საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

8 ივნისს, ირისნ ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ მთავარ მწვრთნელნთან ერთად კომენტარი ჩვენი გუნდის შემტევმა, ნინი ბუხრიკიძემ გააკეთა.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბოლო მატჩში სასტარტო შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია გვაქვს და ამიტომ ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ. ვფიქრობ, ამ საკვალიფიკაციო ციკლიდან დადებითი მხარეებიც უნდა დავინახოთ. ვიცი, რთულია კარგზე საუბარი, როცა მარცხდები, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რეალობა კი ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა.

ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ პირველ რიგში იმისთვის ვართ, რომ თამაშით სიამოვნება მივიღოთ, რადგან ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ბოლომდე ღირსეულად წარმოადგენენ ეროვნულ ნაკრებს. ახალ ფეხბურთელებს შანსს მივცემთ. ერთ-ერთი მათგანი, 15-წლამდე ნაკრებიდან იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ და ამ მატჩითაც ვისიამოვნოთ. ასევე, გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ამ პერიოდში გუნდის გვერდით იდგნენ".

ნინი ბუხრიკიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "საბერძეთი ძლიერი მეტოქეა. სამწუხაროდ, გასვლითი მატჩი დავთმეთ, თუმცა საკუთარ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. გუნდში კარგი განწწყობაა და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი მაქსიმალურად დაგვეხმარება ხვალინდელ შეხვედრაში".

საქართველო - საბერძნეთის ქალთა ეროვნული გუნდების მატჩი 9 ივნისს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ბათუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ბათუმი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ანა პავლიაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ვერე, თბილისი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი) მაიკო ბებია (იუქსეკოვასპორი, თურქეთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო ბოულინგ გრინი, აშშ), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

NAKREBI.GE

alexandre
წარმატებებს გისურვებთ, გოგონებო. იმედი მაქვს, ნელ ნელა ჩვენი ნაკრებიც გახდება ერთ ერთი საუკეთესო ევროპაში.
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
მოლდოვა 0:1 საქართველო
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბერძნეთთან მარცხით დაიწყო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
მოლდოვა 1:0 საქართველო
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი