ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანური მასტერკლასი და ქართული სირცხვილი

ესპანური მასტერკლასი და ქართული სირცხვილი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქუთაისში გამართულ შეხვედრაში ესპანელ თანატოლებთან 2:7 განადგურდა
ქუთაისი. ცენტრალური. 12000 მაყურებელი

საქართველო-ესპანეთი 2:7

0:1 ისკო (4), 0:2 მორენო(11), 0:3 ისკო (23), 0:4 მორენო (28), 0:5 მორენო (29), 0:6 კანალესი (41), 1:6 მარტინესი (52.ს.კ), 1:7 ბარტრა (62), 2:7 კვეკვესკირი (88)

საქართველო ესპანეთი

4-2-2-1-1 4-3-3

მაკარიძე დე ხეა

აფაქიძე მალო

კვერკველია ბარტრა

კაკუბავა ამატი

ჯიშკარიანი პლანასი

ჭანტურია რომეუ ვიდალი

თარხნიშვილი კანალესი

კვეკვესკირი მუნიანი

შეყილაძე ილარამენდი

ძალამიძე მორენო

მჭედლიძე ისკო

მწვრთნელი: მწვრთნელი:

ო. გაბელია ლ. მილა

46.ჯიშკარიანი-იოსელიანი

67. ძალამიძე-ოქრიაშვილი

75.ჭანტურია-ყაზაიშვილი

სათადარიგოები: ზარქუა, ბრაჭული, ბეგლარიშვილი, ქობალია.

30.ამატი-მარტინესი

60. ილარამენდი-პერესი

66.როანი-ვასკესი

სათადარიგოები:

მაილო, ფერნანდესი, სერხიო რობერტო, ტელო,

გაფრთხილება: აფაქიძე(55), იოსელიანი(61), ვასკესი(74)

არბიტრი: სტიუარტ ეტუელი (ინგლისი)

რა უნდა ვთქვათ მატჩზე, რომელშიც 2:7 დავმარცხდით და რომლის პირველ ტაიმში ჩვენი ახალგაზრდები ესპანელებთან 0:6(!) განადგურდნენ. ძალიან ძნელია, შენი ქვეყნის ნაკრებს ასეთ დღეში რომ ხედავ, თორემ ვინც პატრიოტული მოტივი გვერდზე გადადო და თამაშს ცივი გონებით უყურა, ესპანელთა ბრწყინვალე თამაშით ნასიამოვნები დარჩა.

სამწუხაროდ, ქუთაისში ფეხბურთი მხოლოდ ესპანელებმა ითამაშეს, ჩვენებს კი მათთან ბრძოლის და ღირსეულად დამარცხების უნარიც არ აღმოაჩნდათ. მართალია, ჩვენი გუშინდელი მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ ასეთ ჯოჯოხეთურ მარცხს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, 2:7 რა მოსატანია: შესვენებამდე, 0:6-ისას, ჩვენი დემორალიზებული გუნდის შემხედვარე მაყურებელი იმას შიშობდა, სულაც ორნიშნა რიცხვით არ წაგვეგო...

ესპანელებმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს და ქართველებს ,,მისალმებაც არ აცადეს": ისკომ ჩვენი მცველების უნიათობით ისარგებლა, როდრიგო მორენოს მიერ დარტყმულ და მაკარიძის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ტრიბუნები მე-4 წუთზევე დაადუმა.

სტუმრებმა უფრო აქტიურად განაგრძეს გაბელიას გუნდის შევიწროვება, ბურთს აკონტროლებდნენ და ,,ბარსელონას" ყაიდაზე, მოკლე პასებითა და ინდივიდუალური გარღვევებით ჩვენს დაცვას სტატისტის როლში ამყოფებდნენ. ბრწყინვალედ მოთამაშე მუნიანის, კანალესის, მორენოსა და როანის შეჩერების რესუსრსი არ ჩანდა.

მიუხედავად ესპანელთა უპირატესობისა, ქართველებს მალევე შეეძლოთ გათანაბრება და ჭანტურიას პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილ მჭედლიძეს შანსი რომ გამოეყენებინა. მე-11 წუთზე მორენომ ჩვენი მცველების ბედოვლათობით ისარგებლა და მეორეც გაგვიტანა, რასაც სულ მალე ისკოს ბრწყინვალე გოლიც მოჰყვა.

ესპანელი კარგად გასცდა კაკუბავას და წინ გამოსულ მაკარიძეს ბურთი თავზე გადაუგდო - 3:0.

ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მთლიანად მოიშალა. ესპანელებს რაც მოესურვებოდათ, იმას აკეთებდნენ. მათ ყველაფერი ძალიან იოლად გამოსდიოდათ. ხუთიოდე წუთში ტრიბუნებზე მყოფმა 100-მდე ესპანელმა გულშემატკივარმა კიდევ ერთი გოლი იზეიმა. მორენომ ყველაფერი უზადოდ შეასრულა და - 0:4. წუთიც არ იყო გასული, რომ ,,ბენფიკას" თავდამსხმელმა ჰეთ თრიკი შეასრულა.

სამწუხაროდ, გულშემატკივრების ერთმა ნაწილმა მეხუთე გოლის შემდეგ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი თავისიანების ქომაგობაზე და ჯარიმის დასარტყმელად გამზადებულ სერხიო კანალესს კიდევ ერთი გოლის გატანისკენ მოუწოდა... ვალენსიელმაც, თითქოს მათი შეძახილი შეისმინაო, საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და მაკარიძეს შანსი არ დაუტოვა.

ცხადია, ჩვენი ახალგაზრდების გუშინდელი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და გულშემატკივრებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, მაგრამ ასეთ საქციელს გამართლება მაინც არ აქვს.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ რამდენჯერმე გადავრჩით და, ჩვენ რომ ვერაფერს გავხდით, თავად ესპანელებმა დაგვასაჩურეს: მარტინესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ბარსელონელმა ბარტრამ თანაგუნდელის შეცდომა მალევე გამოასწორა და თავურით მეშვიდედ აიღო მაკარიძის კარი. მატჩის მიწურულს კვეკვესკირმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და ჩვენც იმით თუ ვინუგეშებთ თავს, რომ ამ მატჩში გოლები მხოლოდ ესპანელებს არ გაუტანიათ და საერთოდაც, მეორე ტაიმი ქართველების გამარჯვებით დასრულდა (2:1)... ოთხ დღეში ესპანელებთან ლუგოში მეორე მატჩი გველის და იმედია, იქ სულ სხვანაირ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ.

პრესკონფერენცია

ოთარ გაბელია: ,,ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ვარჯიშების დროს ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, ზურგს უკან კაცი არ გაგეპაროთ-მეთქი და პირველი და მეორე გოლებისას სწორედ ეს დაემართათ. უყურადღებობის გამო ორი ბურთი დებიუტშივე მივიღეთ, მესამე გოლის შემდეგ კი გუნდი საერთოდ მოიშალა.

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია და რთულია მასთან თამაში, მაგრამ ჩვენი სუსტი თამაშით ესპანელებს კიდევ უფრო გავუადვილეთ საქმე. ზოგიერთმა ჩვენს მიერ მიცემულ დავალებებს საერთოდ ვერ გაართვა თავი. მწარე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ერთი თამაშით ყველაფერი არ მთავრდება. "არსენალმა"-"მანჩესტერთან" 2:8 რომ წააგო ფეხბურთის თამაშს უნდა დაანებოს თავი?

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ფეხბურთელებს ესპანეთისნაირ გრანდებთან თამაში უჭირთ. ეს ფიასკო ამათთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ზოგიერთი შეშინებული თამაშობდა, ფერი არ ედო სახეზე. ყველა თამაშში უნდა იბრძოლონ, უნდა მიეჩვიონ გრანდებთან თამაშს და ფეხბურთზე უნდა იფიქრონ მეტი. ზოგს ფეხბურთელი ჰგონია თავი, არადა ჯერ არაფრისთვის მიუღწევია. მეორე მატჩისთვის ცვლილებები იქნება, მაგრამ ეროვნული ნაკრები არა ვართ, რომ 15 ფეხბურთელი გავუშვათ და სხვები გამოვიძახოთ. შესარჩევი ახლა დაიწყო და ასეთი მარცხის მიუხედავად, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.

ლუის მილლა: "ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ და ქუთაისური შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისევე როგორც საქართველოსთვის, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად ხორვატია დაამარცხა. რთული თამაშის მოლოდინში ვიყავი. სწრაფმა გოლებმა საქმე გაგვიადვილა და ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ჩვენთვის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ანგარიში. ვფიქრობ, რომ ესპანური შეხვედრა უფრო დაძაბული და რთული იქნება. საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და ჩვენ ამ გამარჯვების გამო მოდუნებისა და მეტოქის შეუფასებლობის უფლება არ გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• edinburg

პატივცემულო ვოვა, მინდა შეგახსენოთ რომ გაბელიას თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა სომხეთთანაც წააგო, სახლში, 0–2. ასე რომ სანამ გაბელიას ადვოკატობას აიღებთ თქვენს თავზე, მის მოღვაწეობას და ნაკრების სტატისტიკას გადახედეთ. რაც შეეხება, "ნეუდაჩნიკობას", ცხადია არ აგყვებით მსგავს გამონათქვამებში და მეტყველების მანერაში, მაგრამ "ნეუდაჩნიკი" არის ადამიანი, რომელსაც არ სწამს საკუთარი თავის და წინასწარ შეგუებულია მარცხს და წაგებას და მეტზე პრეტენზიაც არ აქვს. ეხლა ვინაა "ნეუდაჩნიკი", ხალხმა განსაჯოს... პ.ს. ხო, ამ "საზიზღარმა" გულშემატკივარმა დღეს მესხის სტადიონიც არ შეავსო, ყველაფერი გულშემატკივრის ბრალია...

• dato32

იმედია, დღეს საქართველოს ნაკრები ხასიათს გამოგვიკეთებს!!!

• dato32

merabi43 ვინმეს გვერდით გახმობა და საქმის გარჩევა არც მიფიქრია. ამისგან ღმერტმა დამიფაროს.ყველას აქვს საკუტარი აზრის გამოთქმისა და დაწერის უფლება.უბალოდ მინდოდა იმ ადამიანს გავსაუბრებოდი, ფეხბურთზე გველაპარაკა, ერთმანეთისთვის ცივილურ ფარგლებში აზრი გაგვეზიარებინა და არა აქ მონადირესავით ჩასაფრებულ პოზიციაში. ამაში რა არის ცუდი? საუბრის შეთავაზება მაინდამაინც საქმის გარჩევას ნიშნავს?

• Vova

რადგან პოზიტიური აზრი გამაჩნია აუცილებლად ვინმეს ვინმე უდა ვიყვე?!რაღაც ბავშვურად მოგდის, მე პროფესიონალი სპორცმენი ვარ რომელმაც მოგების ხიბლიც იცის და წაგების უსიამოვნო განწყობაც, დამარცხებულს რაგბში ტაშით აცილებენ,კრიტიკა უნდა იყოს აუცილებელიცაა მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ საჯდომზე ზემოთ ვერ ახტები! რაც შეეხება გაბელიას 4-2-2-1-1 ძალიან სარისკო იყო და ეს განლაგება ესპანეთს ვერაფერს ვერ უზავდა(ჩემი აზრით)ბიჭები კიდევ ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მზად ესეთი შეტაკებისთვის და ევროპის ჩემპიონს დაუპირისპირდნენ არ დაგავიწყდეს,ამხელა ნერვული წნეხის ქვეშ კიდევ კარგად უთამაშიათ,გინებას და ლანძღვას მართლა არ იმსახურებენ!შრომა და წაქეზება თუ ჭირდებათ ქომაგი იმისთვის არის რომ გაამხნევოს და არა აძაგოს და აგინოს,თუ ესეთი მაგარი ხარ სინჯე ბატონო ვინმე გიჭერს?! მე ვუსურვებდი ჩვენ სპორცმენებს ფინანსებს და საწვრთნელ გარემოს და ქომაგებს ერთგულებას ჭირშიც და ლხინშიც! მეტი ამ თემის გაგრძელება წყლის ნაყვაა დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრები თავისას იტყვის უკეთესი პირობების შექმნის შემდეგ როგორც ფედერაციის მხრიდან აგრეთვე გულშემეტკივრების გვერდში დგომით

• irakli

vova გაბელიას ვინ ხარ შენ? :)

• Vova

უნგრეთმა ინგლისს 7-1 მოუგო.ამიტომ ინგლისს ფეხბურთის თამაშისთვის თავი უნდა დაენებებინა?! თავად ესპანეთს აქვს 2 წაგებული იტალიასთან და ინგლისთან 7-1.7-1 თქვენ ხართ ნეუდაჩნიკი ხალხი რომელსაც ქომაგიც კი არ შეგიძლიათ ნორმალურად,გაბოროტებულ რეპლიკებს ყვირიხართ და არაადეკვატურ წამოყვირების მეტი არაფერი შეგიძლიათ, 7-2 წაგება ესპანეთთან არაუშავს,სომხებთან რომ წაგვეგო მართლა საგანგაშო იქნებოდა,ეხლა დასაფიქრებელია და მუშაობას უნდა მოუმატოთ,მატერიალურად რატომ არ უკვირდებით რამდენად წინ არის ესპანური გუნდი?!

• vova

უნგრეთმა ინგლისს 7-1 მოუგო.ამიტომ ინგლისს ფეხბურთის თამაშისთვის თავი უნდა დაენებებინა?! თავად ესპანეთს აქვს 2 წაგებული იტალიასთან და ინგლისთან 7-1.7-1 თქვენ ხართ ნეუდაჩნიკი ხალხი რომელსაც ქომაგიც კი არ შეგიძლიათ ნორმალურად,გაბოროტებულ რეპლიკებს ყვირიხართ და არაადეკვატურ წამოყვირების მეტი არაფერი შეგიძლიათ, 7-2 წაგება ესპანეთთან არაუშავს,სომხებთან რომ წაგვეგო მართლა საგანგაშო იქნებოდა,ეხლა დასაფიქრებელია და მუშაობას უნდა მოუმატოთ,მატერიალურად რატომ არ უკვირდებით რამდენად წინ არის ესპანური გუნდი?!

• irakli

მე ის მიკვირს ჟურნალისტები რატომ არ განიხილავენ ახალგაზრდულების ტაქტიკურ სქემას? იქნებ რამე შეცდომა იყო... გულშემატკივრებთან ვის რააქვს სათქმელი ხალხმა გაავსო სტადიონი თითქმის... მე კიდევ გირჩევთ გაბელიას ტაქტიკურ მონახაზზე დასვათ კითხვები... ჯერ ერთი მე თამაშის წინ ვერ მოვისმინე სამწვრთნელო შტაბისგან თუ რას ვუპირისპირებდით გარდა იმისა რომ არ შეიძლება თურმე ესპანეთმა ყველგან და ყველაფერი მოიგოს... ესეიგი ალბათობის თეორიას უნდა გადავერჩინეთ... და მეორეც , განა შეიძლება ესპანეთთან სასტარტოში ათამაშო: შეყილაძე, ძალამიძე, ჭანტურია და მჭედლიძე ერთად??

• jibzu

მერე მე გავიღო მაგის ხარჯი? ფედერაცია რას აკეთებს? სხვა რამე არსებითი ფუნქცია ააქვს? რატომ არ სთხოვთ? ადექით და თქვენ დააფინანსეთ მაშინ ეგ კარგი ცხოვრება.

• merabi43

ჩვენი ჟურნალისტების ნაწილი ქურდულსა და მაგარ ბიჭულზეც გადასულან. აი ამას ქვია გავფრენილვართ უკვე. jibzus კი ერთ ვეტყოდი. ყველას ნუ დაუთმობთ თქვენს ყურადღებას. ნუღარ წავიკითხავთ დავით კოხრეიძის ნაწერებს და ვსიო. აბა ჩვენ სხვა რა შეგვიძლია? "გვერდზე" ხომ არ გავიხმობთ. და როდესაც კალმოსნობაზე პრეტენზიას აცხადებთ, მართლა მეტი მოთმინების ვალდებულებას კისრულობთ ბატონო დავით და ეს აგრესიაც უნდა დაიკოთ. ეს გაითვალისწინეთ.

• edinburg

რა ბალხი არა აქვთ, რა პირობები არა აქვთ, რეებს ლაპარაკობთ? რას ამართლებთ, რომ ესპანეთთან 2–7 წავაგეთ და არაუშავს?? ეხლა მაინც აქვთ ეროვნულ ნაკრებებს მეტ–ნაკლებად ისეთი პირობები რომ ასე სამარცხვინოდ არ აგებდნენ. შეიძლება თქვენთვის არაუშავს და 0–25–ზეც არ იტყოდით არაფერს, მაგრამ ჩვენ, გულშემატკივრებს მიგვაჩია რომ ახალგაზრდული ნაკრები ასე სამარცხვინოდ არ უნდა აგებდეს, თუნდაც ესპანეთთან. და მარტო ესპანეთთან წაგებაში არ არის საქმე, სხვაც ბევრი გვინახავს და საკმარისია.

• vova

ტელევიზორიდან და "ტაბურეტკიდან"ფეხბურთში ყველა პეკლეა ან მურინიო. თქვენ ბიძიკო 90წუთი სირბილი და სხარტი აზროვნება თუ შეგიძლია მიმართე გაბელიას და ეგება აგიყვანოს ნაკრებში! ერთი რამ გევალებათ რომ 11 ახალგაზრდას მოტივაცია გაუკეთოთ 90 წუთი და ეგეც გეზარებათ და მაგაშიც უნიჭოები ხართ,ქართველების ბუნებაა რომ ყოველთვის სხვას გადააბრალო რამე პრობლემა! ახალგაზრდები დაუკავშირდნენ მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ კლუბს რომელსაც არც ფიზიკური და არც ტაქტიკური პრობლემები და დეფიციტი გააჩნია,ესპანეთში ინსტიტუტები მუშაობს და პროფესორები არიან ჩართული ფეხბურთელების ზედმეტად განვითარებისთვის,გაანძრიეთ ეგ დაობებული ტვინები სანამ ამ ბიჭებზე რამე ნეგატიურს დაწერთ და დააკომენტარებთ, ძალიან ბევრია სამუშაო რომ ესპანელებს ტოლფასი წინააღმდეგობა გაუწიოთ.ამ ბიჭებს მორალური და მატერიალური ხელშეწყობა ჭირდება ეხლა ყველაზე მეტად დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ნაკრები მოვა დრო და დამსახურებულად აიმაღლებს რეიტინგს მსოფლიო ფეხბურთში. ტაისონი გაილახა და შუმახერი დამარცხდა,სპორტში ხან წააგებ და ხან მოიგებ მაგი დიდი ტრაგედია არ არის გული დამწყდა რომ ვერ გაუწიეთ საკმარისი კონკურენცია ესპანელებს,მაგრამ რომ ვიცი მათი შესაძლებლობა ხმას მოზარდებზე როგორ ამოვიღებ?! ბალახი არ აქვთ რომ ბურთი აგორავონ სწორედ რაზეა საერთოდ საუბარი

• Nel

გულშემატკივრების საქციელს გამართლება მართლაც არ აქვს, ოღონდ არა იმიტომ რომ კანალესს გოლის გატანისკენ მოუწოდებდნენ, არამედ იმიტომ რომ გაბელიას და არა მარტო მას ობსტრუქცია არ მოუწყვეს თამაშის შემდეგ. ისე, საინტერესოა, გაზეთმა "ლელომ" ქართული ეროვნული ნაკრებების რომელიმე მწვრთნელი ბოლოს როდის გააკრიტიკა. ისიც მაინტერესებს, რომელიმე სპორტული ჟურნალისტი გაბელიას, როგორც მწვრთნელის უგზო–უკვლო "ნიჭიერებაზე" თუ გაბედავს რაიმეს თქმას. გულშემატკივრების კრიტიკას, "დიდი სტრატეგი" გაბელია და გუშინ მინდორზე მოსიარულე 11 ქართველი "ფეხბურთელი" გააკრიტიკოთ, ცუდი არ იქნება.

• dato32

როგორც ჩანს, ძალიან ჩაძირულხართ ინტელექტსა და შინაგან სამყაროში.გმადლობთ რჩევა-დარიგებებისთვის, მაგრამ სანამ ბოდლერზე დაიწყებდეთ საუბარს აჯობებს დავამთავროთ.

• jibzu

იმ გულშემატკივრის გული ჩაიხედეთ ვინც ითხოვდა იმ ჯარიმისას გოლს და მათი მოტივაციის ახსას შეეცეადეთ, თუ ამის საშუალებას იძლევა ინტელექტი და შინაგანი სამყარო. თორემ არავინ ამბობს, რომ საქართველო-ესპანეთისას ესპანეთს უნდა ვუგულშემატკივროთ გულცრფელადო. მხოლოდ წერა არაა, წაკითხვა და გაგებაც უნდა შეგეძლოთ!!!

• tengo1122

მეგობრებო, გასაგებია, რომ ყველა გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ არ არის საჭირო ეს გამოკიდება ყოველ სიტყვაზე. მკითხველსაც მოვუწოდებ კორექტულობისკენ, არაფერი ამ სტატიაში იმაზე მეტად გამაღიზიანებელი, ვიდრე გუშინდელი "ფეხბურთი". ასევე ჟურნალისტსაც ვთხოვდი თავის შეკავებას ცალკე დავილაპარაკოთ და "გვერდზე გამოდის" სტილში. თქვენ ჟურნალისტი ხართ და ზოგჯერ მეტის ატანაც და თმენაც მოგიწვეთ. ასე, რომ დავმშვიდდეთ და დღეს თემურს და ბიჭებს დავუჭიროთ მხარი.

• jibzu

შეურაწყოფის განზრახვა ვის აღეძრა, ცალსახად იკითხება ქვეტექსტში :D იქნებ დამისახელოთ მხოლოდ ერთი სიტყვა, რომელიც იყო არა კორექტული, რითიც ის იქნებოდა შეურაწმყოფელი? ისე კი მესმის თქვენი... აგარ დავამთავრებ. P.S. ცინიზმს ნიჭი უნდა, ვერ გამოგივიდათ :)

• dato32

jibzu მორალს არავის ვუკითხავ და გთხოვ, შეურაცმყოფელ კომენტარებს თავი დაანებოთ.თუ კარგად წაიკითხეთ ვწერ გულშემატკივრების ერთ ჯგუფზე, რომლებიც ესპანელთა ჯარიმის დროს გოლს ითხოვდნენ.კანალესმა რომ გაიტანა მერე მართლა დადუმებული იყო სტადიონი. ყველას რომ ესიამოვნოს ისეთ რეპორტაჟებს თუ ვერ დავწერ ჟურნალისტობას თავი უნდა დავანებო? იქნებ თქვენი ნომერი მომწეროთ და რეპორტაჟების დაწერის წინ შეგითანხმებთ ხოლმე ლელო რომ არ ვაზარალო... შეგვიძლია ამ თემაზე საუბარი ერთი ერთზე გავაგრძელოთ.

• jibzu

გუშინ მოთამაშე ფეხბურთელებმა თამაშს, ხოლო თქვენ კი ჟურნალისტობას უნდა დაანებოთ თავი ბატონო დავით. აი ეს არის კეთილსინდისიერი მაქსიმალიზმის კანონი. გუშინ მოთამაშე "ფეხბურთელებით" საქრთველო, თქვენით კი გაზეთი "ლელო" იზარალებს. ამიტომ ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელი სახლისაკენ ჰერი _ ჰერი რა.

• jibzu

რატომ კადრულობს ვინმე დავით კოხრეიძე იმის სწავლებას, თუ რას აქვს გამართლება და რას არა? აბა სამკვდრეთისათვის უნდა ეგულშემატკივრა ხალხს? აზრი ჰქონდა? მკვდარი უნდა იტირო თუ უნდა ეხვეწო ადექო? ააქვს ამ ხვეწნას აზრი? ამიტომ, მისი მორალის კიტხვას თუ აქვს გამართლება? ამაზე დაფიქრდეს სჯობია და სხვა დროს მორალის ამორალურად კითხვას თავი დაანებოს!!!

• beso258

სტატიის ავტორო როგორც ჩანს თამაში არ გინახია და მონაყოლით წერ.გუშინ სტადიონზე ვიყავი კანალესისთვის გოლის გასატანად არავის არ უგულშემატკივრია.მთელი სტადიონი დადუმებული იჯდა.თბილისდან ჩამოყვანილი ფანკლუბის წევრები ხანდახან თუ წამოიყვირებდნენ რამეს.

• beso

სტატიის ავტორო როგორც ჩანს თამაში არ გინახია და მონაყოლით წერ.გუშინ სტადიონზე ვიყავი კანალესისთვის გოლის გასატანად არავის არ უგულშემატკივრია.მთელი სტადიონი დადუმებული იჯდა.თბილისდან ჩამოყვანილი ფანკლუბის წევრები ხანდახან თუ წამოიყვირებდნენ რამეს.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!