ბალაკი ტრავმირებული გახლდათ და მუნდიალს ტოვებდა, ლამი კი სწორედ ამის გამო გახდა გერმანიის ნაკრების კაპიტანი, თორემ სხვა შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკაში ბუნდესგუნდს ბალაკი უკაპიტნებდა.

მართალია, ლიოვი ბალაკის მოშორებაზე მაშინაც ფიქრობდა, მაგრამ ესპანეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, დროებითი კაპიტნის ასეთი განცხადებები უარყოფითად შეაფასა და მაშინვე თქვა, ლამის საქციელი გუნდზე კარგად არ იმოქმედებს, ჩემი აზრით, თუ მაინცდამაინც ასეთი განცხადების გაკეთება უნდოდა, ეს თამაშის შემდეგ უნდა ექნაო.

ლიოვი ნაწყენია

პრესკონფერენციაზე ლიოვი ლამზე აშკარად ნაწყენი ჩანდა და გამოჩნდა ისიც, რომ იოგიმ ფილიპთან დისტანცია დაიჭირა. იმ დროს, როცა გერმანიის ნაკრებს მართლაც შესაშური მდგომარეობა აქვს და სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი იდეალურად მიდის, ლიოვი არასაფეხბურთო თემების წინა პლანზე წამოწევას ცხადია, არ მიესალმება.

"ყველას ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი აზრით, ფილიპ ლამს ასეთი წიგნი კარიერის დასრულების შემდეგ უნდა დაეწერა. მემუარებში ვისაც რა უნდა, ის წეროს, ახლა კი ამის დრო ნამდვილად არ იყო," - ასეთი იყო ლიოვის ბოლო სიტყვები და ფაქტია, რომ კიდევ ერთ არასწორ საქციელს იოგი ლამს აღარ აპატიებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს