მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, B ჯგუფში კანადა საკუთარ მოედანზე ბოსნიას ფრედ ეთამაშა - 1:1.

სტუმრები ბაშიჩის ჩაწოდებული კუთხურის შედეგად დაწინაურდნენ - კოლაშინაცმა ბურთი თავით ლუკიჩს გადაუგდო და მან კრეპოს კარი დალაშქრა. ეს კლუჟის „უნივერსიტატეას“ 27 წლის ნახევარმცველის ნაკრებში გატანილი პირველი გოლია.

მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებიც შექმნეს: ჯერ კოლაშინაცმა ლარეიას დარტყმულს ფეხი დაუხვედრა და ბურთი საკუთარი კარის ხარიხას გაარტყა, შემდეგ ოლუვასეიის დარტყმული ზედ კარის ხაზიდან თავით მცველმა კატიჩმა გამოიტანა, 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლარინმა კი 2 წუთში ანგარიში გაათანაბრა. „საუთჰემპტონის“ 31 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდში 91-ე მატჩში 31-ე გოლი გაიტანა. ერთი შანსი კონტრიერიშისას ბოსნიელებსაც ჰქონდათ, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა დემიროვიჩმა ვერ უწია მიზანს. ბოლოს ლარინს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული მუჰამეროვიჩმა დაბლოკა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

14 ივნისს, ამავე ჯგუფში ერთმანეთს კატარი და შვეიცარია შეხვდებიან.

მეორე ტურში, 18 ივნისს შვეიცარია ბოსნიას, ხოლო 19 ივნისს კანადა კატარს დაუპირისპირდება.

ტორონტო. „ბიმო ფილდი“

კანადა - ბოსნია 1:1

გოლები: 0:1 ლუკიჩი (21), 1:1 ლარინი (78)

- კანადამ ტურნირის ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა.

- 45 736-იან სტადიონზე ჩატარებულ მატჩს 43 002 მაყურებელი დაესწრო.

დდდ
ამაზე ლამაზი არაფერი ენახოთ მაგ მუნდიალის ორგანიზატორებს...
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
20 წლის მანზამბიმ ყველაფერი შეცვალა - შვეიცარიამ ბოსნიას მოუგო
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
[VIDEO] 6 გოლი, 2 წითელი ბარათი და მოტეხილი ფეხი - კანადამ კატარი გაანადგურა
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ