ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუშინ საღამოს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

პერესის თქმით, იგი სამშაბათს, 9 ივნისს, ერთ-ერთი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 150-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს.

"მომავალ კვირას გავაკეთებ შეთავაზებას უდიდეს სუპერვარსკვლავზე. ის კრიშტიანო რონალდუს ტიპის სუპერვარსკვლავია. ხალხი ვერ დაიჯერებს.

თქვენ ვერასდროს გამოიცნობთ, რომელ სუპერვარსკვლავზე ვაპირებ ნადირობას. ეს არ არის ოლისე, არ არის ჰოლანდი, არ არის კეინი, არ არის დოკუ. ახლა სხვა არაფერს ვიტყვი. შევხვდებით მომავალ კვირას.

"მადრიდისტებო", მოემზადეთ მომავალი კვირისთვის! მოემზადეთ სამშაბათისთვის! მე არასოდეს გიცრუებთ იმედებს", - განაცხადა პერესმა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პსჟ-ს ერთ-ერთ ფეხბურთელზე საუბრობდა. მისივე ცნობით, "რეალი" ბოლო პერიოდის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას, ჟოაო ნევეშისა და ვიტინიას შეძენით ინტერესდებოდა.

"კვარას" და ვიტინიას პარიზელებთან ხელშეკრულება 2029 წლამდე, ნევეშს კი 2030 წლამდე აკავშირებს.

• ავთანდილი

დარწმუნებული ვარ რომ პერესი ხვიჩას გულისხმობს. ვიტინია ან ნევეში არ არის იმ დონის ფეხბურთელი რომ პერესმა ასეთი ქარაგმები მიუძღვნას. მან კარგად იცის რა არის ფეხბურთი და კარგადაც ერკვევა მასში.

• ჟორა

რა ლოგიკაზე საუბრობ საკვირველია პირდაპირ. შენი ლოგიკით ღატაკი ყოფილი მილიარდერი ჯობნებულა დღევანდელ მილიონერს, ესაა შენი ლოგიკა? დღეს პსჟ-ეა მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, ხოლო ხვიჩა მისი ლიდერია. რეალში კი ვინისიუსი და მბაპე უნდა ამარაგოს ბურთებით.

წინა სეზონში,ვიტინია ოქროს ბურთის სამეულში იყო, ნევეში ათეულში და ვარსკვლავური სტატუსი,სხვა რაღაა?!

შემადგენლობა ახალგაზრდულია,ნევეში და დუე,თითქმის ბავშვები არიან,ზაირ-ემერიც და რატომაც არა?ყველაზე ხნიერი,მარკინიოსია,მგონი 31 წლისა.ცენტრალური მცველისათვის ეს ოქროს ასაკში შესვლაა.ახალგაზრდობა კი იზრდება და სულ უფრო ძლიერი ხდება.პსჟ,ამ შემადგენლობითაც კი,სულ ცოტა 3 სეზონს იქნება ლიგის ფავორიტთაგანი და ფსიქოლოგიურად თუ არ გადაიღალნენ,მათი შესაძლებლობები არ შემცირდება.

• Porto

გიოჯან დღეს კბილები გამოიხეხე?

• 1981

ხვიჩა 250 ნაკლები არ ღირს და არც გაყიდიან. კაცმა რომ თქვას ჰაალანდი თუ 200 ღირს ხვიჩა შეუფასებელია

• გიო

77 ნომრიანი მაისური მზადაა რეალში ასე რომ ბევრს ნუ ბოდიალობთ ზოგი აქ ,ცოტა ლოგიკა ჩართეთ...

• Porto

სავარაუდოდ 2026 და 2027 წლის სეზონების რეალი გარდამავალი გუნდი იქნება! მოირინიო სიყუაციას დაალაგბს გასახდელში ალბათ ერთ ლა ლიგას მოიგებს და შემდეგ სხვა უფრო თანამედროვე მწვრთნელი მოვა. მეც და ალბათ ყველას ძალიან გვინდს კვარა რეალში მაგრამ ალბათ შემდეგი სეზონიდან აჯობებს გადასვლა! როცა მომავალი გუნდის კონტურები გამოიკვეთება. თუმცა ყველა შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც კვარამ არ უნდა მიიღოს წარმატებები მას!!!

• თბილისელი

ხვიჩას ვუსურვებ ოცნების აღდგენას და რეალში გადასვლას.მაგრამ სხვა საკითხია- თვითონ მაურინიო თუ გაქაჩავს? ჩემი აზრით ,მისი ფეხბურთის დრო უკვე დამთავრდა ( ნამდვილად დიდი მწვრთნელი იყო).თან ასაკი....

• პაატა ბიძინაშვილი

იქნებ ოლისე?

• Mikheil

ვიტინია ჟოზეს თანამემამულე ვიტინია სურს,კვარას ფლანგზე ვინისიუსი ყავს,მაშინ ვინი არაბეთში უნდა გაყიდონ

• მორიელი

თუ გადასვლაა, ბარსელონაში გადასვლას ვუსურვებდი

• ვახტანგი

ნუ დაგავიწყდება ბრაზილია და არგენტინის ნაკრებებში იყვნენ და მსოფლიო ჩემპიონები ხდებოდნენ ნაკრებიდან. და არა საქართველოს ნაირი ქვეყნიდან

• სიმართლე

რეალში არც პელეს უთამაშია და არც მარადონას, არც ინგლისში არ უთამაშიათ. თუ დიდი ფეხბურთელი უნდა იყო სხვა გზებიც არსებობს. პსჟ სწორი გზაა.

• Levani

ისე ჩვენ ლოგიკურად ხვიჩა გვგონია და მერე როდის იყო ეგ კაცი ლოგიკური ნახავთ აგერ მარტინელი ან გარნაჩო ან ლეაო თუ არ დააბრეხვა

• ვახტანგი

პსჟ-ს ფულის პრობლემა ზოგადად, არ აქვს, მაგრამ თავად კვარას თუ უნდა რეალი პსჟ მასაც გაუწევს ანგარიშს, რადგან 2-ჯერ ლიგა მოაგებინა და მაგის გარდა 150 მლნ-იც დიდი თანხაა. ამიტომ მაგ ტრანსფერში ყველაზე დიდი როლი თავად მოთამაშეს აქვს. რა შუაშია ვიტინია ან ნევეში ან დიომანდე და ა.შ. ჩემპიონთა ლიგაზე ტოპ მოთამაშეები წელს იყვნენ: ხვიჩა, კეინი, ოლისე, მბაპე და ალვარესი. რონალდუსა და კაკას სტილი ანუ შემტევები. ინგლისი და კეინი და ოლისე არაო და მბაპე ისედაც რეალშია, რჩება კვარა და ალვარესი. ალვარესში 150 მლნ-ს არავინ გადაიხდის, ამიტომ ლოგიკურად რჩება ხვიჩა. საუკეთესო იყო ლიგაზე, საბაზრო ფასი 140 მლნ-ია ტრანსფერ მარკტზე ანუ ახლოსაა 150-თან, რონალდუს და კაკას სტილის მოთამაშეა და ბავშვობიდან მისი ოცნებაა რეალი ანუ მისი სურვილიც ყველამ ვიცით. ყველაფერი ემთხვევა და წარმატებები ხვიჩას!

• RTCH

პარიზულ გუნდში დღეს ყველაზე მაგარი არის ნუნო, ხვიჩა კი ჩვენია მაგრამ ობიექტურად ეს ესეა...

• რა მნიშვნელობა აქვს?

მთავარი ის არაა ვის გულისხმობს, მთავარია მიყიდის თუ არა პსჟ და მე ვიძახი არ მიყიდის. პსჟ-ს ფულის მეტი რა აქვს? აქეთ შეიძლება ვალვერდე აართვან, რომელსაც უკმაყოფილება ქონდა რეალში.

• rrr

ტიპი იძახის რონალდუს ტიპის ფეხბურთელიაო და რა შუაშია ვიტინია და ნევეში?

ყველაფერში გეთანხმები,ეგ კი არა,ეს პოსტი რომ წავიკითხე,აღმოვაჩინე,რომ ისიც კი აღარ ვიცოდი,ყაზანის რუბინი ისევ უმაღლეს ლიგაში თამაშობს თუ სადღაც ჩაიკარგა(ვნახე და ისევ უმაღლეს ლიგაში ყოფილა,ცხრილის შუაში).რა თქმა უნდა იქაც ხვიჩას გულშმატკივარი ვიქნები,მაგრამ მხოლოდ სახელის გულისათვის, არა მგონია პსჟ დატოვოს.ეგ კი არა,კონტესთან არ გაჩერდა და მოურინიო მისგან ძალიან განსხვავდება?!პსჟს მომდევნო ლიგის მოგებაც შეუძლია და ასეთი შანსის,ბავშვობის სიმპათიის გამო შეგნებულად დაკარგვა,ხვიჩასთვის არაბუნებრივი საქციელია.მერე შეიძლება,მაგრამ არა დღეს და არა ამ წელს.

რომანო კი მიგვანიშნებს პსჟსკენ,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ აუცილებლად ასე იქნება.გამარჯვების ტალღაზე მყოფ პსჟს ვარსკვლავს,რატომ უნდა სურდეს,თითქმის დაშლილ რეალში გაქცევით გადასვლა?აგერ,მბაპე გაიქცა ასე და რეალს რამე ეშველა?იმდენი ხელფასი კი აქვს ყოველ მათგანს,რომ უკან მოუხედავად არ გაიქცეს რეალში.ფულის საშოვნელად,დღეს არაბეთში მიდიან.მოურინიოს მისვლით,რეალიც უფრო დაცვითი გახდება და ეგეც მგონი ფაქტორია,გამარჯვებული გუნდის ჩამოყალიბებაზე კი,რეალს,სულ ცორ~ტა ერთი სეზონი მაინც დასჭირდება და ესე იგი ამ ვარსკვლავისთვის ედ ერთი სეზონიც დაკარგული იქნება.მაშინ როცა პსჟს სრული შანსი აქვს,ზედიზედ მესამედ ლიგის მოგებაზეც გაიწიოს. რა ვიცი,ოსიმენი გამახსენდა,რომლის შესაძლებლობებშიც,ეჭვი არავის ეპარება,თავის გუნდშიც მაგარია,მაგრამ თვითონ გუნდი ვერ ქაჩავს და რეალში თუ წავა,დამანგრეველი შემტევი სამეული შეიძლება შეიქმნას.მისი პრესინგი დაცვის ცენტრზე და მბაპე-ვინისიუსის სისწრაფე,მეტოქის დამცველებს უმცირესი შეცდომის უფლებასაც წაართმევს.ნაპოლიდან ეს კარგად გვახსოვს.

• გიგო პაპა

ტრანსფერი არანაკლებ 200 მილიონის ფარგლებში და წლიური ჯამაგირი არა ნაკლებ 15-18 მილიონი მაინც უნდა იყოს. ერთ წელში ამოიღებენ მხოლოდ ხვიჩას მაისურების და ატრიბუტიკის გაყიდვებიდან. თანაც დიდი ქვეყანაა ჯერ მარტო ესპანეთი. მერე ევროპა და მსოფლიო, რამდენი გულშემატკივარი ეყოლება. სამხრეთ ამერიკელების გულებსაც კი დაიპყრობს ესპანეთიდან. რა ვიცი, არ ღირს ასეთი შანსის გაშვება ხელიდან. მე ნაღდად წავიდოდი.)) პსჟ-ს ისტორია საკმაოდ დაუწერა უკვე.

• კონტეს მამა

რა, პსჟ-ში არ არიან ერთად ბარკოლა, დუე და ხვიჩა? თუკი ენრიკემ ათამაშა, ვითომ მოურინიო რატომ ვერ გადაუნაწილებს თამაშებს ან ფლანგებს? თანაც, ობიექტურად რომ შევხედოთ განა რამდენი შეხვედრა ჩაატარა სრულად ხვიჩამ პსჟ-ში, განსაკუთრებით ჩემპიონატის მატჩებში? რამდენჯერ ათამაშა მხოლოდ ბოლო 20 წუთი? რამდენჯერ პირველი გამოიყვანა მოედნიდან? რად გვინდა ასეთი თამაშების ყურება თუ ხვიჩა არ ითამაშებს? იქნებ რეალში მეტი დრო მიეცეს? ვუყუროთ და ვისიამოვნოთ.)) ბოლო-ბოლო რეალია მამაძაღლი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. ვინ იცის კიდევ როდის მიეცემა ასეთი შანსი? ვფიქრობ აქ არა მარტო პერესია, არამედ აგენტსაც მაგრად აქვს ნამუშევარი. პლიუს, ყველაფერ ამას ხვიჩას აღიარებაც ზუსტად დაემთხვა. ასე რომ, აუცილებლად უნდა წავიდეს. რა ჯობია ესპანეთის ჩემპიონატის ყურებას. იმედია, მუღლეც გაუგებს ხვიჩას და ყველანაირად დაეხმარება. ეს ბიჭი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს! ჰკა ხვიჩა, ჰკა ბაჰრეინს.)))

• კონტეს მამა

კარგით რა, სა ნევეში და სად რონალდოს სტილი? მით უმეტეს ვიტინია. ასიანი ხვიჩას გულისხმობს. ხომ გვახსოვს ხვიჩას და მოურინიოს ინცინდენტი პსჟ-ინტერის დაპირისპირებისას. იქედან ახსოვს ჟოზეს ხვიჩა, როგორ გაუმწარა ცხოვრება. ჰოდა, ალბათ დიდი ხანია უნდა მისი ხილვა თავის გუნდში. ასპროცენტიანი წაიყვანენ და ხვიჩაც დათანხმდება. უაზრობაა უმოტივაციო პსჟ-ში დარჩენა, არავინ ითამაშებს ისეთივე შემართებით როგორც პირველ წელს თამაშობდნენ. თუნდაც ჩემპიონატი ავიღოთ, რამდენჯერ წააგეს უაზროდ სუსტ გუნდებთან? ჩ. ლიგაზეც ხვიჩამ ათრია წელს. მის გარდა განსხვავებას სხვები ვერ ქმნიან. აი რეალი კი დამშეული დახვდება ხვიჩას და ყველაფერს იღონებებ ძველი დიდების დასაბრრუნებლად. მე თუ მკითხავთ მაგრად გაუმართლებს მოურინიოს. 99% რამდენიმე თასს მოიგებენ პირველივე წელს. კი ბატონო, არანაკლები სუპერვარსკვლავები ყავს რეალს, მაგრამ პსჟ-ს არ ყავდა მესი-მბაპე და ნეიმარი? ან ნაპოლის ოსიმენი? ხვიჩასთან ერთად თამაში სულ სხვა რამე იქნება. როგორც ნაპოლი და პსჟ ახეირა, იგივე განმეორდება რეალში. აი თუ ვის და როგორ დააყენებს ძირითადში, ეს უკვე მაურინიოს ნაღდად არ შეეშლება. შეიძლება ვინისიუსი საერთოდაც წავიდეს მანამდე...

• გოჩა

რონალდოს ტიპის მართლა კვარაა და ეგ იქნება... ვნახოთ სიურპრიზი

• toti

და ეგ ლაიფციგის ფეხბურთელი რომლის გვარს ბევრი პირველად გაიგებს სუპერვარსკვლავებში გადის?:)

• მე ვიცი

მიქაუტაძე იქნება ან მამარდა

• zura222

მართალი ხარ მაგრამ ერთი პრობლემაა აქ--ვინისიუსს რას უზამენ ? თუ კვარა მარჯვნივ უნდათ მბაპეს ადგილზე ? სანამ ვინისიუსი რეალშია კვარას არ იყიდიან და თვითონ კვარაც არ მოინდომებს ეგრე წასვლას

• A

ან დუე, ან დიომანდე ლაიფციგიდან

• zura222

ნევეშს წაიყვანს ! ჯერ ერთი ნევეში ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ახალი მოდრიჩია დაღლა არ იცის ! მეორე--ნევეში კვარას მერე საუკეთესოა ეხლა პსჟ-ში ! და მესამე და მთავარი--სანამ ვინისიუსს არ გაყიდიან კვარას წაყვანის ვარიანტი არ არსებობს !

• Levani

რეალი ამჯერად ბალაგანია და სამე მარტო მბაპეში არაა. დაცვა და ცენტრი თავიდან ასაწყობია. კამავინგებით ლიგას ვერ მოიგებ. მარტო ვალვერდე და გიულერია დასატოვებელი,დანარჩენი ყველა ლაფატკაზე და სანამ მაუ მაგ გუნდს დაალაგებს ჯობია ხვიჩამ პსჟ-სთან ერთად რეკორდზე გაუწიოს და მესამე ლიგა დადოს. თუ ნევეში ან ვინმე დატოვებს პსჟ-ს ფულის მეტი რა აქვთ,ზაბარნის და შევალიეების ნაცვლად შეუძლიათ ვინმე დაიმატონ ვინც რეალურად სიღრმეს შექმნის შემადგენლობაში

• Knarik222

ბატრაკოვს გულისხმობს.

• ნიკა

არც ვიტინია და არც ნევეში ვარსკვლავური ტიპის ფეხბურთელები არ არიან, ამიტომ უფრო ხვიჩა იქნება.

• kesha

რონალდოსიც და თან კაკას სტილის მოთამაშეაო და უეჭველი კვარას გულისხმობს.

• პეტუხი კრიშტიანუ

სავარაუდოდ ულვაშგაცქვეტილი ხვიტინია ცქვიტინია.

• FaBro

არც ისაა გამორიცხული როგორც კვარას, ასევე ვიტინიას გადაბირება აქვს განზრახული. მიმაჩნია, რომ პსჟ-მ პიკის პიკს მიაღწია, ორი ლიგა მიჯრით მოიგო და ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია კლუბმა იგივე ხარისხის სპორტული გაგებით შიმშილი შეინარჩუნოს, რაც 2 წლის წინ ქონდა. ვფიქრობ ამას პარიზული გუნდის მესვეურებიც კარგად უნდა აცნობიერებდნენ, ამიტომ სტრატეგიული თვალსაზრისით სწორი იქნებოდა ერთის მხრივ ე.წ ჰაიპში მყოფი ფეხბურთელების სარფიანად გაყიდვა და ამით გვარიანი შემოსავლის მიღება,ხოლო მეორეს მხრივ კლუბის შედარებით ახალგაზრდა და ტიტულებს მოწყურებული ფეხბურთელებით გადახალისება. პსჟ-მ კვარა, ვიტინია და დუე რომ გაასხვისოს, მინიმუმ 350 მილიონი ევროთი გამდიდრდება, ამ თანხის მესამედით შეუძლიათ მინიმუმ 5 ახალგაზრდა (19-20 წლის) და სუპერტალანტის მოზიდვა, რომლებზეც უახლოესი 5-7 წლის მანძილზე ააგებენ განვითარების სტრატეგიას. რაც შეეხება რეალს, ის ისტორიულად ცნობილია ხმაურიანი სუპერტრანსფერებით, მხოლოდ 2000 იანი წლების "გალაქტიკოს" -ის გახსენება რად ღირს, შესაბამისად ვფიქრობ პერესს რაღაც მსგავსი აქვს განზრახული, რადგანაც ბოლო რამოდენიმე ციკლი როგორც შიდა, ასევე ევროპულ სარბიელზე ბლანკოსმა ჩააგდო და ამ რანგის კლუბს ხანგრძლივ ჩავარდნას გულშემატკივარი რომ არ შეარჩენს ეს ფლორენტინომაც კარგად იცის, ამიტომ ლოგიკურია, რომ ჯიბეზე ხელი გაიკრას და მინიმუმ 3-4 ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს, რაც 500 მდე მილიონი ევრო დაუჯდება. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და დაცვის ხაზის გასაძლიერებლად, შეიძინეს კონატე და დუმფრისი, თუმცა ვფიქრობ ეს მხოლოდ პრელუდიაა და რეალის აქცენტები უფრო ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზის გაძლიერებაზე გაკეთდება, სადაც ვარსკვლავები ისედაც არ აკლიათ, თუმცა ეს ხარისხში იმ დონით არ ისახება, როგორითაც ამას მადრიდისტები ისურვებდნენ, შესაბამისად არაა გამორიცხული როგორც ვიტინია, ასევე კვარაცხელია იყვნენ მადრიდული კლუბის სამიზნენი. კვარას პსჟ-ში მარჯვენა ფლანგზე თამაშის გამოცდილებაც უხვად აქვს, ამიტომ ადვილადაა შესაძლებელი შემტევ ტრიოდ მბაპე, ვინისიუსი კვარა ჩამოყალიბდეს, რაც მაურინიოს უსასრულო ლავირების საშუალებას მისცემდა და მეტოქე გუნდებისთვის მადრიდელთა შეტევები აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გახდებოდა, ამას ცენტრში ვიტინიამაც თუ დაემატა მისი დირიჟორული ფუნქციებით, მადრიდელთა ბედს ძაღლი არ დაჰყეფს და ასეთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტიტული და პრიმერაც არაა შორეული პერსპექტივა. ასევე შესაძლოა ვინისიუსის გასხვისებაც მოხდეს, ეს კიდევ უფრო უკეთესი ვარიანტი იქნებოდა მადრიდელთათვის, რადგან ერთის მხრივ გვარიან თანხას მიიღებდნენ , ხოლო მეორეს მხრივ მბაპეს შეუქმნიდნენ მეტ კომფორტს, რადგან შეტევაში ორი ეგოისტი ფეხბურთელი ერთად ვერ ძოვს, რაც გასული სეზონის შედეგების მიხედვითაც კარგად გამოჩნდა. ასეთ შემთხვევაში კვარა მშობლიურ მარცხენა ფლანგს დაიკავებდა და კლუბს მარჯვენა ვინგერის სივრცეღა ექნებოდა შესავსები, რაც პერესს ასევე არ დაუჯდება იაფი, თუმცა ისეთი პირი უჩანს, ხარჯები მას დიდად არ უნდა ადარდებდეს.

• lasha

ვფიქრობ ხოლოდ კვარახელიას გულისხობდა. ეგ გახდა ლიგის საუკეთესო. ნიჭით და გაქანებით. გუნდზე ზეოქედებიტ ვერც ვიტიანია და ვერც ნევეში ვერ შეედრება. დღს კვარაცხელიაა ფეხბურთში ყველაზე ოთხოვნადი და ინტერესის ქონე :

• temuri

პერესის განცხადებიდან ჩანს,რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებულია.

• თამაზ

ჯერ ერთი, არა მგონია, პსჟ-მ გაყიდოს ხვიჩა და, მეორეც, არა მგონია, ხვიჩას გადასვლამ რეალს რამე უშველოს. ხვიჩაზე ნაკლები ვარსკვლავები არ თამაშობენ რეალში, მაგრამ გუნდს დედა არ ყავს. ხვიჩა კიდევ ქრისტე ღმერთი ხომ არაა, სასწაული მოახდინოს, სამჭკუაშვილი (პარდონ, კვარაცხელიაა). პსჟ კარგად შეკრული, შეთამაშებული გუნდია და მანდ დარჩენა ჯობს ამჯერად. პსჟ-მ შეიძლება მესამე ლიგაც მოიგოს, საფრანგეთის ჩემპიონიც უეჭველი გახდება, მადრიდი კი 3 წელი მაინც ლიგას ვერ მოიგებს და ლა ლიგას მოიგებს თუ არა, ეგეც საკითხავია.

• ჟორა გაბრიჭიძე

სულელი რომ არ გონია მაგიტომაც სთავაზობს, ორჯერ ლიგა მოიგეს, მეტ რაღა უნდა ქნას მესამე კიდე ზედიზედ გამორიცხულია და 150 მილიონი პატარა ფული არაა.

• კონტეს მამა

მოუწევს ვინისიუსს ბარკოლასა და დუეს ბედის გაზიარება. ფლანგი დაუთმეთ, ხვიჩა-ბიჭი მოდის. მბაპე, ბელინგემი, გიულერი, ხვიჩა, აუ რას დაატრიალებენ. ნაღდად დავიღალეთ ფაფხურა ვიტინიას ყურებით. ამათ ჟორჟიც თუ წაიყვანეს, მერე იქნება რაც იქნება რეალი. გოლების წვიმა კი არა, გოლების სეტყვა იქნება ყოველ ტურში.)))

• რრრ

რონალდუს ტიპისო, აშკარად ხვიჩაზე საუბრობს.

• ქომაგი

ახლა პსჟ ნომერ პირველი გუნდია მსოფლიოში, ხოლო ლუის ენრიკე საუკეთესო, ჯობია ამ გუნდში გააგრძელოს პროგრესი და ზედიზედ მესამე ლიგა მოიგოს პსჟ-სთან ერთად.

• გიგო პაპა

კი არის ნათქვამი ღმერთი სამობიითააო, მაგრამ მაინც მგონია რომ სწორედ ის მომენტია ეხლა, რომელზეც ხვიჩა სულ მუდამ ოცნებობდა. არც მე არ ვყოფილვარ რეალის ქომაქი, მაგრამ ვინ წარრმოიდგენდა, რომ რუბინს, ნაპოლის ან თუნდაც პსჟ-ს ვუგულშემატკივრებდით ოდესმე? ასე რომ არაა პრობლემა რეალსაც ვუგულშემატკივროთ, თუ ხვიჩა გადავა. დარწმუნებული ვარ, პირველივე სეზონში გახდება ესპანეთის ჩემპიონი და ალბათ ჩ.ლიგასაც მოაგებინებს გუნდს. ეს ბიჭი რომ მოსიარულე თასია, ხომ ამაში უკვე ყველა ვთანხმდებით? რაც მეტი ქვეყნის ჩემპიონი გახდება, მით უკეთესი. აი რაც შეეხება გარიგებას, აქ ალბათ 180-200 მილიონის ფარგლებში იქნება ვაჭრობა. წარმატებული სეზონი ქონოდეს ჩვენს სახელოვან ბიჭს!!!

• სიმართლე

უეჭველი ,მეც ეგ ვიფიქრე ,აკვირდებდნენ საქრთველო რუმინეთის მატჩზე ,,ჩუმად,,...

• კვარაზე ლაპარაკობს-ს პასუხი

არეულ ნაკრებში მოვიდა და ევროპაზე გაგვიყვანა, მერე ჯგუფიდან გაგვიყვანა. არეულ ნაპოლიში მივიდა და ჩემპიონი გახადა, ლიგაზე პლეიოფი ათამაშა. არეულ პსჟ-ში მივიდა და ლიგა მოიგო. თუ არ გახსოვს, 2025-ში პსჟ ჯგუფიდან შემთხვევით გავიდა. ჯგუფში არსენალთან, ბაიერნთან და ატლეტიკოსთან ჰქონდა წაგება და ლიგის ფავორიტად არავინ არ განიხილავდა. არეულ რეალში თუ გადავიდა და ლიგა მოიგო, ძალიან მაგარი იქნება. ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ძალიან გამიხარდება რეალში თუ გადავა. ბოლოს და ბოლოს, ყველა დროის ყველაზე მაგარ კლუბში ითამაშებს ქართველი და იქაც თუ მოიგებს ლიგას, დაამტკიცებს, რომ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც გუნდზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია

• ჯარისკაცი

ქვილითაია!

• ჟორა გაბრიჭიძე

ამ პერესს ხელაიფი სულელი ჰგონია და თითქოს ვერ ხვდება, რომ ორჯერ ლიგის მოგება ძირითადად კვარას დამსახურება რომაა და უმისოდ, როგორც რუსები იტყვიან: ლიგის მოგება "ნე ვიდატ". ხვიჩა პსჟ-ში მარტო ფეხბურთელი არაა, გუნდში ყველა ფეხბურთელი ცდილობს მასზე გააკეთოს სწორება და ამიტომაა პსჟ დაუმარცხებელი. როცა ხვიჩა მინდორზეა პსჟ 12 ფეხბურთელით თამაშობს, რადგან ხვიჩა მოედანზე ერთდროულად სრულყოფილი თავდამსხმელი და სრულყოფილი მცველია. ამას თუ უნდა არაბები ფულით გააკვირვოს 150 მილიონი ის ფული არაა, რომლითაც არაბებს გააკვირვებს, 500 მილიონზე კი შეიძლება დაფიქრდნონ.

• ვახტანგი

ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ტოპ მოთამაშეაო და რეალში გადმოსვლა თავადაც უნდაო. ეგეთი ვინცაა კი ვიცით და ცოტა ხნის წინ რომ ვამბობდი კვარა რეალში გადავა და ბავშვობის ოცნებას აისრულებს თქო, დისლაიქებს წერდა ზოგი. რეალის ფანი არ ვარ, მაგრამ რეალის დონის გუნდი მსოფლიოში რომელია ტიტულებით და ისტორიით. ასევე, მადრიდში სტადიონზე ყოველთვის სულ სხვა ატმოსფეროა ხოლმე. წარმატებები ხვიჩას და აწი რეალთან ერთად მოიგე ლიგა კიდევ 5-ჯერ სა რეკორდიც დაამყარე 💪

• კვარაზე ლაპარაკობს

არავინ გაატანს კვარას და არც კვარა მოინდომებს ამ ეტაპზე ასეთი პსჟ-დან ასე არეულ რეალში წასვლას. 200 მლ არ გაყიდიან კვარას. პსჟ მე-3 ლიგაზე გაიქაჩება.

• temuri

ეს ისეთი განცხადებაა,გვარს არ დავასახელებ,მაგრამ ჩვენი კოლმეურნეობის თაბმჯდომარეაო.გაუმარჯოს კვარას.

• გელა

მბაპესთან ერთად თამაშს არ ვუსურვებ არცერთ გუნდში.მშვენიერ გუნდშია და დაყენდით

• სვანსკი

მოურინიო ვერ გაქაჩავს არ აქვს ,,ბაგაჟი,, ამიტომ არც კვარა წავა არსად ფეხბურთს ორივე ერთად იგებს ფეხბურთელი და მწვრთნელი. პერესმა მაშინ ჯერ ენრიკე უნდა იყიდოს. მაურინიოს მანდედანაც გამოაპინტრიშებენ ნახავთ თუ წაგებით არ დაიწყებს და დაამთავრებს

• რეალისტი

აღწერილობა "რონალდოს ტიპის სუპერვარსკვალავი" ძალიან დამაიტრინგებელია, ძალიან გავს კვარას, მაგრამ არ მგონია კვარას 150-ად შეელიონ. მისი ფასი ამ ეტაპზე 180-200 მაინცაა.

• ქომაგი

კრიშტიანუ რონალდუს ტიპის სუპერვარსკვლავი კვარაა, მართალია თამაშის სტილით არ გვანან ერთმანეთს, მაგრამ სამაგიეროდ თამაშზე გავლენის მხრივ და მენტალურად ძალიან გვანან ერთმანეთს. მე ყოველთვის რეალის მოწინააღმდეგე გუნდებს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ კვარა თუ გადავა რეალის ფანი გავხდები )))

• თბილისელი

ნევეში

• emakhuahsvili

სავარაუდოდ დეზირე დუე!! ან ვიტინია!!

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს

მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს

[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა

"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ

მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დინამო (ბთ). პლაცდარმი უკეთესი გაგრძელებისთვის

ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა

[VIDEO] აკი რონალდოს გოლის გატანა დაავიწყდაო - პორტუგალიამ უზბეკეთს უპრობლემოდ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 მეშახტე. როცა შეგიძლია, გართულება თავიდან აიცილო...

გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?

7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე

შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია

რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა

ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

რომანო: გადაწყვეტილია, ნეიმარი ყოფილ კლუბში ბრუნდება

"კუკურელია იუდაა და ტანჯვა ელოდება" - "ბარსელონას" ფეხბურთელები მას იამალით ემუქრებიან

"ბაიერნთან" შეიძლება პსჟ-ს ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშოს

"მესისთან თამაში სურდა" - კაზემირო მაიამის "ინტერში" გადავიდა

პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა

"ეს ჩემი ოცნებაა" - ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი

გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა

დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს

კუკურელიამ "ბარსელონას" ნაცვლად "რეალი" აირჩია

გადავა თუ არა "რეალში"? - ვიტინიამ კითხვაზე უპასუხა

"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას

რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?

მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება

"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა

"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო

მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა

პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო

პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა

"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

რომანომ დაადასტურა - კვარაცხელიას ტრანსფერზე პსჟ კვლავ საქმეშია

მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა

მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა

მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

"რეალმა" პსჟ-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

პსჟ-ს თავდამსხმელი ორ იტალიურ გრანდს შესთავაზეს

იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

[VIDEO] "როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით" - ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა

"ლივერპულმა" პსჟ-ს შემტევში 160 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა

"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს

კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა

ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს

პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ

პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს

გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა

გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!

"მანჩესტერ სიტი" 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა

ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?