29 წლის საყრდენ ნახევარმცველ როდრის (სიმაღლე 190 სმ) „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში უმთავრდება და რათა უფასოდ არ წავიდეს, შეიძლება მალე გაყიდონ.

თავის მომავალთან დაკავშირებით 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა შემდეგი განაცხადა: „მე როგორც ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ვალდებული ვარ გუნდს ტურნირზე გამარჯვებაში დავეხმარო. იქამდე კი სხვა არაფერზე არ ვფიქრობ“.

პსჟ როდრით დაინტერესდა, - იტყობინება Fichajes-ი. გამოცემის ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე პირადად დაუკავშირდა მას და თავის გუნდში გადასვლის შესაძლებლობის განხილვაში დაარწმუნა. პარიზულ კლუბს ტრანსფერი 50-60 მილიონი ევრო დაუჯდება.

ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს როდრიგეს სანჩესი ადასტურებს, რომლის მტკიცებით, როდრი ლუის ენრიკეს შეთავაზებას დათანხმდა. ასე რომ, როდრიმ „ბარსელონას“, „რეალს“ და „არსენალს“ პსჟ ამჯობინა.

გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

gel-100
გონზე როცა არ ხარ აუცილებელი არაა რამე დაწერო რობიკჯან, პსჟ-ს ნახევარდაცვის ტრიოში ისე როგორც შემტევ სამეულში ყველა ფეხბურთელს შეუძლია იმ სამი პოზიციის შევსება რაც ნახევარმცველებს ევალებათ, პსჟ-ს ნახევარმცველებს ვიტინიას, ნევეშს და რუისს სამივეს შეუძლია როგორც მარცხენა და მარჯვენა ნახევარმცველობა ისე საყრდენობა და ეს ლუის ენრიკეს თამაშში ერთ-ერთი გადამწყვეტია, თუ პსჟ როდრის იყიდის ამით საყრდენ ზონას ჩააბეტონებს თავისი დაცვიანათ და ვიტინიას და ნევეშს უფრო მეტი თავისუფლება მიეცემათ შეტევით ფაზაში თამაშის შესაქმნელად, პსჟ-ს ერთადერთი სუსტი წერტილი სხვა პოზიციებთან შედარებით არის დაცვაში თამაში თავისი მეკარიანათ და თუ როდრი გადაიყვანეს საყრდენად უფრო მეტად შეუძლია როდრის დაეხმაროს დაცვას ვიდრე ამას ვიტინია აკეთებს და ამ ტრანსფერის აზრიც მაგაში დევს ჩემი აზრით, თან რუისს არც თუ ისე კარგი სეზონი ქონდა წელს და ეგეც რომ არა ბევრად მაგარი ფეხბურთელია როდრი ვიდრე რუისი მით უმეტეს საყრდენის პოზიციისთვის სადაც დღეს ისეთი ფეხბურთელი უყენია ენრიკეს რომელიც სუფთა საყრდენობისთვის ცოდოც კია იმდენად ლამაზად და კლასიანად თამაშობს მარცხენა ან მარჯვენა ნახევარმცველად ვიტინია, პსჟ როდრის ყიდვით და საყრდენად დაყენებით დაცვითი თამაშის მხრივ ბოლო წლების მუდმივ პრობლემასაც გადაჭრის და თავის საუკეთესო მეპასე ნახევარმცველებს უფრო მეტ თავისუფლებასაც მიცემს
ამატაკი
მოაგებინა თუ არა რუისმა ესპანელებს ევროპა როგორც მინიმუ საკამათო საკითხია, მაგრამ ასეც რომ იყოს ფაქტი ის არის რომ წლევანდელ ლიგაზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და რადენიმე ძალიან სერიოზული შეცდომა ჰქონდა, ალბათ ფიზიკაც უკვე მოიკოჭლებს. რაც შეეხება როდრის და ვიტინიას: ენრიკეს ფეხბურთის საბაზო კომპონენტია თამაშის სტრუქტურა . ამ მხრივ ფეხბურთელის პოზიცია მეორე პლანზე გადადის. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ თუნდაც იგივე ნევეში გარკვეულ მომენტში ცენტრფორვარდის პოზიციაზე და არამხოლოდ. საკითხი რასაც ენრიკე არავის პატიობს: სტრუქტურის მორღვევას. მბაპესთან თუ ჰქონდა პრეტენზია პირველ რიგში სწორედ ეს საკითხი და შედეგ დაცვით ფაზაში არმონაწილეობა. ენრიკესთან თამაშის გეომეტრია უნდა იყოს დაცული, ხოლო კონკრეტულ სათამაშო მონაკვეთში ვინ რა როლში აღმოჩნდება დამოკიდებულია ფაზებსა და იმ მომენტისათვის სიტუაციური ვითარებიდან.
რობი
როდრი ფაბიან რუისის კი არა ვიტინიას კონკურენტია უფრო, ისე მეტწილად რუისმა მოაგებინა ევროპა ესპანელებს

ხალხო,როდრი ვიღაცა როგორ არის?!მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იყო დასახელებული და იაფად მის გამოსყიდვაზე,რომელი სულელი იტყვის უარს?-დაუდებენ კონტრაქტს და პსჟს სულაც რომ ვერ შეეწყოს,ისეთ ფასად გაყიდიან მერე,მაინც მოგებაში დარჩებიან!გვარდიოლას სიტის სული და გული იყო,არ არსებობს, ენრიკეს გუნდს ვერ შეეწყოს.ეგეც არ იყოს,ის პსჟს ყველაზე სუსტ წერტილს,საჯარიმოს წინა ზონას და დაცვის ცენტრს გააძლიერებს,მაღალ ჩაწოდებებზეც,უფრო საიმედოს გახდის.ეგეც არ იყოს,ესენი თუ არ იყიდიან,კონკურენტებთან გადავა და პსჟს,იაფად გაძლიერებული კონკურენტი სჭირდება?რომც ვერ აიყვანოს,მათ აიძულებს,გაცილებით ძვირად იყიდონ და ამით,სხვა გაძლიერებებზე უარი ათქმევინოს.
aba
თუ უნდათ კანიე ვესტი დაიმატონ და ბუდუებიც ზედ, ჩვენი ფული ხომ არ მიდის.
ამატაკი
არავითარ შემთხვევაში არ იქნება ზედმეტი შენაძენი როდრი პსჟ-თვის, სულ პირიქით. რუი ბოლო თამაშებში არ გამოიყურებოდა რბილად რომ თქვა შესაბამის დონეზე.მეტოქეები თანდათანობით რათქმაუნდა სწავლობენ ენრიკეს ფეხბურთს, თითოეულ ფეხბურთელს. ასე რომ გარკვეული წერტილოვანი ცვლილებები წელს უკვე გარდაუვალია. როდრი შუა ხაზს მეტ სტაბილურობას შესძენს, ფლობს მაღალ ინდ. ტექნიკას, ამასთანავე ძალიან მრავალმხრივი და რაც მთავარია ინტელექტუალური მოთამაშეა, აზროვნებს. ამას ყველაფერს დამატებული საკმაოდ ძლიერი და ამტანია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს. რუი მასთან ვერ მივა ვერცერთ საფეხბურთო კომპონენტში, სხვადასხვა "წონითი" კატეგორიებია. გუნდურობას რაც შეეხება ესპანეთის ნაკრების კაპიტანია და თუნდაც ამით შეიძლება გარკვეული დასკვნები გააკეთო, სხვას რომ თავი დაანებო. დღევანდელ ბაზარზე შუა ხაზში როდრის მსგავსი ფეხბურთელები ერთეულებია, მითუმეტეს ესპანელია და ენრიკეს ფეხბურთი ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი.თითქმის იდეალური ვარიანტია პსჟ-ს ფეხბურთის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად.
ხვიჩას ზაკოსგან
შენ თავთან მოხვედი წინააღმდეგობაში, მერე რომელი ინდივიდუალისტი როდრია, ან რომელს ადარებ გუნდურობაში როდრის?
ხვიჩას ზაკოსგან
შენ თვითონ მოხვედი წინსაღმდეგობაში საკუთარ თავთან, რომ შენს მიერ ჩამოთვლილ ვარსკვლავებს ინდივიდუალურად როდრი ახლოს ვერ მივა და სწორედ გუნდურების პრინციპით აღებული ლ ენრიკე მაგიტომ ირჩევს როდრის და არა ინდივიდუალურად მოთამაშე ვარსკვლავს
ამატაკი
ძალიან მაგარი შენაძენი იქნება. როდრი ალბათ რუის ალტერნატივა იქნება. შუაში ნევეში-ვიტინია-როდრი მართლა დაგლიჯავს!წინაც რამოსის მაგივრად დაიმატონ ოსიმენი და ჩათვალე წინა ხაზიც შოკოლადშია, მითუმეტეს ბარკოლა-დუესაც თუ შეინარჩუნებენ. დაცვაში ფლანგები თითქმის იდეალურია, თავისი ალტერნატივებით. ერთადერთი მისახედი ურჩებათ დაცვის ცენტრი.მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდებათ, სადღაც კალაფიორის ვარიანტში. ამის გარდა ვინმე მაგარ მეკარესაც თუ მოაბენ თავი, დოლ-გარმონით ჩაიბარებს ნასერ ალ ხელაიფი მესამე თასს (ქე რო ვიცით იმ ყაიდისას) ჩეფერინისგან. ეს უკანასკნელი ქე გაწაფეს მაგ საქმეში.
"ადგილზე დგომა" = "უკუ სვლას" 😉
არ არსებობს, არასდროს არსებულა გუნდი - კლუბი, თუ ნაკრები, რომელიც არ საჭიროებს გაძლიერებას, ცვლილებებს, განახლებას ... და საიმედო რეზერვს. P.S. "დრო მიდის, დრო არ ჩერდება..." და მესი , რონალდუ, მოდრიჩი, ნეიმარი ... აღარ/ვეღარ არიან იგივე . თანაც, ერთი -ორი გაუთვალისწინებელი შემთხვევა და ...
ზაკოს ხვიჩასგან
ცხადია როდრი რომ უდავოდ ნიჭიერია რუისზე. მაგრამ ზოგჯერ სუპერ ნიჭიერ ვარსკვლავს კარგი გუნდურად მოთამაშე ფეხბურთელი რომ ჯობია გუნდისთვის, ეგ პსჟ-ში მბაპეს, ნეიმარის და მესის უშედეგო ყოფნამაც დაადასტურა
ზაკო
ახალი სისხლოს გადასხმა არავის აწყენს, თან ეს სისხლი როდრის თუ მიაქვს გუნდში, მით უმეტეს ფ. რუისის ჩანაცვლება როდრით რამხელა ძალა და + იქნება პსჟ-თვის
კახი
ვერ ვხდები რატომ უნდათ დალაგებილი, თან ახალგაზრდული გუნდის გადაწყობა. შეინაჩუნეტ ეს გუნდი მინიმუმ მანამ სადამდედაც ლიგის ფინალში გადიან.
Levani
რატოა სენსაციური,ხობის კოლხეთიდან გადაყავთ?
ხვიჩა
პსჟ აწყობილი, ორკესტრირებული გუნდია რომელმაც ბოლო ორ წელიწადში თითქმის ყველაფერი მოიგო. ხო და რით არიან უკმაყოფილონი, რად უნდათ უადგილო ექსპერიმენტების ჩატარება, ვიღაცეების გაშვება გუნდიდან და სხვების მოყვანა? არ ასვენებთ გამჩენი...
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
თუ "სიტისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - "რეალს" როდრის გაფორმების გეგმა აქვს
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
შეთანხმებას მიაღწია - როდრის კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?