საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ RMC Sport-თან ინტერვიუში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

დიუგარი გამოეხმაურა სომალელ მსაჯთან დაკავშირებულ ინციდენტს. მოგეხსენებათ, ომარ არტანი, რომელსაც მუნდიალზე უნდა ემსაჯა, აშშ-ში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მას დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.

"სომალელი მსაჯის ჩამოშორება მისი ეროვნების გამო? ამ ყველაფერში რასიზმის სერიოზულ ელფერს ვხედავ. ეს მაწუხებს. ფეხბურთი ამის შესახებ არ არის. ფეხბურთი სულ სხვა რამეა. ეს ხალხის სპორტია.

ბილეთების ფასებიც წარმოუდგენლად მაღალია. მრცხვენია იმის, რასაც ვხედავ და იმისა, თუ რად იქცა ჩემი სპორტი.

ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება ბავშვობიდან, 10 წლის ასაკიდან მოყოლებული, მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინი იყო, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა.

ახლა კი ვხედავ რასიზმის ელფერს, როდესაც ზოგი ქვეყანა სხვებისგან განსხვავებულად განიხილება. ეს დისკომფორტს მიქმნის.

ჯერ არ მინდა ვთქვა, რომ ეს სირცხვილის მსოფლიო ჩემპიონატია, თუმცა იმედი მაქვს, აღარ ვიხილავთ იმას, რაც უკვე ვნახეთ და რაც გულს მირევს", - განაცხადა დიუგარიმ.

ცნობისთვის, UEFA-ს გადაწყვეტილებით, ომარ არტანი სუპერთასზე, პსჟ-სა და "ასტონ ვილას" შეხვედრას გაუძღვება.

ფანი
მართლაც სამარცხვინო ქვეყანაა, სწორედაც რასიზმის ნიშანია, უზბეკეთის ნაკრების წევრების დამამცირებელი ჩხრეკაც და ირანის ნაკრების მიმართ ამერიკის საქციელიც. საზიზღარი ქვეყანაა და ღირსი არც იყო აშუშუ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში მანდ ტარდება.
ჟიუსტ ფონტენი
ამერიკელებმა თავისი საქმე იციან.სჯობს თქვენს "საფრანგეთს" მიხედოთ
ჩაუქი ჩალჰანოღლუ და მატრაკვეცა მატერაცი
ამერიკელი ბარიგები უკვე ზარალში გავიდნენ და უკეთესი პერსპექტივა არც მექსიკელ და კანადელ ბარიგებს ელით...
ჯადო
შავების ადგილი აფრიკაშია!!!
aburjga
სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა უკვე იმდენი ფეხბურთი იყო, იმდენი, ყველგან... რომ ამოვიდა ყელში, მომყირჭდა! მე-4 ფინალამდე არც ერთი მატჩის ყურებას არ ვაპირებ!

ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატი,არასაფეხბურთო ქვეყნებში მხოლოდ იმიტომ ჩატარდა,რომ ფიფას და მის ჩინოსნებს ძალიან დიდი უნდა მოეტანა.დღევანდელი ფეხბურთი,სახალხო სპორტიდან ფულის ტომრების პაექრობად გადაიქცა და შემთხვევითი არაა,რომ დღევანდელი ფეხბურთი,ძველი,ყველასათვის საყვარელი ფეხბურთის შორეულ მიმსგავსებად გადაიქცა,სადაც ძალადობა,ფარტოდ არის წაქეზებულია მსაჯების მიერ.კომერცია ჰკლავს,ნამდვილ ხელოვნებას და გემოვნება,მასკულტურის დონეზე დაჰყავს.დღეს იგივე პროცესი,ფეხბურთშიც ფართოდ შემოიჭრა და ცივსისხლიანი ანგარიში დაუპირისპირა,ჯერ კიდევ შემორჩენილ ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარ პერსონებს.ერთხელ კოჭებში,მეორედ კოჭებში,მესამედ კოჭებში და ტექნიკურ ფეხბურთელს,თამაშის ყოველგვარი ხალისი ეკარგება.დღეს კუნთების გროვა ფეხბურთელების ფეხბურთის ზეიმია,დაუსჯელად რომ ჰკლავენ ნამდვილ ფეხბურთს.
ჟორა
მარტო ამისთვის არაა კი არაა სირცხვილი. ფეხბურთი საერთოდ იქცა ერთ დიდ სირცხვილად და უზარმაზარი ფულების კეთების სპორტად. ფეხბურთს შველა უნდა. სირცხვილია ფეხბურთელს წლის განმავლობაში 360 დღე ექსპლოატაციას უწევდე და მხოლოდ 5-6 დღე ასვენებდე, რას გავს ეს? მსოფლიო ჩემპიონატზე არ შეიძლება 24 გუნდზე მეტი თამაშობდეს. არ შეიძლება ამდენი ტურნირები თამაშდებოდეს და ყოველ მესამე დღეს თამაშობდეს ფეხბურთელი. ამის ბრალია ამდენი ტრამვები. არ შეიძლება ფეხბურთელს ტრამვა უხაროდეს, რომ დასვენების საშუალება მიეცემა. არ შეიძლება ფეხბურთელმა სეზონზე 45 თამაშზე მეტში მიიღოს მონაწილეობა. ფეხბურთს და ფეხბურთელებს შველა უნდა!
კაზიოლი ლეო და პეტუხი კრიშტიანუ - მსოფლიო მაფიის ელჩები
ბილეთების მაღალი ფასიც ამტკიცებს,რომ ფიფა-უეფამ ფეხბურთის მკვეთრი კომერციალიზაცია მოახდინა,ხარისხი საერთოდ არ ანაღვლებთ!
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას