რუსთა საუკეთესო კალათბურთელმა საქართველოს ნაკრებთან მძიმე მატჩის შესახებ ისაუბრა
საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ რუსთა საუკეთესო კალათბურთელმა ანდრეი კირილენკომ რამდენიმე სიტყვით ისაუბრა მძიმე მატჩის შესახებ.

- დღეს ღირსეული მეტოქე დაგვიპირისპირდა. ქართველები ძალიან კარგად მოემზადნენ ჩემპიონატისთვის, ამიტომ ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. ბრძოლა მთელი თამაში არ შეწყვეტილა, ძალიან მიხარია, რომ ბოლო წამებზე შევძელით წარმატების მიღწევა.

- როგორ იმოქმედა დარბაზში არსებულმა ატმოსფერომ. ქართველ ქომაგთა მრავალრიცხოვნობა ხელს არ გიშლიდათ?

- სავსე დარბაზში თამაშს უფრო მეტი ხიბლი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდს ქომაგობს დარბაზი. მთავარია ჯანსაღი საკალათბურთო განწყობა. დღეს მშვენიერი ატმოსფერო იყო. სამწუხაროა, რომ ეს განწყობა ძირითადად ქართველმა ქომაგებმა შექმნეს. თუმცა იმის მიუხედავად, რომ რუსი გულშემატკივრები უფრო ნაკლებნი იყვნენ, მათი ხმა მაინც მთელი თამაშის განმავლობაში გვესმოდა და ეს ძალიან გვშველოდა.

- გავრცელდა აზრი რომ რუსეთის ნაკრების დაცვა ყველაზე საიმედოა ტურნირზე.

- მართალია, დაცვაში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ შეცდომები მაინც გვაქვს. ეს ქართველების შედეგიანობიდანაც ჩანს. ასე რომ დასახვეწი კიდევ ბევრი გვაქვს.

- საჯარიმოების ცუდი შესრულება რისი ბრალია?

- ეს პირადად კალათბურთელების შეცდომებია. მე 8-დან მხოლოდ 2 ქულა ჩავაგდე. ვარჯიში მომიწევს, იმიტომ რომ ამას ჩემს მაგივრად ვერავინ გააკეთებს

- რა დაემართა თქვენ გუნდს მატჩის უკანასკნელ მეოთხედში, როდესაც 6 წუთის განმავლობაში ქულის ჩაგდება ვერ შეძელით?

- ასეთ წუთებზე საუბარი ძნელია. ფაქტია, რომ თავდასმამ ვერ გაართვა თავი დავალებას, მაგარმ აქ ქართველების ფაქტორიც არ უნდა დაივიწყოთ. ამ ნაკრებმა უკანასკნელ თვეებში ძალიან მოუმატა. გუნდის რამდენიმე წევრი ევროპაში თამაშობს, ფაჩულიას ამერიკაში კარგი თვალით უყურებენ. მარკოიშვილს ძალიან კარგად წაუვიდა თამაში. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამ ბიჭებმა კალათბურთის თამაში იციან და მათ ეს დღეს დაამტკიცეს...

გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო