ცნობილი უკრაინელი საფეხბურთო კომენტატორი და ბლოგერი ვიქტორ ვაცკო თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოა. ანდრეა მალდერას სადებიუტო შეხვედრაში უკრაინელებმა 31 მაისს ვროცლავში პოლონეთს 2:0 სძლიეს, მაგრამ ვაცკოს მიაჩნია, რომ ეს ემოიცურმა ფაქტორებმა განაპირობა.

7 ივნისს ოდენსეში კიდევ ერთ ამხანაგურ დაპირისპირებაში უკრაინელები დანიასთან 1:2 აგებდნენ, როდესაც 65-ე წუთზე კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შეხვედრა საერთოდ აღარ გაგრძელდა.

ჟურნალისტს მიაჩნია, რომ დანიასთან მატჩმა არაერთი პრობლემა გამოაჩინა და ის შემოდგომაზე ერთა ლიგის მატჩებს გულის წამლებითა და დამამშვიდებლებით დაელოდება.

"არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე შემოდგომისთვის ვალიდოლს, კორვალოლსა და ვალერიანს მოვიმარაგებ", - ციტირებს ვაცკოს Sport.ua.

შეხსენებისთვის, უკრაინა ერთა ლიგის B ჯგუფში საქართველოს მეტოქეა და ჯგუფის პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს გასვლაზე უნგრეთთან, ხოლო მეორე დაპირისპირებას 28 სექტემბერს თბილისში გამართავს.

გოგა
ეს ომი დაეტყო უკრაინულ ფეხბურთს, საკლუბო და სანაკრებიზეც, დიდი რეგრესი აქვთ, ძლიერი ფეხბურთელები ყავს თითქოს ნაკრებს, მაგრამ ვერ თამაშობენ
გულიზარ ებანოიძე-იობაშვილი
ოჯახებს მიხედეთ. ამ ნაკრებს აწი აღარაფერი ეშველება.
გულნარა შარუხიძე
მამრებო,ასეთ იმედ გადაწურულ პროგნოზებს რატომ წერთ?!..ნუთუ დამაჯერებლობას ვერ ხედავთ ჩვენი ნაკრების თამაშში?
დემბელეს დედა თამთა ფეისბუქელი
ყველაზე სუსტი ნაკრები გგვყვავს. თანაც უმწვრთნელო!
ცისნამი იობაშვილი
მოგვაშორეთ სანიოლი!
ცისნამი იობაშვილი
მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ცისანა, თუმცა მათ ერთი უპირატესობა აქვთ - მწვრთნელები ჰყავთ.
გიორგი საღინაშვილი - ლიანას...
ვერ მივხდი რაინდობა და ჯერტლმენობა რა კონტექტში იხმარეთ,მაგრამ მე მხოლოდ კომენტზე და მოახლოებულ თამაშებზე დავწერე საკუთარი სუბიექტური აზრი და მეტი არაფერი, მართალი გითხრათ არც მიმიქცევია ყურადღება ქ-ბნი თუ იყო ავტორი....შეიძლება მართლაც ზედმეტად პესიმისტურიც კი არის ჩემი მოლოდინი, იმ საყოველთაო ეიფორიის ფონზე,რაც ჩვენში პსჟ-ს ჩ/ლიგის მოგების შემდეგაა, მაგრამ ადვილი თამაშები,რომ არ გვექნება და ჯგუფის მოგების შანსიც, რომ იტოტისოდენაა, გასული წლების სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით ფაქტია...
სვანსკი
ეგ ჩვენ უფრო მეტი დაგვჭირდება
ცისანა ებანოიძეს
არა ნაირი თანაბარი დონე ჩვენ ყველაზე დაბლა ვართ.
ლიანა ქარსივაძე
გიორგი საღინაშვილო!!!..ნამდვილი ჯანტლმენი ხარ რომ არ იზარებ და მრავლისმომცველ,ფართო განხილვას იწყებ ქალბატონებთან,ნამდვილი რაინდი ხარ,ოღონდ პესიმისტურად ნუ ხარ განწყობილი მთლად!
ჯარისკაცი
განგებ აკვეხებთ ყველგან უკრაინას? ხალისობთ, როცა წესიერი ქართველები და ხიხო მერუსეები დაერევიან ხოლმე ერთმანეთს? დღეს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და იცის ეს რედაქციამ?
გიორგი საღინაშვილი
ოოოუუფფ!!! ჩრდილოეთ ირლანდიასთან რამდენად თანაბარი ძალის გუნდია საქართველო, ჯერ კიდევ საკითხავია და საკამათო.... აი, უნგრეთს და უკრაინას ნაკრებებს, რომ ასე უპარდონოდ ეტოლებით, თქვენი გამკვირვებია..მართალია ფეხბურთის ალგორითმი ისეთია,რომ თამაში ყველასთან შეიძლება და ყველა მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი, მაგრამ როდესაც საუბარია გუნდებზე,რომლების ფიფას რეიტინგით 23-ე და 31-აა შესაბამისად, შენ კიდევ სადღაც მე-8 ათეულში ხარ ჩაკარგული, შენი კვარადონებით,კიტეებით თუ ჩაკვეებით ასე ჰარი - ჰარალო განწყობაზე, ობოიექტურად არ უნდა იყო. კვარა თუ პსჟ-ში ბრწყინავს,მას იქ უკან ყავს მარკინიუსი,პაჩო,ჰაკიმი,ვიტინია და ნევეში,გვერდით კი დემბელე და დეუ, ნაკრებში კი ვინ??!!....ასევე მიქაუტაძეს თუ ესპანეთში გოლები გააქვს - მხოლოდ თანაგუნდელების დახმარებით,რადგანაც ფორვარდია და ელემენტალურად, გოლიადორამდე ბურთი უნდა მიიტანო, ნაკრებში კი ვინ ჰყავს მიმტანი, მომენტების შექმნა კი არა საერთოდ არ მიაღებინეს ბურთი თურქებმა, ესპანელებმა და იგივე უკრაინელებმა. ასე, რომ თანაბარი ძალის მეტოქეები კი არ გვყავს, უმძიმესი თამაშები გველის და ტრადიციულად ბოლოდან მე-2 ადგილისთვის მოგვიწევს ბრძოლა ჩემდა სამწუხაროდ...ასევე საგულისხმოა ისიც, რომ უნგრეთსაც და უკრაინას ერთი ნაბიჯი დააკლდათ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე - ორივენ პლეიოფის ფინალი ითამაშეს, ჩვენ კი შესარჩევის ფსკერზე ჩავრჩით და ლამის გავარდით ერთა ლიგის ბ ჯგუფიდან - სომხების მოგებამ გადაგვარჩინა, რომლებმაც მგონია, რომ შეგნებულად წააგეს ჩვენთან,რომ მომავალ ევროზე შემოვლითი გზით მოხვდნენ, რაც დღეისათვის სომხეთში განვითარებული მოვლენების ფონზე და შესაბამისად, ევროპელი ჩინოვნიკების კეთილი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად რეალურიაა...
ცისანა ებანოიძე
ჯგუფში,ოთხივე თანაბარი ძალის ნაკრებია,დიახ,ჩრდ.ირლანდიაც არაა ჩამოსაწერი.
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი