11 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, მატჩების დიდი ნაწილი გვიან ღამითაა, საქართველოს ნაკრები ვერ მონაწილეობს, მაგრამ კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში დიდი ფორუმია და მასზე მოლოდინებიც შესაბამისია.

ევროპული გრანდები ადრე

ფიფას დროის სარტყელი მაქსიმალურად გათვალისწინებული აქვს და ევროპული გრანდები ევროპული, ჩვენთვის მისაღები დროით ითამაშებენ.

ამ საქმეს გერმანიის ნაკრები "გახსნის", კვირას, 14 ივნისს, კურასაოს თბილისის დროით 21:00 საათზე რომ შეხვდება; მეორე დღეს (15.05) ესპანეთისა და კაბო-ვერდეს დაპირისპირება 20:00 საათზეა. მატჩები აუცილებლად, როგორც წესი, 23:00 საათზე, ზოგჯერ კი 00:00 საათზეა.

არგენტინა და ბრაზილია

არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს ბევრი ქომაგი ჰყავს. მათ თამაშს სხვა დროს ნაკლებად უყურებენ და ახლა გაორმაგებული ინტერესია. ამ შემთხვევაში ძირითადად, მათი სასაათო სარტყელია გათვალისწინებული(აზიური ნაკრებები ჩვენი დროით დილით ითამაშებენ).

არგენტინის ნაკრების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე:

17.06.05:00 სთ - ალჟირი / 22.06. 21:00 - ავსტრია/ 28.06. 06:00 - იორდანია.

ბრაზილიის ნაკრების მატჩები:

12.06. 02:00 სთ - მაროკო/ 20.06. 04:30 - ჰაიტი/ 25.06. 02:00 - შოტლანდია.

ახალი ჩემპიონი?

როცა მუნდიალი იწყება, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ისაა, იქნება თუ არა ახალი ჩემპიონი. ვარიანტებიც, როგორც წესი, ბევრი არაა. ახლა ყველაზე მეტს კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრებზე ისაუბრებენ, ფავორიტებში კი ნიდერლანდელებიც იქნება.

ამ ორი ნაკრების მინიმუმ, ნახევარფინალში ყოფნა გასაკვირი არავისთვის იქნება. პორტუგალიელებისთვის რონალდუ როგორც დიდი ძაალა, ასევე შეიძლება დაბრკოლება იყოს, რადგან ევროპის წინა ჩემპიონატზეც ვნახეთ, თამაშის მთლიანად მასზე აწყობა ხშირად კონტრპროდუქტიულია. მისი უშუალო კონკურენტი გონსალო რამოშია, პსჟ-ში ცოტას რომ თამაშობდა. მთავარი მაინც ისაა, დიდებული, მაგრამ დამღლელი საკლუბო სეზონის შემდეგ ბრუნო, ვიტინია, ნევეში და სხვები როგორ ფორმაში იქნებიან.

ნიდერლანდელებს რაც შეეხებათ, აქ სუპერვარსკვლავები აღარ არიან, მაგრამ დაბალანსებული გუნდია, ყველა რგოლში ძლიერი ფეხბურთელით: მეკარე - ვერბრუგენი(ბრაიტონი), მცველი - ვან დაიკი, ნახევარმცველები - რაინდერსი თუ დე იონგი, ფორვარდი - ბრობი (ამჟამად სანდერლენდი).

არის თუ არა ამ სიაში ბელგიის ნაკრები? ალბთ, უკვე აღარ!..

ტრადიციული ფავორიტები

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ურუგვაის გარდა, მუნდიალის ყველა გამარჯვებულს მეტ-ნაკლებად ფავორიტად მიიჩვენენ. აქ კვლავ არაა იტალია და ნაკლებად ძლიერია გერმანია, თუმცა მათი ჩამოწერა არაფრით შეიძლება; არგენტინის ნაკრები და მესი ეცდებიან, ტიტული გადააბან და იქნებ ეს წარმოუდგენელი სულაც არაა, ისტორიასაც უყვარს მსგავსი ამბები; საფრანგეთის ნაკრების ფავორიტობა ხომ გასაკვირი არავისთვისაა.

ბრაზილიის ნაკრები სულ ფავორიტია, თანაც, კარლო ანჩელოტისთან ერთად. აქ იქნებ გადამწყვეტი ვინისიუსის სათამაშო ფორმა იყოს.

ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ევროპის ჩემპიონის სტატუსითაა და ეს ცოტა ნამდვილად არაა. "ფურია როხა" იდეალური გუნდური ბალანსია გამოკვეთილი ლიდერით, იამალით. ინგლისის ნაკრები კვლავ არ გვავიწყდება, არც ჰარი კეინის შესანიშნავი ფორმა და ვიცით, ტიტული ძალიან რომ სურთ!..

რონალდო,ნეიმარი, მესი - ხალხი, ვინც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებენ და რაც არ უნდა შეიცვალოს, ძალიან დაგვაკლდებიან!..

სენსაციის მოლოდინი

მუნდიალს სენსაციები უყვარს და წინაზე ამის მაგალითი მაროკო იყო. ვინ შეძლებს ახლა? თეორიულად, ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ კი თურქეთისა და ალჟირის ნაკრებს გამოვარჩევთ.

თურქეთის ნაკრები 2002 წელს დიდებული იყო და მსოფლიო ჩემპიონატს ახლა დაუბრუნდა. აქ შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ - ჩალხანოღლუ, არდა, ილდიზი... იტალიელი მონტელას გუნდი ემოციურია, თუკი თამაშზე კონტროლს კარგავს, დაბრუნება უჭირს და ეს იქნებ დიდი პრობლემა იყოს.

საკმაოდ ცნობილი მწვრთნელის, შვეიცარიელი პეტკოვიჩის ალჟირმა ბოლო ამხანაგურში ნიდერლანდელებს აჯობა. ზინედინ ზიდანის შვილი, მეკარე ლუკა მატჩის საუკეთესოდ დასახელდა. აქაა "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველი, აიტ ნური, ძალიან გამოცდილი ნახევარმცველი ბენტალები და შეტევაში ლეგენდარული მაჰრეზი "მარსელის" ამირ გუირისთან ერთად.

ალჟირელებმა არგენტინას, ავსტრიას და იორდანიას უნდა აჯობონ. ამ.ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა ესპანეთთან 1/16-ფინალის ტოლფასია და ამაში მათ უნდა გაუმართლოს.

ალჟირი(იდეალური სცენარი ნახევარფინალამდე. შანსი არსებობს) - ხორვატია/აშშ/შვეიცარია... ჯერ ჯგუფურ ეტაპზე ვნახოთ, რა შეუძლიათ!..

საინტერესო გუნდია უილიამ პაჩოს ეკვადორის ნაკრები, გოლს თითქმის რომ არ უშვებს.

შესაძლო პლეი-ოფი

*თუკი საფრანგეთი და გერმანია ჯგუფს მოიგებენ, მერვედფინალში შეხვედრის შანსია(1/16-ფინალის დაძლევის შემთხვევაში);

*ჯგუფში პირველი ადგილის შემთხვევაში, შესაძლოა, ესპანეთისა და ნიდერლანდების ნაკრებს მეოთხედფინალამდე (2 ეტაპზე) საკმაოდ გაუმართლოს;

*ბრაზილიისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრის შანსი მეოთხედფინალში საკმაოდ დიდია;

*თუკი საკუთარ ჯგუფებს მოიგებენ, ესპანეთის და საფრანგეთისა ნაკრებები ფინალამდე აუცილებლად შეხვდებიან, მეორე მხარეს კი ფინალამდე დაპირისპირების შანსი ბრაზილიის, ინგლისის, არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებების შემთხვევაშია.

ერთი საინტერესო მოლოდინი: თუკი აშშ ჯგუფს მოიგებს და ირანი საკუთარ ჯგუფში მეორეზე გავა, ისინი 1/16-ფინალში შეხვდებიან. ამის ალბათობა მცირე ნამდვილად არაა და დღეს არსებულ ვითარებაში, როცა ირანელები მექსიკაში იქნებიან და შტატებში მხოლოდ თამაშებზე ჩავლენ, დამაინტრიგებელი ანონსია.

პსჟ-ის ფეხბურთელები

ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო პსჟ-ის ფეხბურთელებს განსაკუთრდბით ვაკვირდებით და ვგულშემატკივრობთ. მათ ნაკრებებს შეგახსენებთ:

საფრანგეთი: დემბელე, დუე, ბარკოლა, ზაირ-ემერი, ლ. ერნანდესი;

პორტუგალია - მენდეში, ვიტინია, ნევეში, რამოში;

ესპანეთი - რუისი;

ბრაზილია - მარკინიოსი;

მაროკო - ჰაკიმი;

ეკვადორი - პაჩო;

სენეგალი - მბაიე.

დათო
პორტუგალია - ........ რამოში; რამოში არა, რამუში
ჯუსიფრუტ
ნიდერლანდები - პორუგალია. პორტუგალია იგებს.
არგენტინის ფანი.
ამინ!
სოსო
კაბო ვერდე - კურასაო იქნება ფინალი ...... მსოფლიო ჩძემიონატი
წინ არგენტინა!!!!!!!!!!!
ჩემი ფავორიტი არგენტინის ნაკრებია! წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ, ლეო მესის თამადობით!

სეზონში რომელი ნიდერლანდელი ბრწყინავდა?არა მგონია ყველა ერთბაშად გაფრინდეს.კორეა-იაპონიამ და თურქეთმა უფრო შეიძლება გაისროლონ.რომელიმე აფრიკულმა ქვეყანამაც.თქვენი არ ვიცი და ამ ჩემპიონატს,როგორღაც გულს გარეთ ველოდები.აღარ მაქვს ძველებური მოლოდინი და ნერვების კანკალი.დიდს არაფერს ველი.
ზაზა
მეც მინდა ახალი ჩემპიონი. სუპერსენსაციის ხილვა მსურს. ვფიქრობ, ან კოლუმბია ან იაპონია იკისრებენ რამეს.
იოანე
მართლა დავიღალეთ იმით, რაც წერია - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ურუგვაის გარდა, მუნდიალის ყველა გამარჯვებულს მეტ-ნაკლებად ფავორიტად მიიჩვენენ. ახალი გვინდა!
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი