ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა

foot01: მოურინიომ ზეეფექტური კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა "რეალის" ხელმძღვანელობას დაუდასტურა

<p>ფრანგულ foot01-ში ჟურნალისტი კორენტინ ფეისი წერს, რომ &bdquo;რეალის&ldquo; პრეზიდენტად მერვედ არჩეულმა ფლორენტინო პერესმა, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელად დანიშვნის საკითხი მოაგვარა, დენზელ დუმფრისი და იბრაიმა კონატე თითქმის დაიმატა და ახლა დროა გულშემატკივრებს დაპირებული, ხმაურიანი 150-მილიონიანი ტრანსფერი შეუსრულოს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:</p> <p>&nbsp;</p> <p>&bdquo;რეალისთვის&ldquo; პრიორიტეტული შემტევი მაიკლ ოლისეა, მაგრამ &bdquo;ბაიერნი&ldquo; მას კოლოსალური შეთავაზების შემთხვევაშიც არ შეელევა. TEAMtalk-მა დაადასტურა, რომ &bdquo;სამეფო კლუბის&ldquo; ერთ-ერთი სამიზნე მართლაც პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა. დიდ მატჩებში მუდამ ზეეფექტური 25 წლის ქართველი დაცვაში კარგი თამაშითაც ძალიან მოეწონა მოურინიოს და მან კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის განხორციელების აუცილებლობა დაუდასტურა. თუმცა, ხვიჩას გაშვებას &bdquo;პარი სენ ჟერმენი&ldquo; არ დათანხმდება.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონია, სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იციან, რომ ის შეუცვლელია და მისი გაყიდვა შეუძლებელია. ერთადერთი, რამაც შეიძლება &bdquo;კვარას&ldquo; &bdquo;ბლანკოსში&ldquo; გადასვლაში ხელი შეუწყოს, ის ფაქტორი იქნება, თუ თავად გამოთქვამს წასვლის სურვილს და &bdquo;რეალი&ldquo; წინადადებით მიმართავს, რაც ჯერ არ მომხდარა. პარიზელი გულშემატკივრები მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და თითებს იმ იმედით აჯვარედინებენ, რომ მათი ახალი ფავორიტი ფეხბურთელი &bdquo;პარკ დე პრენსზე&ldquo; როგორც მინიმუმ ერთი წელი დარჩება&ldquo;.</p>

  • Sake

    კვარა,ჩემი აზრით მინიმუმ ერთი წელი კიდევ გუნდში უნდა დარჩეს.

  • ჟორა

    რეალს თუ უნდა ეს უკვე აღიარებაა და თავისი ოცნებაც ეგ იყო... მაგრამ რა გზაც გაიარა ბარსელონაში უფრო ვხედავ

  • ირაკლი

    მიუხედავად იმისა, რომ რეალის გულშემატკივარი ვარ, მგონია ხვიჩა ამ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს, მგონია რომ მისი ტალანტი და დაფასება ისეთივე არ იქნება როგორც პსჟ-ში, იქნებ როგორც რეალმა ზედიზედ მესამე ლიგაც მოიგოს

  • Emzi

    რეალის გულშემატკივარი ვერასოდეს გავხდები! იქნებ არ გადავიდეს!!!

  • ვინის გვერდით არ მინდა ვნახო

    ჩვენი რაინდი ბიჭი!

  • მორიელი

    არსად არ გადავა. დარჩება პსჟ-ში

  • ZUGDIDI

    კვარამ ყველაზე კარგად იცის სად წავიდეს.... სადაც არუნდა გადავიდეს იქ გაუმარჯოს.... კიდე ლიგაა და ბვერი ოქროს ბურთი ხვიჩასსსს..... წარმატებებიიიიიი ყოველ ნაბიჯზე საამაყო კვარას....

  • ჟორა

    გადასვლის მომხრეებს გეუბნებით: გაიხსენეთ მბაპეს ისტორია, რისთვის წავიდა რეალში. რეალი შემადგენლობით ორი თავით მაღლა დგას პსჟ-ეზე, იქ თითქმის ყველა ვარსკვლავია, მიუხედავად ამისა, მბაპეს წასვლის შემდეგ ეს გუნდები ორჯერ შეხვდენ ერთმანეთს და ორივეჯერ პსჟ-ემ მოიგო, ასევე ორივე შეხვედრა მოუგო პსჟ-ემ ბარსელონას და ეს გუნდური თამაშით მოხდა. არაა მოურინიო ცირკის დირიჟორი, რომ ერთი ჯოხის აქნევით ამდენი ვარსკვლავის დამორჩილება მოახერხოს, ამას დრო უნდა და რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობებაც.

  • მირო

    სადაა პერესის 150 მილიონიანი ტრანსფერი?სამშაბათია დღეს,ხომ თქვა სამშაბათს გამოვაცხადებო???

  • aburjga

    მაურინიოს ხელმძღვანელობით ფეხბურთი?! მე მაურინიოს ფეხბურთში ხვიჩას ნახვა არ მინდა! რეალში? არც რეალში მანცა და მაინც! მაგრამ ხვიჩამდა მამამისმა უკეთესად იციან რა სჯობს და რა ურჩევნიათ!

  • ნანა

    ყველა შემთხვევაში, სასიამოვნო წასაკითხია და ეგაა <3 <3 <3 ზეეფექტურიც მომეწონა შეფასება :))) აწი, როგორც იქნება, იქნება. ისე, The special one რეალის ხლართებს იოლად უნდა გაუმკლავდეს, ისეთებთან ჰქონია მაგას საქმე.

  • ცვეიბა

    ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთი და რეალის ფანობისგან დაბნელებული არა აქვს თვალი ან უბრალოდ კვარაცხელიას კარგის მსურველია, ადვილად მიხვდება, რომ ხვიჩას ადგილი რეალში არაა.

  • დდდ

    პირადად მე რეალის ინტრიგებისთვის არ მემეტება ხვიჩა, რადგან ამ გუნდში მხოლოდ ფეხბურთის თამაში არასდროს ყოფილა საკმარისი და ის დანარჩენი კი არაა ხვიჩას საქმე და სტილი...

  • გიორგი

    შენდა 'სამწუხაროდ' ფეხბურთელისთვის არის მწვერვალი მსოფლიოს, ევროპის და ჩემპიონთა თასის მოგება. ხვიჩა რო რეალში ყოფილიყო ორ თასს ზედიზედ ვერ მოიგებდა.

  • ზურა

    ოლისე შენ გჯობია და ოქროს ბურთსაც მოიგებს, თან უკეთესი ქვეყნიდანაც არის.

  • ოთარი

    ვინ იძახის, რომ რეალში რა უნდა ფეხბურთთან არაფერი არ გაქვთ სამწუხაროდ საერთო, ფეხბურთელისთვის არის მწვერვალი რეალში თამაში

  • გოჩა

    ისე არ მგონია პსჟმ კიდევ მოიგოს ლიგა და მეორე კვარას რეალში თამაშის გარდა ყველა ოცნება აიხდინა...ასე რომ რეალი თუ გეძახის უნდა წახვიდე თან მაურინიო თუ დაბრუნდა აღარ იქნება ბარდაგი

  • ხვიჩა კვარაცხელია

    ოლისეს წაყვანა თუ უნდათ მე რა შუაში ვარ დასამტკიცებელი არავისთან არაფერი მაქვს რაც შეეხება ოქროს ბურთს,დიდი შანსი მაქ ეს სიამოვნება არამარტო ჩემ ქვეყანას არამედ ჩემ უბადრუკ ჰეითერებსაც მივანიჭო.

  • თბილისელი

    წარმატება ხვიჩას, მისი გადასაწყვეტია ყველაფერი ( თუ ეს ინფორმაცია მართალია). რაც არ უნდა იძახოთ, რეალი მაინც რეალია,თანაც მისი ოცნება. მე მთელ ამ ამბავში კი ერთი რამ მაწუხებს, თვითონ მაურინიო.არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს უდავოდ ნიჭიერი და დიდი მწვრთნელი, ისევ იმ ფორმაშია რაც წლების წინ. დიახ,მწვრთნელიც უნდა იყოს ფორმაში, ახალი ტაქტიკა,ახალი ხედვები. არ არის ადვილი ოციოდე მილიონერი მოთამაშე ფეხბურთელის მართვა.

  • კონტეს მამა-ს

    მერე ტყიბულის მეშახტეში კი არ თამაშობს პსჟ-შია. ეს 2 წელია პსჟ ნომერ პირველი გუნდია მსოფლიოში და შემდეგ წლებშიც ასე იქნება, თან რეალში მოგებული თასები არავის უკვირს, როცა პსჟ-სთან ერთად მოგებული თასებით ისტორიას წერს. ლუის ენრიკეც ამჟამად უძლიერესი მწვრთნელია და მაგარ სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს, ხოლო მოურნიოს სტილი კი ვიცით რაც არის, პლიუს ამას პსჟ შეკრული , ერთსულოვანი გუნდია, როცა რეალში რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო მდგომარეობაა ამ კუთხით, პლიუს ამას ადაპტაციაში დრო უნდა ხარჯოს, როცა პსჟ-ში უკვე ისეა როგორც თევზი წყალში, ამიტომ ჯობია სადაც არის იქ გააგრძელოს პროგრესი. პარიზულ გუნდთან და მის ქომაგებთანაც არასწორი საქციელი იქნება ახლა რომ მიატოვოს. ერთი სიტყვით ყველანაირად ჯობია პსჟ-ში რო დარჩეს კვარა.

  • alexandre

    დაგენაცვლე, ასეთი ღვარძლიანი მირუაშვილი ჯერ არ შემხვედრია. რა დაგიშავეთ ასეთი ქართველებმა, ა? რაღაც რამსები აგერია. დარწმუნებული ვარ შენ ახლობლებიც გადაგივლიან, როგორც აქ დისლაიკებით აგავსეს. შენი ნაჯღაბნზე პასუხის გაცემას არც კი ვაპირებ. უბრალოდ გეტყვი, შენი სიმართლით იარე ამ ქვეყანაზე. თუ უბრალოდ წაიკაიფე, ბოდიში, თუ არა და შენ იცი.

  • ნიკო

    კვარასაც იგივე არ დაემართოს რეალში რაც მამარდას ლივერპულში. გარანტიები ჭირდება რომ ათამაშებენ.

  • კონტეს მამა

    კარგით რა? რა ორ წელიწადში გადავიდეს? რეალია, წყალტუბოს სამგურალი ხო არ არის? ერთელ ეძლევა კაცს შანსი ამხელა საოცნებო გუნდში გადავიდეს და კიდევ უნდა დაფიქრდეს? ვინ დაუძახებს მეორედ? რამდენი ახალი ტალანტი წამოვა ამ ორ წელში, მაგაზე დაფიქრებულხართ? 18-20 წლის ბიჭს უფრო არ იყიდიან, ვიდრე 27-28 წლის კვარას? ან იქნება მაშინაც ასეთი მოთხოვნადი? თუ დავუკვირდებით მანცდამაინც არავინ იკლავს თავს ხვიჩას გადაბირებით. მიმართა ოფიციალური წინადადებით მაგალითად ბარსამ, სიტიმ, არსენალმა ან თუნდაც ჩელსიმ? არა. ასე რომ ესეთი შანსი შეიძლება მეტი აღარც ქონდეს, ვეღარც ჩ.ლ. მოიგოს მესამედ პსჟ-ში და დარჩეს ასე იმედგაცრუებული. ხომ გამოჩნდა რომ მეორეჯერ უფრო გაუჭირდათ თასის მოგება? მესამედ ხომ უფრო გაუჭირდებათ? რადგანაც რამდენიც არ უნდა მოინდომო, ის მოტივაცია მაინც აღარ გაქვს უკვე, პირველ ჯერზე რომ გქონდა. აი რეალი კი დამშეულია, მოურინიო ამბიციური და მგონია რომ ლიგის მოგება იქაც შეუძლია.

  • Irakli

    ფეხბურთს აღარ უყურო, ნერვებსაც გაუფრთხილდები და ასეთ სისულელესაც აღარ დაწერ. ;)

  • ავთო

    არ უნდა გადავიდეს ორი წელი მაინც

  • თემო მირუაშვილი

    ზეეფექტური კვარაცხელია კი არა - ზეეფექტური დიდი კვარა - პირველი, ანაც ზებუნებრივი და ზეეეფექტური!! ასე უფრო მყვირალა სათაური გამოვიდოდა, თანაც უფრო დამმუხტავდა კვარას მეხოტფეთა და ფარისეველთა არმიას, ანუ მათ ვისაც მართლა სჯერავთ, რომ პსჟ-ს ტიტულები, მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ სხვები - რუსი მეკარე, ბრაზილიელი მარკინიოსი, ეკვადორელი პაჩო, პორტუგალიელი ვიტინია და ნევეში, მაროკოელი აკიმ ფაშა, ესპანელი რუიზი,უკრაინელი ზაბარნიი, დეუ კოტ დიუარიდან და დემბელე ნიგერიული წარმოშოით, უბრალოდ სტატისტის როლში იყვნენ მინდორზე, რომ ფინალის მოგება შეიძლება ერთი მოპოვებული პენალტით, რომ იმ პენალტს,რომ კიდევ გატანა უნდა, შემდეგ, როგორმე დამატებით ტაიმებამდე მიაღწიო, ორი უმძიმესი ექსტრა ტაიმი ჩაატარო და დრამატული პენალტების სერიით მოიგო, თურმე მარტოდ კვარას მოპოვებული თასი ყოფილა, ვითომ და პენალტი რომ არ მოეპოვებინაოო...მაგ ლოგიკით, დემბელეს რომ არ გაეთამაშებინა ის კედელი თავისუფალ ზონაში, მცველი რომ არ შეხებოდა ფეხზე, და პენალტი არ დაენიშნა მსაჯს, არც არაფერი მოხდებოდა, ბურთი უბრალოდ გადავიდოდა პირით ხაზ იქით......უფრო მეტიც ამ მომენტის შემდეგ ის საერთოდ შეცვალეს და ფინალის გადამწყვეტი პერიპეტიები სკამიდან უყურა, ხოლო ის პერიოდი რაც მოედანზე იყო არსენალის ტოტალური უპირატესობით მიდიოდა და ისე ჰყავდათ ამოკეტილი, რამდენიმე უკან პასის მეტი არაფერი გაუკეთებია.....და ბოლოს!! პსჟ-ემ დასრულებულ გათამაშებაში 50 გოლი გაიტანეს და დაახლოებით ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთეს, ხოო და რას გიკვირთ ამ დონის ფეხბურთელის მიერ,რომელიც ასე აწყობილ გუნდში თამაშობს, შიდა ჩემპიონატში შეუძლია განწყობის მიხედვით ითამაშოს ნახევარი ძალით და მხოლოდ ლიგაზე კონცენტრიდეს, 10 კინკილა გოლი არ მგონია არც ზეეფექტური და ზებუნებრივი..თუ არა და რაღა დარჩა, ერთი, წმინდანის სტატუს თუ მივანიჭებთ სიცოცხლეშივე.....

  • ჟორა გაბრიჭიძე

    წელს მსოფლიოს ჩემპიონატია და მისი დამთავრების შემდეგ, როცა ოქროს ბურთზე დავა გაიმართება კვარას ბრწყინვალე სეზონი ლიგაზე არავის გაახსენდება, ამიტომ კვარას მხოლოდ გაისად აქვს 100%-იანი შანსი პსჟ-ეს შემადგენლობაში ოქროს ბურთი მიიღოს, რადგან სამგზის თასის მფლობელი იქნება. ოქროს ბურთი რომ მიიღო ამაში კოლოსალურია გუნდის დახმარება, ხომ ნახეთ შარშან როგორ უწყობდა პსჟ დემბელეს ხელს ბურთი რომ მიეღო. რეალში კვარას ბურთის მისაღებად არავინ დაეხმარება, პარიზში კი უდიდესი შანსია. ბავშვობის ოცნების ასრულება რა საჩქაროა? კვარა 8-10 წელი კიდევ ითამაშებს დიდ ფეხბურთს, ამიტომ ერთი სეზონი არსად წასვლა არ შეიძლება.

  • თამაზ

    შეგახსენებთ იულიუს კეისრის გამონათქვამს "მირჩევნია პროვინციაში ვიყო პირველი, ვიდრე რომში მეორე". ხვიჩა პსჟ-ს ერთპიროვნული და აღიარებული ლიდერია. რა უნდა რეალში, სადაც ყველა ვარსკვლავია და ყველა "ნომერი პირველია"? მომავალ წელს საფრანგეთის ჩემპიონი უეჭველი გახდება, ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს, ხელფასი არა მგონია, რეალში მეტი ქონდეს, პარიზში ცხოვრებას უკვე მიჩვეულია. რეალში ესპანეთის ჩემპიონობა საეჭვოა, ლიგის მოგების შანსი არაა და რაზე აიტკივოს აუტკივარი თავი? ეხლა არ დამიწყოთ ჭკუაზე დარიგება, ხვიჩა თუ გადავიდა, ლა ლიგასაც მოიგებენ და ჩემპიონთა ლიგასაცო.

  • zura222

    ანუ ოლისე მაგათთვის კვარაზე უკეთესია ? და ოლისეს ამბავი თუ არ გამოვა კვარა "ზაპასნოიად" ყავთ ? @ მთელი მსოფლიო აღიარებს კვარას საუკეთესო გარემარბად და რეალელებს მაინც ოლისე მიაჩნიათ საუკეთესოდ @ ხოდა წაიყვანონ ოლისე და კვარას შეეშვან ! და თვითონ კვარაც უნდა შეეშვას რეალზე ოცნებას ! რამდენი სუპერვარსკვლავი ჩაკლა რეალმა ვინ მოთვლიის @ მოკლედ საშიშია რეალი !

  • სიმართლე

    გადავა და რაც მბაპემ მოიგო იმას მოიგებს. რეალს არაფერი ეშველება კაი ხანი.

  • lasha

    გადავა რეალში დარწმუნებული ვარ. წელსვე დაიწყება მოლაპარაკება. გარიგდებიან და 2 წელიწადში გადავა რეალში, თუ მომავალ სეზონში არა. წელს პსჟ-ში დარჩება

  • ABARA

    ნუ ღელავთ ასე ხალხო! ჩვენს გარეშეც გაერკვევიან ოჯახში რამენაირად:). სასიამოვნო ჩვენთვის, როგორც გულშემატკივარისთვის ისაა, რომ მსგავს საუბრებს უკვე როგორც ჩვეულებრივ მოვლენას ისე აღვიქვამთ. ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვინ იფიქრებდა იმას, რომ რეალი კვარაცხელიას დაუძახებდა და ჩვენებური უარზე დადგებოდა:), თუმცა შესაძლოა სწორედ ასე მოხდეს.

  • Gio

    Igive shemadgenloba eyoleba psjs welsac. Da kidev moigeben ligas.

  • Giorgi

    ჩემი აზრით უნდა გადავიდეს კი დალაგებულ გუნდშია და საუკეთესო ფორმაში არიან მარა ხვიჩას მარტო უწევს თამაში პასებს ეგენი არ აძლევენ.. ხვიჩას გამთამაშებელი რომ ყავდეს მანდ ვინ ჩემი ფეხები იქნებოდა დემბელე. ამიტომ ჯობია გადავიდეს თავის საოცნებო გუნდში ყოველთვის არ ექნება რეალისგან შემოთავაზება

  • Levani

    მოურინიო რომ რეალში სიტუაციას დაალაგებს უეჭველია? ჩემი აზრით ამის შანსი 25-30% უფრო სავარაუდოა რომ თუ დაალაგებს იმასაც მთელ წელს მოინდომებს. ამასობაში კიდევ პსჟ 3-ე ლიგაზე გაიწევს. გუნდში იდეალური სიტუაცია, სუფთა ფეხბურთის თამაშის სურვილი ყველა ფეხბურთელში და არა მგონია მოტივაცია მოაკლდეს რომელიმეს 3-ე ლიგა დადონ ზედიზედ. კიდევ ერთი მომენტი -ეს წელი მსოფლიოს ჩემპიონატია და ყველა გადაღლილი იქნება - შესაბამისად შემოდგომაზე ყველას ტრავმები დაეწყება და პსჟ-ს უპირატესობა არის საფრანგეთის ჩემპიონატის თამაშებში როტაციის შესაძლებლობა. ასე რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით და კიდევ თუ 1-2 კარგი ტრანსფერი გააკეთეს პსჟ 2026-2027 ლიგის ფავორიტია და რა უნდა რეალში. თან პატარა ბავშვი ჰყავს,ოჯახის გადაყვანა ახალ გარემოში რაც არ უნდა იყოს მაინც სტრესია. არ ვმოზგაჩობ თქვენ ძმობას ვფიცავარ, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. გადავა სხვაგან და იმ სხვას ვუგულშემატკივრებთ მერე რა პრობლემაა. ისე თუ ჩემპიონატს ადარებთ პრემიერლიგა ჯობია ეგრე ყველას.

  • სასაცილოდ ჟღერს

    თუ ოლისე არ გამოვა რადგან ბაიერნი არ შეეეელევა თურმე…. აგერ კვარა და მისი ჯანი 😁

  • Rigiti

    გეთანხმები, ჩემპიონთა ლიგის ორი თასის მფლობელს ჩვენი ჭკუის სწავლება ნამდვილად არ სჭირდება!!!

  • მარგალი

    ჯერ ერთი რეალი ახლა არ არის საოცნებო გუნდი. მეორე, მაურინიოს პოხონდრიები და არაპროგნოზირებადი ხასიათი. მესამე, რა ოლისე, რის ოლისე, ის თუ არა მაშინ ხვიჩა? მეოთხე, ენრიკეს გუნდი ფეხბურთის ისტორიაში ხვიჩას დახმარებით ერთ-ერთი საუკეთესოა!!!

  • კონტეს მამა

    კარგით რა, რა პარიზელი გულშემატკივრები? მესისა და მბაპეს წასვლა გადაიტანეს და არც ხვიჩას გამო ჩაიცვამენ შავებს. თუ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უგულშემატკივრებენ მბაპეს? ვფიქრობ არც ნეაპოლში მისტირიან ხვიჩას. უმალვე დაასახელეს მაკტომინეი საყვარელ ფეხბურთელად.სხვა დროა. რონალდო არაბეთში თამაშობს, მესი ამერიკაში და ეს ნორმალურია. სადაც უკეთრესად იქნება ხვიჩა - იქ უნდა ითამაშოს. 25 წლის კაცია უკვე, მრჩევლებიც ბლომად ყავს, ასე რომ სწორ არჩევანს ნამდვილად გააკეთებს. საყურებლად ალბათ მაინც ესპანეთის ჩემპიონატი ჯობია. მთავარია ჯანმრთელად იყოს და სადაც გაეხარდება, იქ ითამაშოს.

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა

Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა

"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ

ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა

მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ

სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა

[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია

[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო

"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა

სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ

"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები

პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს

"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა

Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?

"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა

ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

სპორტული დებატები: "რეალი" თუ "ბარსა"? - ახალი პროექტი

[VIDEO] წიტაიშვილმა "ბერნაბეუზე" ითამაშა - "რაიო ვალეკანო" "რეალთან" დამარცხდა