ბლატიც, კოკოშკოვიც, ჩვენი კალათბურთელებიც და ქომაგიც დარწმუნდა, რომ მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა რეალურია

- მატჩის წინ ბიჭებს ვუთხარი - ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოს ნაკრებთან გვაქვს, რადგან ეს გუნდი ჩვენთან ერთად მომდევნო ეტაპზე გავა და იქ ქართველებთან ერთი მოგება დაბევებული გვექნება-მეთქი, - თქვა რუსეთის ნაკრების თავკაცმა დევიდ ბლატმა.

საქართველოს ნაკრების შესაძლებლობის უკეთეს შეფასებას ვერც ვინატრებდით. გუშინ ბლატიც, ქართველთა მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც, ნაკრების კალათბურთელებიც და, რაც მთავარია, ქომაგიც დარწმუნდა, რომ მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა რეალურია. რუსები ჩემპიონატის დაწყებამდე აცხადებდნენ - ჩვენი მიზანი ოლომპიადის საგზურის მოპოვებააო. რითი ვართ რუსებზე ნაკლებები? პასუხია: გამოცდილებით, რამაც გუშინ მატჩის ბედი გადაწყვიტა. არ გეგონოთ, საქართველოს ნაკრებისგან ფინალში გასვლასა და ოლიმპიადის ლიცენზიას ვითხოვთ, მთავარია, დავინახეთ გუნდის პოტენციალი.

დავინახეთ: გუნდი

ნამატჩევს ანდრეი კირილენკომ თქვა - დღეს მოედანზე ორი გუნდი იდგა, ნამდვილი, შეკრული და მებრძოლი გუნდი! დევიდ ბლატმა დაამატა: წინა წლებში ქართველებს ყველაზე მეტად გუნდურ თამაშში უჭირდათ, დღეს კი ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული გუნდი ჰყავთო.

დავინახეთ: ინდივიდუალიზმითაც გამოვირჩევით

მოდით ამის განმარტებისთვისაც დევიდ ბლატის სიტყვები მოვიშველიოთ:

- საქართველოს ნაკრებს ორი ლიდერი ჰყავს - ინდივიდუალურად გამორჩეულები ვიქტორ სანიკიძე და ზაზა ფაჩულია. გამოგიტყდებით, ზაზას ფანი ვარ. ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ ფაჩულიასა და სანიკიძის განეიტრალება იყო და ეს შევძელით. თუმცა დიდი თავსატეხი გაგვიჩინა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც ექსტრა-კლასის კალათბურთელია. როგორც აღმოჩნდა, სწორი გათვლები გაგვიკეთებია - მანუმ ბევრი კი ჩაგვიგდო, მაგრამ თამაში ვერ მოიგო.

დავინახეთ: დაცვა ქართველთა აქილევსის ქუსლი აღარ არის

მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე პერიოდის საწყის 6 წუთში NBA-ს ვარსკვლავი ანდრეი კირილენკო და მისი გუნდელები მეტად ენერგიულად უტევდნენ ქართველთა კალათს, ბურთის ჩაგდება ვერ მოახრეხეს.

- მეტოქემ ზონური დაცვა დაგვიპირისპირა და თავისუფალი გზის პოვნა გაგვიჭირდა. ასეთ დროს თამაშის გახსნა სამქულიანებით შეიძლება, მაგრამ არ აღმოგვაჩნდა საამისო რესურსი, - აღნიშნა კირილენკომ. სწორედ აქ უნდა ვახსენოთ ერთი გვარი - გამყრელიძე, რომელიც მოედანზე პირველად მესამე პერიოდში გამოჩნდა და მეტოქის გამთამაშებლებს გასაქანი არ მისცა. გასაკვირი არ იყო, რომ ნამატჩევს ტელეეთერში ჩასართავად სწორედ გამყრელიძეს უხმეს. ლაშა იგორ კოკოშკოვის საიდუმლო იარაღი აღმოჩნდა.

- პირველ ტაიმში დაცვაში გაგვიჭირდა, მეორეში კი უფრო აგრესიულად, უფრო მწყობრად დავდექით, ხისტად, ძალისმიერად ვითამაშეთ და ამიტომაც შემოვაბრუნეთ თამაში, - აღნიშნა მარკიზ ჰეინსმა. მატჩი მართლაც შემოტრიალებული იყო - 14 ქულიანი ჩამორჩენა ქართველებმა ორამდე შეამცირეს (50:52). ამ ანგარიშზე ჩვენს გუნდს ზედიზედ ხუთი შეტევის განხორციელების შანსი მიეცა, მაგრამ არც რუსეთის დაცვა იყო უმოქმედოდ და ანგარიშის გათანაბრების შანსი ვერ გამოვიყენეთ.

- მატჩის ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა, ვუხმეთ გამოცდილებას, მობილიზებას, მონდომებას და საბოლოოდ მაინც გავიმარჯვეთ, - თქვა დევიდ ბლატმა, რომელიც პრეს-კონფერენციაზე შესანიშნავი განწყობით შემოვიდა.

- დღეს უფრო ძლიერმა და გამოცდილმა გუნდმა გაიმარჯვა. წაგების მიუხედავად ჩემი შეგირდებით უკმაყოფილო არა ვარ. მათ მაქსიმუმი გააკეთეს და დიდი ჩამორჩენის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, შესაძლოა მოგვეგო კიდეც, - ეს უკვე იგორ კოკოშკოვის სიტყვებია.

- საინტერესო თამაში გამოვიდა. ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც რუსეთის დარი ძლიერი გუნდი არავის პატიობს. წინ რთული მატჩები გველის და თამაშს კიდევ უნდა მოვუმატოთ, - თქვა მანუჩარ მარკოიშვილმა.

დევიდ ბლატი კი ვილნიუსში შეხვედრის იმედით დაგვემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპის მატჩები სწორედ ვილნიუსში გაიმართება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს - ჯგუფიდან გასულები არა ვართ, ამისთვის დარჩენილი სამიდან ორი მატჩის მოგებაა საჭირო.

იხილეთ ვიდეო

საქართველო-რუსეთი 58:65

I პერიოდი

09:21 კირილენკო 2ქ (0:2)

08:50 მარკოიშვილი 3ქ (3:2)

08:11 მარკოიშვილი 3ქ (6:2)

05:58 ანტონოვი 3ქ (6:5)

05:11 ფრიდზონი 3ქ (6:8)

04:24 სანიკიძე 2ქ (8:8)

03:59 სანიკიძე 3ქ (11:8)

03:12 კირილენკო 2ქ (11:10)

02:44 კირილენკო 2ქ (11:12)

02:27 მარკოიშვილი 3ქ (14:12)

01:45 შვედი 2/2ქ (14:14)

00:48 მონია 3ქ (14:17)

00:31 ცინცაძე 2ქ (16:17)

00:03 ფრიდზონი 3ქ (16:20)

II პერიოდი

09:43 ფაჩულია 2ქ (18:20)

08:58 მოზგოვი 2ქ (18:22)

08:03 ცქიტიშვილი 2/2ქ (20:22)

07:47 შვედი 2ქ (20:24)

07:04 ფაჩულია 2ქ (22:24)

06:40 მონია 3ქ (22:27)

05:46 მონია 2ქ (22:29)

05:26 ცქიტიშვილი 2ქ (24:29)

05:09 მონია 3ქ (24:32)

04:07 კირილენკო 2/1ქ (24:33)

02:30 სანიკიძე 3ქ (27:33)

02:07 ფრიდზონი 1/2ქ (27:34)

01:33 კირილენკო 2ქ (27:36)

01:10 კირილენკო 2ქ (27:38)

00:31 შვედი 2ქ (27:40)

III პერიოდი

08:50 სანიკიძე 2ქ (29:40)

08:18 ფაჩულია 2+1ქ (32:40)

07:51 მოზგოვი 2ქ (32:42)

07:07 ფირდზონი 2ქ (32:44)

06:40 კირილენკო 2ქ (32:46)

06:21 მარკოიშვილი 2ქ (34:46)

05:45 მარკოიშვილი 3/3 (37:46)

05:20 კირილენკო 2ქ (37:48)

03:20 შვედი 2/1 (37:49)

01:55 ჰეინსი 2ქ (39:49)

01:15 ჰეინსი 3ქ (42:49)

00:55 მონია 2/1 (42:50)

00:17 მოზგოვი 2ქ (42:52)

00:04 მარკოიშვილი 3ქ (45:52)

IV პერიოდი

09:19 მარკოიშვილი 2ქ (47:52)

07:17 შენგელია 2ქ (49:52)

07:17 შენგელია 1/1 (50:52)

03:50 ვორონცევიჩი 2/2 (50:54)

03:29 კირილენკო 2ქ (50:56)

02:56 ვორონცევიჩი 2ქ (50:58)

02:41 ფაჩულია 2/2 (52:58)

02:19 ჰეინსი 2ქ (54:58)

01:53 კირილენკო 2ქ (54:60)

01:53 კირილენკო 1/1 (54:61)

01:29 ფაჩულია 2/2 (56:61)

00:28 ვოროცევიჩი 2/2 (56:62)

00:22 მარკოიშვილი 2ქ (58:62)

00:19 კრიაპა 1/2 (58:63)

00:15 ბიკოვი 2/2 (58:65)

ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან

nika
2 ქულით როცა მივუახლოვდით რუსებს ეტყობოდათ მაგარი დაღლა, მაგ დროს 4 სროლიდან 4ივე ბურთი ააცილეს, მაქედან 2 ბურთი რომ ჩაეგდოთ ქართველებს მოიგებდნენ . რუსები ბერვრად გვჯობიან კლასით და კირილენკომ ამ თამაშში 20 ქულა დააგროვა.იმედია შემდეგ თამაშს მოვიგებთ.
zuxusha
მთავარია რომ კარგი გუნდი გვყავს. წაგებას მოგებაც მოჰყვება!
geosochi
52:50 როცა იყო მაინც და მაინც მაშინ ვერ გამოვიყენეთ 4 შეტევა ზედიზედ!!! თორე როგორ დამთავრდებოდა ვინ იცის
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა