მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე რაუნდში ბაადურ ჯობავამ მინიმატჩში პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაამარცხა
ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე რაუნდშიც წარმატებით ითამაშა გალელმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ, რომელმაც ორი კლასიკური პარტიისგან შემდგარ მინიმატჩში პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაამარცხა.

თამაშის კლასით ჩვენებური აშკარად სჯობს მეტოქეს, მაგრამ გუშინწინ თეთრებით პირველ პარტიაში აშკარა მარცხს გადაურჩა - მუდმივი ქიშით აიძულა პოლონელი, ზავზე მოეწერა ხელი.

აი, გუშინდელ პარტიაში კი ჯობავამ შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ვოიტაშეკი თეთრებით დებიუტიდან მცირეოდენ უპირატესობას ფლობდა, 23-ე სვლიდან (ლ+დ4) კი ინიციატივა, ფაქტობრივად, ბაადურს გადააბარა. ქართველმა დიდოსტატმა 28-ე სვლიდან მყარად იგდო ხელთ თამაშის სადავეები. 35-ე სვლაზე მეტოქემ წინააღმდეგობა შეწყვიტა და ჩვენებურს გამარჯვება მიულოცა.

ხვალ მესამე რაუნდში ჯობავა რუს დმიტრი იაკოვენკოს შეხვდება, რომელმაც ინდოელი პენდიალა ჰარიკრიშნა დაამარცხა - 1,5:0,5. გუშინ მესამე ეტაპის კიდევ 16 მონაწილე (ხაზგასმული) გამოვლინდა.

12 ორმატჩიანი პაექრობა ერთნაირი ანგარიშით - 1,5:0,5 დამთავრდა: იუდით პოლგარი (უნგრეთი)-სერგეი მოვსესიანი (სომხეთი), ლენიერ დომინგესი (კუბა)-ვიქტორ ბოლოგანი (მოლდოვა), ფაბიანო კარუანა (იტალია)-იური დროზდოვსკი (უკრაინა), გატა კამსკი (აშშ)-რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი), ზახარ ეფიმენკო (უკრაინა)-ფერენც ბერკეში (უნგრეთი), ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი)-ბორის გრაჩოვი (რუსეთი), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი)-სერგეი აზაროვი (ბელარუსი), ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი)-დმიტრი ავდრეიკინი (რუსეთი), მირჩეა პარლიგრასი (რუმინეთი)-ზოლტან ალმაში (უნგრეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-ევგენი ალექსეევი (რუსეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი)-ლორან ფრესინე (საფრანგეთი). აბჰიჯეთ გუფთა (ინდოეთი)-სამუელ შანკლენდი (აშშ), ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი)-ანტონ კორობოვი (უკრაინა), დავიდ ნავარა (ჩეხეთი)-ალექსანდრ ონიშჩუკი (აშშ), მხოლოდ ორი ორთაბრძოლა დამთავრდა მშრალი ანგარიშით: ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი)-ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია) 2:0, ვლადიმირ პოტკინი (რუსეთი)-ალექსეი შიროვი (ესპანეთი) 2:0. დანარჩენ გამარჯვებულებს დღევანდელი ტაიბრეიკები დაასახელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"